საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

გიორგი ლეონიძე (დაბადების დღე)
georoyal.ge

1899 წლის 27 დეკემბერს (ახ. სტილით 8 იანვარს), პატარძეულში დაიბადა დიდი ქართველი პოეტი, მწერალი და იდეოლოგი გიორგი ლეონიძე.

 მამას ნიკოლოზი ერქვა. მას გორის სემინარია ჰქონია დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. მისი მამა ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა, შაქრო გულისაშვილი კი სახალხო მწერალი, რომელიც „შაქროს“ ფსევდონიმით ბეჭდავდა თავის ნაწარმოებებს.

 წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა პატარა გოგლამ. მერე თვითონ უკითხავდა თურმე ბავშვებს წიგნებს. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ბავშვობიდან მამულიშვილური გრძნობით იზრდებოდა მომავალი პოეტი. პატარა გოგლა ორი წლის ყოფილა მამა რომ გარდაეცვალა. მრავალშვილიანი ოჯახის გაძღოლა დედას უწევდა.

 1907 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1913 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი ადამიანები: ვასილ ბარნოვი, კორნელი კეკელიძე, ნიკო სულხანიშვილი და სხვები.

გოგლას პირველი ლექსები 1911 წლიდან იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები „გვირგვინი“ და „ფანდური“, რომლებიც სემინარიაში გამოიცემოდა.

 1916 წელს გოგლა ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“. მისი პირველი ლექსი, „მცხეთა“, 1911 წელს დაიბეჭდა გაზეთ „სინათლეში“. 1912 წელს  ყრმა პოეტმა ლექსი მიუძღვნა დიდ ვაჟა-ფშაველას. დიდი პოეტიც საპასუხო ლექსით გამოეხმაურა. შემდეგ წერილების გამოქვეყნებაც დაიწყო ლიტერატურულ საკითხებზე. გატაცებული იყო მოდერნიზმით. 1918 წლიდან დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“.

 1919 წლიდან გიორგი ლეონიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ტიციან ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში რედაქტორობდა ცისფერყანწელთა ყოველკვირეულ გაზეთს „ბახტრიონს“.

გიორგი ლეონიძე, გარდა იმისა, რომ გახლდათ დიდი პოეტი, იყო შესანიშნავი პროზაიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა და ახლა მის სახელს ატარებს. თვითონ პოეტი, კარგა ხნის მანძილზე, აღნიშნული მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. გიორგი ლეონიძის დაარსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში.

 გიორგი ლეონიძემ დაარსა ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თავად რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში 

იყო „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი, 1951-1953 წლებში გახლდათ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. 1957-1966 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. მან გამოსცა, კომენტარებითა და გამოკვლევებით, მამუკა ბარათაშვილის „ჭაშნიკი“ (1920 წელს), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928 წელს), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939 წელს) და სხვა.

 ლეონიძეს აქვს გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვის და სხვების შესახებ. მისი შესანიშნავი მოთხრობების საფუძველზე გადაღებულია მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“

გიორგი ლეონიძე ნამდვილი ეროვნული იდეოლოგი გახლდათ. მისი შემოქმედება და ცხოვრება გამსჭვალული იყო სამშობლოს სიყვარულითა და მისი მომავლის რწმენით. ნატვრა ჰქონია, ენახა სოფელი ლიონიძე ტაო-კლარჯეთში...

 დიდი პოეტი გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 პოეტის დედა

 ვხედავ: პატარა ბაღჩაში,

ფუსფუსებს ჩემი მშობელი,

გადაკვალთული კალთებით,

დღედაღამ მოსაქმობელი,

წინსაფარში რომ უწყვია

ბოსტნეული და კვერცხები...

მამაპაპური კერისა

ყოველდღე მომნაკვერცხლები...

თან რომ ჭიკჭიკით დასდევენ

შოშიები და მერცხლები...

 

პატარძეული

 

პატარძეული... ჩემი სოფელი,

ბავშვობის კერა - პატარძეული,

ჩემი აკვანი წნორის ტოტისა

იქა ყოფილა გადარწეული.

 

იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა

და ხალხის ფიქრი ათასწლეული...

მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე,

სიბერისაგან გადაქცეული...

 

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა

ხალხის მზის ოქრო და განძეული...

ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,

ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...

 

მე მინახია ბევრი ქვეყნები

და ქალაქები ათასეული,

მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა

ჩემი პატარა პატარძეული..

 

პატარძეულის იები

 

პატარძეულის იები...

დილა ბროლშენაციები...

დილა ღმერთმოჩვენებული

შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში,

და ფიქრი მოჯერებული

პირველი სიტყვის პოვნაში.

 

ო, მას აქეთ ვარ მსურველი,

მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;

მაფრქვიონ შუქი - სურნელი

პატარძეულის იებმა..

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq