საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

შოთა მესხია
შოთა მესხია (დ. 27 აპრილი, 1916, ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" II ტომის რედაქტორი.
ბიოგრაფია1937 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (1961 წლიდან).
შოთა მესხია იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ისეთ საკვანძო პრობლემებს, როგორიცაა: ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვიტარების საფეხურები (საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია), ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია, ქართული წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია, საქართველოს ისტორიის სწავლების მეთოდიკა და სხვა. ამ პრობლემებს მან მიუძღვნა თავისი ნაშრომები: „ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოშ“ი (რუსულ ენაზე), „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“, „დავით აღმაშენებელი“, „ძლევაი საკვირველი“ (მიენიჭა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1974)) და სხვა. მან გამოსცა საისტორიო წყარ
ო „ძეგლი ერისთავთა“, მასალები შუა საუკუნეების საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, კლასობრივი ბრძოლისა და სამოხელეო წყობის შესახებ. მას ეკუთვნის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები ძველი ქართველი ისტორიკოსების: ლეონტი მროველის, დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსების, ვახუშტი ბატონიშვილის, თეიმურაზ ბაგრატიონის, ნიკოლოზ დადიანის შესახებ. მონოგრაფია თავისი მასწავლებლის, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე.
შოთა მესხია თანაავტორია საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოსი (1958), აგრეთვე საქართველოს ისტორიის საშუალო სკოლის სახლემძღვანელოებისა, თბილისის ისტორიის, საქართველოს ისტორიის ნარკვევების II და III ტომებისა. მისი მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე გამოქვეყნდა რუსულად დაუცხო ენებზე (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად).
შოთა მესხიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს მისმა ქალიშვილებმა მანანა და მარინე მესხიებმა 2009 წლის 6 თებერვალს.

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq