საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

კობა ჭუმბურიძე - გიორგი მეთერთმეტისა (ციკლიდან - მეფეთა წიგნი)
გიორგი მეთერთმეტე - უცნობი მხატვარი

ღირსო დიდებულ ბაგრატიონთა, დაუღალავო მტერთა დარილით, რომელმან მამულს გული დაუნთე ავდართა ურჩი კელაპტარივით და სიჩაუქეს სიბრძნეც დაურთე დესპანის შენის, სულხან-საბასი, რომ აღარასდროს გაგვიმეორდეს ქართველთყლაპია შახი აბასი.

ბედი მრავალგზის მოგეღრუბლება, მემრე დადგება ჟამი მგუნების, ახლა კი, ჯერ კი, არ გაქვს უფლება დასვენების და დაძაბუნების. არ წააჩვიე შენს მამულს მტერი და, პირნათელმა ქვეყნის წინაშე, ქვებუდანთა და გვესთა ჯინაზე ამწიგნობარე ერი და ბერი.

ამასობაში, პალესტინაში,

გამოისყიდე ჯვრის მონასტერი…

ახლა ისფაჰანს მიგიხმობს შახი, რამეთუ ქიშპი გახდა ამაო: თუ მშვიდობა გსურს, ჩამიხშე ჯანყი, მე შენი ტახტი არა მგამაო.

ამ მარტვილობად სხვა რა გაგრჯიდა, მაგრამ ვაი, რომ მამულს დასჭირდა, ვაი რომ იგი ვერ გამოგლიჯე გაუმაძღარი სპარსის კლანჭიდან.

ამასობაში, მიმოფანტული,

საბამ აკინძა სიტყვა ქართული…

მიდიხარ, მოგდევს უდაბნოს ქშენა და კაეშანი, სულის მწეწველი. უნაგირია დღეიდან შენი სამეფო ტახტი და სარეცელი.

რა ოხრად გინდა ის მიწა, მქისი, ამქვეყნიური სამოთხის მეფეს, კბილით დაიცავს, სისხლს შეგაჩქეფებს შეუპოვარი პატრონი მისი.

ამასობაში ეგნატაშვილმა

„ქართლის ცხოვრება“ ასალაშინა…

სულთამხუთავი უცხო თაკარა დაღირებია გულს დანადაღარს, მაღრიბით დარჩა შენი აგარა, თავდადრეკილი მიხვალ ყანდაღარს.

კვალად მოგყვება ამალა ხასი, მებრძოლე დასი, ზაფრის მცემელი, ვაგლახ, რომ ქართლის სიმშვიდის ფასი არის ავღანთა სისხლი და ცრემლი.

ამასობაში, სწავლულთა კაცთა

მოკრიბეს, რაიც საწმისზე დაწდა…

იქ გასრულდება ქანცის გამწყვეტი განსაცდელები, არდისულები, სულდაღალული და დანაწრეტი უცხო მხარეში აღესრულები მამულისათვის შემართებული მეფე, მარხე და მირონცხებული, თავდადებული, გულანთებული,

წამებული და მივიწყებული.

ამასობაში, მეფე ვახტანგმა

სტამბა გამართა, შოთა დასტამბა…

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე
23 მარტს (5 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფილოტის და მისი მეუღლის ლიდიას; მაკედონის, თეოპრედის, კრონიდეს და ამფლიოქეს (+117-138) ხსენების დღეს.
წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე
23 მარტს (4 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსისა და მისი 199 მოწაფის (+251) ხსენების დღეს.
gaq