საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

თარხანოვი (თარხნიშვილი) ივანე – მეცნიერი–ფიზიოლოგი

ივანე რომანის–ძე თარხან–მოურავი (თარხანოვი) – დაიბადა თბილისში 1846 წელს.

რუსეთის იმპერიაში მოგზაურობისას 1858–59 წლებში, მამა–შვილ თავად თარხანოვების  გაცნობისას, ალექსანდრე დიუმა თავის „კავკასიაში“ აღფრთოვანებით აღწერს 12 წლის ივანეს პიროვნებას, რომელმაც ერთი შეხედვისთანავე მოხიბლა იგი:

„ბიჭუნას ჰქონდა ზღაპრული იერსახე, რითაც ჭეშმარიტ ქართულ ტიპს განასახიერებდა მთელი თავისი სიწმინდითა და სრულყოფილებით: ანტინოეს მსგავსი – წინიდან წარბებამდე ჩამოშლილი შავი თმებით, შავი წარბ–წამწამით, ხავერდოვანი და ნეტარებით მოციაგე თვალებით, მიჯრით მიწყობილი კბილებით“. გაცნობის  შემდეგ კი უკვე  არაბავშვური ინტელექტით, მოსაზრებულობითა და რაინდული სიდარბაისლით ანცვიფრებდა.

   ივანე თარხნიშვილი 1863-64 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. კურსის დამთავრების შემდეგ დატოვეს აკადემიაში. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე დაიწყო ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე \\\"სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე“. იმავე წელს თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების კურსი ფიზიოლოგიაში. 1873 წელს ივანე თარხნიშვილი ორი წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ მეცნიერთა ჰოპე–ზეილერის, ჰოლცისა და რეკლინკჰაუზენის სტრასბურგისა და კლოდ ბერნარის, რანვიეს და ვიულპიანის პარიზის ლაბორატორიებში. ამ მივლინებათა შედეგად შეიქმნა მეცნიერის უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები: სისხლძარღვების ინერვაციის, ნაღვლის მღებავი ნივთიერების, კაპილარების მკუმშავი ელემენტების შესახებ, სისხლსა და ლიმფაზე კურარეს გავლენის თაობაზე და მრავალი სხვა. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ - პროფესორად. მოგვიანებით მიენ

იჭა აკადემიკოსის წოდება.1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო იგი იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895-1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად.

       მუშაობდა ფიზიოლოგიის სხვადასხვა დარგში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში \\\"თარხანოვის ფენომენად\\\" იხსენიებენ. თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა; მუსიკის ზეგავლენა ცხოველებსა და ადამიანზე, X–სხივების გავლენა ცხოველებზე, სმენითი შეგრძნებების სუბიექტივიზირება; ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. ივანე თარხნიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართო პოპულარიზაციას - კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. რუსულ ენაზე თარგმნა და განავრცო მრავალი უცხოური სახელმძღვანელო: რანვიესი, კლოდ ბერნარის, ევალდის, როზენტალის, პრეიერის, ფოსტერის. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (შემდგომში ცნობილი ფიზიოლოგები: ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ). იყო რუსეთის სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს \\\"საპატიო ლეგიონის\\\" ორდენით.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq