საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

თბილისი – წმიდა ქალაქი
გიორგი ერიშვილი
წმიდა ნინოს ჯვარი

მას შემდეგ, რაც მე-6 საუკუნეში, ბიზანტიელ ისტორიკოს თეოფანესთან პირველად ჩნდება ცნობა იმის შესახებ, რომ „იბერიის დედაქალაქია თიფილისი“, ქართველთა სატახტოს არ მოჰკლებია აღფრთოვანების გამომხატველი შეფასებები მისი სილამაზით მოხიბლული უცხოელი სტუმრებისაგან:

სახელგანთქმული ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო თბილისს „მშვენიერ ქალაქს“ უწოდებდა; ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, ქალაქში სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე ჩერდებოდა და, თავისდაუნებურად, აღტაცების შეძახილი აღმოხდებოდა ხოლმე; ხოლო თანამედროვე რუსი პოეტი ვ. დერჟავინი თბილისს საკუთარი ბავშვობის „სიზმრის ქალაქს“ უწოდებს.

მაგრამ გარეშე დამკვირვებლის თვალით ჩვენი დედაქალაქის ღირსება მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე მთარგმნელმა, ავსტრიელმა პოეტმა ჰუგო ჰუპერტმა ამოიცნო, რომელიც თავის „თბილისის აპოლოგიაში“ წერდა:
„თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები,  ჩინგისხანები და სხვა აღმოსავლელი სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები, სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.

ჭეშმარიტად ამგვარი განზრახულებით - საქრისტიანოს ურყევ ბურჯად და ბასტიონად, ახალ იერუსალიმად დასამკვიდრებლად - აშენდა თავის დროზე საქართველოს დედაქალაქი, რაც დასაბამითვე აისახა თბილისისა და მისი შემოგარენის ეკლესია-მონასტრების ბიბლიურ სახელწოდებებში: სიონი, ბეთლემი, ბეთანია, თაბორი... ამ დიად მისიას ემსახურება იგი დღესაც - საკმარისია, აღინიშნოს, რომ ამჟამად თბილისში მოქმედებს 100-ზე მეტი ეკლესია და თითოეულ მათგანში  არის განსაკუთრებული სიწმინდე   - საკურთხევლის ტრაპეზში დასვენებული და ოდიკში ჩატანებული წმიდა ნაწილები, რომელთა გარეშე არ შეიძლება მოქმედი იყოს ეკლესია.

სწორედ საქართველოს დედაქალაქის ამ და სხვა ქრისტიანულ სიწმინდეებზე იქნება ქვემოთ საუბარი.

 

                                              თბილის-ქალაქის დაარსება

 

წმიდა აბო თბილელი
საქართველოს დედაქალაქი თბილისი წმიდა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნეში. დაარსების ლეგენდამ ჩვენამდე ორი ვერსიით მოაღწია: ერთის მიხედვით, ნადირობისას მეფეს ხოხობი დაუჭრია, მეორისათი კი – ირემი; დაჭრილ ხოხობსა თუ ირემს იქვე ახლო, თბილ წყალში განუბანია ჭრილობა, მაშინვე განკურნებულა და ტყეში გაუჩინარებულა. მეფე ღრმად ჩაუფიქრებია ამ სასწაულს და, როდესაც დარწმუნებულა წყლის სამკურნალო თვისებებში, აქ ქალაქის აშენება უბრძანებია. ქალაქს, მისი თბილი და სამკურნალო წყაროების მიხედვით, დაერქვა ,,თბილისი’’ (,,ტფილისი’’).

წმიდა წერილის საფუძველზე ლეგენდას შემდეგი ახსნა დაეძებნება: ბიბლიაში ფრინველი ხშირად სულიწმინდის განმასახიერებელია, ირემი ღვთის მაძიებელ სულს გამოხატავს, მაკურნებელი წყარო კი თავად ღვთაებრიობაა – ,,სული ღვთისა იქცეოდა წყალთა ზედა'' – გვეუწყება ბიბლიის პირველი, დაბადების წიგნიდან.

იმისათვის, რათა გავერკვეთ ამ ქარაგმის წარმოშობის წინაპირობებში, საგანგებოდ უნდა ვახსენოთ ქალაქის დამაარსებლის – ვახტანგ მეფის მოღვაწეობის დრო და მისი რელიგიურ-პოლიტიკური მრწამსი: გორგასლის მოღვაწეობის ხანა ემთხვევა მსოფლიოში მართლმადიდებლური აღმსარებლობის საყოველთაო აღიარებას და სამწმიდაობისა და ცხონების საკითხების, აგრეთვე ქრისტიანული დოგმატების დადგინებას, რაშიც საქართველომ, ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ვახტანგ მეფის მეოხებით, ერთხელ და სამუდამოდ გაარკვია თავისი სარწმუნოებრივი დამოკიდებულება – ვახტანგმა განამტკიცა ქვეყანაში მართლმადიდებლობა, აღკვეთა მოგვობა და რჯულშემშლელობა და საქართველოს ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია, ანუ თვითმმართველობა! მეფემ, ვისი სამოქმედო დევიზიც იყო: ,,ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა'', წინა აზიაში ქრისტეს მის სახელზე მლოცველი ქალაქი აუგო!

 

საქართველოსა და თბილისის მფარველი წმიდანები

 

მშვიდობიანობისა თუ ომის დროს, მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ქართველებს ყოველთვის წინ უძღოდა ქრისტესთვის წამებული რაინდი – კაპადოკიელი წმიდა დიდმოწამე გიორგი. ამიტომაც არის, რომ მთელ მსოფლიოში ქ

100 ათასი მოწამის ხატი
ართველებს ,,გეორგიანების’’ სახელით იცნობენ და ამ სახელწოდებაში შენივთდა, როგორც ძველ ბერძენთაგან ქართველების სამიწათმოქმედო მოსაქმეობის აღნიშვნა, ისევე ქართველთა მფარველი წმიდანისადმი საყოველთაო თაყვანისცემაც.

აურაცხელი ომების დროს, როგორც, მაგალითად, დიდგორისა და ბახტრიონის ბრძოლებში, იგი ხილულად მიუძღოდა წინ ქართველთა ლაშქარს და მისი დახმარებით თბილისიც არაერთგზის გადარჩენია მომხდურთა რისხვას. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ყველას ანცვიფრებდა იდუმალი მოვლენა: თბილისში, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსთა მხედრობას თავს ესხმოდა შავ ნაბდიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ბოლოს ქართველებმა მასში წმიდა გიორგი შეიცნეს, მთას ,,შავნაბადა'' უწოდეს და იქ წმიდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს. წმიდა გიორგი საქართველოს მფარველი წმიდანია, რომლის სახელზეც 363 ტაძარია აგებული ქვეყანაში.

ქრისტიანობის საქადაგებლად კაპადოკიითვე წმიდა დიდმოწამე გიორგის ბიძაშვილი, ქალწული ნინო მოევლინა საქართველოს. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა ღვთისმშობელს, იმ ქვეყნის ხილვის ღირსი გაეხადა, სადაც სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში უფლის კვართი ესვენა.

ზეციურმა დედოფალმა შეისმინა მისი ლოცვა, ღამეულ ხილვაში გამოეცხადა ქალწულს და ქართველთა მოქცევა უბრძანა; ხოლო რწმენაში განსამტკიცებლად და ამ დიდებული მისიის აღსასრულებლად ვაზის ჯვარი მისცა და უთხრა: ,,ეს იქმნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ. ძალითა მისითა დაამყარებ იქა სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა''.

წმიდანს გამოეღვიძა და თავის ხელში იხილა სწორედ ის ჯვარი, რომელიც ძილად ყოფნის დროს მისცა მას დედამ ღვთისამ. ნინომ სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმით შეკრა იგი.

ამ ჯვრით განანათლა მოციქულთასწორმა საქართველო მე-4 საუკუნის დასაწყისში და დღეს ეს სიწმინდე თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება.

წმიდა ნინოს ხსენების დღეებში ჯვარს საგანგებოდ გამოაბრძანებენ ხოლმე და მას მოწიწებით ემთხვევიან მორწმუნენი.

საქართველოს დედაქალაქს, თბილისს, თავისი უ

ქრისტეს სამსჭვალი
შუალო მფარველნიცა ჰყავს უფლის წინაშე. ისინი დრომ და ვითარებამ გამოარჩია ქვეყნის იტორიაში: მაშინ, როდესაც ქართველებს სისხლისმღვრელი ბრძოლები ჰქონდათ არაბ სარკინოზებთან, რწმენისა და სამშობლოს დასაცავად, თბილისელებს თანამდგომად სწორედ არაბი ჭაბუკი გამოუჩნდა – აბო, რომელმაც რწმენით ნათელ-იღო და თავად ქადაგებდა უშიშრად ქრისტიანობას.

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ყმაწვილი და მამა-პაპათა რჯულზე დაბრუნება მოსთხოვეს. აბომ უარი განაცხადა და უშიშრად იტანდა ქრისტიანობის გაცხადებულად აღიარებისათვის მის თავს მოწევნულ ყველა სატანჯველს. ჭაბუკის სულიერი მხნეობით ნირწამხდარმა თვისტომებმა ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს და წმიდანის გვამზედაც კი იძიეს შური: მისი წმიდა სხეული, ტანსაცმელთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად, ტომარაში ჩადეს და მტკვრის პირას დაწვეს. გვამის დაწვის ადგილი დღემდე სასწაულებრივი მადლით არის მოსილი: როდესაც აქ აბოს სახელზე პატარა ტაძრის აგება გადაწყდა და გარემოს მოსუფთავებისას მოჭრეს ხე, მის გადანაჭერზე, მერქნის გულში, სიმეტრიული ჯვარი ჰპოვეს გამოსახული!

ქრისტიანობის მატიანეში უმაგალითოა ის გმირობა და თავდადება, რომელიც 100 000-მა თბილისელმა მოქალაქემ გამოიჩინა. ისტორიას არ ახსოვს ხალხი და ქვეყანა, რომელსაც ერთბაშად 100 000 ქრისტესთვის შეწირული წმიდა მოწამე ჰყოლოდეს!

ჩინგის ყაენისგან ძლეული ხორეზმის სულთანი ჯალალედინი ახლად შეკრებილი უდიდესი ლაშქრით მოადგა თბილისს და სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეება ქართველებს. ბრძოლის პირველ დღეს ,,ბრწყინვალე ძლევა აჩვენეს ქართველთა’’, დიდად დაჯაბნეს მტერი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა ღალატი ჩაიდინეს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს, რომელმაც ცოდვის კალო დაატრიალა: სისხლის მდინარეები დიოდა ქუჩებში, ბორცვებად ეყარნენ დახოცილნი, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ...

სულთანმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ზედ თავისი ბილწი ტახტი დაიდგა, საიდანაც უნდა ემართა ქალაქი. მისი ბრძანებით სიონის ტაძრიდან გამოიტანეს მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები, მტკვარზე გად

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი
ებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებსა და მახლობელი სოფლებიდან ტყვედ წამოყვანილ ქართველებს აიძულებდნენ ამ ხატების შეურაცხყოფას და რჯულის უარყოფას, ხოლო, ვინც უარს გაბედავდა, თავს ჰკვეთდნენ.

ასი ათასი ქართველი შეეწირა იმ დღეს ქრისტეს სარწმუნოებას, რომელთა სხეულებიც ურჯულოებმა მტკვარს გაატანეს. გვამებით ავსებული მტკვარი სისხლისაგან წითლად შეიღება.

აბო თბილელი და 100 000 თბილისელი მოწამე ქალაქის მფარველი წმიდანები არიან, რომელთაც თავიანთ ლოცვებში თბილისელები მიმართავენ შემწეობისათვის.

 

ათონის წმიდა მთის მადლი მთაწმიდაზე!

 

თბილისელები ქალაქის დასავლეთით აღმართულ მთას ,,მთაწმიდას’’ უწოდებენ, ხოლო მთაწმინდის კალთაზე აგებულ ეკლესიას და მის მიდამოებს - ,,მამადავითს’’. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მთის სახელწოდება ათონის ,,წმიდა მთის’’ ანალოგიიდან და იქაურივე მადლიდან მოდის, ხოლო ამ სიწმინდით პატივდებად მთა ღირსჰყო მამა დავით გარეჯელის ღვთივსათნო მოღვაწეობამ.

მამა დავით გარეჯელი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანი იყო, რომელთაც საქართველოში განამტკიცეს და დაიცვეს მართლმადიდებლობა და ქვეყანა ეკლესია-მონასტრებით აავსეს. მე-6 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ასურეთიდან წმიდა იოანე ზედაზნელის წინამძღვრობით ჩამოსული თორმეტი მამა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ავრცელებდა ქრისტეს სიტყვას.

დავით გარეჯელი თავის სულიერ შვილ, ლუკიანესთან ერთად, სწორედ ამ მთაზე დასახლდა. ამ დროს ქალაქში ჯერ კიდევ ჰქონდათ გავლენა ცეცხლთაყვანისმცემლებს. ღირსი მამა მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა, ქალაქის მცხოვრებთა ცოდვების მიტევებას ევედრებოდა ღმერთს. ლოცვის შემდეგ მთაზე გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა.

მამა დავითი ყოველ კვირას ჩამოდიოდა ბარად და ქადაგებდა ცეცხლთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ. თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით და განსწავლულობით მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე.

იქ, სადაც ის უმეტესწილად გამოდიოდა ხალხის წინაშე, აიგო წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქაშვეთად წოდებული.

ამ ადგილას ადრე კერპთაყვანის

სიონის ღვთისმშობლის ხატი
მცემელთა სალოცავი - საკერპე მდგარა. არსებობს გადმოცემა ტაძრის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით: ერთმა ქალმა, მაზდეანების - ცეცხლთაყვანისმცემლების წაქეზებით, ცილი დასწამა მამა დავითს, თითქოს მისგან დაფეხმძიმებულიყოს. დავითს განუცხადებია - თუ მე ვარ დამნაშავე, ქალმა ბავშვი დაჰბადოს და თუ მართალი ვარ, ქვა შვასო. ქალს ქვა უშვია და აქედან წარმომდგარა ეკლესიის სახელწოდებაც.

თუმცა, სრულიად საპირისპირო - საკრალური, სულიერი მნიშვნელობითაც გვხვდება ქვა მამა დავითის ცხოვრების მატიანეში. თავის მოწაფეებთან ერთად მამა დავითი იერუსალიმს გამგზავრებულა წმიდა მიწის მოსალოცად. როდესაც ,,მადლის ქედად’’ წოდებულ მთას მიაღწიეს, საიდანაც კარგად მოჩანდა ქალაქი ღმრთისა, ბერებმა ხელები აღაპყრეს მაღლა და ღმერთს მადლობა შესწირეს, ხოლო მამა დავითი ქვე დაემხო ქვითინით და შეჰღაღადა, რომ რაკი ღირს იქმნა ამ წმიდა ადგილის დანახვისა, კმაროდა ეს მისთვის და ვერ აკადრებდა თავის თავს საკუთარი ცოდვილი ფეხით სიარულს იმ ქალაქში, რომელიც თვით უფლის წმიდა ნატერფალს ინახავდა. ახლომდებარე მთიდან სამი ქვა აიღო და გამობრუნდა. ამ დროს იერუსალიმის პატრიარქს ჰქონდა ხილვა, რომ მავან წმიდა ბერს იერუსალიმის წმიდა სანახებიდან მთელი აქაური მადლი მიჰქონდა; მალემსრბოლი დაადევნა და ორი ქვა უკან დააბრუნებინა. ის ერთი ქვა, რომელიც წმიდა მამამ თბილისს ჩამოიტანა, დღეს სიონის საკათედრო ტაძარში ინახება, ,,მადლის ქვად’’ იწოდება და მისგან კურნებასა და შვებას ჰპოვებენ მორწმუნენი.

რაც შეეხება თვით მამა დავითის მთას, სადაც წმიდა მამას თავისი სამლოცველო და სენაკი ჰქონდა, სწორედ იქ მე-9 საუკუნეში ღვთისმშობლის ეკლესია ააგეს. 1542 წელს კი ბერად შემდგარმა ძმებმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, ,,წმიდა დავითის’’ სახელზე ააგეს ახალი ტაძარი. მე-16 საუკუნის ბოლოს იგი ხელახლა ააშენეს ათონის წმიდა მთიდან ჩამოსულმა ბერებმა, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ეკლესია 1810 წელს არის ნანგრევებიდან აღდგენილი კათალიკოს ანტონ მეორის მიერ.

 

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები თბილისში

 

სუმბატ დავითის

სიონის ტაძარი: ნიშში - თომა მოციქულის თავის ქალა, საკურთხევლის წინ წმიდა კირიონ მეორისა და წმიდა ამბროსი ხელაიას საფლავები
ძის საისტორიო თხზულებაში ,,ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა...’’ ნათქვამია: ,,სამოელ კათალიკოსის დროს ტფილისის მკვიდრთა ეკლესიის აშენება დაიწყეს - ნახევარი მთელმა ერმა ააშენა, ნახევარი კი ვინმე დედაკაცმა’’. დღეს თბილისში დგას ,,ქართვლის დედის’’ ქანდაკება, რომელსაც ცალ ხელში სატევარი უპყრია მტრის შესაგებებლად, მეორეში კი - ფიალა მოყვრისათვის. ,,ვინმე დედაკაციცა’’ და ,,ქართვლის დედაც’’, ცხადია, სიმბოლურად იმ ზეციური დედის მეოხებას განასახიერებენ ქართველთათვის, ვისაც თვით უფლისაგან ერგო სამეურვეოდ ჩვენი ქვეყანა.

როდესაც მოციქულებმა ჰყარეს წილი, თუ ვის რომელ ქვეყანაში უნდა შეეტანა ქრისტეს ნათელი, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა საქადაგებლად; მაგრამ, ის იყო, დააპირა ივერიაში გამომგზავრება, რომ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ,,ნუ განეშორები იერუსალიმსა, წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ’’. ამიტომ, ღვთისმშობელმა, უფლის ნებით, ანდრია პირველწოდებული წარმოგზავნა საქართველოში და თან ხელთუქმნელი ხატი გამოატანა, რომელზეც საკუთარი სახე ჰქონდა უშუალო შეხებით გადატანილი, რათა მისი მაგივრობა ამ ხატს გაეწია ,,უკუნისამდე ჟამთა’’.

მას შემდეგ დედა ღვთისმშობლის ხატები არ აკლებენ მზრუნველობას ჩვენს ქვეყანას. მრავალი სასწაულთმოქმედი ხატია თვით დედაქალაქში.

სიონის საკათედრო ტაძარში დასვენებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი. ამ ხატის დედანი ათონის წმიდა მთაზე იმყოფება. ბიზანტიაში ხატთმებრძოლობის დროს ნაიარევი და ხელჰყოფას გარიდებული ხატი ზღვით მიეახლა ათონის წმიდა მთის ნაპირს და ხმელეთზე მისი გამოტანის უფლება, ღვთაებრივი ნებით, მხოლოდ ქართველ წმიდა ღვთისმსახურს, გაბრიელს მიენიჭა. ქართველმა ბერებმა ხატი ივერთა მონასტრის ტაძრის კანკელში მოათავსეს, მაგრამ ხატმა თვით დაიმკვიდრა ადგილი კარიბჭეში და ბერებს აუწყა, რომ დაფარულ ხატად კი არ სურდა ყოფნა, არამედ მფარველად მათდა (ხატისაგან ივერთა მონასტრისადმი მიგებული ესოდენ დიდი პატივი და თანაგრძნობიერი ყურადღება, გარდა კეთილკრძალული ქართველი ბერების ღვაწლის დაფასებისა, იქნებ უფლისაგან მის წილად რგებული სამწყსოს

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი
- საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატულებაც იყო, რომელსაც ხატთმებრძოლობის საყოველთაო გავრცელების ჟამს ამ მწვალებლობის მწიკვლი არ შეხებია!).

ამ ხატის ასლი 1989 წლის 9 ოქტომბერს ჩამოაბრძანეს საქართველოში; გზად, კვიპროსში გამოვლისას, კვიპროსის ეპისკოპოსს უბრძანებია: ,,ეს ხატი თავისუფლებას მოუტანს ქართველებს!’’ რაც სულ მალე ახდა, ხოლო 2000 წლის 30 დეკემბერს ხატმა სასწაულიც გამოიმეტა - მისი ზუსტი ასლი გადავიდა ჩარჩოს მინაზე!

სიონის ტაძრის ასევე უდიდესი სიწმინდეა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც იწოდება თბილისის სიონის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატად.

ხატის მიერ ქმნილ სასწაულთაგან ორი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: სპარსეთის შაჰმა ისმაილმა ხატს ძვირფასეულობა მოხსნა და ჯალალედინის მსგავსად ხიდზე დააგდებინა. ვინც არ შეურაცხყოფდა მას, ყველას მტკვარში ყრიდა. ბოლოს თვით ხატიც გადააგდებინა, მაგრამ იგი სასწაულებრივად დაუბრუნდა სიონს. შაჰ-აბას პირველმა ცეცხლი დაანთებინა სიონის ტაძარში, სადაც იმ ცეცხლით ქვის კანკელიც კი განადგურდა, ხოლო სიონის ღვთისმშობლის ხატი უვნებელი გადარჩა.

თავისი სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხატით ცნობილია დიდუბის ტაძარი. ამ ხატის არსებობაზე დიდუბის მინდორში ანგელოზის გამოცხადებით ეუწყა კეთილმსახურ მწყემსს. ხატმა გამოჩენისთანავე აღასრულა სასწაული და დაბადებიდან უსინათლოს თვალი აუხილა. ხატის მიმართ განსაკუთრებული სასოება ჰქონდათ ქართული ეკლესიის მაღალ იერარქებსა და სამღვდელო პირებს.

პეტრე-პავლეს ეკლესიაში გასული საუკუნის დამლევს ეკურთხა ხატი: ,,შენ ხარ ვენახი’’, რომელიც კაპადოკიის ღვთისმშობლის ხატის მიხედვით იყო დაწერილი. კურთხევის დღიდან ხატმა არაერთი სასწაული მოახდინა: მოაქცია რჯულისშემშლელნი და ურწმუნონი, გამოაჯანმრთელა სნეულნი, შვება მიანიჭა უნუგეშოდქმნილთ. სასწაულის მადლი მიენიჭა თვით ხატის ასლებსაც - რუსეთში პატარა ბავშვის მედალიონიდან სურნელოვანი მირონი წარმოდინდა. ამჟამად ხატი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება.

დღეისათვის, თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, თავმოყრილია ჟამთა უკუღმართი ვითარების გამო სხვადასხვა კუთხე

წმიდა შუშანიკ დედოფლის საფლავი მეტეხის ტაძარში
ებიდან მოკრებილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატები (აწყურისა, ვარძიისა, წილკნისა, ხობისა, ხახულისა). ისევე, როგორც ზუგდიდს მადლით მოსავს ღვთისმშობლის კვართი, ეს ხატებიც თავისი მადლით საკუთარი კუთხეების ტაძრებში დაბრუნებას ელიან. აქ მოვიხსენიებთ ერთ მათგანს - ხახულის ღვთისმშობლის ხატს. იგი ლუკა მახარებლის მიერ არის შესრულებული. ეს სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც მუხლს იყრიდნენ საქართველოს საერო და სასულიერო საჭეთმპყრობელნი, ტიხრული მინანქრით შესრულებული უდიდესი ხატია მსოფლიოში. გადმოცემით, სწორედ მას დაჰკიდა თამარ მეფემ ის სამკაული, რომლით მორთვის მიზეზითაც ვერ გასცა დროულად მოწყალება მთხოვნელს. საუკუნეთა მანძილზე ხატი ოქრო-ვერცხლითა და თვალ-მარგალიტით იყო დამშვენებული შემწირველთაგან. ამჟამად კი რუსეთის იმპერიის მოხელეთა მიერ მინანქრისა და ძვირფასეულობისაგან განძარცვული წარმოგვიდგება.

 

თბილისის საღმრთო სიწმინდეები

 

საქართველოში მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული უდიდესი სიწმინდეებია დაცული. უძველესი ზეპირი გადმოცემით, მყინვარწვერის მთის ძირში მდებარეობს ადამიანის ხელით გამოკვეთილი მიუვალი და მიუდგომელი გამოქვაბული, ბეთლემის სახელწოდებით, სადაც ოდითგან მხოლოდ განსაკუთრებული სიწმინდის ადამიანს ხელეწიფებოდა რკინის ჯაჭვით ასვლა. თვითმხილველთა მტკიცებით, იქ ინახებოდა ქრისტეს აკვანი და აბრაამის კარავი.

მცხეთაში, სვეტიცხოველში იმყოფება ქართველი ერის ღმერთთან მარადიული ერთობის სიმბოლო - მაცხოვრის კვართი (ეს კვართი, უკერველი, ერთიანად მოქსოვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელით, არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო, და რაკი ის საქართველოში - ღვთისმშობლის წილხვედრ ივერიაში ინახება უკვე თითქმის ოცი საუკუნეა, ეს იმას გვიმოწმებს, რომ ჩვენი ერი, ჩვენი სამოციქულო ეკლესია ამ ერთიანობის მედროშე და დამცველი იქნება ბოლო ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ და ამითაც კიდევ ერთხელ გაბრწყინდება ივერია), რომელიც უფლის განგებულებით ჩვენი სამშობლოდან იერუსალიმში ჩასულ ებრაელებს ხვდათ წილად და მისით მადლმოსილ საძირკვე

მამადავითის ეკლესია მთაწმინდაზე
ლზე დღეს მთელი საქართველოს ყველაზე დიდებული ტაძარია აღმართული.

ხოლო ჩვენს დედაქალაქს ისეთი სიწმინდე გააჩნია, რას არ გაიღებდა ნებისმიერი ქრისტიანული ქვეყანა, რომ თავად ჰქონოდა მისი ბადალი. ეს გახლავთ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი.

ხატის ისტორია ასეთია: ედესოს მეფემ - ავგაროზმა, რომელიც მძიმედ იყო ავად, უფალ იესოს წერილი გაუგზავნა და თავის ქალაქში - ედესოში სთხოვა ჩასვლა, რათა განეკურნა სნეულებისაგან; ხოლო, რაკი იესო ვერ იცლიდა იქ ჩასასვლელად, მეფემ მხატვარი გაგზავნა მისი ხატის შესაქმნელად - სწამდა, რომ ხატისგან განიკურნებოდა. მხატვარმა ვერ შეძლო მაცხოვრის დახატვა, რადგან მისი სახე უჩვეულოდ გაბრწყინებულა და, რაკი მხატვარს უღონობა შენიშნა, იესომ გამოართვა ტილო, მიიდო ღვთაებრივ სახეზე და სასწაულებრივად გამოსახა ზედ თავისი ხატება. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ეს ხატი კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა, ხოლო მე-8 - მე-9 საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატთმებრძოლურმა მწვალებლობამ მოიცვა, იგი კლარჯეთში გადააბრძანეს, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში. შემდგომში, თამარ მეფის დავალებით, ხატი ოქრო-ვერცხლით შეამკო ბექა ოპიზარმა. მე-15 საუკუნეში, როდესაც კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს და ბიზანტიის აღმოსავლეთ ნაწილსაც საშიშროება დაემუქრა მაჰმადიანთაგან, ანჩის წმიდა ხატი ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი - თბილისში გადმოასვენეს, სადაც ადგილი მიუჩინეს წმიდა მარიამის ეკლესიის კანკელში, სამეუფო კარის მარცხნივ.

მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში აგებულ თბილისის ამ ყველაზე უძველეს ეკლესიას ხატის პირვანდელი ნავთსაყუდარის მიხედვით ,,ანჩისხატის’’ ტაძარი ეწოდა. დღეისათვის ხატი, სხვა მრავალ საეკლესიო სიწმინდეებთან ერთად, ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, საიდანაც მორწმუნე მრევლი დიდი სასოებით ელოდება მის კვლავ ტაძარში დაბრუნებას.

თბილისში, მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდეც მოიპოვება - ეს არის ქრისტეს სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ფეხი იყო გაკრული ჯვარზე. ეს ფასდაუდებელი განძი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ საჩუქრად გამოუგზავნა მეფე მირიანს, მისგან ქრისტიანულად ნათ

დიმიტრი ყიფიანის საფლავი
ელღების აღსანიშნავად. სამსჭვალთან ერთად იყო თვით იმ ჯვრის - ძელიცხოვლის ნაწილიც. ძელიცხოვლის ნაწილები დღეს მცხეთის ჯვრის მონასტერში აღმართულ ჯვარშია მოთავსებული, ხოლო სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ფეხი იყო მილურსმული, საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.

 

წმიდა საფლავები

 

საქართველოს დედაქალაქის ეკლესიებსა და პანთეონებში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმიდანებად შერაცხული საეკლესიო და საერო პირების სამარადისო განსასვენებლებია.

ცნობილია, რომ ჩვენში, ანდრია პირველწოდებულის კვალად რამდენიმე მოციქულს უმოღვაწნია, რომელთაგან ორი საქართველოშია დაკრძალული:

სვიმონ კანანელი - აფხაზეთში და მატათა - აჭარაში. თბილისში კი, დედაქალაქის სულიერების მთავარ ციტადელში - სიონის ტაძარში - დასვენებულია ქრისტეს კიდევ ერთი მოწაფის - წმიდა მოციქულის, თომას თავის ქალა.

სიონშივეა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა საძვალეც, რომელთა შორისაც არის საქართველოს ავტოკეფალიის აღმადგინებელთა - კირიონ მეორისა და ამბროსის წმიდა საფლავებიც.

კირიონ მე-2 (საძაგლიშვილი) - ერისა და ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლი - ქართველი ხალხის ნებით იყო არჩეული აღდგენილი ავტოკეფალური ეკლესიის პირველ კათალიკოს-პატრიარქად. კირიონი თვლიდა, რომ ეკლესიური მონობა ყველა სხვა სახის მონობაზე უარესია და, როგორც ღირსეული საჭეთმპყრობელი, საქმით განამტკიცებდა დედა-ეკლესიის ძლიერებას. მშობელი ერისათვის მოწამეობრივი თავდადება დანაშაულად ჩაუთვალეს პატრიარქს ეროვნული და საეკლესიო დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებმა და 1918 წელს გაურკვეველ ვითარებაში გამოასალმეს სიცოცხლეს.

კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) ბოლშევიკური ტერორის უმძიმეს წლებში მოუხდა მოღვაწეობა. მის სარწმუნოებრივ სრულყოფილებასა და მამულიშვილობაზე მეტყველებს რაჭაში სასულიერო მსახურებისას მომხდარი ფაქტი, როდესაც ხმა ესმა მიწიდან - გაათხრევინა და იქ აღმოჩნდა წმიდა წერილის უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელიც დღეს ,,ჭელიშურის’’ სახელით არის ცნობილი. ცხადია, ასეთი მწყემსმ

ილია ჭავჭავაძის საფლავი
თავარი ყველაზე ახლოს მიიტანდა გულთან ერის ტკივილსა და განსაცდელს. მან გენუის საერთაშორისო კონფერენციისათვის გაგზავნილი წერილით მთელ მსოფლიოს აუწყა 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოში დატრიალებული ცოდვის შესახებ, რომლებიც ერს ართმევდნენ ენას, კულტურულ მემკვიდრეობას, სარწმუნოებას, უკლავდნენ საუკეთესო შვილებს... ამის გამო ბოლშევიკებმა ის შეიპყრეს და რამდენიმე წელი სასტიკად სტანჯავდნენ და აწამებდნენ. სიკვდილის პირას მისულმა მღვდელმთავარმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და უშიშრად მიახალა მათ: ,,სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი - საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი თქვენი იყოს, ძაღლებო!’’

ანჩისხატის ტაძარში განისვენებს მე-17 საუკუნის დიდი სასულიერო  მოღვაწე - წმიდა მოწამე კათალიკოსი ევდემოზი (დიასამიძე). გაურჯულოებულმა როსტომ ხანმა - ბაგრატიონთა უკანონო ნაშიერმა - რომელიც ქრისტიანთათვის შეუფერებელ ცხოვრების უზნეო წესებს ნერგავდა სახელმწიფოში, პატრიარქის ეროვნულ-პატრიოტული და ქრისტიანულ-ზნეობრივი შეგონებებისა და მხილების გამო შეიპყრო წმიდანი, საპყრობილეში მოაშთობინა და მისი გვამი შეურაცხყოფის მიზნით ნარიყალას ციხიდან გადმოაგდებინა. მწყემსმთავრის წმიდა სხეული მორწმუნეებმა ფარულად დაკრძალეს ანჩისხატის ტაძარში.

მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიაში არის სარწმუნოებისათვის მოწამეობრივად თავშეწირული წმიდა დედოფლის, შუშანიკის საფლავი, რომლის ცხედარი 578 წელს კათალიკოსმა კირიონ პირველმა გადმოასვენა ცურტავიდან, დასტურად იმისა, რომ ,,ცხოვრება საუკუნო არა ნათესაობით მოიპოების, არამედ აღსარებითა წმიდისა სარწმუნოებისასა’’.

მამა დავითის წმიდა მთაზე ქართველმა ხალხმა საგანგებოდ დააარსა პანთეონი - თავისი იმ ღირსეული შვილებისათვის, ვისმა ცხოვრებამაც წარუშლელი კვალი დატოვა ერის ცხოვრებაში. მათ შორის არიან წმიდანად შერაცხული საერო მოღვაწენი - ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე თაყაიშვილი.

წმიდა ილია მართალმა ქართველი უმაღლესი ხელისუფლის გარეშე თავად იტვირთა ეს მძიმე ჯვარი - დადგა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის სადარაჯოზე: იცავდა ერის თვითმყოფადობას, ენას, კულტურას, სარწმუნოებას

ექვთიმე თაყაიშვილის საფლავი
და ამიტომაც უგვირგვინო მეფედ იწოდა მშობელი ერის მიერ. ქვეყნის შინაურმა და გარეშე მტრებმა არ აპატიეს სამშობლოსადმი თავდადება და ტყვიით განუგმირეს შუბლი. მის საფლავზე მგლოვიარე ქართველი დედის ქანდაკებაა აღმართული - ღირსეული მამულიშვილის დაკარგვით ერის მწუხარების გამომხატველი.

მოწამეობრივად აღესრულა დიმიტრი ყიფიანიც. როდესაც ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დასწყევლა სულით სნეული სემინარისტის მიერ სემინარიის რექტორის მკვლელობისათვის, დიმიტრი ყიფიანმა მას ქართველი ერის წინაშე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. თხოვნის პასუხად იგი სტავროპოლს გადაასახლეს, სადაც თავში უროს ჩარტყმით მოკლეს. მამულის ღირსებისთვის თავშეწირულ მოწამეს მთელი საქართველო მიაცილებდა მთაწმიდაზე.

საქართველოს ისტორიული წარსულის მკვლევარი ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში საგანგებოდ გაჰყვა მეთვალყურედ საქართველოდან გატანილ ერის სამუზეუმო განძეულობას. გაჭირვებისა და შიმშილის მიუხედავად, მას ერთი მისხალიც არ მოუკლია განძისათვის  და მეოთხედი საუკუნის შემდეგ უკლებლივ დაუბრუნა სამშობლოს. ეროვნული სიმდიდრის ერთგულ მცველს ქართულმა ეკლესიამ ,,ღვთისკაცის’’ სახელი უწოდა.

 

ელიას წმიდა სალოცავი და მახათას მთის მოლოდინი

 

საქართველოს ქრისტიანულად ნათელღების ხელშემწყობად, საღვთო განგებულებით მომხდარი მეფე მირიანის თვალის დაბნელების სასწაული 20 ივლისს მოხდა თხოთის მთაზე - ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს! ასეთი დამთხვევა ვერ იქნებოდა შემთხვევითი, თუ გავითვალისწინებთ, რომ წმიდა ელიას ხალენი - მოსასხამი სწორედ მცხეთაშია დავანებული.

ელია წინასწარმეტყველის სახელზე თბილისში, მახათას მთაზე, იდგა სალოცავი, სადაც 20 ივლისს დიდი დღესასწაული იმართებოდა ხოლმე. ამრიგად, მამა დავითის მოპირდაპირე მხარეზე კიდევ ერთი წმიდა მთა - ელიას სახელის შარავანდედით მოსილი მახათას მთა მდებარეობს. 1990 წელს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევებისა და ქვეყნის სულიერი აღორძინების ჟამს გამოცხადდა კონკურსი ამ მთისათვის საკადრისი ტაძრის ასაგებად და მის ფერდობს დღეს უკვე ამშვენებს საქართვე

ლოში უდიდესი და ულამაზესი ,,სამების’’ ტაძარი.

მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ახლო მომავალში მთელი მახათას მთა დაიფარება ეკლესია-მონასტრებით. ცნობილია წმიდა მამათა გადმოცემა, რომ უკანასკნელ ჟამს ღვთისმშობლის ხატი და მასთან ერთად ღვთის სათნომყოფელი ბერები დატოვებენ ათონის მთას, მთა ზღვაში დაიძირება და თვით ხატი თავის სამშობლოს მოაკითხავს. ქართულ მართლმადიდებლურ მრევლში არსებული გამოცხადებითა და მასთან შეთანადებული ათონელი ბერების ნათელხილვებით, დედა ღვთისმშობლის ხატის სავარაუდო მასპინძლობა დაეკისრება მახათას მთას.

ხატის სახელზე ასაგებ სამონასტრო კომპლექსისთვის გზის დამლოცველ მომცრო ფორმატის უწყებანში ვკითხულობთ:

,,ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადებაში ღვთისმშობელმა ბრძანა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, თუ თვით ქართველი ერი არ გამოიჩენს ერთგულებასა და სასოებას თავისი მფარველისადმი. მან მოუწოდა ქართველ ერს ეკლესიური ცხოვრებისაკენ, ლოცვისაკენ, განსაკუთრებით ღვთისმშობლის მიმართ - და თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობისაკენ.

უფლისადმი მადლიერება ქართველი ქრისტიანებისა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვლინდეს ღვთის მიერ მისთვის დადგენილი მფარველის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულსა და მისდამი სასოებაში. ქართველმა ერმა ნიშნად უღმრთოების ჟამის მონანიებისა და ღვთისადმი განახლებული სიყვარულისა, დიდებული ტახტი დაუდგა ყოვლადწმიდა სამებას ელიას მთაზე. ასევე საქართველო მოვალეა თავისი ზეციური მფარველის წინაშე გამოხატოს სინანული და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მახათას მთაზე დაუდგას ტახტი მისდამი რწმენისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა’’.

ნიშანდობლივია, რომ ათონელი ბერები, რომლებიც, როგორც წესი, არასოდეს ტოვებენ თავიანთ ეკლესია-მონასტრებს, უკვე იყვნენ სტუმრად მახათას მთაზე, სადაც აგებული მამათა მონასტერი და ეკლესია მზად არიან საქართველოს მფარველისა და მეოხის წმიდა საკვირველთმოქმედი ხატის დასახვედრად!

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2014-12-21
ღირსისა პატაპისა (VIII); მოციქულთა: სოსთენესი, აპოლოსისა, კეფასი, ტვიქიკესი, ეპაფროდიტესი, კესარისა და ონისიფორესი - სამოცდაათთაგანთა (I); მოწამეთა 62-თა ხუცესთა და 300-თა ერისკაცთა, აფრიკაში არიოზელთაგან მომწყდართა (477); მოწამისა ანთისა რომაელისა (V).
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი (V)
წმიდა მოწამე ანთისა რომაელი, ვისი ხსენებაც არის 21 დეკემბერს, წმიდა ამბროსი მედიოლანელმა მონათლა. როცა ქალაქის თავის მეუღლემ, სუნილდამ მას არიანული ცრუნათლობის მიღება შესთავაზა, წმიდანმა უარით უპასუხა.
ღირსი პატაპი (VII)
ღირსი პატაპი, ვისი ხსენებაც არის 21 დეკემბერს, დაიბადა ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. სრულწლოვანებას რომ მიაღწია, წმიდანმა ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა. მრავალი წლის შემდეგ წმიდა პატაპიმ ასკეტური ღვაწლით შორს გაითქვა სახელი და ურიცხვმა ხალხმა იწყო მასთან სიარული რჩევა-დარიგების სათხოვნელად.
gaq