საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

მიხეილ ბარათაშვილი - ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი
მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი, 1784, ქ. სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი, 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია), ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.

მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის მელქისედეკ (მიხეილ) ბარათაშვილის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.

1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.

ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლ
ოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ. ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა".

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq