საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

იოსებ გრიშაშვილი - „შენი ყელი“
გია მამალაძე
დიდი ქართველო პოეტის, იოსებ გრიშაშვილის დამსახურება ძალიან დიდია უახლესი ქართული პოეზიის წინაშე. ის გახლდათ არა მარტო ერთ-ერთი რეფორმატორი ქართული ლექსისა, არამედ მემატიანეც ქართველი პოეტების შემოქმედებისა...

XX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა უახლეს ქართულ პოეზიას. ასპარეზზე გამოვიდნენ ახალგაზრდა პოეტები.
ერთ-ერთი მათგანი იყო იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი). უბრალო წრიდან გამოსული პოეტი, კალატოზის შვილი. მისი ტრიოლეტები ტფილისურია, სონეტებიც ქართულია და მაღალმხატვრული... მისი ლექსები უაღრესად ლირიკულია და პატრიოტული. მისი რითმა დახვეწილი, სახეები ორიგინალური და პოეტური ძალიან...

იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 (ახალის სტილით 24) აპრილს ტფილისში.
მამა ხარფუხელი კალატოზი იყო. პოეტი ჭაბუკობიდანვე გატაცებული იყო თეატრით. იყო სუფლიორი, მსახიობი…
იგი იყო არჩეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ჰქონდა მინიჭებული საქართველოს სახალხო პოეტისა და სომხეთის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, არა მარტო როგორც დიდ პოეტს, არამედ როგორც მემატიანეს ქართული პოეზიისა. მან შემოგვინახა არა ერთი პოეტის სახელი, რომელნიც ფსევდონიმებით აქვეყნებდნენ თავის ლექსებს. დიდ პოეტს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927).

ასევე მას აქვს ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ.

იოსებ გრიშაშვილმა თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.

როგორც ვთქვით, ის იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რ
ეფორმატორი ქართული ლექსისა. აშუღურ პოეზიაზე აღზრდილი და ევროპული მიმდინარეობების შესანიშნავი მცოდნე, დიდი ტალანტის შემოქმედი, ბრწყინვალე სინთეზს ახდენს. მისი შესანიშნავი პოეზია ტფილისურია, ქართულია, კავკასიურია, აზიური და ევროპულია, ევრაზიულია  - განუმეორებელია.
იოსებ გრიშაშვილი არა მხოლოდ ძველი თბილისი უკანასკნელი მომღერალი და ბრწყინვალე პატრიოტული ლექსების ავტორი გახლდათ. ქალური სილამაზის დიდი მოტრფიალე პოეტი, ბრწყინვალე სახეებით, შესანიშნავი პოეტიკით ქალის სილამაზის გადმომცემი, ორიგინალურად აღმწერი. იგი იყო ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი სატრფიალო ლექსებისა, მთელ ქართულ პოეზიაში.  იოსებ გრიშაშვილის ლექსი „შენი ყელი“ მართლაც გენიალურია. რა საოცარია - „ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი, რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი“.

შენი ყელი

შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი. 
არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას: 
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
 მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი, 
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა - აღარ ვუცდი.
მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში,
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.
აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს!
ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას...
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას: 
და ლორნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,რომ... 
ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი.

1919

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq