საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლალი ბარძიმაშვილის გამოსვლა თსუ-ს ზვიად გამსახურდიას სახ. აუდიტორიაში (საავტორო წიგნის - ’’და სიყვარულის ცრემლში დღესასწაულის მწამდა’’, წარდგენისას)

 

მოგესალმებით  ძვირფასო მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, დაფასებისთვის, ყურადღებისთვის!   მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც მოიწადინა ამ საღამოს გამართვა,  რაღა დაგიმალოთ და ერთგვარი რიდიც გამაჩნდა, იმიტომ რომ, მიმაჩნია  ავტორი მკითხველმა უნდა აღმოაჩინოს...  მოხარული ვარ, რომ ამ დიდებულ კედლებში ვხვდებით ერთმანეთს, ზვიად გამსახურდიას სახ.  აუდიტორიაში, ჩემთვის ეროვნული მოძრაობაც და უნივერსიტეტიც  ცხოვრების ყველაზე დიდი სკოლა  იყო და  რაოდენ საოცარია, რომ ასე ერთობლივადაა ეს ორი რამ.  გარდა იმისა, რომ ათეული წლები მაკავშირებს უნივერსიტეტთან, მე აქ  ყოველთვის  ეროვნული სულისკვეთება მხვდებოდა. ეს კერა მეორე ოჯახად იქცა და სწავლასთან ერთად დიდ ადამიანობასაც ვეზიარებოდი... წერაც ამავე პერიოდიდან დავიწყე.

ეს  არის  ჩემი   მოკრძალებული კრებული.          

კონსტანტინე  გამსახურდიას  გენიალური ფრაზა  მაგონდება,  თანაგანცდაც მაქვს ამგვარი -წიგნი სახლიდან გასულ შვილს ჰგავს, გაფიქრებს რა ნამუსის ქუდით ივლისო, - და ერთი ფაქტორიც არის უდავოდ, როგორი მკითხველის ხელში აღმოჩნდება ის.

დასაწყისშივე  არის  ერთი  ჩანახატი - პერსონაჟი, რომელიც ჩაკვირვებული, ჩაღრმავებული მზერით მიუყვება წილხვედრს  სავალს, თვალთახედვის არედან არაფერი ეპარება, არაფერი რჩება შეუნიშნავი, ზოგი ტკივილად, ზოგი რამ კი გამოცდილებად ექცევა და ასე მიდის მთავარ, მარადიულ ღირებულებებთანაც ..  და მეორე კატეგორია  - მოჟრიამულე ახალგაზრდების სახით წარმოდგენილი, რომელიც ჟივილხივილით  ჩაუვლის  ყოველივეს, გვერდს აუქცევს იმ მთავარ დანიშნულებასაც, რასაც ადამიანის მისია გვავალებს. ხდება ასეთი დაშორებაც.  

ეს ორი კატეგორია არის როგორც ცხოვრებაში, არის მკითხველშიც...

 ეს არაა ერთი გმირის გზა; სრულყოფის გზაა.  ასე ხდება ის დიდი შეხვედრა იმ მთავარკაცთან - მეთევზედ წოდებულთან, რისთვისაც ამგვარი გზის გავლა ღირს...  ასეთი დათმობები ღირს, რაც მას მოუხდა. ესაა ცხოვრების სიბრძნე.  სხვაა ძე დროისა, სხვა ძე მარადისა და  ასეც განირჩევიან...  ბევრჯერ  ჩამორჩა კიდეც, გზაც მოეჭრა, მაგრამ უფრო დიდი გზა გამოჩნდა მერე.

 წიგნიც უფრო  შემეცნებითია და ნაკლებ თავშესაქცევი.  განმცდელი გულია საჭირო,  სულიერ წვდომას ითხოვს...  აქ  თავისებურადაა ცხოვრებისეული კითხვა -გასაღებები... ძიებასთან ერთად, თვალსაჩინოდა ეს.  ყველაფერი  აქ მოწოდებაცაა,  მოწოდებით ხასიათს ატარებს. ამითაც არის  ნიშანდობლივი და ვიტყოდი,  წონადი..                                                                                                                                         

რაც მთავარია,  წრფელი განცდაა მეგზური, ისეთ პირობებში იწერებოდა  და ადამიანური სამყაროს მონატრებამ  შვა...  

 ადამიანი  მწვერვალზე იხილო  აუცილებელი არაა, ყველაფერი უნდა იღონო, რომ თავი მწვერვალზე იგრძნოს. ეს არის წიგნის მისიაც.                                                                                                                                       

ახლა რომანის დანიშნულებაზე,  მე ისეთ დროს მომიწია ახალგაზრდობამ, როცა რომანტიკულობას უკვე კარგავდა ეპოქა.   სიყვარული  კი  რომანტიკულ-იდეალური გაგების გარეშე ვერ არ ითქმის სიყვარულად, ვერ  განხორციელდება, ვერ იზეიმებს!     დღეს, რასაც სიყვარულს ეძახიან, დროებითი გრძნობებია მხოლოდ.

სიყვარულის ფენომენი,  მისი მისია და მახასიათებელი  ნიშნები წარმოდგენილია რომანში.

სიყვარული კი არის ტკივილი, მაგრამ  უტოლდება სასწაულს, სასწაულის შესაძლებლობა აქვს... სასწაულის მზიდავია სიყვარული ტკივილთან ერთად... (წიგნის სათაურიც ამას მოწმობს, თუმცა აქ  უფრო ფართო ცნებითაა ეს).

 თუ სულ ტკივილი რჩება  სიყვარულში, მაშინ ის ჯოჯოხეთია და არც ითქმის სიყვარულად; ამიტომაც არის ერთი გააზრება, როდესაც რომანის გმირი   ჯოჯოხეთის ალმურად წარმოიდგენს  დანაცრებულ იავარქმნილ გრძნობებს. გოდება დგება მისთვის...

 ვახსენეთ სიყვარულის  მახასიათებელი  ნიშნებიო   და ერთ-ერთი აუცილებელი თვისება იყო  - რიდი...  არაჩვეულებრიობის მომენტია სიყვარული.  ერთჭერქვეშ  ბერდებოდნენ და რიდი არ ქრებოდა. სიყვარულის თანმდევია, თანმხლებია  რიდი...

განუკარგველია ეს ღირებულებები, არსაკარგავია.

ნაცვლად იმისა, სხვა რამემ   ამოწუროს თავი, სხვა რამემნ არაარსებითმა ამოწუროს დრო, ისევ ღირებულებებია გადაწონილი... აი, ამისკენ შემობრუნებაა რომანი.

 ახალგაზრდებს დღეს  უკიჟინებენ -იყავითო თავისუფლები, მაგრამ  არ აჩვევენ ღირსებებს.  ღირსებების გარეშე  კი შეიძლება ვიყოთ  თავისუფლები, მაგრამ არა ბედნიერები.  

 ყველა   ნაწარმოები  აქ სიყვარულის საგალობელია... ღირებულებათა ერთგვარი ძეგლია  წიგნი და ყველაფერი, რაც გადარჩენილი უნდა იყოს  ადამიანურ სამყაროში, გადარჩენილია  და  ეს გადაწყვეტაცაა.

ახლა მოთხრობა - მიწის შვილზე, ჯანღონით სავსე ადამიანზე... ის  სახასიათო გმირია...  მიწის შვილი ნამდვილი არსით, ამ ჯანსაღი გაგებით, დაუჯაბნავი კაცია...  მიწის შვილობას ხომ ვერასოდეს დაადასტურებენ  მაგ. თათქარიძე, ხევისთავი ... მისი წუთისოფელი ჯახირი არაა, ღირსეულად მკვიდრობს.

ის მიწიდან ამოზრდილი და ამ მიწასთან დასაბრუნებლად მზადმყოფი კაცია. ესაა სიცოცხლის გამართლება!

სიცოცხლის დრტვინვით ცხოვრობს.. სადავე არ გაქცევია ხელიდან.  შეუგრძვნია თავის მიწის მოთხოვნილება...

 არამოშიში კაცია სიკვდილისა, სიბერისა, ჭიდილისა. 

ცხოვრების გულისყურის მომსმენი კაცია...

სადაც არის - იცის, რა გარემოშიც არის. გარემოს არ შთაუნთქავს რომანის გმირივით და ძირიდან ამოსაყვანი, ხელახლა ამოსაზრდელი არაა.

თავის საკაცო ჭაპანს ეწევა და საკაიკაცოდ ცხოვრობს.

პიესა კი ჩემი სულის ნაჟურია.... ტკივილის გამტარი.  სათაურიც ნიშანდობლივია. სამივე დროის ასპექტი აქ ერთადაა- წარსული, აწმყო, მომავალი... ტრადიციული გაგებით, პიესას სცილდება. დოკუმენტური ხასიათისაც  უფროა. დროის მოზაიკაა, დასურათხატებაა  ყველა საჭირბოროტო საკითხის და დადგენილი ნორმისა. პირობითადაა პიესა... ეს  არ იკითხება, იგრძნობა. 

მოქმედი გმირებიც წინასწარ მითითებული არაა, რაც მოულოდნელობა უნდა იყოს მკითხველისთვის.

-ის  ქართველი,- განსაზღვრა მოცემულია, -ის- და არა ყველა... ნორმა მოცემულია...  

პოეზია უფრო ავტობიოგრაფიულია, ზოგიც მიძღვნა და  დროის პროდუქტია -კარგი გაგებით. ეპოქის მოზაიკაა ესეც...

და როგორც ვიტკივილე, ისე ვწერე.

წერილები  იმავე ტკივილის ხაზის გაგრძელებაა, რაც პიესაშია... იგივე სათქმელი გაიშალა და იტვირთა. ის უფრო ახლანდელი პერიოდისაცაა.

წიგნის შექმნის ისტორიას რაც შეეხება, საკნის პირობებში წერას ჰგავდა; მიმაჩნდა, რომ ეს უფრო ლიტერატურული ჩვევა იყო, პროფესიული, თვითკმაყოფილება ისედაც არ მაქვს ბუნებაში...  დიდხანს, ათ წელზე მეტიც, თაროზეც იქნა შემოდებული...  გადასინჯვა როცა დავიწყე, კრიტიკული თვალით, საგულდაგულოდ, მივხვდი, რომ ჩრდილში არ შეიძლებოდა დარჩენილიყო  და  საზოგადოდ გამომზეურებას იმსახურებდა.

 იყო სიტყვა ჩემი თქმული ეროვნულ მოძრაობაში, ტელევიზიაში-გადაცემებით, პრესაში და როგორც მიწათმოქმედს აქვს რამდენიმე საარსებო ნიადაგი -ყანაც, ვენახიც, აქაც -ცხოვრებისეულ საკითხზეც- უნდა ყოფილიყო ერთგვარი არსებითი კვალი... და თავგვირგვინად იქცა ეს წიგნი იმ ყველაფრისა, რაც გამიკეთებია ერის სამსახურში. თუმც ეს საწყისი იყო, უფრო პირველადი, ბოლოს გაკრთა, ბოლოს გამოვლინდა.

გულით გაბარებთ, გულით განდობთ!

 აწ თქვენ უპატრონეთ, აქამდე მე ვიყავი ამის მოამაგე და მეურვე.

 დიდი კონსტანტინესი არ იყოს, აწ, ნამუსქუდდახურული შვილი გამომიშვია და თქვენ იცოდეთ!

ძალას სიყვარული გვაძლევს!

მადლობა, რომ აქ ხართ და ერთად ვართ!



11 მაისს, 2017 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq