საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძე - „ბუმბერაზი“
გია მამალაძე

დიდი ქართველი პროზაიკოსი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში (დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მისი წინაპრები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. პაპა, გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ხელმწიფის, სოლომონ II „ფიცის კაცების" წინამძღოლი ყოფილა, კი არ ჰყიდდა ქართველებს მონებად, როგორც სხვა თავადები, ქართველების გამყიდველებს და თურქებს ებრძოდა. მამას საგლეხო რეფორმამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. აი ასეთ ოჯახში გაიზარდა მომავალი დიდი მწერალი. ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. წერა-კითხვა  შინ ისწავლა...

მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარულში გაატარა. დუელიც კი მოსვლია რუს ოფიცერთან საქართველოს ღირსების დასაცავად. ახალგაზრდობაში ჰქონდა მღელვარე ცხოვრება. არ უყვარდა მეფის რუსეთის რეჟიმს. ცოტა ხანს ციხეშიც იჯდა, რადგან ქართველთა და ებრაელთა ხელოვნურად დაპირისპირებას შეეწინააღმდეგა. არც სწავლის დასრულების უფლება მისცეს ხარკოვის უნივერსიტეტში, სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. 1902 წელს, ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად. სწორედ იქ მოუწია, პირველად, უზრდელის დუელში გამოწვევა, თან ფარიკაობა არ სცოდნია. მეორე დუელი რუს ოფიცერთან მოსვლია, საქართველოში...

1907 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების მერე პედაგოგობდა. რედაქტორობდა ჯერ გაზეთ "ერს", რომელიც იმპერიულმა ხელისუფლებამ დახურა. 1910-11 წლებში რედაქტორობდა ყოველკვირეულ ჟურნალ "ცხოვრება და ლიტერატურას", შემდეგ, 1917 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "სამშობლოს" . საქართველოს გასაბჭოების მერე კი, ქუთაისში, ლიტერატურულ ალმანახ "კრებულს".

1912-25 წლებში ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში

დამფინანსებლად მოეწყო. აქვე დაოჯახდა. 1925 წლიდან თბილისში დასახლდა.

პარალელურად წერდა თავის უკვდავ ნოველებს, მინიატურებს, მოთხრობებს. გამოქვეყნებული აქვს რომანიც და ორი პიესა.

როგორც ვთქვით, დიდი მწერალი გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ის მთაწმინდაზე არ არის დაკრძალული (ჯერ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს, ათი წლის მერე, 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს). მისი ნოველები ქართული ნოველისტიკის უბრწყინვალესი განძია.

მკითხველს ვთავაზობთ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას „ბუმბერაზი“.

ბუმბერაზი

ფრანგულაშვილები მთელ ქვემო იმერეთში განთქმული იყვნენ ძველთა დროთაგან. ხშირათ მათ ვეშაპიძეებსაც ეძახდენ.

მართლაც ვეშაპის ძალა ჰქონდათ, ვეშაპივით ჭამდენ და სვამდენ. ომში პირველობას არ სჩემობდენ, ვეებერთელა ხანჯალს კი, რომელიც კამეჩის უღელზე მეტი იყო, ისე ატრიალებდენ, თითქოს სახრეაო.

თავისებურათაც ხმარობდენ იარაღს. მტერი თუ რიგ-რიგათ იდგა, ერთიმეორის უკან, პირდაპირ ჰკრავდენ მუცელში, მკერდში, სულ ერთი იყო ძვალში თუ რბილში, და ორს-სამს წამოაგებდენ ხანჯალზე ან გამოფუშავდენ შესაწვავ გოჭივით. თუ მტერი ერთწყებათ იდგა, მაშინ მარჯვენა ყურიდან მარცხნივ წელამდე გადუქნევდენ; ორს გაკვეთდენ; მესამე ჰაერის ძალით, ხანჯლის ელვარებით, შიშით მიწაზე ინართხებოდა.

ფრანგულაშვილი მარტო ერთი ესწრებოდა ომს. არც მეტი და არც ნაკლები.

ასეც უნდა ყოფილიყო, - ფრანგულაშვილების გვარი სულ ერთი ოჯახისაგან შესდგებოდა.

ერთი ფრანგულაშვილი ომში დაკეპეს. ბერი გოგია დიდხანს დაჰყურებდა მიწაზე განართხულს, სისხლით და მტვერით შეთხუპნულს გვამს. ბუტბუტით სთქვა: „ამქვეყნის აღარაა!“ მაგრამ მაინ

ც სინჯა ბედი: ქრისტიანი კაცი მოუვლელათ არ დატოვა, იქნებ ასეთს მეომარს წმინდა გიორგიც შეეწიოსო; გაბანა, პირში ღვინო ჩაასხა; მრავალი ჭრილობა ჰქონდა. ცალ-ცალკე არ ღირდა შეხვევა. ორმოციოდე მილი დაუდვა; მთელს ტანს დააყარა წვრილი ნაწეწი კანაფი და ერთს დიდს ზეწარში გაახვია. მხოლოთ ცხვირის ნესტოები და ტუჩი დაუტოვა თავისუფალი ჰაერის სასუნთქავათ.

ბერი დიდხანს ეცადა ვეებერთელა ხანჯალი ხელიდან გამოერთმია, მაგრამ ვერაფერი გააწყო, სანამ ხანჯლის ტარს ქონი არ წაუსვა და შეკუმშულ თითებში ზეთი არ ჩაუსხა. მხოლოთ მაშინ გამოსხლიტა ხელიდან ხანჯალი და იქვე ქარქაშში ჩაუგო.

- ბიჭო, ეს რა დამმართია! - გაკვირვებით დაიძახა მესამე დღეს ფრანგულაშვილმა.

- დაჭრილი ხარ, შვილო.

- სადა ვარ?

- ჩემთან, სენაკში...

- წყალი...

- ა, შვილო.

- გმადლობ, რამდენი ხანია დამჭრეს?

- სამი დღეა.

- აბა, გამხსენი.

- მე თვითონ ვაპირებდი ეს-ეს არის.

ბერი განცვიფრებას მიეცა, როცა ჭრილობების მაგიერ ოდნავი წითელი ზოლები დაინახა. მხოლოდ ნაჯახის ჭრილობა ბეჭზე და ლეკურის შუბლიდან ცხვირზე გადმოსული ოდნავ იღებებოდა სისხლით.

- აბა, ისევ მილს გავუკეთებ და შევხვევ, - ჩაილაპარაკა ბერმა.

- არა, წმინდა მამა, მარილი დააყარე, მეტი არაფერი უნდა.

- რას ამბობ, შვილო, აგწვავს, გაგახელებს.

- არაფერია, მაგას ვერც კი ვიგრძნობ, ისე დავერევი მტერს.

ფრანგულაშვილი ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს ნაწირვებს მოისვენა და ახლა ჯარში სალხინოთ წასასვლელათ ემზადებაო.

- დიდება შენდა, უფალო, - წამოიძახა ბერმა, - შეგიქმნია კლდე ადამიანი და ვერხვის ფოთოლი ადამიანი!

..............

ფრანგულაშვილები დი

დხანს ინახავდენ საარაკო პაპის ზღაპრულს ხანჯალს.

კუთხეში იყო მიყუდებული და კაი ვაჟკაცი უნდოდა, ქარქაშიდან ამოეღო. ფრანგულაშვილებს რომ წმინდა ფოლადის სახნისი, თოხი, ბარი, სასხლავი, წალდი და ნაჯახი აქვთ ახლა, იმ ხანჯლიდანაა ყველა გადამდნარი.

..............

ფრაგნულაშვილები შემდეგ გამრავლდენ.

ერთი ფრანგულაშვილი გაღარიბდა. საჭმელიც კი არ ჰქონდა საკმაოთ. ნათქვამია, „მუცელს აქორებ - ქორია და აღორებ - ღორიაო“. ღარიბი ფრანგულაშვილიც ცოტას ჭამდა, ბევრს კი მუშაობდა.

ერთხელ ცოლს უთხრა: თორმეტი კაცის სადილი დამიმზადე, რაც საღალო მიწა მაქვს, ყველა ერთად უნდა გავთოხნო, მერე ტყეში წავალ, იქნებ, ცოტა რამ ფული ვიშოვოო.

ქალმა დაამზადა სადილი და ყანაში წაუღო.

- სადაა, კაცო, ნადი?

- ეს-ეს არის მუშაობა მივატოვეთ, აქეთ-იქით წავიდენ, კარგი ვახშამი გაგვიკეთე?

- დალოცა ღმერთმა, ქე უმუშავნიათ მუყაითათ, - თქვა ქალმა და წავიდა.

საღამოს კაცი მარტო დაბრუნდა სახლში.

- სხვები სად არიან? - დაეკითხა ქალი.

- დაალაგე სუფრაზე ყველაფერი, მოვლენ!

ქალმა სუფრა დადგა აივანზე, რაც რამ ჰქონდა გამოიტანა.

ქმარი დაჯდა.

- დიდება ღმერთსა, ღმერთმა გაუმარჯოს გლახუა ფრანგულაშვილს, მის ცოლს სიდონიას, - დაილოცა და დალია პირველი დოქი შუა ღვინო*.

- რას შვრები, კაცო, არ მოუცდი ნადს?

- სადაური ნადი, რა ნადი, ქალო! ნადიც მე ვარ და მასპინძელიც, თუ რამე შეგიძლია, გამიმასპინძლდი.

- უი, თვალები კი დამიდგა! - შემოიკრა სიდონიამ ხელი ლოყაზე, - კაცო, ღმერთი არ არის, ორი ბატი მყავდა, იმის იმედი მქონდა, და დავკალი... ბათმანი ფქვილი ვისესხე...

- ნუ დამიწყებ ახლა ლუკმის ანგარი

შს. მუშაობით თორმეტ კაცზე მეტი გავაკეთე და შენ ბატებს თორმეტი უცხო კაცი შეჭამს, თუ მე შევჭამ, რა გენაღვლება.

- უი, უი, ჩემი ცოდვა, რა ყოფილხარ, დამიდგა თვალები!

..............

დიდი მებატონის სამზარეულოში დარბიან ფარეშები.

ილანძღებიან მზარეულები. მოურავი ბრძანებლობს.

- აქენი ცხვარი, რას ზოზინობ, ვირის შვილო!

- ბიჭო, ნუ მოუნდი ჭამას, წაიღე ღომი!

- სუფრა-ყასუმი მეიტა აქ!

- გადააბრუნე, ჰო, ნუ გეძინება.

- ლენგერი! ლენგერი!

- ბატონო, კულოს თხოულობს!

- სადაა ჩაფი, ცარიელი ჩაფი. ოჯალეში უნდა ამევიღო და ვერც ერთი ვერ ვიშოვე. ოჯახდაქცეულებს მწვანეით გაუვსიათ ყველა.

- გაცალე, ბიჭო, ქვაბში; მერე ჩვენ დავლევთ.

- ამაში ბეჭია, აქ ღომის ქერქი ჩარჩენილა, აქ ხარშო, დამაგვიანდება და ბატონი მომკლავს. გადავასხამ ამ ტიალს!

- მეიტა, ძამია, აქ მაგ ჩაფი, მე გაგიცლი ამწამში.

- აბა, თუ ძმა ხარ, მემეხმარე... ბიჭოს, რას შვება ეს კაცი? სვამ, ძმაო? ვერ გამოცლი! იმე! შენი მტერია, გამოცალა. ბარაქალა! - ფარეშმა დაატანა ცარიელ ჩაფს ხელი და საჭურესკენ გაიქცა.

- შენ ვინ ხარ, ძბობილო? - დაეკითხა მოურავი უცნობს.

- გლახუა ფრანგულაშვილი გახლავარ; ბატონთან წერილი მაქვს, წყალობა მიქენი, მიართვი.

- კარგი, ძმაო, ძაან სმა კი გცოდნია, ბატონი არ მომიკვდეს! დაბრძანდი, სადილი მიირთვი და ამასობაში ბატონიც პასუხს მოგცემს.

- გმადლობ, ბატონო. შორი გზა მაქ და ნუ დამაგვიანებ.

- ახლავე.

..............

- ბარათი მოგართვეს, ბატონო.

- მოიტა!..

რა დეემართა ამ ჩემ მოყვარე კაცს, რომ ერთ ჭვირთ თივას მთხოვს? მოურავო!

- ბატონო, შენი ჭი

რიმე!

- კარგათ გაუმასპინძლდი ამ ბარათის მომტანს, დაალევინე. მერე საუკეთესო ზვინიდან თივა მიეცი, რაც კი წაიღოს.

- თქვენი ნებაა, ბატონო.

..............

- ბატონო, შენი ჭირიმე, იმ ბიჭს ჭვირთი კი არა, მთელი ზვინი მიაქვს.

- ხუმრობ თუ?

- შენი რისხვა არ მომეცეს! ქალბატონის ცხენისთვის განგებისათ ცალკე ზვინი მედგა. იმას შემოახვია ბაწარი და შეანძრია.

გავაჩერეთ. ახლა რავაც მიბრძანებთ.

- ბიჭო, ვინ ეშმაკია?

- აი, დასწყევლა ღმერთმა ვინცხაა! ჯერ ერთი ჩაფი ღვინო სულმოუთქმელათ დაცალა, მერე ერთი გოჭი, თორმეტი ჭადი, მისი ღომით, შეჭამა. სხვა, როგორც სხვებმა, ძროხის ხორცი, პური მიაყოლა, და, რომ ადგა, ერთი ჩაფი ღვინო კიდევ დალია, ბატონი უნდა დავილოცოვო.

- მიეცი, ძმაო, მიეცი, შემახედე, რას ეგვანება ზურგზე ზვინგადებული კაცი, წეიღებს კი?

- წეიღებს, შენი მტერი წაღებულა ისე!

..............

სტუმარი და მასპინძელი, ქალი და კაცი, მსახური და ბატონები გამოვიდნენ საკვირველების სანახავათ.

ფრანგულაშვილმა კარგათ მოარყია ზვინი, მერე ზურგით მიადგა, გულ-მკერდზე ჯვარედინათ გადიხლართა ბაწარი, რომლითაც ზვინი იყო შეკრული, წაიღუნა და...

ზვინი დაადგა გზას. ადამიანი არ მოჩანდა.

მასპინძელმა ვერ მოითმინა და მიაძახა ფრანგულაშვილს:

- შენს ბატონს უთხარი ჩემს მაგიერ, სახლში არ დაგაყენოს, შენ დაუმსებ, ძმაო, ოჯახს.

- ვეტყვი, ბატონო! - დაიძახა ზვინმა.

ასეთი იყვნენ ფრანგულაშვილები, ზოგჯერ ვეშაპიძეებათ წოდებულნი.

1911 წ.

---------

* ჭახრაკში გატარებულ ჭაჭას წყალს დაასხაამენ. აქედან გამოსულ წყალნარევ ღვინოს შუაღვინოს ეძახიან. (ავტორის შენიშვნა)..

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq