საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი >

საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქები – მცხეთა და თბილისი

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი დაქალაქი–მუზეუმია, რომელსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს: არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია სამაროვნები და ნამოსახლარები ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელ რკინის ხანამდე, ანტიკური ხანის თავდაცვითი და სამოქალაქო ნაგებობები; ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვებისმაღალმხატვრული ნაკეთობები.

მცხეთას მრავალი დიდი ბრძოლა გადაუტანია, რის სამაგალითოდაც დღემდე შემორჩენილია „პომპეუსის ხიდი“ მცხეთაში – რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობის დროს აგებული.

წარმართობის დროინდელი კულტურული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია „არმაზის ბილინგვა“ – II საუკუნეში, საფლავის ქვაზე ბერძნულ და არამეულ ენაზე ამოკვეთილი ეპიტაფიის ტექსტით;

მცხეთის საგანგებო მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, უპირველესად, მისი დიდი ქრისტიანული მისიით არის განპირობებული: IV საუკუნეში ქართლის პირველმა ქრისტიანმა მეფემ, მირიანმა აქ აღმართა ჯვარი, რომლის კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი. VI-VII საუკუნეებში ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ I ჯვრის ტაძარი ააგო. ამ ტაძარში აღმართულ ჯვარში იმ ძელიცხოვლის ნაწილებია მოთავსებული, რომელზეც მაცხოვარი იყო ჯვარზე გაკრული.

 სვეტიცხოვლის ტაძრის გვერდით, სადაც ქრისტეს კვართია დავანებული, მდებარეობს სამთავროს დედათა მონასტერი, სადაც წმიდა ნინოს დროინდელი ბიბლიური სიმბოლოთი დატვირთული მაყვლოვანი ხარობს.

ნიშანდობლივია, რომ დედაქალაქის თბილისში გადატანის შემდეგ მცხეთა დარჩა ქვეყნის საეკლესიო ცენტრად – აქ იყო საქართველოს პატრიარქ–კათალიკოსის რეზიდენცია.

 დღეისათვის მცხეთა მთლიანად იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია.

თბილისი – საქართველოს ამჟამინდელი დედაქალაქი, ქართველთა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, გადმოიტანა მცხეთიდან მე–5 საუკუნეში, მისი გეო–სტრატეგიული ხელსაყრელი მდებარეობის გამო.

ქართულ ენაში ტერმინი „სამშობლო“ გამოითქმის „დედასამშობლოს“ ცნების იდენტურად. თბილისში დგას ქართლის დედის ქანდაკება. მას ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში – თასი.. ქანდაკება სიმბოლურად დედასამშობლოს განასახიერებს, რომელსაც თასი მოყვრისათვის აქვს, ხოლო ხმალი – მტრისათვის.

თბილისი ისეთ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, ერთ უცხოელ პოეტს ათქმევინა, რომ „თბილისი მისი სიზმრის ქალაქია“.

 თბილისი ძველისა და თანამედროვეობის იშვიათი თანაარსებობის ადგილია – არქიტექტურაჰარმონიულად არის შერწყმული ბუნებრივ ლანდშაფტთან: მდინარე მტკვრის ორივე მხარეზე გაშენებული ძველი ქალაქი გხიბლავთ კლდეებზე წამომართული სახლებით, ტაძრებითა და ციხე–გალავნებით, ქარვასლებით, ღვინის დარბაზებით, სკვერებითა და ხეივნებით; მეფე ვახტანგის დროინდელი გოგირდის აბანოებით, თავისი კოლორიტული მექისეებით, რომელთაც, თავის დროზე,მოუხიბლავთ ფრანგი მწერალი დიუმა და რუსი პოეტი პუშკინი.

 ბუნების მოყვარულთათვის ქალაქს გააჩნია უმდიდრესი ბოტანიკური ბაღი იშვიათი ენდემური მცენარეებით, საბრძოლო ისტორიის მოყვარულთათვის– ნარიყალას უდრეკი ციხე და საეკლესიო წარსულით დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ ქალაქში უძველესი, მე – 6 საუკუნისანჩისხატის ტაძარი, მე–13 საუკუნის მეტეხის ტაძარი,ქვაშვეთის ეკლესია, სიონის საკათედრო ტაძარი, ახლად აგებული ხუროთმოძღვრული მშვენება – „სამების“ ეკლესია...

 საქართველოს სულიერი და ყოფითი კულტურის ნიმუშები საქართველოს ორ მუზეუმში – ისტორიულსა და ხელოვნების მუზეუმებშია დაცული; მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძრის ტერიტორიაზე, განთავსებულია საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონი.

თბილისი საინტერესოა თანამედროვე კულტურული დაწესებულებების სიმრავლითაც: თბილისში ფუნქციონირებს 1848 წელს აგებული საჯარო ბიბლიოთეკა; ქ არის მსოფლიოში სახელგანთქმული რუსთაველის სახელობის თეატრი, ჯერ კიდევ 1851 წელს დაარსებული ოპერისა და ბალეტის თეატრი; ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო საფეხბურთო სტადიონი და ორიგინალური პროექტით აგებული სპორტის სასახლე...

თბილისში მოგხიბლავთ დასვენების შესანიშნავი კერები – მთაწმინდის პარკი და კუს ტბა, რომლებიც, ბილიკებით უკავშირდება ერთმანეთს და ტურისტული ლაშქრობების მოყვარულთსაშუალებას აძლევსმაღლიდანდატკბნენ თბილისის შესანიშნავი პანორამით; ბავშვთა ქალაქი „მზიური“, რომელიც ახლო მომავალში „დისნეილენდის“ თბილისურ სახესხვაობად ეპირება გადაქცევას და ასე შემდეგ.

ყოველდღიური ჯაფით მოღლილი დედაქალაქის მცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისათვის ქალაქშიმრავლად არისრელაქსაციის გამომწვევი დაწესებულებები – თანამედროვე კაფე–ბარები, თუ ძველ, ტრადიციულ ყაიდაზე მოწყობილი რესტორნები, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქართული კულინარიის შედევრებს, ეროვნული ხალხური თუ თანამედროვე ევროპული მუსიკის თანხლებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq