საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

''მარტოობის ორდენის კავალრები'' ანუ ნაიარევი ცხოვრება
ლალი ბარძიმაშვილი

 მთავარი როცა გტკივა, არც დარდი იგვიანებს. კონსტანტინე გამსახურდია ერთგან შენიშნავს – ''არის რა­ღაც საშინელი მოიარა იმ გარემოებაში, რომ ათასების ტკივილი ერთმა უნდა იგრძნოს, ერთმა უნდა გადაიტან­ოს, ერთია მუდამ ჯვარზე გამსვლელი – ასეთი იყო მო­სე, ასეთი იყო ქრისტე, ასეთი იყო ბუდა''.... მათ გზას სხვანიც გაჰყვებიან. მათი ტკივილი სხვებშიც ატკივდება და სხვებსაც გააკრავს ჯვარზე იესოს მსგავსად. ერის რჩეულობა ტკივილიანი მისიაა. ეს ადამიანები პატიოსანი თვლებივით ელვარებენ და მარადნი არიან; ასე იშვა ბარათაშვილის სევდიანი შეკითხვები ცხოვ­რებასთან და სულიერი ობლობის გაუსაძლისი დაღი. არც გურამიშვილის ტკივილ–მარტოობა იქნება იოლი და გაცოცხლდება ქრისტეს ხატი – ''ვაი, რა კარგი სა­ჩინო რა ავად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!'' მათი ყოფაც უფლისმიერ გამძლეობასა და შემაგრებას მოითხოვს. მთელ ეპოქებს ერთი-ორი ადამიანი დაიტევს და მოხაზავს გონებაში. მრავალი აუზვავდებიან იმ ერთს – ჯვარზე გამსვლელს. მოკვლა იქნება ასეთთა მიმართ გამოტანილი განაჩენი, თუ ხორ­ციელი არა, სულიერი მოკვდინება–განადგურება მაინც.                                                                                                                                

 მომრავლდებიან მარტოგმირები. დამახინჯებული გარე­მოებისგან განცალკევებული ილია – ქვეყნის მესვეური  და ღმერთკაცი იტყვის – “ეხლანდელ დროს რაღაც ხი­ფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა... სულ ყველაფერი აირივ–დაირივა... ქვენაგრძნობანი ზენაგრძნობათა ადგილას გამეფდნენ... თითქო ჭკუისა და გულის აღებ–მი­ცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა”. სათქმელი ითქმება, მაგრამ უკუღმართობა არ გასწორდება. თითქოსდა, მართლაც, ყველაფერს – შეგნებას, სამართლიანობას გასვლია ყავ­ლი... გაკადნიერებულთა შეჩერება ძნელი აღმოჩნდება, ბრძენკაცის შემსმენელი კი ისეთივე ცოტა იქნება, რო­გორც მიწაზე მოარული უფლის დროს – “ვისაც ყური აქვს ისმინოსო”,  ყური და გული კი დახშული იყო სა­განგებოდ! იმძლავრებს სევდა, ტკივილი და უსამანო მარტოობა. მოწინავენი ყოფნა–არყოფნის ზღურბლთან შესდგებიან და სათქმელს მაინც იტყვიან, საკუთარი სი­ცოცხლის გაწირვითაც დაამოწმებენ.                                                                     

სათაურში გამოტანილი ფრაზის უტყუარი მისამარ­თი გახდება გალაკტიონი, რომელიც აღმოჩნდება შხამი­ან ისართა სამიზნე. მთავარს გამოდევნებულს არ შეაშ­ინებს არაფერი და ლომის ბუხუნით დასძახებს:                                                                                                                            

 მე სამშობლოში სამშობლოს ვეძებ,                                                                                           

 მე დღეს სამშობლო არ გამაჩნია.                                                                                                                  

ეს ძიება კი სიკვდილისაკენ გაუხსნის კარს. ხელნაკრავს უბიძგებენ ამ კარისკენ ქონდრისკაცები.                                                                                                                                   

ტერენტი გრანელი საგიჟეთში მოემწყვდევა სულ­დამსხვრეული, საუფლო ზმანებებს გამოდევნებული. გარეთაც მხოლოდ საგიჟეთი იქნება მაშინ და დიდი გან­სხვავება აღარ იქნება სულითცდომილთა გვერდით სად იქნები – კონკრეტულ საგიჟეთსა თუ მორალგადაცდო­მილ შეშლილებთან. მიხ. ჯავახიშვილის ღირსეული კალამი თავის განა­ჩენს გამოიტანს, ხევისთაობას როგორც მოვლენას ასე შეაფასებს: ''ადამიანს ჩაუნერგეთ რწმენა თავის თავის არარაობისა და შემდეგ თვალყური ადევნეთ: ეს ადამი­ანი სულიერად მოიშლება, მოიღუნება, მოტყდება და დაავადდება. ამ სენს ჰქვია ნებისყოფის აბულია. ფსიქო­პათოლოგია კარგად იცნობს ამ სენს – ზოგჯერ მასობ­რივსა და მუდამ სახიფათოს. ამავე კანონს ემორჩილება ხალხიც ან მისი რომელიმე ნაწილი... იგივე ითქმის სო­ციალურ ფსიქიკაზეც.'' მწერალმა ბასრად თქვა ის, რი­თაც დაამუნათეს მაშინ ერი. ასპიტის ყურს არ გამოეპ­არა ნათქვამი. ღმერთს კი მხოლოდ ცაში არ ებრძოდნენ და ოდენ ტაძარ–გუმბათების შერყევით არ მთავრდებო­და საქმე, სულშიც უნდა მოესპოთ ეს ტაძარ–გუმბათე­ბი, ღვთისადმი კაცნიც უნდა აელაგმათ. შავი ბედი მიხე­ილის მიმართაც მოხაზავს მკაცრ განაჩენს. მიუხვდნენ – “რა ნესტარით იყო ნაჩხვლეტი”. მაინც მოასწრო სხვა­თა გაფრთხილება და ხაზგასმით მიანიშნა – “საქართვე­ლო ისეთ დღეშია, რომ ერთი პატარა ბანკი იყიდის და გაყიდის ჩვენს მიწა–წყალს, ხალხსა და სინდისს”.  მეორე ასევე მტკივნეული თქმა: “რამდენჯერაც განგებამ ოქ­როს აკვანი ამოდგა ბაზალეთიდან, იმდენჯერ წითელი ხიშტით უკან ჩააგდეს”. ნათქვამს კარგად აუღეს ალღო და მხეცის სიშლეგით დაერივნენ მის ავტორს. საიდუმ­ლო მემუარებში დაწერილიც აღარ დარჩა საიდუმლოდ...                                                                       

კარგა ხანს დარჩება გაუზიარებელი ამ მარტოგმირთა ხვედრი და მდგომარეობა. ხალხის მესვეურებს “ხალხის მტრად” მონათლავენ და უბირებსაც დააჯერებენ, რომ მათი კეთილდღეობისთვის ხდება ეს ყოველივე. დიდ­ხანს გასტანს გაუთლელ ადამიანთა სიშლეგე. სუსტად თუ ძალუმად გამოვლენილი ტკივილი მაინც ტკივილია. საზოგადოების ხრწნა და დაცემა წააქცევს საქართველოს. ერთი პოეტი კი მრავლის სათქმელს იტ­ყვის და გამოხატავს-                                                                                    

''ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი,                                                                                                                               

 ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.''                                                                                                   

მაგრამ ასეთი ხმალგადამტვრეული მებრძოლები ერ­თეულები იქნებიან. სხვები კი მოირგებენ უცხოთა ჩაჩ­ქანს, დროსთანაც კარგად შეხმატკბილდებიან და მზიან არსებობასაც ჭუჭყში გაცვლიან, ქვეყანას ადინდება უც­ხოთა მტვერი. დინებას აღმა ახლა სხვა გმირები აჰყვე­ბიან, მაგრამ მათი ''სიმრავლეც'' ორ კაცს არ გასცდება და ერთად შესისხლხორცდება, შეწყვილდება – ზვიადი და მერაბი – ერთი უღლის ორი ხარი, ორივე წაქცეულ–ყელგამოჭრილი თავისუფლების ღვთაებრივი მზის ძიება–ხილვაში. მათ ათასები გაჰყვებიან და ჩამორჩებიან კიდეც. ზვიადის მკვლელობა მთელი ერის უძლურებაა და იდეური განიარაღება იყო. ერს გაუტეხეს მკვრივი ნაჭუჭი და უძლურება ბანგივით შეატყუეს. ბევრმა და­იხია სიკეთის წინაშე უკან. ამუშავდა გამთანგავი ყოფის წისქვილი და ჩამოიმარცვლა შავი, სადაგი დღეები. ეს იმიტომ, რომ სიკვდილს მარტო შევატოვეთ გმირები, გავირინდეთ ჩვენს ხუხულებში... ჩამოდგა უბადრუკი, საჯახირო ცხოვრება. ბევრმაც სხვაგან დაიწყო იმ მთა­ვარის ძიება, გაიქცა მორალურსაზღვრებმორღვეული ქვეყნიდან, გაჩანაგებასა და შიმშილში რომ არ დაედო წილი, მაგრამ ეს მარტომყოფობა უფრო ძლიერდება სხვაგან. ამაზე დაწერს ნუგზარ შატაიძე მოთხრობას – “კაპიკი გაკაპიკებულა ანუ ევროპაში რა მინდოდა”. სათაური სრულ კავშირ–მინიშნებაშია მოთხრობასთან, სადაც კარგადაა ნაჩვენები უცხოელისა და ქართველის თვისობრივი განსხვავება–სხვადასხვაობა. ერთ სევდიან ამბავს ჰყვება მწერალი – “გერმა­ნიაში მყოფ ქართველ ბიჭებს, კვირა დღეს, ბუნება­ში ქეიფი გადაუწყვეტიათ. უყიდიათ ცხვარი, ღვი­ნო, ყველი, კიტრი, პომიდორი... დაუნთიათ ცეცხლი, დაუთლიათ შამფურები, გაუტყავებიათ ცხვარი და თავზე დასდგომიან სპეცნაზელები, წაუსხამთ პოლიცი­ის განყოფილებაში – ეს ბიჭები სექტანტები არიან და სატანურ რიტუალს ასრულებდნენო”. ვერ გაიგეს, რომ ეს იყო ხარკის მოხდა საყვარელი გარემოს მონატრები­სა. ამ ქართულ ოაზისში მოუსწრეს ბიჭებს. აილაგმა წუ­თითმოპოვებული სილაღე და თავისუფლება, ქართველი სხვაგან კიდევ უფრო მარტოდ რჩება...                                                                                                      

 ასევე გულდამძიმებული გვიამბობს მწერალი ერთ უცნაურ და უხერხულ ამბავს; ვერონაში ''სიყვარულის მექა'' უნახავს. აი, ის, რამაც მის სულსა და ფსიქიკაზე ძალუმად იმოქმედა – ჯულიეტას ქანდაკება, მარჯვენა ძუძუ ისე აქვს გაპრიალებული, რომ მზესავით უნათ­ებს. ჯერ ვერ მიხვდნენ რა სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამას. სურათის გადაღებისთვის ყოფი­ლა ასე – ათი  ევრო ჯდება ეს, სამაგიეროდ ყველას შე­უძლია წაიტრაბახოს, რომ ამ რომანტიული ქალწულის მკერდი ხელთ ეპყრა. ვიღაც ''გადამღრძვალი ბერიკაცი ბილწი ღიმილით'' იღებდა ფოტოს, და დიდი გაოგნებით ნათქვამი ტკივილი – “ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შეურაცხყოფა მომაყენეს, თითქოს საშინელი სილა გააწნეს წიგნის კითხვაში გალეულ ჩემს ბავშვობას, ახალ­გაზრდობას და სიჭარმაგეს. ამის მერე იქნებ სიცოც­ხლეც აღარ ღირდა”.. ის სხვა კატეგორიიდან ხედავს ამას. სულიერების ძაფის გაწყვეტას უწიგნურობას აბ­რალებს. ხომ არის ისეთი რამ, რაც ხელშეუხებელი უნდა დარჩეს! ილიას მოკვლას ეხება ავტორი და შემთხვევითი არაა ეს. დიდი განსხვავება არ უნდა იყოს სიდიადეს აშ­კარად ესვრი ტყვიას თუ ნელ–ნელა გამოუთხრი ძირს და ავბედითად წააქცევ. ასეთი გაქელვისაგან კი შენ შენსასაც იცავ და სხვისასაც პატრონობ. არ გსურს მსგავსი ამღვრევა შენს ქვეყანაშიც იხილო და სიხარბემ გულს გადააჭარბოს. იგი ეთიშება ბილწ გარშემომყოფთ. ძნე­ლია, როცა სიდიადე ხდება ფულადქცევის საშუალება, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ეს სანახაობა მრავალს უნახავს, თუმცა მსგავსად არა მგონია ვინმე შეძრული­ყო და ასე შეეფასებინოს ის. აქ ქართული გულის პატი­ოსნება მეტყველებს... ასეთ ღირებულებებთან მარტო დარჩენა თუ მარტომცველობა, კენტიკაცობა ღირს! ის­ღა აიმედებს მწერალს, რომ კაპიკი კაპიკია და საკაპიკეს ვერ გასცდება.                                                                                                                               

 ერთხელ ახალგაზრდებს ვკითხე: რომელი მხარეა მთა­ვარი მათთვის – მატერიალური თუ სულიერი. ერთხმად მიპასუხეს, რომ მატერიალური, მაშინ ვიკითხე – სიყვარუ­ლი რომელ მათგანს განეკუთვნება, შეგიძლიათ მითხრათ? პასუხად იყო დარცხვენილი ჩაფიქრება...                                                                           

მაგონდება ვან–გოგის – ასევე მარტობით გათანგულ–შემოზღუდუ­ლი შემოქმედის სიმბოლური თქმა – “ქრისტემ უწმინდესი ცხოვრება განვლო და მხატვრებს შორის უდიდესი მხატ­ვარი იყო, რადგან უარყო მარმარილოც, თიხაცა და საღე­ბავებიც და ქმნიდა მხოლოდ სისხლით და ხორცით”. ყო­ველი დიდი ცდა, ასევე სისხლის და ხორცის  გაღებითაა შესაძლებე­ლი, ასეთი არსებობაა წილდებული უფალთან, როცა ეძიებ მთავარს, სისხლიც ბობოქრობს, თუნდაც შესდგეს შენს ძარღვებში, არ გეშინია, მხოლოდ ამ სისხლის გაქვავება–გაყინვას უფრთხი და ის მხოლოდ ხორცის მექანიზმად არ გჭირდება, სულსაც აკვებინებ და ყოველ ცუდ მოვლენაზე წვეთ–წვეთად კარ­გავ მას; მხვერპლადაც იღებ როცა საჭიროა, მთავარის დათმობას ხომ მისი გაღება სჯობს ისევ და ისევ... მარ­ტოობაში აღმოჩენილ სამყაროსაც ვერაფერი შეედრება. მარტოობა პროტესტის გამოხატულებაცაა! თითოეული ასეთი ტკივილი ერთით მეტი ნაბიჯია სიკვდილისაკენ, ხან კი ნახტომიც! სააუგო წახდომისგან ეს თუ გვიფარავს. მა­თი გულია სხვათა მოქნეულს რომ მახვილივით უხვდება წინ ფარადქცეული ზნეობით!                                                                                                                       

  ''მარტოობის ორდენის კავალრობა'' – ეს არის მო­მავალი ერთიანობა მრავალთან,  მათი მარტოგზა დიდ გზას უერთდება. საქართველოც ხომ მარტოქვეყანაა – უფლის ნაპატრონები ვენახია, რომელსაც ყველა სა­წამლავი მხოლოდ შაბიამნად გამოადგება, რათა უფრო კარგი მტევნები მოისხას!                                                                                          

 ერთხელ თელავის თეატრის რეჟისორმა – ნოდარ დეისაძემ საინტერესო რამ გვიამბო. ბებია მუშაობდა თელავის თეატრში და სოხუმში შევხვდით ნოდარს, ვაჟკაცური გამბედაობა იყო კომუნისტური რეჟიმის ზეობ­ის ხანაში ამის გამხელა. ბევრი ანტისაბჭოთა მოსაზრება გაგვიზიარა და უცებ ეს ამბავიც მოაყოლა – ზუგდიდ­ში ''მთვარის მოტაცება'' დაუდგამს, პრემიერაზე მწერალიც მიუწვევია. გამართულა ბანკეტი, რომელსაც  ''საგანგებო პირებიც'' ესწრებოდნენ მაღალი ეშელონ­ებიდან. დიდმა კონსტანტინემ მოულოდნელად შესვა თურმე საქართველოს თავისუფლების სადღეგრძელო. გაფითრდნენ კომუნისტი მუშაკები. ერთი გენერალი უშნოდ წამომართულა, მწერალს კი ირონიით უთქვამს – ''ერთმა გენერალმა რა უნდა მიყოს, თავის დროზე ბერიასი არ მეშინოდაო.''  შემდეგ ასეთი გულისტკივი­ლი მოუყოლებია ამ სადღეგრძელოსთვის: ''მე ერთხანს მჟავანაძის კაცს მეძახდნენ, სინამდვილეში მასთან გა­მუდმებით თითქმის სულ ერთი და იმავე სათხოვარით შევდიოდი – თუ სხვაგან არსად, ჩემივე ეზოში, ჩემივე სახსრებით მაინც მომცენ უფლება დავდგა აღმაშენებ­ლის ძეგლი. რუსთ ხელმწიფეაო უარზე, ვინ ეკითხებაო მას...''                                                                                                                                

 ასე ბედავდა კონსტანტინე იმას, რასაც მრავალი უფრთხოდა. ის რაინდის სიფიცხით მოქმედებდა და ხი­ფათს არად აგდებდა. ეს მონათხრობი ღრმა შთაბეჭდი­ლებად; (თვითონ ბებია რეპრესირებული ოჯ­ახიდან იყო, მამამისი – ვასილ ავგაროზიშვილი, ცნობილი მომღერლის და მოამაგის - მიხა ავგაროზიშვილის ვაჟი, 24–ში დახვრიტეს ქაქუცას თანამებრძოლობის გამო).                                                                  

   მსურს აქვე მცირე ანალიზი “დიდოსტატის მარ­ჯვენასაც” დავუთმო. ჩემი აზრით, ის პოლიტიკური აქტია (თუნდაც იმ მნიშვნელოვანი ასპექტებით, რაც მკვლევარებს აღუნიშნავთ – ლაზების თანამონაწილე­ობა, ეკლესიის მშენებლობაზე წერო ათეისტურ ხანა­ში, ''ერთმორწმუნე'' ბერძენი კი რუსის ალეგორიაა). აქ კიდევ საინტერესოა ხელოვნების ორი გზა – არსაკიძე. ნათელთან ზიარებული, ფარსმანი – შავი სულის, ამიტ­ომაც ვერ ააგო სვეტიცხოველი. სიბნელე სიდიადეს ვერ შექმნის, დღეს სწორედ ფარსმანის სულისკვეთების ხე­ლოვნებაა მოძალებულ–აღზევებული, როგორც ერთგან მიწერია – ''ხელოვნებაში ტახტი იდგა თვით ფარსმან სპარსმა.''  ნამდვილი ხელოვანის მარტმყოფობისა და განწი­რულობის უსაშველო პრობლემა დგას აქ. ასეთი დრო თავისთავადაა კრიზისული, დამარცხებული. საინტერე­სოა მეფე გიორგის გარემოცვა, რაც სისტემის მხილე­ბას წარმოადგენს მწერლის მხრიდან. გიორგი ხილულ მტერს აშკარად სძლევს, ლაგმავს, მაგრამ თავის გარემოცვაშია, პირველ რიგში, სნებოვანება. დავაკვირდეთ – მწერლის ეპოქა დასმენების ეპოქაა! ვინ არიან ხელი­სუფალის ირგვლივ რომანში – ეზოსმოძღვარი, ჭორი­კანა, მოენე,  ფარსმანი – უჯიშო, ღვარძლიანი, საეჭვო წარსულის ავსული, ზოგიც კეისრისადმი ქედმოხრილნი – აი, მის გარშემო მოფუსფუსეთა არაჯანსაღი სახე. ას­ეთი ხელისუფლება საფრთხეს ვერ აიცდენს. მარტოსუ­ლია გიორგი და უჩვეულოდაც იღუპება, არა სასახლეში, არა საკუთარ სარეცელზე... მთელი რომანი კლასიკური სურათია იმ განწირულობის, მიუსაფრობის, რაც მთელი ეპოქის დამღაა! ეს არის ისეთი დროის გამოსახვა, როცა მოშლილია სიყვარულიც, დარღვეულია ადამიანობაც, იდევნება პატიოსნება. მომავალიც (ბაგრატი) სხვა ძალის აღზევებას ემსახურება. მწერლის დროის სიმახინ­ჯე აისახა. აქ ყველა გმირი ტკივილის მატარებელია და ტრაგიკული. ასეთ ''ფარსმანებსა'' და ''ეზოსმოძღვრებს'' როდი უნდა ჰქონდეთ გასაქანი ნორმალურ, ზნეობრივ სახელმწიფოში?! ეს დაკნინებაა სახელმწიფოებრივი არსისა და მნიშვნელობის, მისი სიძლიერისა. საეჭვონი წყვეტენ სხვათა ბედს, მათია ხელმწიფის კარის უფლე­ბები. როგორ შეიძლება ასეთნი იყვნენ აღზევებულნი და ყოველგვარ საქმეს ძირი არ გამოეთხაროს...ზნეობრივი გაბედულებით წერდა მწერალი. დამოკ­ლეს მახვილქვეშ ყოფნას უდრიდა ეს. თავადაც მუდამ ალ­ესილი ჰქონდა სიმართლის სატევარი. ამ დიდმა ადამიან­ებმა ყველაფერი საქართველოსთან ერთად გადაიტანეს.                                                                                    

           გენიოსები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ აღმოჩნდნენ ამ ბედში. არც ევროპას აკლდა სულიერების კრიზისი. ღირებულებების და ზნეობის ერთგულება ყველგან მარტოობის მანტიას წამოასხამს რჩეულებს. შეუგუებლო­ბის ტვირთი ყველგან ერთნაირად მძიმედ მოქმედებს. სხვაა ძე დროისა და სხვა – ძე მარადისა... მატერიალური სატყუარა არ ჭრის გენიოსებზე! ცხა­დია, ''როდესაც კაცი დათვია, იმას, ჩვეულებრივ, დიდი ქონება აქვს'', (ჩარლზ დიკენსი). ხშირად ზნეობრივი სიმდიდრე მატერიალურ სიმწირეს განაპირობებს. სიხარ­ბეს არა აქვს სამანი, გონება და ზნეობა კი მისი მტრები არიან! გენიოსებს ბუნების ძალა სხვა ამტანობას უბოძებს! ხელოვანის ტრაგედიასა და მარტოსულობაზე გა­მოკვეთილად წერს თომას მანი, (საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდიასი), შემოქმედი შეურიგებელია მათ მიმართ, ვინც ზნეობით ვაჭრობს, ვინც ღირ­სებისაგან თავისუფალია. მისი ერთ–ერთი პერსონაჟი მოექცა ბიწიერ დროში, სადაც ''შიმშილი ხელოვნებისა'' ყველაფერს ატყვია. უნებურად ის წააწყდება უხამსად გამოსახულ სიწმინდეს. ამხედრდა ამ მკრეხელობის გა­მო და მიეჭრა მაღაზიის მეპატრონეს, რომელსაც მკვა­ხედ შეუძახებს – ''მე სახელმწიფოებრივი არც თანამდე­ბობა გამაჩნია და არც ჩინი. კანონის ძალა მე არ მიჭერს მხარს... მხოლოდ ჩემმა სინდისმა მომიყვანა აქ.'' აქვეა ის ვინც უნდა  იყოს ასეთ ადგილას – “წვერცანცარა უც­ხოელი”, “მცირეხელფასიანი” ქვეშევრდომი. ამ ბილწ ადამიანებს არ აღელვებთ ''მშვენიერების ურცხვად წარყვნა.'' გამაოგნებელია პასუხი – სახელმწიფომ შეისყიდაო. ამან კიდევ უფრო ააღელვა მოსული, რომ სახელმწიფოსგანაა წახალისებული ეს სიმდარე, ბოლოს დასძენს – ''ასე ცოდვისკენ ვუბიძგებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ისედაც შორს არიან ტანჯვისაგან და უფრო შორს ხსნისაგან! შემეცნება უმძიმესი ტვირთია ამა ქვეყ­ნისა, მაგრამ განმასპეტაკებელიც არის... წყეულიმც იყ­ავით! ამ ქვეყნის ტანჯვა–ვარამის მიჩქმალვას ჭრელი ფერებით ხომ არ აპირებთ?... ვიცი მარტო ვარ და არავ­ინ გამომესარჩლება, მაგრამ არ გავჩუმდები... სამკალი მომწიფებულია და მომკელის ცელს ელის. ჩვენი დროის უსინდისობამ ყველა ჯებირი წალეკა.'' უხმეს ძალღონის კაცს, გამოჩნდა ''უცნაური რაღაც, ადამიანის მაგვარი ხორცის ზვინი,'' რომელმაც კინწისკვრით გააძევა ზნეობის ქომაგი. ასეა ხშირად დაჯაბნილი კაიკაცობა და სი­მართლე. დამარცხებული ჭეშმარიტება კი საკრალური ხილვითაა განსპეტაკებული, სადაც უკვე თავად უფალი მონაწილეობს ქვეყნიურ სიმდაბლეთა დასჯაში.                                                                              

       ცხოვრება ყველგან ერთნაირად ატარებს დაღს, რათა ადამიანებსაც დაასვას დამღა მტკიცე ხელით. განსხვავებს ის არის, ამის შედეგად ვინ მახინჯდება და ვინ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ადის... ნაიარევი სული სხვის იარებსაც კარგადა გრძნობს...                                                                                                     

                           ცხოვრება არასოდეს პასუხობს ადამიან­თა სურვილებს, მით უმეტეს შემოქმედისას. ის ძალზე  არაპოეტურია იმისთვის, რომ ძალიან შევიყვაროთ. ყველა გენიოსი თვითდადგენილ საზღვრებში ცხოვობს!...                                                                      

თომას მანი ირონიულად ერთ–ერთ პერსონაჟზე ასეთ რამეს ამბობს – ''უჰ. ამას ნამდვილად ლიტერატურა არ უზის გვამში.'' საინტერესო მინიშნებაა!...                                             

საერთოა, მართლაც, ხელოვანთა უიღბლობა.  ჩვენს ყოფაში კი ამ ყველაფერს – მიწიერ გაუსაძლისობას, გა­მორჩეულობის პრობლემას, ეროვნული სატკივარიც ემატებოდა. ხელოვანი ხომ იდეოლოგიცაა, ამიტომაც ჩა­ანაცვლეს მას ფსევდოხელოვნება, რის გამოც მივიღეთ ფსევდოიდეოლოგიაც. ასე შემოიჭრა შეცვლილი გარე­მო, შეცვლილი ადამიანით.                                                                                                                                

            საერთო ღირებულების მქონეთა ტკივილი ერთია! სიჭკვიანე გარკვეულ ზღუდეს უქმნის ადამიანს. ეს ზნე­ობრივი გმირები მრავალ რამეს ხდიან ასატანს... გონება ყველაფერს უკეთებს კონტროლს, მისი აუწონავი არაფ­ერია! ჩვენც ამ ზნეობრივ ორიენტირებს უნდა გავყვეთ. მხედველობიდან არ უნდა გავუშვათ მთავარი, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია!..                                                                                                                                   

მათგან გამათრახებული დრო დღეს წელშია გასწორებული, რადგან გაიშვიათდა სრულქმნილთა რიცხვი. შემოქ­მედებითი წარმატებაც მხოლოდ ''შოუებზე''  დავიდა, ''მარტოობის ორდენის კავალრებს'' კი კვლავ უხმობს დამშრალი ზნეობრივი სამყარო, რათა განიწმინდოს დე­დამიწის სნეულება მათი კალმით, რათა არ გამარტივ­დეს  სული და არ დარჩეს ცარიელი სივრცე ჭეშმარიტი აზროვნებისა და მშვენიერების წილ!                                                                                                                                                             

მათ მიერ შემოკრული ზარები დღეს ობლად დუმან! მწარედ ნაღალატევი, განძარცული ადამიანობა დღეს­დღეობით კიდევ უფრო ითხოვს შველას!ანტისულიერება ყველგან იმკვიდრებს თავს. გმირ­თა, გენიოსთა შინაგანი მოთხოვნილება აღარ ჩნდება. ტლანქი გართობა გვეძალება, მაგრამ ასე იაფად ვერ მოიპოვებენ მომავლის რეალობას. აღსდგება ჯიში, გამ­თელდება ძარღვი, გაიფხიზლებს გონება, გაიბრძოლებს გული... დარდი მარტოხელა და უნაპირო ისევ გაგვახე­დებს გენიოსთა სანახებიდან,. ამაოდ როდი ცდილობენ ღვთაებრივი პირისახიდან ჭუჭყი ჩამორეცხონ კაცობ­რიობას. მათი ნაიარევი სული ჩვენშიაც გააჩენს ტკი­ვილს და შობს ადამიანურ სასწაულს – თავგანწირვას. სულშემუსვრილობაც მოიშორებს ტანჯვის საფანელს. გაქრება ყველა დარდის ნიშანი და ადამიანი დაუბრუნ­დება ღმერთს, მანამდე კი სული ისევ თავკაცთა სიბრძნეს შეხიზნებია და მათი გამძლეობის იმედით ცოც­ხლობს. ეს პატიოსანი სამყარო ჩვენც გვაერთიანებს, გვაქცევს თავის თავში, ვისაც ღირსება არც ოქროზე დაგვიწონია და არც ლაფში გაგვისვრია, ვინც ამ შეშ­ლილ დროშიც ვუერთდებით სხვა განდეგილებს!. ადამიანს უსაზღვროებიდან ღმერთი იცავს, მიწაზე – გენიოსები; მათ განამტკიცეს ის საზღვრები, რომლის იქითაც აღარ უნდა წახვიდე!

( 2010 წ. გამოქვეყნდა. იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით).

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq