საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

მათ "გვირგვინები აქვთ ოდნავ მსგავსი" (კონსტანტინე და გალაკტიონი)
გაიოზ მამალაძე
გადმობეჭდილია: http://www.biblioteka.litklubi.ge/view-nawarmoebi.php?id=2582 

მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურა მდიდარია. ეს პერიოდი ქართული კულტურისათვის იყო უახლესი ქართული რენესანსი. იმ დროს ქართული მეცნიერება უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს დიდმა მეცნიერებმა. ქართული კულტურა ყველა მიმართულებით მდიდარი იყო გენიალური ავტორებით:

მწერლობაში: გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, შალვა დადიანი, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი და სხვები. პოეზიაში: გალაკტიონი, ტიციანი, პაოლო, ვალერიანი, გიგლა, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი და სხვები. ქანდაკებაში: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები. მხატვრობაში: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ავთანდილ ვარაზი, დავით კაკაბაძე და სხვები. თეატრში: კოტე მარჯანიშვილი, თემურ ჩხეიძე და სხვები. კინემატოგრაფში: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე და სხვები. ასევე დიდი მსახიობები, დიდი მომღერლები, მუსიკოსები... (ბევრი გამომრჩა და მაპატიეთ).

დღეს გვინდა ორი დიდი შემოქმედის, გალაკტიონისა და კონსტანტინე გამსახურდიას ერთგვარ მსგავსებაზე გავისაუბროთ. უფრო სწორად, მათი ორი ნაწარმოებების იდეურ მსგავსებაზე.
ერთხელ გალაკტიონს უთქვამს კონსტანტინესთვის: "სხვა რომ არავინ ყოფილიყო, ამ საუკუნეს ჩვენ ორნიც ვეყოფოდითო". რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ. მაგრამ, ისინი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს

ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჩვენი დიადი წარსული, ჩვენი კულტურა, ჩვენი ტაძრები არის წმიდათაწმიდა და ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში (მომავალთან ერთად, რა თქმა უნდა). ხშირად, ჩვენი ძველი დიდებული კულტურის ძეგლები ახალ ქებას თხოვენ ახალი შემოქმედებისაგან, რათა მომავალმა თაობამ კიდევ ერთხელ და უფრო უკეთესად დაინახოს და შეიგრძნოს მათი სიდიადე.

რა საკვირველია, ყველა ქართველისათვის ნაცნობი და მნიშვნელოვანია სვეტიცხოვლის დიდი ტაძარი,, მაცხოვრის კვართის ტაძარი, "სადაც საქართველოს ცხელი გული ასვენია" (ლადო ასათიანი). თუმცა, ალბათ, ვერავინ ვერ გადმოგვცემს სვეტიცხოვლის მშვენებას ისე მაღალმხატვრულად,
როგორც ეს გააკეთა კონსტანტინე გამსახურდიამ:

სვეტიცხოვლისათვის "თვალის შევლება ყოველ დროში სანუკველია; დილით ხვლიკისფერია იგი, მოუღალავი მზით გაშუქებული, შეღამებისას ოქროცურვილია, ხოლო მწუხრის შემოდგომისას, თუ ვარსკვლავიანმა ცამაც დაადგა თვალი, ცას მიეჭრება მისი მრუდე ჰარმონიით აღვსილი ხაზების ზესწრაფვა."

რაც უნდა ბრწყინვალე არქიტექტორი თუ ხელოვნებათმცოდნე იყოს ადამიანი, ალბათ, ასე მეტყველად და ლამაზად ვერ გადმოგვცემს სვეტიცხოვლის მშვენებას, როგორც ეს შეძლო კალმის დიდოსტატმა კონსტანტინემ. თანაც, მაშინ, როდესაც ღამით სვეტიცხოველს არავინ გაანათებდა პროჟექტორებით (ახლა, ღამით, გაჩახჩახებულს ვხედავთ ჩვენს სიამაყეს), როცა არავინ ასწავლიდა სკოლაშიბაშვბს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ისტორიისათვის სვეტიცხოველს (ახლა, მადლობა ღმერთს, საქართველოს ისტორიას ასწავლიან სკოლაში).

"დიდოსტატის კონტანტინეს მაჯვენა" მონუმენტური ნაწარმოებია - საქართველოს გაერთიანების იდეის გამომხატველი. მასში კიდევ სხვა არაერთი იდეაა ღიად თუ შეფარვით გადმოცემული: საქართვლო რომ არ უნდა იყოს "ერთმორწმუნე" იმპერატორზე და ბიზანტიაზე დამოკიდებული, არც პოლიტიკურად, არც კულტურულად, არც არაფრით. მოდი, ნუ დავაკონკრეტებთ ქვეტექსტს. ის უფრო ზოგადი და ჭკუის სასწავლია, ვიდრე ერთი წაკითხვით შეიძლება გავიგოთ. ქვეტექსტი ამ იდეისა ჩვენი ისტორიული მიზანსწრაფვაა, რომელსაც მხოლოდ დიდი მწერალი თუ გადმოსცემდა ისე, რომ ახალგაზრდებს გულში ჩაბუდებოდათ, იმ დროს, იმ რეპრესიების ეპოქაში;

ნაწარმოებში ნათქვამია ისიც, რომ, სისუსტეები ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ, მთავარი ქვეყნის ერთგულებაა; ხელოვნების დანიშნულება და სხვა. საერთოდ, სვეტიცხოვლის იდეა არის საქართველოს იდეა (კვართი, სიდონიას საფლავი, სვეტი ცხოველი, ერთიანი სახელმწიფო, საკათედრო ტაძარი და სხვა). სვეტიცხოველის იდეას განმარტება და ქება სჭირდებოდა იმ დროს. ბევრი მკითხველი, რომანის წაკითხვის გამო დაინტერესდა სვეტიცხოვლის ტაძრით და კიდევ უამრავი რამ აღმოაჩინა იქ. კონსტანტინემ, უფლის კვართის ტაძარში მიიყვანა ხალხი.

ზოგს, და მათ შორის ერთ დიდ ქართველ მწერალს, ზოგიერთი პასაჟი არ მოსწონდა "დიდისტატის მარჯვენისა", მაგ
რამ, მის მაღალმხატვრულობას არ უაყოფდა. თუმცა, თვითონაც განიცდიდა დიდი პოლიტიკის გავლენას უცხოეთში. ისე, არც მას და არც კონსტანტინეს დასაყვედრი არაფერი აქვთ, რაც შეეძლოთ კონკრეტულ სიტუაციაში, მაქსიმალური გააკეთეს, ვითარცა ერის იდეურმა წინამძღვრებმა.

იქნებ მართლაც, შეიძლება, ზოგიერთი პოზიციიდან არ მოეწონოს ვინმეს აღნიშნული ნაწარმოები, მაგრამ, მან ქართველთა არაერთი თაობა გამოზარდა ქართულად (სხვებთან ერთად). თანაც, ეს რომანი ხომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები არ არის. იმ პერიოდში, ფაქტობრივად, ყალიბდებოდა ქართული ისტორიული რომანი. იდგა 1938 წელი... ვასილ ბარნოვი გარდაცვლილი იყო, მიხეილ ჯავახიშვილი მოკლული, ლევან გოთუას "გმირთა ვარამი" ჯერ არ დაეწერა... ასეთ დროს ქართული ხელოვნების უდიდეს ქმნილებაზე, სვეტიცხოველზე შეიქმნა რომანი...

ნიკორწმინდა ბაგრატ III-ის მეფობის დროს აშენდა 1010-1014 წლებში. ბაგრატ III პირველი მეფე იყო გაერთიანებული საქართველოსი. სადაც ნიკორწმინდის ტაძარი აშენდა, პროვინცია იყო ერთიანი სამეფოსი. მაგრამ, პროვინციებშიც და კუთხეებშიც განსაკუთრებულად მშვენიერი ტაძრები შენდებოდა, რომელიც არ იყო მხოლოდ რელიგიური დანიშნულების, მათ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც ჰქონდა.

დასრულდა ნიკორწმინდა და იმ წელსვე გარდაიცვალა პირველი ხელმწიფე გაერთიანებული საქართველოსი. სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა ბაგრატ III-ის მემკვიდრის, გიორგი I-ის მეფობის პერიოდში დაიწყეს, მცხეთაში. გიორგი პირველი 12 წლისა გამეფდა (ან თექვსმეტის), სულ 13 წელი იმეფა, მხოლოდ 25-28 წლისა მოკვდა, მაგრამ, არაერთხელ შიშის ზარი დასცა ბიზანტიის უძლეველ კეისარს. მეტსაც უზამდა ბულგარელების მმუსვრელ მტარვალს, რომ არა უიღბლობა, მოკავშირეების დამარცხება. მცხეთა არ იყო მაშინ დედაქალაქი, არც თბილისი. იქვე ყურისძირში, თბილისში, არაბი ამირა იჯდა. მაგრამ ქართული იდეოლოგია ისწრაფვოდა ქვეყნის გაერთიანებისთვის და არაბ ამირას ამგვარი გრანდიოზული ტაძრითაც აშინებდა, ხოლო ქართველებს იმედს აძლევდა.

1947 წელს დაიწერა გალაკტიონის "ქებათა ქება ნიკორწმინდას". ნიკორწმინდის ტაძარი, იმ პერიოდში მხოლოდ ისტორიკოსებმა, სპეციალისტებმა, რაჭველებმა და საზოგადოების ერთმა ნაწილმა თუ იცო
და რა იყო, სად იყო და როგორი.

 რაც ყველაზე უცნაური შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, გალაკტიონსაც არ ჰქონდა ნანახი ნიკორწმინდა. მას ერთმა ნიკორწმინდელმა მოხუცმა დურგალმა, ნიკოლოზ ვაჩაძემ უამბო ნიკორწმინდის ჩუქურთმების, 12 სარკმლისა და საერთოდ, აღნაგობისა და დიდებულების შესახებ (იქაურები განთქმულნი არიან დურგლობით). გალაკტიონი იმდენად აღფრთოვანდა დურგლის დეტალური მონათხრობით, რომ შეპირდა ნიკორწმინდაზე ლექსს დავწერო. „მე ეს დაპირება შევასრულე, ვინაიდან მე ჩვეული არა ვარ დაპირების არ ასრულებას. სახალხო პოეტების სიტყვა ყოველთვის საქმეა. იმ დღესვე დავწერე „ქებათა ქება ნიკორწმინდას“.

პოეტის გენიამ, ნიჭიერი დურგლის გადმოცემით და ალბათ, ნიკორწმინდის აღმშენებლის მიერ საუკუნეების წიაღიდან გამოსხივებული ტალანტით, ისე განჭვრიტა ნიკორწმინდა, თითქოს თვითონ ყოფილიყო მისი შემოქმედი ან თანაზიარი შემოქმედისა. რა თქმა უნდა, ნიკორწმინდის ტაძრისა და ჩუქურთმების ავტორები ხომ ზეგარმო ნიჭით მადლმოსილნი იყვნენ გალაკტიონივით. ერთი კია, ნიკორწმინდას რაღაც "აკლდა", და ეს რაღაც იყო "ქებათა ქება".

გალაკტიონმა უნახავად დაინახა და გადმოსცა ჩუქურთმების პოეტური აღმაფრენა, "ქვის ჰარმონია". კონსტანტინემ კი მონუმენტური ნაწარმოები უძღვნა გრანდიოზულ, მონუმენტურ და ჰარმონიულ სვეტიცხოველს, "ქვაში ჩაკირული საიდუმლო" გაამჟღავნა. ანტირელიგიურ სახელმწიფოში, გალაკტიონის მიერ "ქებათა ქება ნიკორწმინდის" შექმნის მერე, ბევრმა, კიდევ უფრო კარგად გაიგო ნიკორწმინდისა და საერთოდ, ტაძრების, მნიშვნელობა. ამ ორი გენიოსის მერე უფრო "ქართულია მზერა".

როგორც ნიკორწმინდასა და სვეტიცხოველში არის რაღაც მსგავსება, ორივე ტაძარი პირველი ქართული სახელმწიფოებრივი და კულტურული რენესანსის პირმშოა, ასევე, რაღაცით მსგავსნი არიან გალაკტიონი და კონსტანტინე, III ქართული რენესანსის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლები. მათ "გვირგვინები აქვთ ოდნავ მსგავსი"!
 
სიყმაწვილეშივე მაწვალებდა ეს თემა და დავწერე ლექსი:
 
კონსტანტინე და გალაკტიონი
 
კონსტანტინე და გალაკტიონი -
ორი ტაძარი, ნათელი, წმინდა...
შესადარები ისევე როგორც,
სვეტიხოველი და ნიკორწმინდა!

მამული, ენა, სარწმუნოება

ფერისცვალება უფლისა (მარკოზი)
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
gaq