საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ძველი ქვევრების გასაჭირი
ირაკლი ჭიჭინაძე
თამთა ჭანტურიას ფოტო

2017 წლის 19 ნოემბერს ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას მიწის ქვეშ მუშებმა შემთხვევით ძველი ქვევრი აღმოაჩინეს. რაც შემდეგ მოხდა, იმას ქართულ საზოგადოებაში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მუშებმა ქვევრი ჯერ ქვით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაამტვრიეს იმ იმედით, რომ შიგ „განძს“ იპოვიდნენ. ვანდალებს ლანძღავდნენ სოციალურ ქსელებში, მათი ქმედებები დაგმეს ისტორიკოსებმა, არქეოლოგებმა, ოფიციალურმა პირებმა და სხვებმა. მაგალითად არქეოლოგმა ამირან კახიძემ ამას ბარბაროსობა უწოდა, არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ კი ვანდალიზმი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ (რომელმაც ასევე ვანდალიზმად შეაფასა მომხდარი) განაცხადა, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. სპეციალისტების წინასწარი დაკვირვებით ქვევრი სავარაუდოდ XI საუკუნეს განეკუთვნება.


მისასალმებელია რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება მეტად ზედაპირულია ამ საკითხისადმი. სულ ორიოდე თვე გავიდა მომხდარიდან და ალბათ ამ ადამიანების დიდ ნაწილს ეს ამბავი აღარც ახსოვს. საქმე ისაა, რომ ასობით, შესაძლოა ათასობით ძველი ქვევრი (რომლებიც სხვადასხვა საუკუნეებს განეკუთვნება) უპატრონოდ ყრია ტყე-ღრესა თუ სხვადასხვა ნანგრევებში და ნად

თემო სუყაშვილის ფოტო, ატენი.
გურდება. არადა ამ ქვევრებს გარკვეული ისტორიული ფასეულობა აქვთ და არ შეიძლება ამის იგნორირება. ამ ქვევრებს არავინ აღრიცხავს და არაფერი იცავს. მახსოვს, ერთ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ქართული ღვინის კულტურას ეძღვნებოდა, ავტორი ამბობს უძველეს ქვევრებზე „ასეთი რამ იმდენად ხშირია, რომ ისინი მუზეუმშიც კი არ გადააქვთო“.


უცნაური დამოკიდებულებაა, სიმრავლემ როდის აქეთ გააუფასურა ისტორიული ფასეულობები. ძველი და ფასეული ნივთები მხოლოდ სიმრავლის გამო უნდა იყოს უპატრონოდ მიყრილი? ძველი ეკლესია-მონასტრებიც ბევრი გვაქვს და, აბა, რა საჭიროა მათი აღიარება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად? მაშინ, დიდი ამბავი რამდენიმე მათგანი თუ დაინგრევა ან ვინმე ხელყოფს, მაინც ხომ “ბევრი” გვაქვს.


რას ამბობს კანონი!


რა არის კულტურული მემკვიდრეობა? კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლში განმარტებულია:


ა) მატერიალური – ადამიანის მიერ ან ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად შექმნილი ნებისმიერი სახის მხატვრული, ესთეტიკური, ისტორიული, მემორიალური ღირებულების მქონე არქიტექტურული, ხელოვნების, ქალაქთმშენებლობითი, სასოფლო, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული, მონუმენტური, ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული უძრავი ან მოძრავი ობიექტები, დოკუმენტური მასალები…, ისტორიულად ჩამოყალიბებული

კერამიკის მუზეუმი კაპადოკიაში. თამთა ჭანტურიას ფოტო
გარემო, დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან, განვითარებასთან, ფოლკლორთან, რწმენასა და ტრადიციებთან, ადრე ან ამჟამად არსებულ ცივილიზაციასთან;


მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა – სამართლებრივ, სამეცნიერო-კვლევით, სარეაბილიტაციო, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სრული მრავალფეროვნებით შენარჩუნება და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;


ნ) კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება;


მეცხრე მუხლი კი განსაზღვრავს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში:


ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან:

ა) დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას; ბ) სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სხვა სახელმწიფო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენის ან კულტურული მემკვიდრეობისათვის საფრთხის შემცველი გარემოების არსებობის შესახებ;


(კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი; სსმ, 18, 2

კერამიკის მუზეუმი კაპადოკიაში. თამთა ჭანტურიას ფოტო
2/05/2007; სარეგისტრ. კოდი 450.030.000.05.001.002.815).


უდავოა, რომ მუზეუმში ან დაცულ სივრცეში გადატანილი უნდა იქნას ნივთი, რომელსაც გააჩნია ისტორიული თუ კულტურული ფასეულობა. თუ ასეთი ბევრია, ეს პასუხისმგებლობას გვმატებს, და არა პირიქით!


თუ რა მნიშვნელობა აქვს მეღვინეობის ისეთ ფენომენალურ მოვლენას, როგორიცაა ქვევრი, რა აღმავლობას განიცდის უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდით  ქვევრის ღვინის წარმოება და რაოდენ დიდი აღიარება მოიპოვა ქვევრმა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე როგორ დაიწყეს უკვე ფრანგმა, გერმანელმა, იტალიელმა, ამერიკელმა მეღვინეებმა ქართულ ქვევრებში თავთავიანთ ქვეყნებში ღვინის წარმოება, ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს.


რატომაა მნიშვნელოვანი ამ ქვევრების გადარჩენა?


ზემოთ აღნიშნული უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ამ ქვევრებისა და სხვა ძველი კერამიკული ნაკეთობების გადარჩენასა და შესაბამის ქმედებებზე. თუმცა, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ქვევრებს შესაძლოა ჰქონდეს დამღები, ორნამენტები, სიმბოლოები ან წარწერებიც კი, რაც საინტერესოა ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსებისათვის, მკვლევარებისათვის და ა.შ. ქართული მეღვინეობის ისტორიის კვლევაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.


აუცილებელია ეს ქვევრები მოთავსდეს მუზეუმებში, ან სხვა რაი

კერამიკის მუზეუმი კაპადოკიაში. თამთა ჭანტურიას ფოტო
მე დაცულ სივრცეში მაინც, რათა საფრთხე არ დაემუქროს კულტურულ მემკვიდრეობას. სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნას ეთნოგრაფიული მუზეუმის ვრცელი ტერიტორიაც, სადაც მრავალი კულტურული ღონისძიება იმართება. ასევე არსებობს იდეა შეიქმნას ღვინის მუზეუმი,  სადაც შესაძლოა მოთავსდეს ეს ქვევრები, ან მათი ნაწილი მაინც.


ჩვენი მეზობელი თურქეთი ჩვენთან შედარებით გაცილებით სერიოზულად ეკიდება თავის ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას.


ამის მაგალითი უამრავია, მაგალითად კერამიკის შესანიშნავი და მეტად ორიგინალური მიწისქვეშა მუზეუმი კაპადოკიაში.


დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას, არ შეიძლება ყველაფრის გადაწყვეტა მთავრობას დავაკისროთ და ყველაფრის ინიცირება მხოლოდ მას მოვთხოვოთ.  სამოქალაქო საზოგადოებაშიც უნდა გაჩნდეს სურვილი და საჭიროება, უნდა გაჩნდეს პრობლემის აღქმა და მისი გადაჭრის გზების ძიება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ ფუნქციონირებასაც.


არსებობს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო ენთუზიასტები და ა.შ. დიდ საქმიანობას ეწევა “ღვინის კლუბი” და “ღვინის ეროვნული სააგენტო”. ჩვენი აზრით უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, დაისვას საკითხი, დაიწყოს ამის განხილვა და შემდეგ უნდა მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს განახორციელონ ქართული კულტურისათვის მნიშვნელოვ

კერამიკის მუზეუმი კაპადოკიაში. თამთა ჭანტურიას ფოტო
ანი მატერიალური ქონების შეგროვება-აღწერა და შესაბამის დაცულ სივრცეში გადატანა.


კერამიკის მუზეუმი კაპადოკიაში. თამთა ჭანტურიას ფოტო
კერამიკის მუზეუმი. დიდი ბრიტანეთი. ფოტო ვიკიპედიიდან
კერამიკის მუზეუმი. დიდი ბრიტანეთი. ფოტო ვიკიპედიიდან
როგორ ექცევიან თურქები თავიანთ მემკვიდრეობას - ფოტო ფეისბუქ გვერდიდან Turkish Archaeological News
როგორ ექცევიან ქართველები თავის მემკვიდრეობას - ბაგრატი. ლევან დვალიშვილის ფოტო
ბაგრატი. ლევან დვალიშვილის ფოტო
დენის ბელეცკის ფოტო. თირის მონასტერი და ქვევრები ცხინვალთან (ამჟამად მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე). Photo by Denis Beletsky. 2001. Medieval Georgian Tiri monastery near Tskhinvali. Shida Kartli region of Georgia (so-called “South Ossetia”)
ზედაზენი. ირაკლი ჭიჭინაძის ფოტო
კახეთი (ვაჩნაძიანი-კალაური-ვაზისუბანი) თამთა ჭანტურიას ფოტო
კახეთი (ვაჩნაძიანი-კალაური-ვაზისუბანი) თამთა ჭანტურიას ფოტო
კახეთი (ვაჩნაძიანი-კალაური-ვაზისუბანი) თამთა ჭანტურიას ფოტო
კახეთი (ვაჩნაძიანი-კალაური-ვაზისუბანი) თამთა ჭანტურიას ფოტო
თამთა ჭანტურიას ფოტო
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq