საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ნაწყვეტი ევსტათი მცხეთელის მარტვილობიდან (და ლოცვა)
გაიოზ მამალაძე
29 ივლისს (ახალი სტილით 11 აგვისტოს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეს. ვულოცავთ ყველა ქართველს ამ დღესასწაულს. 

ევსტათი მცხეთელი გახლდათ წარმოშობით სპარსი, მოგვის შვილი. მას გვირობანდაკი ერქვა. იგი სპარსეთიდან გადმოსახლდა საქართველოში, შეიძლება ქრისტიანთა დევნას აარიდა თავი. იგი ქრისტიანობის ერთ-ერთ ცენტრში - მცხეთში დასახლდა. გახდა მცხეთელი... მას არ მოსწონდა ცეცხლთაყვანისმცემელთა რელიგია და ჭეშმარიტ სარწმინოებას ეძებდა, აკვირდებოდა იუდაიზმს და ქრისტიანობას, შეისწავლიდა და ესწრებოდა მათ მსახურებას. ქრისტიანობაში მან ჭეშმარიტება იპოვა. ნათლობისას ევსტათი უწოდეს. 

სპარსელებმა შეიტყვეს მისი გაქრისტიანების შესახებ, ვინაიდან უარი თქვა მაზდეანთა დღესასწაულში მონაწილეობაზე და ღიად განაცხადა, რომ ქრისტიანობას შეუდგა. ეს იმ დროს ურთულესი რამ იყო, ქართლი (ან მისი დიდი ნაწილი) სპარსებს დაპყრობილი ჰქონდათ. ქართლში გაუქმებული იყო მეფობა (არის ვარაუდი, რომ ქართლის ერთ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობდა სახელმწიფოებრიობა).

დამპყრობლები ცდილობდნენ თავიან სარწმონოებაზე გადაეყვანათ ქართველები, ეს უფრო გაადვილებდა მათ მმართველობას, ამ დროს კი უფალმა ქართველებს ქრისტიანობაში განსამტკიცებლად დამპყრობთა ეთნოსის წარმომადგენელი - ევსტათი გამოუგზავნა. ეს იყო ქრისტიანობისა და ქართველთა დიდი გამარჯვება, დამპყრობლებისათვის დიდი დარტყმა.

ამიტომ, სპარსები ყველანაირად ეცადნენ მიებრუნებინათ ევსტათი მაზდეანური სარწმუნოებისაკენ... ბევრი ეცადნენ, მაგრამ ეს ცდაც არა მარტო უშედეგო, არამედ იდეოლოგიურ მარცხად მიუბრუნდათ... ამიტომ გამწარებულებმა თავი მოკვეტეს წმინდა ევსტათის. ქართველებმა წმინდანის სხეული გადაასვენეს და ქართველობისათვის რელიგიურ, იდეოლოგიურ და სახელმწოფოებრივი თვალსაზრისით ცენტრალურ ადგილას, უფლის კვართის ტაძრის წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს...

მისი ცხოვრება და მარტვილობა აღწერილი აქვს უცნობ გენიოს მწერალს.

ევსტათი მცხეთელის მარტვილობა არის შესანიშნავი ძეგლი ძველი ქართული ლიტერატურისა. მისი ავტორის სახელი სამწუხაროდ უცნობია, მაგრამ ნაწარმოებში კარგად ჩანს ევსტათი მცხეთელისა და მისი მარტვილობის ავტორის განსწავლულობა. ევსტათი, ჯერ როგორც მოგვის შვილი, განათლებული იქნებოდა. რწმენის ძებნაში კიდევ უფრო გაიზარდა მისი ცოდნის თვალსაწიერი.

როგორც ვთქვით, მან შეისწავლა სხვადასხვა რელიგია, აირჩია ქრისტიანობა და შეიცნო მისი პრინციპები. სპარსელებმა დაასმინეს უსტამ ციხისთავთან, შემდეგ მარზპან არვანდ გუშნასპთან. სამი წლის შემდეგ კი ახალ მარზპან ვეჟან ბუზმირთან. დამპყრობლების ადმინისტრაციამ ევსტათის ქრისტეანობის უარყოფა მოსთხოვა. მან უარი თქვა... მეტიც, ქრისტიანობის უპირატესობაზეც ესაუბრა...

მარტვილობის ავტორიც მასავით განსწავლული კაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აღწერდა ჯეროვნად ევსტათის თავგადასავალს და მის კამათს მაზდეანებთან, მის მარტვილობას... ავტორი თვითონაც კარგად იცნობს მაზდეანებთან პოლემიკისათვის საჭირო ქრისტიანულ ლიტერატურას, კარგად იცნობს ძველ და ახალ აღთქმას. 

როგორც ჩანს, ავტორი ევსტათი მცხეთელის თანამედროვეა და იმდროინდელი საქართველოს ცხოვრებასაც კარგად გვიხატავს, რომელშიც გაუქმებული იყო მეფობა და სპარსელები ბატონობდნენ. წმიდა ევსტათის დაახლოებით 550 წელს მოჰკვეთეს თავი მაზდეანებმა, საქართველოს დამპყრობებმა, მაზდეანური რელიგიის ღალატისათვის, ქართველთა რელიგიაზე გადასვლისათვის (დაკრძალულია სვეტიცხოვლის წმინდა ტრაპეზის ქვეშ). 

ევსტათი მცხეთელის საქციელი იმ დროინდელი ქართველებისათვის ძალიან დიდი მაგალითის მიმცემი საქციელი იყო... ქართველები ბრძოლისთვის ემზადებოდნენ. მალე ერისმთავრის ინსტიტუტი შემოიღეს ქართლში და ასე აღდგა სახელმწიფოებრიობა.

ნაწარმოები მეექვსე საუკუნის შუა ხანებშივე უნდა იყოს შექმნილი. წამებიდან, ალბათ, სულ მალე. ზოგს ეს ნაწარმოები მიაჩნდა ასევე გაქრისტიანებული სპარსის დაწერილად... შეიძლება საქართველოში მცხოვრებმა სპარსებმაც მშვენივრად იცოდნენ ქართული ენა. შესაძლოა თხზულებ

ამ განიცადა გარკვეული ცვლილებები მეშვიდე საუკუნეში. უძველესი, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ეკუთვნის X-XI საუკუნეებს. 


რა თქმა უნდა, ძველი ქართული, სასულიერო, მწერლობის წარმომადგენლები ბრწყინვალე სკოლას გადიოდნენ, სანამ ორიგინალური თხზულებების წერას მოჰკიდებდნენ ხელს. ჩვენი საეკლესიო მწერლობის სკოლა, ქრისტიანობის გავრცელებისთანავე III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც ამას ამტკიცებს „ცხრა ძმა კოლაელთა მარტვილობა“ (ბიძინა ჩოლოყაშვილის გამოკვლევით) და „წმინდა ნინოს ცხოვრება“ (არა ერთი მეცნიერის მტკიცებით). შესაძლოა უფრო ადრეც, ვინაიდან ქრისტიანული თემები საქართველოში პირველივე საუკუნიდან არსებობდა და ნათარგმნი ლიტერატურაც დასჭირდებოდათ.

შეგვიძლია ვთქვათ მეტიც, „ფარნავაზის ცხოვრება“ არა ერთ მეცნიერს მიაჩნია ქრისტიანობამდელ ხანაში შექმნილად, რომელიც მერე ლეონტი მროველმა გამოიყენა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა („საქართველოს სამოთხე“, 1882 წელს).

ევსტათი მცხეთელის მარტვილობის მთელი ტექსტის დაბეჭდვა ჩვენი ფორმატისათვის შეუძლებელია. ნაწარმოები საკმაოდ დიდია. ამიტომ გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს აღნიშნული თხზულებიდან. ასევე ტროპარს და კონდაკს ევსტათი მცხეთელისა, რომელიც ასევე ძალიან ძველი უნდა იყოს.

ამ ნაწყვეტში კარგად ჩანს მოქმედი გმირის, ევსტათის მჭერმეტყველება, პოზიცია და ნაწარმოების ავტორის განსწავლულობაც:

„მე ვიყავ ქვეყანისა სპარსეთისაჲ, ხევისა არშაკეთისა, ქალაქის განძაკისაჲ. და მამაჲ ჩემი მოგვი იყო და ძმანი ჩემნი მოგვნი იყვნეს და მეცა მამაჲ მოგვებასა მასწავებდა. ხოლო მე მამული რჩული არა მიყვარდა და ვთქვი გონებასა: „ესე რჩული არა მიყვარს. აწ ჰურიათაჲცა ვისმინო და ქრისტეანეთაჲცა, და რომელი უკეთეჲს იყოს, იგი რჩული შევიყვარო“. და დღისი მამაჲ ჩემი მოგვებასა მასწავებნ და ღამეღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედევდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსა ჰყოფდეს ღმრთისათვის. და ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდი და მათსაცა მას მსახურებას ვჰხედევდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ხმაჲ მათი ვითარცა ხმაჲ ანგელოზისაჲ მესმინ. და ფრიად სურნელ არს და ჰამო ჟამობაჲ მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევიდი ჰურიათასა, ვერა ვცნი, რასა იტყვიედ“...


ახლა კი ტროპარი, კონდაკი და ლოცვა:


ტროპარი:

ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი:

მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაჲ უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენთა უხილავთა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშირთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.

ლოცვა

ჰოჲ, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოწამეო ევსტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგიწყალმეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოველით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq