საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ალექსანდრე ჯავახიშვილი


ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი (დ. 5 აგვისტო [ძვ. სტ. 17 აგვისტო], 1875, გორი ― გ. 22 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან).
ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის (1918-1922), საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის (1926-1932), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის (1933-1938), ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945-1962) დირექტორი. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926, იარსება 1933 წლამდე), გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933), ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1945), საქართველოს სსრ გეოგრაფიის საზოგადოება (1924).
ალექსანდრე ჯავახიშვილმა საქართველოში გეოგრაფიულ მეცნიერებასა და განათლების საქმეს ჩაუყარა საფუძველი. იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ეროვნული კადრები, რომელიც მან XX საუკუნის დასაწყისში მოამზადა.
სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები: 1899-1917 წლებში მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტსა და მოსკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1918-1921 წლებში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში;1920-1973 წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1936-1938 წლებში ― ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1943-1949 წლებში ― გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1933-1936 წლებში ― ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1934-1936 წლებში ― ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში.
ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში გაბრიელ ღამბარაშვილთან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად — იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია.

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1875 წლის 5 (17) აგვისტოს ქალაქ გორში, მოსამსახურის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ, 1887 წელს, იგი თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს; გიმნაზია 1895
წელს წარჩინებით დაამთავრა (ვერცხლის მედლით) და მოსკოვის უნივერსიტეტში სახელმწიფო ხარჯზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა. 1895 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შედის, რომელსაც 1900 წელს პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს და ტოვებენ სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად.
ანთროპოლოგია
ალექსანდრე ჯავახიშვილი თავის სამეცნიერო მოღვაწეობის პირველ ორ ათეულ წელს (1917 წლამდე) მოსკოვში ატარებს და უმთავრესად საქართველოს და კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგიის სადავო და ნაკლებად ცნობილ საკითხებს იკვლევს; ამ საკითხების შესწავლას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის ისტორიის, ურთიერთდამოკიდებულებისა და ნათესაობის გადაუწყვეტელი ან წყვდიადით მოსილი საკითხების გამოსარკვევად. საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე მოსახლების ფიზიკური ანთროპოლოგიური შედგენილობის შესწავლას, ამ მოსახლების შემადგენელი ანთროპოლოგიური ტიპებისა და ჯგუფების წარმოშობის გაშუქებას და მსოფლიო ხალხთა ანთროპოლოგიურ ტიპებთან და ჯგუფებთან მათი დამოკიდებულების საკითხების გარკვევას ალექსანდრე ჯავახიშვილი იწყებს საქართვდელოს გულის — ქართლის ქართველების შესწავლით. ამ მიზნით იგი 1903 და 1904 წლების ზაფხულის თვეებში ანთროპოლოგიურ კვლევა-ძიებას ეწევა ქართლში.
შემდგომ წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილი ანთროპოლოგიურ დაკვირვებებს აგრძელებს საქართველოს დანარჩენ კუთხეებში: 1905 წელს — კახეთსა და მთიულეთში, 1908 წელს — იმერეთსა და რაჭაში, 1909 წელს — გურიაში, 1911 წელს — სამეგრელოში. თითოეულ ამ კუთხეში ალექსანდრე ჯავახიშვილმა ას-ასი ცდის პირი შეისწავლა. სულ საქართველოში 900 პირი შეისწავლა, რომელთა შესახებ ას-ასი ზომითი მონაცემი აქვს აღებული. ამ მონაცემებს, მაშინდელი მათი პირდაპირი დანიშნულების, გარდა, დღესაც დიდი მნიშნვლეობა აქვთ ისეთი პრობლემების გასარკვევად, როგორიცაა ადამიანთა განსაკუთრებული დიდსიმაღლიანობა (გიგანტიზმი) მსოფლიო ხალხთა, კერძოდ ქართველთა შორის. საქართველოს ცალკეული მხარეების ქართველების ანთროპოლოგიური დახასიათებისადმი მიძღვნილ სტატიებში, აგრეთვე შემაჯამებელ მონოგრაფიების პირველ თავებში, იმდროინდელი მსგავსი ნაშრომებისაგან განსხვავებით, ალექსანდრე ჯავახიშვილი იძლევა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიან გეოგრაფიულ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ დახასიათებას.
ალექსანდრე ჯავახიშვილის ანთროპლოგიური შრომების მაღალმეცნიერულ ღირებულებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს ანთროპოლოგიის ორ მონოგრაფიას (საქართველოს ანთროპოლოგია, ტ. I და II) მოსკოვის უნ
ივერსიტეტან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო — პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის პრემიები მიანიჭა 1906 და 1912 წლებში, როგორც ძვირფასი შენაძენი კავკასიის ანთროპოლოგიაში და რომელიც გამოირჩევა მასში მოყვანილი მონაცემების სიუხვით, დეტალური დამუშავებით და მაღალი მეცნიერული დონით. იგი მუშაობდა აგრეთვე საქართველოს ანთროპოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის დოლიქოკეფალია ქართველთა შორის. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ასევე ჯავახიშვილის შრომები კავკასიის ებრაელების შესახებ.
ყურადღებას იპყრობს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი რეცენზიები უცხოელ მკვლევართა ანთროპოლოგიურ ნაშრომებზე, სახელდობრ: ადოლფ დირის, ჰანს ვირხოვის, ფელიქს ფონ ლუშანის, ჰანს ფელინგერის, ოტო აიხელისა და სხვათა ნაშრომებზე. შემდგომ წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილის კვლევა-ძიება სცილდება საქართველოს ფარგლებს და სწავლობს კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიას. ამასთან დაკავშირებით, 1913 წელს იგი მოხსენებით გამოდის რუს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XIII ყრილობაზე თბილისში კავკასიის ანთროპოლოგიის მორიგი ამოცანების შესახებ. ეს მიზანდასახული კვლევა კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიის შესახებ ალექსანდრე ჯავახიშვილმა კაპიტალური მონოგრაფიის შედგენით დააგვირგვინა. ამ მონოგრაფიაში დასაბუთებული ზოგიერთი შედეგი გამოქვეყნდა 1923-1926 წლებში ქართულ და გერმანულ ენებზე. ამ წლებში გამოქვეყნებულ სტატიებში ალექსანდრე ჯავახიშვილი ახასიათებს აგრეთვე კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ირანულ, სლავურ და მონღოლურ მოდგმებს და არკვევს მათ დამოკიდებულებას კავკასიურთან.
გეოგრაფია
ჯავახიშვილის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვლის შემდეგ (1917 წლიდან) უმთავრესად მიმდინარეობდა საქართველოსა და კავკასიის მრავალფეროვანი ბუნებისა და ნაწილობრივ მისი მოსახლეობის გეოგრაფიული შესწავლის მიმართებით. ალექსანდრე ჯავახიშვილმა გააშუქა გეოგრაფიის არაერთი დარგი: გეომორფოლოგია, ლანდშაფტოლოგია, ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია და სხვა. ასევე ინტენსიურად მუშაობდა ეკონომ-გეოგრაფიულ პრობლემებზე. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა კარტოგრაფიულ მიმართულებაში, ამასთანავე წარმატებით ამუშავებდა გეოგრაფიულ თეორიებს.
ალექსანდრე ჯავახიშვილი ფართო მასშტაბური ქსელით იკვლევდა მეცნიერულ გეოგრაფიას, რასაც იმ დროს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ფართოდ ამუშავებდა ლანდშაფტების ტიპების კლასიფიკაციას, ამასთანავე გამოყო ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების ტიპების ჯგუფე
ბი. ალექსანდრე ჯავახიშვილმა წვლილი შეიტანა გეოგრაფიისა და მისი მომიჯნავე დარგების შესწავლაში, მათი მომავლისა და ამოცანების გადაწყვეტაში, ასევე სამედიცინო და სამხედრო გეოგრაფიის წამოწყების საქმეში და სხვა.
1926 წლიდან იგი საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობისა და დასახლებათა გეოგრაფიულ განლაგებას იკვლევს. ამ პრობლემის გაშუქებას გარდა თეორიულისა, პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.
ალექსანდრე ჯავახიშვილის მეცნიერულ მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიურ შესწავლას უჭირავს. საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიურ შესწავლის პირველ ეტაპზე საჭირო იყო საქართველოს ზოგადი გეომორფოლოგიური დახასიათების შედგენა, რაც ჯავახიშვილმა 1926 წელს შეასრულა. ამ მიმართულებით მისი შემოქმედებითი აღმავლობის მაჩვენებელია 1947 წელს გამოქვეყნებული ახალი მონოგრაფია. ამ ნაშრომში დადგენილია საქართველოს რელიეფის გენეტიკური ტიპები და მოცემულია მათი გავრცელების რეგიონები. ამ მხრივ იგი ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენს. აღსანიშანვია ისიც, რომ იგი სცილდება რეგიონალურ გამოკვლევათა მასშტაბს და ასახავს ფიზიკური გეოგრაფიის ამ დარგის — გეომორფოლოგიის — მდგომარეობას და მის მიღწევებს საბჭოთა კავშირში. საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიური შესწავლა მოითხოვდა ზოგადი გეომორფოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხების დამუშავებას, მით უმეტეს, რომ მრავალი მეთოდური ასპექტი მთელ საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ დაუდგენელი იყო.
იგი მონაწილეობდა აგრეთვე საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).
ხსოვნა
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელს ატარებს კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი, მისი სახელობისაა ასევე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ქალაქ თბილისის ერთ-ერთ უბანში არის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის ქუჩა. დაწესებულია ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში არის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი.
აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო დიმიტრი ანუჩინის (1843-1923) მოწაფე. ალექსანდრე ჯავახიშვილმა განვლო ცხოვრებისა და მოღვაწეობის მეტად ნაყოფიერი გრძელი გზა. იგი გარდაიცვალა 1973 წლის 22 იანვარს, 98 წლის ასაკში.
ჯილდოები
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლით „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში. 1941-1945“. საქართველოს სსრ განათლების სამინისტრომ იგი 1955 წელს დააჯილდოვა სამკერდე ნიშნით „სახალხო განათლების წარჩინებული”.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq