საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ანდრია ბენაშვილი (მუსიკათმცოდნე)
პირველ რიგში მარცხნიდან: გრიგოლია, ალ. ივანოვი, კასრაძე, აბრამოვი; მეორე რიგში მარცხნიდან: კიკნაძე, დავით ალადაშვილი, ივანე ლიაძე, დავით ბერძნიშვილი, ილურიძე, იაკობ ფხაკაძე, კიკნაველიძე, დათოშიძე, ლომთაძე; მესამე რიგში მარცხნიდან: ნიკო ლომოური, ივანე კუვშინსკი, ნიკოლოზ ტატიევი, ივანე ცვეტკოვი, რექტორი აბრაამი, გიორგი ხელიძე, პავლე კოროლევსკი, ალექსანდრე, გაწერელია, თეოდორ ჟორდანია, მეოთხე რიგში მარცხნიდან: გაფრინდაშვილი, სულაქველიძე, ანდრია ბენაშვილი, დიმიტრი გაჩეჩილაძე, შვანგირაძე, ბიტეშვილი


ანდრია სიმონის ძე ბენაშვილი (დ. 2 დეკემბერი/14 დეკემბერი, 1852, ზემო მაჩხაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 10 დეკემბერი/23 დეკემბერი, 1908, ქუთაისი ), ქართველი პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმცოდნე.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მოღვაწეობდა ქუთაისში. სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენას, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში - გალობას; ლოტბარობდა გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდს. ბენაშვილის "მოკლე ქართული გრამატიკა" (1894) სახელმძღვანელო იყო საქართველოს სასულიერო სასწავლებლებში. 1885 წელს გამოსცა "ქართული ხმები. საეკლესიო გალობა წმ. იოანნე ოქროპირის წირვის წესისა. ქართლ-კახეთის კილოზე. ხალხური სიმღერები, შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული".

დაიბადა კახეთში, სოფ. ზემო მაჩხაანში. 1873 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც მუსიკალურ განათლებასაც ეზიარა; პირველ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა; აქ, მარტყოფის სასწავლებელში ასწავლიდა სიმღერას. შემდეგ იგი გადაიყვანეს ქუთაისში, სადაც ქალთა საეპარქიო სასწავლებელში და ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა სიმღერა-გალობას, ქართულსა და გეოგრაფიას.

      ქართველ მუსიკოს-მოღვაწეთა შორის მას საპატიო ადგილი აქვს მიკუთვნებული. დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერისა და სასულიერო გალობის აღდგენისა და გავრცელების ფრიად საჭირო საქმეს. მეტად მძიმე პერიოდში (1880-19

ფოტო რეპროდუქცია შეიქმნა 1990 წელს გურამ სოხაძის მიერ. მეორე რიგში მარცხნიდან მეორე: ნიკოლოზ მეძმარიაშვილი; მესამე ანდრია ბენაშვილი. მეოთხერი რიგში მარცხნიდან მესამე დგას ივლიანე ნიკოლაძე
08) უხდებოდა მოღვაწეობა; იმ დროს ჩვენში ხომ ყოველი ეროვნული საქმე იდევნებოდა. პედაგოგიური მოღვაწეობის გარდა, იგი ლოტბარობასაც ეწეოდა. ქუთაისის ტაძრის გუნდის ლოტბარი იყო 1882-1896 წლებში. ფაქიზი გემოვნებით გამოირჩეოდა მისი საგუნდო მოღვაწეობა. სასულიერო წოდების დიდი წარმომადგენელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) ძალიან კმაყოფილი იყო მისი მოღვაწეობით, რაც ძლიერ ეამაყებოდა ანდრია ბენაშვილს.

      ყოველ ხელსაყრელ პირობას სათანადოდ იყენებდა, რათა როგორმე ნოტებზე გადაეტანა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები. ამ დაუღალავმა მუშაკმა პირველად საქართველოში ქართლ-კახური სამხმოვანი გალობა ოთხხმად გადაამუშავა და თავისივე ლოტბარობით შეასრულა ქუთაისის ტაძარში, რამაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა მორწმუნეთა შორის და თან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. შემდეგში ამ საგალობლებს თბილისშიაც ასრულებდნენ; იოსებ მინდორაშვილმა გამოიყენა ისინი ქაშუეთის ეკლესიის გუნდში ლოტბარობის დროს.

      განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ანდრია ბენაშვილის მიერ 1896 წელს გამოცემული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების კრებული «ქართული ხმები», რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მხატვრული ღირებულება; იგი დღესაც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული მუსიკის მკვლევართ. კრებულში მრავალი ისეთი სასიმღერო ნიმუშია შეტანილი, რომელთაც დღეს არავინ ასრულებს, მათ მხოლოდ ამ კრებულის საშუალებით ვეცნობით.

აქედან ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი დამსახურება მიუძღვის მას მშობლიური მუსიკალური კულტურის წინაშე. დღენიადაგ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მრავალი მუსიკოსი და ლოტბარი აღზარდა. წარსული საუკუნის მიწურულს მარტვილში გამართული მგალობელთა გადამამზადებელი კურსების მასწავლებელი იყო დიმიტრი ჭალგანიძესთანფილიმონ ქორიძესთანანტონ დუმბაძესთან და სხვებთან ერთად. იგი დასავლელ მგალობლებს აღმოსავლეთ საქართველოს სამ და ოთხხმოვან საგალობლებს ასწავლიდა, რის შედეგადაც მრავალ ეკლესიაში შემოიღეს ეს საგალობლები. გადამამზადებელი კურსები მაშინ გაიარეს ძუკუ ლოლუამაქვსენტი მეგრელიძემ და სხვებმა.

      გარდაიცვალა 1908 წელს. დაკრძალეს ბაგრატის ტაძრის ეზოში, შემდეგ კი, მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთად, ქუთაისის პანთეონში გადაასვენეს.

"ფონდი ქართული გალობა"

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq