საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ოთარ ჭილაძე - (ავტო) ბიოგრაფია

1933 წლის 20 მარტს, სიღნაღში, დაიბადა ცნობილი ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, ოთარ ჭილაძე.

წავიკითხოთ მისი ბიოგრაფია, თავად მწერლის მიერ დაწერილი, მესამე პირში, და გავიხსენოთ მისი რამდენიმე ლექსი.

„ოთარ ჭილაძე დაიბადა ქალაქ სიღნაღში, 1933 წლის 20 მარტს... სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა, თუმცა დიპლომი აქამდე უნივერსიტეტის არქივში ინახება.

სწავლის წლებიდან ყველაზე მძაფრად კოშმარული სიზმარი ახსოვს: ვითომ, რომელიღაც საგანში (საგანს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) საშემოდგომო გამოცდა გამოჰყვა და არ იცის, როდის, სად და ვისთან უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩასაბარებლად...

...მსახურობდა მხოლოდ რამდენიმე წელი, ჟურნალ “მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.

ჯილდოები მიღებული აქვს, თუმცა, როგორც თვითონ ფიქრობს, ნამდვილად არ დაუმსახურებია ისინი, მით უფრო, საბჭოთა ხელისუფლებისგან. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებდა ეს ამბავი. უფრო სწორად, თვითონ იცოდა, როდის როგორ მოქცეოდა ნებისმიერ ქვეშევრდომს, დაეჯილდოვებინა თუ დაესაჯა, რადგან არც დასასაჯელად ჭირდებოდა მიზეზი, არც დასაჯილდოვებლად. ამიტომ, ჯილდოების დასახელებისგან თავს შეიკავებს, მით უფრო რომ, უმეტესი ნაწილი ოთხმოცდაათიანი წლების ეკონომიურ სიდუხჭირეს შეეწირა. მაშინ, რატომღაც, ფასი დაედო და მუშტარიც გამოუჩნდა საბჭოურ ჯილდოებს. რაც შეეხება დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი აზრით, მ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ან მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი დაბნეულობისგან, უკვე ორჯერ დააჯილდოვა ღირსების ორდენით, რასაც, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, მხოლოდ კოტე მახარაძე თუ ღირსებია.

დაოჯახდა ადრე, უნივერსიტეტის დამთავრებამდე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი – ნანა, ანა, ოთარი და ნათელა, რომლებიც თავს ურჩევნია და რომლებსაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად თვლის.

რაც შეეხება მეგობრებს, ბავშვობიდან ეთაყვანებოდა ამ ინსტიტუტს, შეიძლება ითქვას, დღე არ უცხოვრია უმეგობროდ; ერთგული, გულითადი, უშეღავათო მეგობრობა იცოდა და მეგობრებიც ყოველთვის მრავლად ჰყავდა. მაგრამ დრო თავისას მოითხოვს და მიაქვს კიდეც – ბევრი, ღმერთმა გაანათლოს, ცოცხალი აღარ არის, ბევრი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცხოვრებამ აცდუნა, “სხვა გზას” დაადგა. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან უცვლელნიც და მარადიულნიც, როგორიც, ვთქვათ, მისი უფროსი ძმა თამაზია...

…საბჭოეთის ერთ-ერთი უერთგულესი და უფხიზლესი ცერბერის თვალსაზრისით, “რესპუბლიკის მასშტაბით”, ის იყო ქვეყნისთვის ყველაზე არასანდო ელემენტი, რაც ოფიციალურადაც განაცხადა კიდეც გაზეთში, ოღონდ, უკვე გადამდგარმა. ხოლო, ახალ ხელისუფლებას, მისი რანგის მწერალი, ალბათ არ ემეტება “დიდი საზოგადოებრივი საქმეებისთვის”. სამხედრო სამსახური უნივერსიტეტში მოიხადა: ორჯერ გაიწვიეს ერთთვიან შეკრებაზე გორში, სადაც თითბრის მათლაფიდან ჭამდა და ხვლიკებით სავსე კარავში ეძინა.

მწერალთა კავშირში 1959 წელს მიიღეს, პირველი პოეტური კრებულის გამოცემამდე...

...ყმაწვილთა საკითხავად სამი ლექსი აქვს დაწერილი: “ზოოპარკი”, “პედრო” და “ფრანგული ზღაპრის ფრაგმენტი”. რაც შეეხება “საქმიან მოგზაურობებს საზღვარგარეთ”, ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, ერთხელ დიდი ხნის წინად, მართლაც იყო მცდელობა, ისიც ჩაერთოთ “საქმიან მოგზაურობაში”, ანუ ისიც შეიყვანეს სამკაციან დელეგაციაში,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ფინელ მწერლებთან შესახვედრად, მაგრამ ადგილობრივმა ცენტრალურმა კომიტეტმა ვერ გაბედა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, რის მერეც, საკმაოდ დიდი ხნით, საერთოდ აეკრძალა იმას ყველანაირი მოგზაურობა საზღვარგარეთ...

...“ტკივილიანი მოგონებები” იმდენად ბევრი აქვს, ვერ გამოარჩევს რომელიმეს...

 … არის რუსთაველის, ილიას, ყაზბეგის, საბას და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ასევე – ნობელის პრემიის ნომინანტი. ამიტომ, “სხვათა შეფასებანი” სჯობს სხვებს ჰკითხოთ. ასევე გაუჭირდება, თავად განსაზღვროს, რა ადგილს იკავებს ლიტერატურაში, თუმცა, თარგმნილი აქვს რასინის “ფედრა”, ბაირონის “ბარათი ავგუსტას”, ლონგფელოს “ჰაიავატას სიმღერა”, პუშკინის “რუსლანი და ლუდმილა” “პოლტავა” და “ბაღჩისარაის შადრევანი”.… ასევე – ბაგრიცკის, უკრაინკას, ბაჟანის, ისაკიანის, ჰესეს და სხვათა ლექსები.… ჟან ანუის “ანტიგონე”, თამაზთან ერთად...

...ძალიან ბევრი წიგნი აქვს გამოცემული და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს”...

ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს.

გალაკტიონ ტაბიძეს

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო. 
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი. 
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს 
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით, 
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად 
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი, 
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა 
და ჩამდიოდა წვიმა კისერში. 
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი 
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით. 
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი 
ნელა მისდევდა, როგორც იმედი. 
მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე, 
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი, 
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს 
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები. 
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს 
შეშფოთებულ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ი უცქერდა ხალხი, 
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო 
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი. 
ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს 
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი. 
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად 
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით.


* * *

გამომიტანა ბუნებამ მსჯავრი: 
სულზე ბორკილად მადევს ასაკი 
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი, 
თუ გნებავს - შენი გზის ავაზაკი. 
მე შენსკენ დიდხანს მოვქონდი ტალღას, 
ვით უგრძნობელი ნივთი, საგანი... 
და შენი ყველა ცოდვა ვარ ახლა 
და არა ერთი იმათთაგანი. 
ვერ ჩამოვჯდები სიბერის ქოხთან, 
თუმცა, რას ვეძებ, თვითონ არ ვიცი. 
რაც დღემდე მოხდა, თავისით მოხდა, 
რაც დღემდე ითქვა, ითქვა თავისით. 
და ვიდრე შენსკენ მოვქონდი ტალღას, 
შემთხვევის მონა და ბედის ურჩი, 
წლები ზრიალით გაფრინდნენ მაღლა, 
ვით ნამსხვრევები ყამარის ჭურჭლის. 
მათ აღასრულეს ბუნების მსჯავრი, 
ხუნდად დამადეს სულზე ასაკი... 
და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი 
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.

* * *

 გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ, როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს 
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა... აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე...სულში...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც,ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!..

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq