საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

აკაკი ბელიაშვილის „ორი თამარი“

1903 წლის 11 (ახალი სტილით 24) აპრილს სოფელ ქორეთში, იმერეთში, საჩხერესთან ახლოს, დაიბადა აკაკი იონას ძე ბელიაშვილი.

სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, 1921 წლიდან თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 20-იან წლებში იყო "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების წევრი.

წერდა მოთხრობებს, რომანებს, იყო კინოდრამატურგიც, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. წერდა პუბლიცისტურ და ლიტერატურულ-კრიტიკულ სტატიებსაც.

აკაკი ბელიაშვილი გარდაიცვალა 1961 წლის 14 თებერვალს, თბილისში.

დღეს პრესა.გე-ს მკითხველებს გვინდა შევთავაზოთ აკაკი ბელიაშვილის შესანიშნავი ნოველა 
„ორი თამარი“.

ორი თამარი

ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ, როდესაც მიტო ფრონტზე მიდიოდა, იგივე საურმე გზა, მისივე ბრიგადის მიერ გაწმენდილი ორღობე, ცივ წყაროსთან აზიდული ცხრა კაკლის ხე, კრამიტით დახურული სახლები, ღობეებიდან მკლავებივით გადმოშვერილი ხეხილის ტოტები და დაბალ ჭიშკრებზე მომდგარი აღავღავებული მურიები.

 ორივე იღლიით ყავარჯენზე დაყრდნობილი მიტო ცალი ფეხით მძიმედ მიაბიჯებდა, რადგან მეორე ფეხი თაბაშირით ჰქონდა გაკრული.

ფრონტზე წასვლის წინ მიტოს ეგონა განსაკუთრებულად გაუხარდებოდა შინ დაბრუნება. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაშინ ის შავთვალა თამარმა გააცილა სადგურამდე. გააცილა და განშორების წინ წამწამებზე რომ ალმასებივით ცრემლები დაეკიდა, მაშინ მიტოს ეგონა, რომ მთელი ქვეყანა: მზე, მთვარე, დედამიწა, ყოველი ადამიანი მასზე დარდით იყო შეპყრობილი. მთელი მსოფლიო ციმციმებდა იმ ცრემლებში. და მიტო სულ ოცნებობდა იმ წუთზე, როდესაც დაბრუნდებოდა შინ და დაინახავდა სიხარულით აღსავსე იმავე შავ თვალებს, გაღიმებულ ტუჩებს და ბროლისფერ კბილთა ელვარებას. რაღაც ტკბილად უტოკავდა გული მიტოს და ფრონტზე ყოფნის დროს ყოველთვის სიამოვნებას განაცდევინებდა იმის წარმოდგენა, რომ სადღაც შორს, ორი ათასი კილომეტრის დაშორებით ახალგაზრდა გოგონა განუწყვეტლად ფიქრობდა მასზე.

ეს გრძნობა უადვილებდა მიტოს ყოველგვარ სიძნელეს, რომელიც ფრონტზე ხვდებოდა. თხრილში იწვა თუ დაზვერვაზე მიდიოდა, მას არსოდეს არ ავიწყდებოდა შავთვალა თამარის წამწამებზე დაკიდული ალმასისებური ცრემლები.

იქნებ ამიტომ ინდობდა ტყვია მიტოს. ბევრჯერ მიიღო ბრძოლაში მონაწილეობა, სამი ტანკი და სამოცამდე მტრის ჯარისკაცი მოსპო, ხოლო ერთხელ, დაზვერვის დროს მტრის ქვემეხს რომ წააწყდა, ხელყუმბარით მოსპო მომსახურე პერსონალი და ქვემეხი ააფეთქა. ამ ხანებში მკერდზე ორდენიც აუბრწყინდა.

მაგრამ ერთხელ შეტევის დროს საფარში მიმალულმა მტრის მეავტომატემ მოასწრო და მიტო მოსხლეტით გაიშალა თოვლზე. მუხლი და მკერდი თბილად დაუსველდა, მიხვდა სად იყო დაჭრილი. გარშემო ტყვიამფრქვევები რახრახებდნენ და უჩინარი ტყვიები ბზიკებივით წიოდნენ.

რამდენჯერმე სცადა მიტომ ტანი აეთრია, მაგრამ ვერ მოახერხა და ისე სწრაფად დასუსტდა, რომ ტავის აწევაც კი ვეღარ შესძლო. გულაღმა გაშხლართული შესცქეროდა ღრუბლებით დაბამბულ ცას და ხანგამოშვებით, თვალის მოხუჭვით იწურავდა უნებურად მომდგარ ცრემლებს. წყურვილი იგრძნო მიტომ, პირი გაუშრა და ტუჩები გაუხურდა. სცადა თოვლი ჩაედო პირში, მაგრამ ხელი არ დაემორჩილა. მუხლიდან კი განუწყვეტლად ჩქეფდა სისხლი; საჭირო იყო სასწრაფოდ  შეკვრა და შეხვევა, რომ სისხლის დენა შეჩერებულიყო. თავისივე ხელით შეიხვევდა ჭრილობას, მაგრამ  მკლავი არ დაემორჩილა. გაშემო არავინ იყო, შველა რომ ეთხოვა. სისხლი კი ჩქეფდა და ჩქეფდა. მაშინ მიტომ გადასწყვიტა, რომ ის კვდებოდა. ჭრილობის შეხვევის ცდას თავი მიანება და ფიქრებს მისცა თავი. სიკვდილის წინ მან თავისი კარმიდამო წარმოიდგინა. წარმოიდგინა ის ლურჯი ცა, რომელიც ხშირად უნახავს, როდესაც ასე გაშხლართული წოლილა მინდორზე. ერთხელ, ასე რომ იწვა და შუაღამის ცაზე ერთ მოციმციმე ვარსკვლავს თვალს არ აშორებდა, მოულოდნელად თავზე დაადგა თამარი, მასთან ჩაიჩოქა და ნაწნავებით კისერსა და სა

ხეზე მოუღუტუნა. ისინი იცინოდნენ მაშინ. უჰ, რამდენი იცინეს!

მიტოს არ ახსოვდა, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ის დაიჭრა, შეიძლება ერთი დღე იყო გასული, შეიძლება ხუთი წუთი, რადგან მოულოდნელმა შენჯღრევამ გამოარკვია: ვიღაცამ სწრაფად დაითრია მიტო, ბრეზენტზე გადააწვინა და სწრაფად ჩააცურა ფერდობზე, სადაც ტყვია აღარ იყო უკვე საშიში. მიტომ ოდნავ გაახილა თვალები და კულულებზე შეამჩნია, რომ მისი მხსნელი ქალი იყო.

- თამარ! - უნებურად აღმოხდა მიტოს.

- Откуда вы знаете мое имя? - მოესმა მიტოს დაღლილი ქალის ხმა.

- თამარ! - ისევ გაოცებით წამოიძახა მიტომ, თითქოს გული ამოატანაო და თვალები ფართოდ გააღო.

მას ღიმილით დასცქეროდა მედიცინის ქერათმიანი და. იგი ფუსფუსით ხსნიდა საველე ჩანტას ჭრილობის შესახვევად.

- თამარ! - ახლა უფრო ჩურჩულით წარმოთქვა მიტომ და თვალები დახუჭა.

მიტო ქერათმიანის ხელების მოძრაობით გრძნობდა, თუ როგორი ოსტატობით უხვევდა ჭრილობებს ეს უცნობი ქალი.

- წყალი! - ამოიკვნესა მიტომ.

- Цхали это по вашему вода? Сейчас, родной.

მიტომ ისევ დაჰკარგა გრძნობა და როდესაც გონს მოვიდა, ის უკვე შორს იყო ფრონტიდან. საავადმყოფოში იწვა და მას უკვე სხვა ხალხი ერტყა გარს. ქერათმიანი თამარი იქ აღარ იყო. მიტო ეკითხებოდა ყველას, მედიცინის დებს, ექიმებს, დაჭრილ მებრძოლებს, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო ქერათმიანი თამარის შესახებ. ის ისევ ფრონტზე იყო.

მაშინ მიტოს საშინლად მოუნდა ფრონტზე დაბრუნება.

მაგრამ მკერდი ბინტებით ჰქონდა გაკრული, ფეხი თაბაშირში ჩაკირული, ექიმი კი ეუბნებოდა, რომ მას ექვსი თვის შვებულებას მისცემდნენ.

მართლაც, შესძლო თუ არა მიტომ ფეხზე დადგომა და ყავარჯნებით სიარული, შვებულება მისცეს და შინისკენ გაისტუმრეს. ეხვეწა - არ  მინდა შვებულებაო, არ დაუჯერეს. უბრძანეს და მორჩა. წამოვიდა მიტო სახლში.

ახლა კი უახლოვდებოდა სახლს და სიხარულთან ერთად გული უსიამოვნოდ ეკუმშებოდა. მან ბევრი რამ ნახა და განიცადა ამ მოკლე დროის განმავლობაში. მოვლო დიდი რუსეთის უზარმაზარი ტრამალები. გამოიარა ომის ქარცეცხლი და პირისპირ იდგა სიკვდილთან.

უკვე სხვა კაცი იყო მიტო და მას აღარ სურდა შავთვალა თამარის ნახვა. არა თუ არ სურდა, მასთან შეხვედრისაც კი ეშინოდა, დიდი საქმეა, თუ მიტოს გულისთვის ცრემლები მოადგა თვალებზე, ორი ცრემლი. მიტოს იმისაც კი რცხვენოდა, რომ ამ ცრემლებზე ამდენხანს ფიქრობდა ფრონტზე ყოფნის დროს...

ერთი ჟრიამული ატყდა სოფელში, როდესაც მიტომ თავისი ჭიშკარი შეაღო და შეგებებულ მშობლებს გადაეხვია, ვინ არ მივიდა მის სანახავად და ამბების საკითხავად.

მამამ ქვევრებს თავი მოხადა, დედამ ქათმები დაპუტა, ბუხარში აგუზგუზებულ ცეცხლს კეცები დააყარა და შეიქნა საცრის ტკაცა-ტკუცი. სანამ სუფრა გაიშლებოდა, კარი გაიხეხა გაღება-დახურვით. მოდიოდა და მოდიოდა ხალხი. ზოგს ჩურჩხელები მოჰქონდა, ზოგს თავი არაყი. ზოგს დიდ ბოთლებში საგანგებოდ დაყენებული ჩხავერი.

მიტო გაბრუებულივით იჯდა და კარების ყოველ გაღებაზე შემკრთალი იცქირებოდა კარისაკენ.

დედამ შეატყო, წინსაფარზე ხელი შეიწმინდა, შვილს გვერდით მიუჯდა და ყურში ჩასჩურჩულა:

- შვილი, მე კი ვიცი ვისი ნახვაც გაგეხარდებოდა და, ალბათ, გული დაგწყდება, მაგრამ ნუ ინაღვლებ, ბიჭო. თამარს რამდენი ვეხვეწე, ნუ შვები მაგ საქმეს, ჩემი ბიჭი დაბრუნდება და რა პასუხსა მაძლევ-მეთქი, მარა, რა ვუყოთ ახლა... არაო, ჩემი საქმის მე ვიცი, თქვენ არავინ გეკითხებათო. ღმერთმა მშვიდობის გზა მისცეს, შვილო, ქალს იმაზე უკეთესს იშოვი თუ გუნდა...

- გათხოვდა?

- არა, აიჩემა, მაინცდამაინც ფრონტზე უნდა წავიდე მედიცინის დათო და წავიდა კიდეც. ეს კი თქვა, ღვთის წინაშე, რომ თუ მიტო ჩემზე ადრე დაბრუნდეს, უთხარით - უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია-თქო.

მიტომ უცებ ყავარჯნები მოიმარჯვა, ადგა და მეორე ოთახში გავიდა. კარები მიხურა და მიმოიხედა. როდესაც დარწმუნდა, რომ სულ მარტო იყო ოთახში, კედლიდან თამარის სურათი მოხსნა, ფრთხილად აკოცა და მოულოდნელად იგრძნო, რომ თვალებზე ორი ცრემლი დაეკიდა.

სიყვარულმა ახალი ძალით იფეთქა.

მამული, ენა, სარწმუნოება

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422).
ღირსი ათანასე ათონელი
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ათანასე ათონელის (+1000) ხსენების დღეს.
gaq