საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ნაწამები და რუსეთში გადასახლებული ქართველი წმინდა მიტროპოლიტი ეფთვიმე
გაიოზ მამალაძე
21 აპრილს (ახალი სტილით 4 მაისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მღდველმოწამის, გაენათელი მიტროპოლიტის ექვთიმეს (ეფთვიმეს) ხსენების დღეს.

1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა საეკლესიო აჯანყება, რუსული საეკლესიო იმპერიალისტური მმართველობის წინააღმდეგ, „საეკლესიო ბუნტი“, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ.

რუსეთის იმპერიას სურდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ანექსია გაეგრძელებინა და საეკლესიო ანექსიაც მოახდინა. რუსებმა გააუქმეს ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები. შემდგომ ამისა, დაარსდა საქართველოს საეგზარქოსო, რომელსაც რუსი მღვდელმთავარი ჩაუყენეს სათავეში.

1817 წლიდან საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა თეოფილაქტე რუსანოვი (1765 - 1821), მიტროპოლიტი (საქართველოს ეგზარქოსი 1817-1821 წლებში). ის იყო პირწავარდნილი იმპერიალისტი-ჩინოვნიკი. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთის ავტოკეფალია ამ დროისათვის შეზრუდული, ფაქტიურად გაუქმებული იყო. რუსეთის ეკლესიას მართავდა სინოდი, რომლის სათავეში საერო პიროვნება, იმპერატორის მიერ დანიშნული ობერ-პროკურორი იდგა. რუსების მმართველები, რომლებიც ასე ექცეოდნენ თავის დედა ეკლესიას, ქართულ ეკლესიას დაინდობდნენ?

თეოფილაქტე ზღუდავდა ქართულ ენას. მან წამოიწყო „საეკლესიო რეფორმა“, დახურა უამრავი ქართული ეკლესია, გააუქმა არა ერთი ეპარქია, დაიწყო აღწერა საეკლესიო ქონებისა, რომელიც ხაზინისათვის უნდა გადაეცა, საეკლესიო გლეხებს გადასახადი გაუზარდა, ნატურით გადასახადი ფულადით შეუცვალა, რაც ძალიან ძნელი იყო გლეხობისათვის.

ცრუ რუსი მეცნიერი, ვასილ პოტო ამ ვითარებას ყალბ კონტექსტში წარმოგვიდგენს, და რუსულ არმიასთან ქართველი გლეხების შეტაკებას, რუსი გენერლის, ველიამინოვის მიერ არაადამიანური სისასტიკით პატრიოტული აჯანყების ჩახშობას, ქართული სოფლების მოსახლეობის დახოცვას, ფაქტიურად ქართველებს აბრალებს და „ორ მართლმადიდებელ ხალხს შორის მომხდარ გაუგებრობას“ უწოდებს.

ეს ის პოტოა, გურია და სამცხე-საათაბაგო რომ ვერ გაურჩევია და დიდი „სიბრძნით“ საუბრობს იმერეთზე. ეს ის პოტოა, აფხაზებს რომ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს.

სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარად იყო. ამ თემაზე ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ გავიხსენოთ ნამდვილი რუსი მართლმადიდებლის ნიკოლოზ დურნოვოს სიტყვები:

„1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში, 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
საქორეპისკოპოსო ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.

1811 წლიდან დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი“.

„საეკლესიო რეფორმებს“ დასავლეთ საქართველოში თავად გარყვნილი თეოფილაქტე ხელმძღვანელობდა. მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილო იყო. სიტყვა გარყვნილი თეოფილაქტეს მიმართ ჩვენი მოფიქრებული არ არის, რუსული ეკლესიის პატრიოტმა, დურნოვომ უწოდა ასე:

„გარყვნილი ფეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდა საფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმიდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმიდა ნინოს საფლავთან დამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს“;

თეოფილაქტეს „რეფორმებმა“ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება და აჯანყება (იმერეთის აჯანყება 1819-1820), აჯანყებულთა შიშით თეოფილაქტე იმერეთიდან ტფილისში დაბრუნდა და აჯანყებულთა მეთაურების დასჯას ითხოვდა. ერთ ქართველ ვაჟკაცს, კინაღამ მოუკლავს ბერის სამოსში გამოწყობილი რუსი „მიტროპოლიტი“, ქართველებისა და მართლმადიდებლობის მტერი თეოფილაქტე...

რუსმა იმპერიალისტებმა აჯანყება სისხლში ჩაახშეს, მოკლეს უამრავი ადამიანი, დააპატიმრეს მეთაურები, ზოგი მოკლეს, ზოგი ციმბირში გადაასახლეს. მაგალითად, სოფელი ფუტიეთი მიწასთან გაასწორეს, იქვე მოკლეს 2 000 ადამიანი. ანადგურებდნენ ყანებს, რათა დიდხანს დამახსოვრებოდათ ქართველებს სასჯელი და აღარ აჯანყებულიყვნენ. მიწასთან გაასწორეს შემოქმედიც.. ასეთი მაგალითი ერთი არ ყოფილა.

რუსთა გამარჯვების მიზეზი მათ მიერ სწრაფი, გადამჭრელი და სასტიკი მოქმედება იყო. რუსებმა მოახერხეს მოულოდნელად ტყვედ აეყვანათ არა ერთი მოთავე. დაიკავეს კომუნიკაციები და სხვა. აღარაფერს ვლაპარაკობ რუსული ჯარის განსაკუთრებულად კარგ შეიარაღებაზე. ქართველების დამარცხება კი გამოიწვია ერთიანი საორგანიზაციო ცენტრის არარსებობამ, რუსულ ფულზე გაყიდულ მოღალატეებზე აღარაფერს ვლაპარაკობთ.

დაპატიმრებულთა შორის იყვნენ ქართველი მღვდელმთავრებიც, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი და გაენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე (ეფთვიმე).

„მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი როდი იყო და სიფრთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია.” – წ
ერდა ნიკოლოზ დურნოვო. „მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები “სრული წარმატებით დაგვირგვინდა".

დოსითეოზ ქუთათელი იყო აფხაზეთის კათალიკოსის მოსაყდრე, შესაძლოა ნაკურთხიც იყო კათალიკოსად. არის ვარაუდი, რომ მან უარი თქვა იმერეთის კათალიკოს-პატრიარქის წოდებაზე, რათა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიები გაერთიანებულიყო. სხვათა შორის, რამდენიმე საპატრიარქო ეკლესია აქვთ ბერძნებსაც.

დღეს, ვინაიდან ეფთვიმე გაენათელის ხსენების დღეა, მასზე ვსაუბროთ.

ღირსი ექვთიმე გაენათელი (შარვაშიძე) დაიბადა 1746 წელს.

მომავალი მღვდელმთავარი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის კარზე იყო სიყმაწვილიდან. მასზე ზრუნავდა აფხაზეთის კათალიკოსი იოსები (ბაგრატიონი). მომავალმა წმინდანმა თავი ღმერთს უძღვნა და ბერად აღიკვეცა. დაახლოებით 1778 წელს გაენათის ეპარქია ჩააბარეს. 1820 წლამდე გაენათის კათედრას განაგებდა მიტროპოლიტის ხარისხით.

1787 წელს, მიტროპოლიტმა ეფთვიმემ საფუძვლიანად განაახლა წმიდა ნიკოლოზის ეკლესია გელათის კომპლექსში. იგი ცდილობდა განადგურებული სოფლების აღდგენას. სოფელ ბოსლევში ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფელი მუხაღრუა და იქ ეკლესიაც ააგო. მიტროპოლიტი აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

1789 წელს მიტროპოლიტი ეფთვიმე ტფილისში ჩავიდა იმერეთის საეკლესიო და საერო თავკეცებთან ერთად. იმერთა დელეგაცია ცდილობდა მეფე ერეკლე მეორე დაერწმუნებინა იმერეთი შეერთებინა თავისი სამეფოსათვის. მეფემ უარი განაცხადა.

დაახლოებით 1797 წელს იფეთქა შავი ჭირის ეპიდემიამ. დავით ბატონიშვილი წერდა: „განძლიერდა ჭირი იგი საქართუჱლოსა შინა ვიდრე ოთხს წლამდისინა, გარნა იმერეთსა შინა ყოველგან ასწყდა უმრავლესი სული, რომლის რიცხვი შეუძლებელ არს აღწერად, რომლისა გამო აღიფხვრნენ მრავალნი სოფელნი იმერეთსა შინა ძირითურთ. ჟამსა ამას გენათელმან ეფთვიმემ ესოდენი იღვაწა, რომელ ჭირსა ამას შინა მოსილი ერისა კაცის ტანისამოსით დადიოდა და უვლიდა მრავალთა სნეულთა, აზიარებდის და მარხევდის, ხოლო ხალხთა მშიერთა, რაჲცა ეპოებოდის საზრდოჲ, აძლევდის“...

1801 წელს ქართლ-კახეთში მეფობისა და ქართლის საკათალიკოსოს გაუქმების შემდე, რუსეთის იმპერიამ, 1810 წელს, იმერეთის სამეფოც გაუქმებულად გამოაცხადა. იმერეთის წმინდა მეფე, სოლომონ მეორე არ ურიგდებოდა სამეფოს ანექსიას და გააფთრებით იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. მეფე დამარცხდა. რუს
ებმა დაიწყეს თავისი კანონების გატარება. გააუქმეს აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) ეკლესიის ავტოკეფალიაც...

1819 წელს იმერეთში აჯანყება დაიწყო. აჯანყებაში მონაწილეობდა ერიც და ბერიც. როგორც ვთქვით, რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების ბრძანებით 1820 წლის 4 მარტს საღამოს, გელათის მონასტერში მიტროპოლიტი ეფთვიმე შეიპყრეს, იმავე დროს შეიპყრეს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოზი. ორივე მღვედლმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე და მშიერ-მწყურვალნი, მათრახების ცემით წაიყვანეს. ტყვე წმინდა მამები გაუყენეს რუსეთის გზას. როგორც ამბობენ, წმინდა ეფთვიმეს ცემისაგან კბილები დამტვრეოდა და სისხლს აღებინებდა. წმინდა დოსითეოზი კი გარდაიცვალა გორთან ახლოს. დაკრძალეს ანანურის ტაძარში.

რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ I-მა, რომელიც რუსებს კეთილმსახური ჰგონიათ, პეტერბურგში დიდი პატივით მიიღო წმიდანი. თუმცა, ეფთვიმემ იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა ქართული ეკლესიისა ავტოკეფალიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების გამო, ასევე სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. წმიდა ეფთვიმე სვირის (ალექსანდრე სვირელის) მონასტერში გაგზავნეს, ოლოვენცკის გუბერნიაში.

წმინდა ეფთვიმე ცდილობდა ურთიერთობა ჰქონოდა რუსეთში გადასახლებულ ქართველ მოღვაწეებთან, მათ შორის ბატონიშვილებთან, ახერხებდა მიმოწერას თავის მოძღვართან, ცნობილ სასულიერო მოღვაწესთან, მღველმონაზონ იონა ხელაშვილთან.

სამშობლოდან გადასახლებული წმინდა მიტროპოლიტი გარდაიცვალა 1822 წლის 21 აპრილს. მის დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების დროს სასწაული მომხდარა, დავით ბატონიშვილი წერდა:

„დაფლეს მუნვე. ესე იყო წლისა 76. ხოლო რაჟამს შეასუენეს მონასტრისა ეკლესიასა შინა წმიდა გუამი გენათელისა და იწყეს კრებულთა ანდერძის აგება, მაშინ კუბოდამ წამოჯდა ზეზედ და დასწერა ჯუარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა. დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე, და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა“. წმინდა ეფთვიმე დაასაფლავეს სვირის მონასტერში სამების ტაძრის საკურთხეველში. დიდი ხნის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ქართველი წმინდანის საფლავს და მოსალოცად დადიოდა სასწაულებრივი განკურნების იმედით.

ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ნაწამები და გადასახლებაში გარდაცვლილი მიტროპოლიტი. 2004 წლის 1 აპრილს წმინდა ეფთვიმეს ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq