საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გრიგოლ აბაშიძე - „სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“
გაიოზ მამალაძე
გადმობეჭდილია https://presa.ge/?m=&AID=17781 გამოქვეყნებული იყო ფსევდონიმით 12:41 19.07.2012

1994 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა დიდი ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე. ძველი სტილით 19 ივლისი (ახალი სტილით 1 აგვისტო) მისი დაბადების დღეა. მისი ნაწარმოები და თარგმანები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურისათვის, ამიტომ ამ დღეებში რამდენიმე პუბლიკაცია მივუძღვნათ მას.

 

ჩვენს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს გრიგოლ აბაშიძის მიერ გენიალურად თარგმნილი დიდი ბულგარელი პოეტების - ქრისტო ბოტევისსა და ივანე ვაზოვის, დიდი რუმინელი პოეტის მიხაი ემინესკუს, დიდი ჩეხი პოეტის იან ნერუდას, დიდი უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის, დიდი სპარსი პოეტის ნიზამი განჯელის რამდენიმე ლექსი. გარდა ამისა, მკითხველს გავახსენეთ გრიგოლ აბაშიძის შესანიშნავი ლექსი „ფიქრები საქართველოს რუკაზე“.

 

ამ ლექსში პოეტი, როგორც ქართველ მწერალთა და პოეტთა დიდი ნაწილი, ავლენს პროფეტულ ოპტიმიზმს სამშობლოსადმი, დაფუძნებულს ქართულ მესიანისტურ იდეაზე:

 

...“დიდება ამ დღეს, დიდება ამ დღეს,

ბორკილი ეგდოს ძირს დამსხვრეული,

ლაზარესავით, ხვალ ისევ აღდგეს

დღეს დაფლეთილი შენი სხეული!“

 

მისი მოღვაწეობა ყველა მიმართულებით (პოეზია, პროზა, თარგმანი) საინტერესო და მნიშვნელოვანია და ამიტომ ამ დღეებში კიდევ რა

მდენჯერმე გავიხსენებთ გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებებს...

 

დიდი პოეტი, როგორც ვთქვით დაიბადა 1914 წლის 19 ივლისს (ახალი სტილით 1 აგვისტოს). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს.

 

გრიგოლ აბაშიძის პოეზია შესანიშნავია. ამაზე სხვა დროსაც გავაგრძელებთ საუბარს.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანები "ლაშარელა" (1957), "დიდი ღამე" (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“, პოემები ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"), მოთხრობები, საბავშვო ლექსები და პოემები და ისევ უნდა გავიმეორო, მისი შესანიშნავი თარგმანები.

 

გავიხსენოთ გრიგოლ აბაშიძის ორი ლექსი, სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნილი, რომლებიც საქართველოს ეხება. პირველი, უსათაურო („...ამას მკარნახობს ფიქრიც, შეგნებაც“) საქართველოსადმი უდიდესი სიყვარულითა და სამშობლოს უმაღლესი შეგნებითაა დაწერილი. ის პასუხია ყველა ისეთი ადამიანისადმი, ვისაც ჰგონია, რომ სამშობლოს ინტერესებზე მაღლა დგას რაიმე ინტერესი, თუნდაც „ჰუმანიზმის“ სახელით ცნობილი...  ის კი არ იციან, რომ ჩვენი სამშობლო თავად ჰუმანიზმის გამოვლინებაა და ღვთის სამსახურის, ანუ სიკეთის მსახურების ასპარეზი. მეორე ლექსი, „და მაინც მჯერა“, პოეტის ოპტიმი

ზმის გამოხატულებაა, როგორც ზემოთ ვწერდით გრიგოლ აბაშიძე ოპტიმიზმით იყო აღსავსე სამშობლოს მომავლისადმი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცემა იხილა...

 

* * *

 

ამას მკარნახობს ფიქრიც, შეგნებაც,

სამყარო ცეცხლში თუ დაინთქმება,

სიცოცხლეს აზრი მაინც ექნება,

თუ საქართველო კიდევ იქნება!

 

გულწრფელად ვამბობ სათქმელს, გულღიად,

დე, მკრეხელობად ნუ აღიქმება:

სხვა ყველაფერი წყალს წაუღია,

თუ საქართველო აღარ იქნება!

 

1991

 

და მაინც მჯერა

 

შევყურებ უტყვი და შუბლშეკრული,

რა ძალა იყო, ნეტავ, ეგ ძალა,

შენ რომ დაგცა და ისე შეგცვალა,

რომ შენი შვილიც ვერ გცნობ ბედკრული.

 

ყველა სიკეთე სიავედ გექცა,

ღვარძლით, სიბრმავით და უნიჭობით

ბნელ ბოროტების ზღვაში ვიხრჩობით,

განწირულები სატანის კერძად.

 

ლამის დავკარგო რწმენა შენი გზის,

გული ჯავრისგან შემომეფლითა...

და სადღაც მაინც მჯერა, ფერფლიდნ

შენ კვლავ აღდგები, როგორც ფენიქსი!

 

1993

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq