საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ივანე ნიკურაძე (1894-1979) – ცნობილი მეცნიერ - ფიზიკოსი

ივანე ნიკურაძე 1919 წელს სასწავლებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ, თვალსაჩინო ქართველი სწავლულის,  პეტრე მელიქიშვილის რეკომენდაციით. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა მის სამშობლოში დაბრუნებას და მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა. როგორც ლუდვიგ პრანტის სტუდენტმა, მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის თვითორგანიზაციისა და დინამიკის ინსტიტუტში. დაინიშნა ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად. მიუხედავად გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ შრომის პარტიასთან ურთიერთობისა, რომელიც ჩამოყალიბდა 1930 იანი წლების დასაწყისში, იგი საბჭოთა ჯაშუშობაში და ინსტიტუტიდან რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტური საქარხნო ორგანიზაციის ერთ–ერთი წევრის მიერ. 1934 წელს, მიუხედავად ლუდვიგ პრანტის დიდი ძალისხმევისა, გაემართლებინა და დაეცვა იგი, ნიკურაძე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

     1934-1945 წლებში იყო პროფესორი ვრესლავსკის უნივერსიტეტში, 1945 წლიდან აეცენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია.

     ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა 1933 წელს. მეცნიერი ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური

სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს, თუ როგორ გაედინებოდა ისინი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმეტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ, რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე, წნევის დანაკარგი.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq