საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მამია ასათიანი
მამია ასათიანის მშობლიური ქალაქი
მამია ვასილის ძე ასათიანი (დ. 11 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 5 მარტი, 1970, თბილისი) — ქართველი მწერალი.
დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მუშაობდა ქუთაისში საშუალო სკოლის დირექტორად, განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარედ და სხვა. ასათიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1929 წელს. ნოველათა პირველი კრებული ("ხუთი ნოველა") - 1936 წელს. თავის მოთხრობებსა და ნოველებში ასათიანი გვიხატავს თანამედროვეთა საინტერესო სახეებს, მათ შრომას, სამშობლოსათვის თავდადებას, სიკეთისაკენ მისწრაფებას, სიყვარულს (კრებულები "მოთხრობები", 1955, 1960, 1967; "მთის ლეგენდები", 1963; "შიშველი ხმალი", 1964; "ხალდეს ყვავილები", 1966; "გელათის ქრონიკები" 1968 და სხვა). ასათიანი ავტორია მრავალი ნარკვევისა, აგრეთვე მოგონებებისა ქართველ მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა შესახებ.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მამია ასათიანი

ხალდეს ყვავილები 
(ნაწყვეტი)

რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე, იმდენივე ფერის ყვავილია დედამიწაზე. ისინი მუდამ ერთიმეორეს შეაციცინებენ, ვარსკვლავები ციდან იღიმებიან, ყვავილები მიწიდან ესვრიან ცის გუმბათს ფერთა სიმშვენიერეს. სოფელ ხალდეშიც ასეა: ზევით ვარსკვლავებია, ქვემოთ, საბალახოზე - ყვავილები. ამ სოფელში ერთი გლეხი კაცი ცხოვრობდა. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სახელად სირინო. ცისკრის თვალის გახელის დროს დაიბადა თურმე სირინო და ამიტომ ცისკარივით Yთეთრი იყო მისი სხეული. ხალდეს ხევებში მუდამ უკუნი დგას. ქვეყნად რომ გაჩნდა, სირინომ პირველედ მათკენ გაიხედა და ამიტომ თვალებიც ღამესავით შავი გამოჰყვა. 
ხალდეს გარშემო, მთის კალთებზე, გაუვალი ტყეებია აშოლტილი. ისინი ხშირი ფითოლითა და წიწვით არიან დაბურული. სირინოსაც ტევრივით დალალები დაჰყოლია. გათენების ჟამს, მზე სანამ მთის წვერზე შემოჯდება, დედამიწამ სევდადაკრული ჩაფიქრება იცის. ალბათ, ფიქრობს, ქვეყნისთვის ღამე ჯობია თუ სინათლეო. სირინოც, რადგან ცისკრის გახსნისას დაიბადა, ოდნავ სევდადაკრული და ჭკვიანი ქალიშვილი დადგა. 
იზრდებოდა სირინო. დღითი დღე მშვენდებოდა. როგორც ყოველ სვანს, შრომა მასაც ძალზე უყვარდა. დილით ძროხებს მოწველიდა, ყველს ამოიყვანდა, იატაკს დაგვიდა, საქონელს საბალახოზე გადენიდა, სანადიროდ წასულ მამასსადილ-ვახშამს დაუმზადებდა. მერე დგიმ-სავარცხელზე თავის ხელით ნართავ შალს ქსოვდა საჩოხედ. 
კავკასიონის ყინულოვანი მწვერვალების ახლოს, ყველაზე მაღალ კლდე-ფერდს არწივის ბუდესავით მიჰკვრია ხალდე. არწივიც ბევრი ბუდობს მის პიტალოზე. გაღმა-გამოღმა,ათასწლოვანი მარად მწვანე ხეები ცამდე აწვდილან. ლამაზი სოფელია ხალდე.ქვემოთ მდინარე ხალდეშურა ეხეთქება ტიტველ კლდეებს, ხემოთ საძოვრები იწყება. იქ მთის ყველა ბალახი ხარობს. ყველაზე მეტედ კი სამყურა იყრის ტანს. მისი ღერო და ფოთოლი მზის შუქით და მიწის რძით არის სავსე. ამიტომ არის აქაური ოთხფეხი მსუქანი და გემრიელე. სირინოც სწორედ ამ იალაღებისაკენ მიდენიდა თავის ცხვარ-ძროხას. დილიდან დაღამებამდე უწყემსოდ დაბალახობდნენ და საღამოს ჭიშკარს მოადგებოდნენ. ჯიქნები კოკებივით ეკიდათ,

ფოტოზე: ხალდეს ყვავილები
გავაზე ვეფხვი კბილს ვერ მოიკიდებდა. 
ერთ დილით გაღმა საძოვარზე სირინომ სხვისი ნახირი შენიშნა. ნახირს ახალგაზრდა ბიჭი უდგა, ხელში ჭუნირი ეკავა და უკრავდა. წარმტაცი, ნაზი ხმები მოდიოდა საძოვრიდან. ასეთი ხმები დღესასწაულის დროსაც არ გაეგონა სირინოს. ბიჭმაც დაინახა და მისკენ წამოვიდა. 
-კარგი დაკვრა გცოდნია, - შესცინა სირინომ. 
-ყვავილებმა მასწავლეს ასეთი სიმღერები... 
-ყვავილებმა?! 
-ჰი, ყვავილებმა. მათმა ფერმა და რხევამ, ნიავი რომ დაუბერავს. 
-განა ყვავილები მღერიან? 
-თუ დაულვირდები და მოუსმენ, ამქვეყნად ყველაფერი მღერის. 
-მე კი არ მესმის,-სინანულით თქვა სირინომ. 
-მე მესმის,-მშვიდად მიუგო ბიჭმა. 
-შენ რა გქვია? 
_შერგილი. 
-მე კი სირინოს მეძახიან. ნეტავ რატომ არ მესმის ეს სიმღერები? 
-მე ბაბუა მყავს, ჯოკია ბაბუა. 
-მერე? 
-მან მითხრა, ამ სიმღერებს მხოლოდ ის გაიგებს, ვისაც მზისქვეშეთი ძალიან უყვარსო. ქვეყნის დიდი სიყვარული თუ გაქვს, ყველა სიმღერა გესმიოს და თვითონაც გემღერებო. 
-მე კი ბაბუა არ მყავს. არც დედა მყავს, არც და-ძმა. 
-მაშინ რა გემღერება, ჩემო დაო? 
-არც მემღერბა, შერგილ, სიმღერა კი მაინც მიყვარს. 
-ნათელი გული გქონია, მაშინ ყვავილებისაც უნდა გაიგონო! 
-არ მესმის, ვაიმე, ნეტავ რატომ არ მესმის?! 
-ყოველი ფერი თავის სიმღერას ამბობს. 
-ეს არ ვიცი შერგილ, არ ვიცი. 
-ჰოდა, უნდა მიხვდე. 
-ყვავილები სულიერია?! 
ფერები უდგამენ სამყაროს სულსო, -მითხრა ჯოკია ბაბუამ. 
-ვითომ? 
ასეა, ფერები თუ აირია, დაირღვა, გაქრა, ქვეყანაც წაიშლებე, გაქრება, ერთფერი გახდება. 
-უიმე! 
-ასეა. ხეს თავისი ფერი აქვს, ქვას-თავისი. წყლის ფერი ხომ კლდისას არ გავს, ცის ფერი-მიწისას? 
ცის სიმღერა სხვა არის, მიწისა კი სხვა. ყვავილებიც ასეა, კაცს იმ სიმღერის ეშხზე მოიყვანენ, რა ფერისაც თვითონ არიან. 
-სიმღერის ეშხზე? 
-ჰო, ქვეყნად სიხარულს აფრქვევენ. აი, ხომ ხედავ, მეც ამ ეშხით ვმღერი, -წყნარად თქვა შერგილ-ჭაბულმა და ჭუნირი ააჟღერა. სიმღერა ხალდეს მთის კალთებზე და მინდვრებზე გაიშალა, ხალდეშურას ნაპირებს მოედო, რძიან ბალახს და აშოტილ ფიჭვებს მოეფერა. შეაჟრჟოლა ყვავილებს, ათრთოლდნენ ისინი. 
-ეს იის სიმღერაა-მისი ფერივით ნაზია. 
სირინოს მართლა მოეჩვენა, თითქოს ხელში მთელი ბღუჯა ია ჰქონდა და მათი სურნელება აბრუებდა კიდეც. 
-აბა, გვირილების სიმღერას დაუგდე ყური! 
ჭუნირმა ახლა სულ სხვანაირი ჰანგები მოჰფინა მიდამოს.სირინოს თვალი უნებლიეთ მინდვრისაკენ გაექცა.ბალახებში უეცრად თითქოს თეთრკაბიანი გოგონები გაჩნდნენ. ნელი რხევით ცეკვავდნენ. სწორედ ისე, როგორც გვირილებმა იციან ნიავზე. მერე თანდათან იმძლავრა ქარმა, თეთრ და ყვითელთავსაფრიანმა გოგონებმა ცეკვას უმატეს, უფრო აშრიალდნენ, მთელს მინდორს მოედვნენ. 
შეშინებულმა გოგონამ ხელი მოჰკიდა ბიჭს. შერგილმა ათრთოლებული სიმები გააჩერა. ჭუნირიც დადუმდა. მიდამო დაწყნარდა, ადრინდელი სახე დაუბრუნდა. 



მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq