საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

შალვა ამირეჯიბი - „კოტე აფხაზის სიკვდილზე“
გია მამალაძე

1867 წლის 27 ნოემბერს კარდენახში დაიბადა ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამედრო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტის ხელმძღვანელი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ეროვნული გმირი - კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.

საქართველოში გმირებს ყოველთვის უძღვნიდნენ ხოლმე აღტაცებულ სიტყვებს, პოეტები თუ მემატიანენი. დღეს, კოტე აფხაზის დაბადების დღეს ჩვენს მკითხველს გვინდა გავახსენოთ ცნობილი პოეტისა და პატრიოტის, შალვა ამირეჯიბის ლექსი - „კოტე აფხაზის სიკვდილზე“.

კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისწული გახლდათ. მამა, ნიკოლოზ აფხაზი ცნობილი საზოგადო და სამხედრო მოღვაწე იყო. მათი გვარი მომდინარეობს აფხაზეთის მთავრების, შარვაშიძეების კახეთში დამკვიდრებული შტოდან. დედისა და მამის მხრიდან პატრიოტი წინაპრები ჰყავდა და მათ ნათელ კვალს ნათელი სახელით გაჰყვა.

1885 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა სასწავლებელი. 1890 წელს პეტერბურგის სამხედრო აკადემია.

როგორც ვთქვით, კოტე აფხაზი იყო საქართველოს პარლამენტის - დამფუძნებელი კრების წევრი.

1921 წელს საქართველო კვლავ დაიპყრო რუსეთის იმპერიამ, აწ უკვე ბოლშევიკურმა. ქართველი პატრიოტები არ ურიგდებოდნენ ამას. 1922 წლის აგვისტოში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელიც ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული გაერთიანება გახლდათ (პარიტეტული კომიტეტი). ქართველებისათვის საოცარი რამ მოხდა, შეთანხმება და პარიტეტი ხომ საქართველოში იშვიათად გამოდის. მაგრამ, სამშობლოს გასაჭირის შეგნებამ ყველაფერი გადალახა. დაძაბული, მაგრამ ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, ერთმანეთისადმი არც თუ კარგი დამოკიდებულების მქონე პარტიებმა, მათ შორის მენშევიკებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა, სოციალ-ფედერალისტებმა, ესერებმა და "სხიველების" ორგანიზაციამ, შეიმუშავეს საერთო გეგმა და ხელი მოაწერეს შეთანხმებას:
 
1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის;
 
2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ, როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში;
 
3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ მთავრობას კოალიციური პრინციპების მიხედვით. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არა აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი;
 
4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად;
 
5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი".
 
წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობას ემიგრაციაში. მთავრობასთან კავშირისათვის შეიქმნა "კონსტანტინოპოლის ბიურო", რომელმაც დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები თურქეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან საქართვლოსთვის დახმარების შესახებ.
 
დამოუკიდებლობის კომიტეტთან (დამკომი) შეიქმნა „სამხედრო ცენტრი“, რომელსაც ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული წინააღმდეგობისათვის (მისი პირველი ხელმძღვანელი იყო კოტე აფხაზი). საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იქმნებოდა შეიარაღებული რაზმები.
 
მაგრამ, საქართველოს მტერმა მოახერხა გამოევლინა შეთქმულება და მისი ორგანიზატორნი. 1923 წლის გაზაფხულზე დამკომის ხელმძღვანელობა, კოტე აფხაზი და სხვა პატრიოტები, -საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ქარცივაძე, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნილი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, როტმისტრი ლევან კლიმიაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი დიმიტრი ჩრდილელი, კაპიტანი ივანე ყარანგოზიშვილი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე და ნიკოლოზ ზანდუკელი, - დააპატიმრეს და 20 მაისს დახვრიტეს. ამან ქართველები ვერ შეაშინა, ამის მერე არჩეული იქნა დამკომის ახალი შემადგენლობა, რომელსაც უნდა მოემზადებინა აჯანყება, მაგრამ, როგორც ვიცით 1924 წლის აჯანყება, სამწუხაროდ, მარცხით დამთავრდა.

კოტე აფხაზის მეუღლე ელენე და ვაჟი ნიკოლოზი ემიგრაციაში წავიდნენ.

კოტე აფხაზისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კომიტეტის წევრი, პოეტი შალვა ამირეჯიბიც იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემიგრაციაში მოუხდა წასვლა.

წინამდებარე ლექსი, მიძღვნილი კოტე აფხაზისადმი, 1923 წლის მაისში დაწერა შალვა ამირეჯიბმა, კოტე აფხაზისა და მისი თანამებრძოლების დახვრეტიდან სულ მალე.

კოტე აფხაზის სიკვდილზე
 
როს ჩვენი დროის რეგვენობის მწირ ანარეკლად,
ჩვენში მატურებს ისე დგამენ, ვით თივის ზვინებს,
თავისის ფეხით ადის ბრიყვი კვარცხლბეკზედ ძეგლად
და ჯალათობა სათნოების იწნავს გვირგვინებს.
 
შენ მოკლებული საფლავისა მყუდრო სიამეს,
განუბანელი აიაზმით ადის წყლებიდგან,
უცდი, შემოვა მტრის ბანაკში ეტლი პრიამის,
რომ გამოიხსნას შვილის გვამი მტრის ხელებიდან.
 
და გენატრება შენ საფლავი სადმე მდელოზედ,
რომ უდგეს ბუჩქი, ზედ ბილიკი ჩაუდიოდეს
რომ კვლავ შეგეძლოს გადმოხედვა საქართველოზედ
და შენი გული იმის ბედზედ აღარ სჩიოდეს.
 
არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
და რომ სახელი დიდი გქონდა შენ სიცოცხლეში,
ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!

1923 წლის მაისი


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq