საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

კონსტანტინე გამსახურდია: "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"
კონსტანტინე გამსახურდია
(ნაწყვეტი)

 აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი გავიცანი 1918 წელს.  იგი ისე მეგობრულად მექცეოდა, თითქოს მე მისი თანატოლი ვყოფილიყავი, მთავრობის სასახლის ბიბლიოთეკა, რომელიც შემდგომ წლებში საჯაროდ იქცა, მის განკარგულებაში იყო. 

ექვთიმე თავათ ეძებდა ჩემთვის საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ანალებს. იგი დაბეჯითებით მირჩევდა ქართული ქრონიკები საფუძვლიანად შემესწავლა და მათთვის პოეტური ექვივალენტები შემექმნა.

იმჟამად მე უპირატესად იტალიისა და საერთოდ ევროპის ისტორიით ვიყავი გართული, მიუხედავად ამისა, ენერგიულად მივყავი ხელი ქართული ქრონიკების შესწავლას. ამავე ხანებში დამიმეგობრა ივანე ჯავახიშვილმა. ორივენი მთხოვდნენ ევროპას მიმავალს, ვატიკანის, ბერლინის და პარიზის ბიბლიოთეკები შემესწავლა და შემდგომ ამისა რომანები და ნოველები დამეწერა. ივანე ჯავახიშვილი მთხოვდა ნიურნბერგს ვწვეოდი, რადგან იქ ეგულებოდა მას შუასაუკუნეთა საქართველოს შესახებ ცნობები. 

მე წავედი კიდევაც ნიურნბერგს, მაგრამ იქ წავაწყდი მხოლოდ ჯვაროსანთა ისტორიებსა და ქრონიკებს.

1923 წელს პარიზში ვინახულე ექვთიმე თაყაიშვილი, ხანგრძლივად მესაუბრებოდა საქართველოს ისტორიის საკვანძო საკითხების გამო.

ცნობილია, ე. თაყაიშვილი 1921 წელს თან გაჰყვა მენშევიკების მიერ წაღებულს საქართველოს სიძველეთა საგანძურს და ცერბერივით დარაჯობდა მას მრავალი წლის მანძ
ილზე.  იმ წელს ბარე რვა თვის განმავლობაში ვმუშაობდი პარიზულ ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იმ ხანებში ,,დიონისოს ღიმილს“ ვწერდი, თანაც აღმოსავლეთის ისტორიას ვსწავლობდი, მაგრამ ჯერ არც მქონდა კონკრეტულად განზრახული რაიმე დამეწერა ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის. წლის ბოლოს მე ტოკიოში მიწვევდნენ გერმანული ლიტერატურის კათედრის დასაკავებლად.

ბოლოს მდგომარეობამ მოითხოვა ჩემგან სამშობლოში დაბრუნება და ერთ საღამოს უკანასკნელად ვეწვიე ექვთიმეს.

მან გაიხარა ჩემი განზრახვა რა გაიგო.

,,შენისთანა ახალგაზრდა რომ ვიყვე (და აქ მან სიტყვა ტალანტი ახსენა) და შენისთანა ტალანტი რომ გამაჩნდეს, მე დაუყოვნებლივ წავიდოდი და საქართველოს შევალევდი ჩემს ძალასა და სიცოცხლეს.

ხომ ხედავ, რა განსაცდელშია ჩვენი ხალხის უძვირფასესი საგანძურები. სანამდის პირში სული მიდგას, მე მათ უნდა ვუდარაჯო აქ“.

წყარო: კ. გამსახურდია, რჩეული თხზულებანი რვა ტომად, ტ. VII, თბილისი, 1965

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq