საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ტრაგიკული ბედის პოეტი და მსახიობი - ნინო აბაშიძე-ორბელიანი

1838 წელს მაკრინე თარხნიშვილს და სვიმონ აბაშიძეს ქალიშვილი, ნინო შეეძინათ. ხუთი წლის გოგონა დედის ძმამ, იასონმა სოფელ დილიკაურში წაიყვანა, სადაც ბიცოლა, მაიკო ამირეჯიბი საათობით ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. ორ წელიწადში კი გარიყულაში, იმ დროისათვის სახელგანთქმულ მწიგნობარის, თამარ თარხნიშვილის მოსწავლე გახდა.

ყოველ დილით ყმა, პეტრუა კაპრაშიძე, ზურგზე შეისვამდა და სასწავლებელში მიაქანებდა. „ვეფხისტყაოსანი“, „დავითნი“, სახარება, „ჟამნობა“ და „დაუჯდომელი“ - ეს ყველაფერი 1-2 წელიწადში უნდა შეესწავლა. რადგან სახელმწიფო სასწავლებელში შესასვლელი ყველა გზა გოგონასთვის დახშული იყო, ოსტატის გაკვეთილებს დაეწაფა. თვალი და გონება სულ წიგნისკენ  გაურბოდა.

12 წლის როგორც კი გახდა, უფროსები დატრიალდნენ: ქუთაისის საგუბერნიო სასამართლოს გამომძიებელს, ევგენი მაისურაძეს შეუთანხმდნენ და ცოლად შერთეს. სამ წელიწადში ვაჟი, კოტე, დაიბადა. ქმარს ავი სენი მოერია და 1856 წელს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი შვილმა ცხოვრებისაკენ ცოტა კი შემოაბრუნა, მაგრამ თავს მაინც დარანში გამომწყვდეულად გრძნობდა. მამისეულ სახლში დაბრუნებულს, იქ პატარა ძმა, ვლადიმერი დააახვედრეს და ორივე პატარაზე ზრუნვა დაევალა.

ერთ წელიწადში დაუდეგარი ბუნების ნინო ქუთაისის სალონურ საზოგადოებას დაუკავშირდა, სადაც იგი დიდი სიყვარულით და აღტაცებით მიიღეს. გიორგი აგიაშვილი, აკაკი წერეთელი, გიორგი თუმანიშვილი, კესარია იურკევიჩი, ნატალია დადიანი, კეკელა აგიაშვილი, მამია გურიელი და სხვები მალე მისი განუყრელი მეგობრები გახდნენ.

1860-იანი წლებიდან ნინოს ლექსები ბევრგან გამოჩნდა: „ცისკარი“, „დროება“, „ივერია“, „კვალი“, „თეატრი“, „თეატრი და ცხოვრება“,  „სახალხ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ო გაზეთი“, „ცნობის ფურცელი“, „ნაკადული“, „ჯეჯილი“.  გაზეთ „ჩანგში“ ცალკე გვერდს „ჭორის ბოღჩას“ ამზადებდა. 1861 წლის 3 მარტს გიორგი ერისთავის „გაყრაში“ მაკრინეს როლი ითამაშა. მერე - „მზის დაბნელებაში“. ჭორებსა და მოენეთა შემოტევას ვეღარ აუდიოდა, მაგრამ სცენაზე თამაშს თავს მაინც ვერ ანებებდა.  

მთხოვნელი მთხოვნელზე მოსდიოდა: ორმოცდაათს-სამოცს მიტანებული ქვრივები, გაღატაკებული და დარდიმანდი თავადები. საბოლოოდ კი შტაბს-კაპიტანმა, გიგო კონსტანტინეს ძე ორბელიანმა 25 წლის ქალი, შვილთან ერთად, დაღესტანში გაიტაცა. ცოტა ხანში კი - სამხედრო სამსახურს თავი გაანება და წყვილი სოფელ ტანძიაში დასახლდა.  იქაურ ქალებს ისე დაუახლოვდა, რომ მათი მკერავი, საქმეთა მომრიგე და ექიმი სულ ნინო იყო. რამდენიმე წელიწადში ქალაქური აურზაური რომ მოენატრათ, წყვილი თბილისში ჩამოვიდა.

1879 წლიდან ნინო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და დამზოგავ-გამსესხებელ ამხანაგობის ხელმძღვანელია. ქალები ითხოვენ და საზოგადოებაც ეხმარება ქოხ-სამკითხველოების გახსნაში. სულ მალე თბილისში, დაბებსა და სოფლებში წიგნისა და განათლების პატარ-პატარა კერები გამართეს. 

1880 წელს ნინო ისევ თეატრში მიიწვიეს. ითამაშა სპექტაკლებში “დარია”, “ვეფხის ტყაოსნის სურათები”, “მეფე ლირი”. გაზეთმა “KABKAЗ” ხოტბა შეასხა. კოსტიუმების შეკერვას, ხალხის მოპატიჟებას ძლივს აუდიოდა. ცნობილი მსახიობი, ნატო გაბუნია მასთანთან ცხოვრობდა და გადიოდა რეპეტიციებს.

1887 წელს გიგო გადაიცვალა, ნათესავებმა დარჩენილი მამულები მიისაკუთრეს და არსებობისთვის ყოველი სახსარი მოუსპეს. დაიწყო კარდაკარ სიარულის ეპოქა. თავიდან ორი ნათესავი ეხმარებოდა პეტერბურგიდან: მუ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ლიშვილი, ნინო ოგლობჟიო, 50 მანეთს უგზავნიდა, ხოლო სამხედრო პირი, ორბელიანი, - 25 მანეთს. ჯერ ნაბერეჟნის ქუჩაზე, როტინოვის სახლში ცხოვრობდა, შემდეგ - სოფრომ სხირტლაძის სასტუმროში, ბოლოს კი პუშკინის ქუჩაზე – გიორგი კილიტაძესთან დასახლდა. როცა პრისტოლის მოიჯარადრემ აქედანაც გაასახლა, თავის გაზრდილ ბიჭს, გიორგი თურქაძეს მიეკედლა. იგი უპატრონო და გზააბნეული თბილისის ბაზარში იპოვა და სახლში წამოიყვანა, გაზარდა და დააქორწინა. ერთ წელიწადში ნათესავმა მთაწმინდაზე ოთახი უქირავა და იქ გადავიდა. არტემ ახნაზაროვის გამოგზავნილი გაზეთი “ივერია” გახდა ქვეყნიერებასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება.

ისე მოხდა, რომ 75 წლის ნინო ქუჩაში აღმოჩნდა ყველა თავშესაფრიდან გამოგდებული და ყველასგან მიტოვებული. 1913 წელს „Тифлисский журнал“-ის კორესპონდენტი წერდა:

„მოხუცი მწერალი ქალი კნ. ნ. ორბელიანისა ცხოვრობს განმარტოებით, მივიწყებული ყველასაგან. იგი ცხოვრობს იმ პირობებში და გარემოცვაში, რომელიც სრულიად არ შეეფერება არც მის დამსახურებას ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის წინაშე, არც მის წლოვანებას და არც მის სუსტ ჯანმრთელობას. მიუხედავად ცხოვრების მძიმე პრობებისა, მატერიალური გაჭირვებისა, რამდენია ამ ადამიანში სიმხნევე, რწმენა და ჰიუმორი.

- რა სასიამოვნოა, კნეინა ნინოვ, როდესაც ადამიანს, ამა თუ იმ დამსახურების გამო, სიკვდილის შემდეგ პატივისცემა და ყურადღება მოელის.

- უმჯობესია ეს ყურადღება მიექცით სიცოცხლეშივე, როდესაც პატივისცემას და ყურადღებას იგი თვითონვე შეაფასებს! – მპასუხობს მოხუცი...

- აი, ახლა სწერენ დიმიტრი ყიფიანზე და რამდენს ვიტყოდი მე მასზე, მაგრამ არავინ არ შემოდის, არავინ არ არის დაინტერესებული ჩემი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მოგონებით და ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მინდა გავუზიარო ვინმეს ყოველივე, სანამ ცოცხალი ვარ!“  

1917 წელს სიბერის ნუგეშისმცემელი ვაჟი ხელიდან გამოეცალა. ვეღარც დაიტირა და ვეღარც დაასაფლავა, რუსეთის მიწას მეგობრებმა მიაბარეს.


1919 წლის 12 მარტს ნინოს ცხედარი დიდუბის პანთეონის მიწას მიაბარეს. ჭირისუფლები იყვნენ: ელენე ოგლობჟიო, ლიზა და დავით აბაშიძეები, ელისაბედ თულაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ანასტასია წერეთელი. მთავრობიდან ალექსანდრე გეგეჭკორი მოვიდა. ეკატერინეს ქალთა სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი გამოცხადდა.

დარია ახვლედიანმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა და ლექსი წაიკითხა. საზოგადო მოღვაწე ქალებმა მათი თანამებრძოლი გულმხურვალედ დაიტირეს. თუმცა, ყველას დანაშაულის განცდა ტანჯავდა.

"საკვირველად არის მაინც მოწყობილი ჩვენი ცხოვრება: ცხოვრობდე კაცი ისეთ დროს, როცა შენთან ერთად ცხოვრობენ დიდ დროთა შემსწრე და დიდ ადამიანთა თანამედროვე მოღვაწე ადამიანები და შენ კი არ იცნობდე მათ, არ გქონდეს მათთან ურთიერთობა. ნინო ორბელიანი გარდაიცვალა გამოუთქმელ გაჭირვებაში. სად ვიყავით, გვეძინა? და მით უმეტეს, მწერალ ქალებს. დიახ, რომ გვეძინა ჩვენებურის გულგრილობით და დაუდევრობით... და განა დღესაც ისე არ მეორდება?..” (მარიამ გარიყული “მოგონებები”, 1968).

ბიბლიოგრაფია:
1.    ლექსნი კ. ნინო ჯ. – ორბელიანისა, ტფილისი, 1885;
2.    ლექსნი კ. ნინო ჯ. – ორბელიანისა, ახალ – სენაკი, 1894;
3.    კნ. ნინო ორბელიანის ლექსების რვეული, თბილისი, 1905.

http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/04/nino-abashize-orbeliani

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq