საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

შალვა აფხაიძის
გაიოზ მამალაძე

1894 წლის 20 ივლისს, სოფელ ძუყნურში, იმერეთში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე.

სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში.  1917 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს. პირველი ლექსი „სონეტი ასონანსებით“ გამოქვეყნდა 1917 წელს ქუთაისის გაზეთ „ხალხის მეგობარში“. იყო ცისფერყანწელთა ლიტერატურული ჯგუფის წევრი. შალვა აფხაიძის ლექსების პირველი წიგნი გამოვიდა 1941 წელს. ამას მოჰყვა მისი წიგნები: „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957, „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1954) და სხვა.

შალვა აფხაიძე იყო ავტორი მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე. გამოცემული ჰქონდა ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა და მონოგრაფიების რამდენიმე წიგნი. მათ შორის მონოგრაფიები: „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1956), „სანდრო ახმეტელი“ (1958), „აკაკი ხორავა“ (1962) და სხვა. მან თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვების ნაწარმოებები.

შალვა აფხაიძემ შეადგინა „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“.

დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და სხვა ჯილდოებით.

შალვა აფხაიძე გარდაიცვალა 1967 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მკითხველს ვთავაზობთ შალვა აფხაიძის რამდენიმე ლექსს.

სანტა მარია

თვალმიბნედილი ვდგავარ შენ წინ, სანტა მარია,
მახარებს ტანჯვა ღვთიურ სახეს რომ გილამაზებს,
მე შენზე ლოცვა ვამჯობინე ვერცხლის არმაზებს
და სხვა ოთახი უშენობით ყრუ სამარეა.

მწვანე ქვეყანაც - თუ ვერ გხედავ - უცხო მხარეა,
არც ხალისი აქვთ გაბრწინებულ ფერად დარბაზებს!
მე შენ სურათზე ვითვლი ჩუმად ვარდისფერ ხაზებს.
სანტა მარია, შენს ტუჩებზე სიმწუხარეა.

ქარვისფერ ლოცვებს ვადნობ შენს წინ ამაყი გურჯი,
ჩემ ფერად წარსულს რ

ომ ვკითხულობ სათუთ დალალში,
შენი სახება ჩემ ოტახში არის საუნჯე. 
და უცხო ხატი დაიწვება საფირონ-ლალში.

სანტა მარია! შენს ლოყებზე ცრემლები არი!
მიიღე ჩემგან საალერსოდ ეს მინანქარი.
(1918)

წერილი სანდროს ტფილისიდან

ძველი ხატების დიდ მინანქრებში
კვდება ტფილისი - ქართლის დიდება.
და მოგონებას ქვების ნამქერში
ჩემი თვალები გაეკიდება.

ო. საქართველო! მინდა მივმართო
დარღვეულ სხეულს, ჩემს მიწას - დობილს:
შენ ამ სივრცეში იწვები მარტო,
ვინ შეგიფარებს აქ არ შენდობილს?

ღამეებს მიაქვს დღის მწუხარება
და მოჩვენება ცხელი ისანის.
გადაავიწყდა ტფილისს ხარება:
ჩვენც ერთმანეთი გადავიცანით.

აქ საოცარი იწვის ხველება,
საფლავი არის თვალების უპე.
სანდრო, გვაწუხებს საშინელება,
ბაღლინჯოს სრესა, შმორი და წუმპე.

შემოგვეჩვია ქარი სოველი.
გვიანი სპლინი ომით ნალესი,
შემოღამებას კრთომით მოველით,
იქნება ჯვარცმა უმწვერვალესი.

პილიგრიმები. უდაბნო ცხელი.
ნინო წარმართი და კლეოპატრა.
სანდრო! მეძახის შენი სახელი
და საფიჩხია კვლავ მომენატრა.
(1920)

ვარდობა იყო...

ვარდობა იყო, როცა წახვედი,
ზლაზნია ღრუბლებს რომ მიეფარე
და შორს ამღერდი თბილისის მტრედი.
ვარდობა იყო, როცა წახვედი,
მშობლიურ ქართლის გაჰყევი ქარებს...

ახლა მანდ გალხენს ველი ხმოვანი,
და ის ყაყაჩო - შენ რომ ჰკრავ ძნებად.
კაკლების ჩრდილი ათასწლოვანი.
ახლა მანდ გალხენს ველი ხმოვანი,
ის მზეც, შენს მკერდზე რომ დადუღდება.

როგორ შევნატრი, ნეტავ იცოდე,
ყვავილს, რომელსაც შენ ახებ ხელსა.
 ბულბულს მომლხენსაც კი შეიცოდებ.
როგორ შევნატრი, ნეტავ იცოდე,
სადაც შენა ხარ - იმ სამოთხესა.

ნუთუ იმიტომ ვარ გაჩენილი,
რომ შენზე ტკბილი ოცნება მეყოს,
შენგან შორს ვიყო მარად შთენილი?
ნუთუ იმიტომ ვარ გაჩენილი,
რომ შენი ლანდიც კი არ შემეხოს?
(1946)

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq