საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დაუმორჩილებელი ქართული პოეზია - ლადო ასათიანის ”გულაგის” ბანაკში გადასახლებული დედისადმი მიძღვნილი ლექსი
ზურაბ ქართველაძე
რენო თურქია - ”ლადო ასათიანი”

ლადო ასათიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლების ასეთი ფაქტი: მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში პოეტი გარდაიცვალა.

დარჩა ამ ბოლო დღეებზე თანამოკალმეთა მოგონებები - ალექსანდრე საჯაია წერდა: “ლადო მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს სამშობლოს გმირებს – ხერხეულიძეებს, არაგველებს... თითქოსდა, ლადოს, ჭლექით ავადმყოფს, სევდიანი უნდა გამოსვლოდა სტრიქონები, მაგრამ ასე არ მოხდა, მის ლექსებში მელანქოლიას ადგილი არა აქვს. პირიქით, მის ლექსებს მთიულური საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპტიმისტური ბუნება ახასიათებს”.

შემთხვევითი არ არის, რომ  მრავალი წლის შემდეგ, როდესაც თბილისში სამასი არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად ობელისკი აღმართეს, მასზე სწორედ ლადო ასათიანის ლექსის სტრიქონები ამოკვეთეს: ”მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...”

მაგრამ ჰქონდა მაინც ლადოს ერთი ლექსი - აღსავსე სევდითა და მწუხარებით - ეს გახლდათ დედაზე დაწერილი ლექსი. პოეტის ბიოგრაფიიდან ვგებულობთ: ”ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
და დაუპატიმრეს და გადაუსახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მაშინ მომავალი პოეტი  “ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია, ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა... აკი დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდვა ბინა: „...ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. .“

გასაგები მიზეზების გამო დედისადმი მიძღვნილი ლექსი თვით იმ დაჩეხილ კრებულშიც კი ვერ მოხვდებოდა. ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა თავის არალეგალურ ჟურნალ ”ოქროს საწმისში”. ქვემოთ გთავაზობთ ამ ლექსს, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდა მკითხველისათვის შეიძლება უცნობი იყოს:

 

ლადო ასათიანი

 

დედისადმი                                                      

 

ამ ქვეყნად როცა ავიდგი ენა,

პირველი სიტყვა იყავი დედა,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

დედა, სიზმრებმა არ მომასვენა,

შენს ბნელ საკანში გადმომახედა.

გეძახი, მინდა გაგესაუბრო

შუა აზიის ურწყულ მხარეში...

რა გენატრება – ქმარი თუ უფრო

დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.

მთვარეულივით დავდივარ ხმელზე

აგერ ეს ოცდასამი წელია,

მაგრამ, ძვირფასო მშობელო, შენზე

ერთი სიტყვაც არ დამიწერია.

ეს იმიტომ, რომ მიყვარდი ძლიერ,

დამქონდი, როგორც საუნჯე გულით

და სიყვარულის სიმღერის მიერ

ვიყავი დღემდენ დამუნჯებული.

ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა,

ტირილი მინდა და შეცხადება,

შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად

წარმომიდგინეს შენი ხატება.

ჩვენი სახლ–კარი ააწიოკეს

დაუბანელმა გლეხის კაცებმა,

ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე,

 არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.

 ინგრევა შენი ნაამაგარი,

 და არ გახსენო, არ შემიძლია,

 აღარ გაჰკივის რთველში მაყარი,

 ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.

თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს,

მამამ ბეღელი ვალში გაყიდა

და ძველებურად არ მოფრიალებს

შუკაში თეთრი ბაშილაყითა.

ჩვენი მარანი და საწნახელი

უფრო ძლიერმა დაიგირავა,

მამა ბუხართან ზის თავდახრილი,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ცეცხლში აფურთხებს და იგინება.

რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში

არ შემოვდივართ მე და ურემი

და გაზაფხულის ხმაზე თავლაში

არ ჭიხვინებენ ბედაურები.

 დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,

 ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,

 წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,

 დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.

 დანაცრებულან ციხე-კოშკები,

 “მრავალჟამიერ” არსად გუგუნებს,

მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,

მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.

ო, ვიცი ეს და ამიტომ მინდა,

უკანასკნელად მაინც გიხილო,

დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,

და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო.

და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად

ხელებგაშლით და თვალებ გახელით,

დაუვიწყარო, სიკვდილის ჟამსაც

გავიმეორო შენი სახელი.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq