საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

ტრაპიზონი და ლაზეთი - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილი
გაიოზ მამალაძე
წმინდა სოფიის ტაძარი ტრაპიზონში
  დიოდორე სიცილიელი წერს: "მომჯობინებული ელინები გაემართნენ ელინურ (ელინების მიერ დაარსებულ - გ.მ) ქალაქ ტრაპეზუნტში, რომელიც სინოპელთა კოლონიაა და მდებარეობს კოლხთა ქვეყანაში".

ძველი ბერძნებიდან არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრაპიზონი კოლხთა ქვეყანაში მდებარეობს. ქართველი მთარგმნელები ხშირად სიტყვა კოლხის მაგივრად ლაზს ან მეგრელს ხმარობდნენ, რაც სრულიად სამართლიანია. 

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტრაპიზონი და მთელი ლაზეთი სამეგრელოს (ანუ საქართველოს) ისტორიული ნაწილია. შეგვიძლია ვთქვათ პირიქით და შეცდომა არ იქნება, სამეგრელო ლაზეთის (ანუ საქართველოს) ნაწილია. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ აღმოსავლეთ ლაზეთს ზღვისპირა კლარჯეთს უწოდებდნენ. ეს არის ძველი დიაოხის ქვეყანის დასავლეთი.

გავიხსენოთ გვარები ჭანიში, ჭანია, ჭანიშვილი, ლაზიშვილი, ქალდანი, ხალიბაური, თორდია (თოდრიაც), ბაღვაში, ხალვაში, დურმიშიძე, ჯიხაძე, ნაკაშიძე, ბაგრატიონი და სხვა. ასევე დიდი ქართველის, ტრაპიზონის ქართული პარტიის ლიდერის, ჭანჭიძის გვარი. ეს გვარები ლაზეთს, ქალდეას უკავშირდება.

ლაზეთი ანუ საქართველოს ისტორიული ნაწილი იწყება სოფელ სარფიდან და გრძელდება სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის გასწვრივ. აღმოსავლეთით ვრცელდება ჭანეთის ქედის ჩათვლით მდინარე ჭოროხამდე. ლაზეთი მოიცავს დღევანდელი თურქეთის შემდეგ ნაწილებს:ართვინის ოლქის დასავლეთი მხარე ქალაქ ხოფას ჩათვლით, რიზეს მთელი ოლქი. ისპირის რაიონიც მას უნდა მივაკუთნოთ. გიმიუშხანეს მთელი მხარე ბაიბურთითურთ. გიმიუშხანესა და ბაიბურთს შორის ზღვამდის არის საზღვარი აღმოსავლეთსა და შუა, ცენტრალურ ლაზეთს შორის. შუა ლაზეთია გიმიუშხანეს ოლქის დიდი ნაწილი, ტრაპიზონის მთელი ოლქი. გერასუნტის ოლქიდან იწყება დასავლეთ ლაზეთი. ეს არის მთელი კერასუნტის ოლქი, ორდუს ოლქი. 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ახალი ფორმულა დასავლეთ საქართველოს ისტორიული საზღვრისა "ნიკოფსიიდან კოტიორამდე" გამოხატავს ისტორიულ სინამდვილეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ კიდევ უფრო დასავლეთით სწვდებოდა როგორც ქართველთა განსახლების არე, ასევე ტრაპიზონის იმპერიაც. ლაზეთი ჩვენი გამოთვლით უნდა იყოს დაახლოებით 30 000 კვ.კმ.

 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდგომ ჩვენმა სამშობლომ დაკარგა 20 000 კვ. კმ. და გახდა 69 500კვ.კმ. ამაში არ ითვლება ლაზეთი. ე.ი საქართველოს დაკარგული აქვს 1992 წლამდე 50

ისტორიული ლაზეთი
000 კვ. კმ. არ ვთვლით ყარსის ოლქის აღმოსავლეთ რაიონებს და არზრუმის ოლქის ჩრდილო ნაწილს, რომელი მიწებიც ასევე ქართულია. 

დადგა დრო ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი, ყველაფერი ითქვას ზუსტად. ისტორიოგრაფია უნდა ემსახურებოდეს კულტურას.

ზოგიერთი ისტორიკოსი სამართლიანად ამბობს, ტრაპიზონის მხარეს ბერძენი ისტორიკოსები "მეგრელთა ქვეყნად" მოიხსენიებდნენო. მაგრამ ბევრს ავიწყდება, როცა ჩამოთვლის თუ რომელ სახელწიფოთა შემადგელობაში შედიოდა ეს მხარე, რომ III-VI სს-ში იგი დასავლეთ ქართული სახელწიფოს, ეგრისის (ლაზიკის) შემადგენლობაში შედიოდა, მანამდე - დიდი კოლხეთის. ამ ქართულ მხარეში დიდმა იმპერატორმა დავით აღმაშენებელმა გაავრცელა თავისი სახელწიფოს გავლენა და მისი მმართველი გრიგოლ გაბრა (გაბრა-გავრა)  "დასვა ნაჭარმაგევს პურად" (გაბრა - გაბრიაძე?, სხვათა შორის, სომხები ამბობენ გაბრები არმენები იყვნენო, მაგრამ ფაქტია, ისინი მართლმადიდებლები იყვნენ, ამასთან, სომხურ ენაში სახელი გაბრა არ დასტურდება).

ზოგიერთ ავტორთა თქმით თამარ მეფემ ტრაპიზონში დააარსა ვასალური სამეფო და სათავეში ჩაუყენა თავისივე ნათესავი კომნენოსები. ვფიქრობთ, ზოგიერთ ავტორთა მიერ ნახსენები ტერმინი "ვასალური" არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ისტორიოგრაფიაში, იგი კი იხმარებოდა ადრეც, მაგრამ უპირატესობას მაინც ტერმინ "გავლენის სფეროს" ანიჭებდნენ.

თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა წავიდეთ წინ და პირდაპირ ვუწოდოთ თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიას საქართველოს ავტონომიური სამეფო (ლაზების სამეფოც, კახთა სამეფოს ანალოგიით). იმპერიას, რომელსაც წარმოადგენდა თამარის საქართველო, ახასიათებს სხვადასხვა სტატუსებით ფლობა სხვადასხვა ქვეყნებისა. ზოგი "უნიტარულად" შეჰყავდათ იმპერიაში (გნებავთ თანამეგობრობაში), ზოგიერთ "ქვეყანას" კი "ავტონომიას" უნარჩუნებდნენ. ჩვენი აზრით, თამარის იმპერია ნებაყოფლობითი თანამეგობრობა იყო არაქართული ქვეყნების მიმართ, ხოლო ქართული ქვეყნები კი პირდაპირ უერთდებოდა საქართველოს, თუმცა ლაზეთთან მიმართებით რამდენიმე დათმობა განხორციელდა იქ, ლაზეთში მცხოვრები და სხვა ბიზანტიელი ბერძნების შემოერთებისა და მათი სამხედრო რესურსის გამოყენების მიზნით. 

თამარ მეფის იდეოლოგია და პოლიტიკა იყო ავტონომისტური, განსხვავებით აღმაშენებლის პოლიტიკისაგან, რომელმაც "შერთო სახლი სახლსა, აგარაკი აგარაკსა", თამარმა ყველას შეუნარჩუნა ძველი სამფლობელოები ვასალური, სინამდვილეში ავტონომიური, შეზღუდული უფლებებით

ყვითელი ფერით აღნიშნულია საქართველოს ისტორიული მხარეები
. მაგალითად, ლაზეთის ავტონომიურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბიზანტიური (ბერძნული) რესურსის, სამხედრო, საზღვაო, ფინანსური, სავაჭრო, დემოგრაფიული და სხვა შენარჩუნება აღმოსავლურ იმპერიაში, აწ უკვე საქართველოში. მოგეხსენებათ, ბიზანტია გაუქმდა თამარისა და ჯვაროსნების მიერ და ეს რესურსი რომ არ დაკარგულიყო, ამიტომ ავტონომია მისცეს ტრაპიზონში (ნაწილი ამ რესურსისა ნიკეის იმპერიამ აიღო, ნაწილი საქართველომ). თუმცა, ქართული (ლაზური) ინტერესები დაცული იყო და დაგეგმილი იყო (როგორც ჩანს) ბერძნული ეთნიკური რესურსის ლაზიზაცია (ქართველიზაცია). თუმცა, ლაშა-გიორგისა გარდაცვალებისა და ტახტზე რუსუდანის ასვლით საქმე აირია...

ასევე, ტრაპიზონის იმპერიის დაარსებით საქართველომ პრეტენზია განაცხადა ბიზანტიის მემკვიდრეობაზე (მანამდეც ჰქონდა) და ი მ პ ე რ ი ა თავისი სახელმწიფოს ავტონომიურ ნაწილად აქცია. ამის მერე, საქართველოს მეფეთა-მეფე იმპერატორის სუზერენად - მფლობელად აქცია.

 მონღოლების შემოსევამ ქართული გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალა, მაგრამ ჯერ დავით ნარინმა და მერე გიორგი ბრწყინვალემ განაახლეს ტრაპიზიონის სახელმწიფოს ავტონომიზაციის გეგმა, თუმცა საქართველოს მაინც არ დასცალდა. თამარ მეფის მიერ ტრაპიზონის პირდაპირ შემოერთებაზე უარის თქმას ჰქონდა მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი მიზეზები და არა ეთნიკური. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან უნდა ითქვას, რომ სჯობდა პირდაპირ შემოერთებინათ დედა საქართველოსთვის.

საინტერესოა, რომ ლაზეთის ერთ-ერთი სახელწოდება, ქალდეა არის საფუძველი საერთოქართული სახელის - ქართლისა (ქალდ-ქართ). ლაზ-ჭან-ქალდების სახელწოდება იქცა ყოველი ქართველის აღმნიშვნელ ეროვნულ სახელწოდებად - ქართველი.

სხვათა შორის, დათმო თუ არა საქართველოს ზედაფენამ 1459 წელს ტრაპიზონი (ამ დროს გიორგი VIII მარტო ვერ აკონტროლებდა ქვეყანას. სახელწიფო ფაქტიურად ფედერაციად იყო ქცეული), ორ წელიწადში საქართველოც დაიშალა, იმიტომ, რომ დაიშალა საქართველოს ბუნებრივი საზღვარი, დაიშალა სუსტი, ფედერალური, მაგრამ მაინც ერთიანობა.

ტრაპიზონი დაახლოებით იგივეა ჩვენთვის, რაც ავსტრიაა გერმანიისათვის. ტრაპიზონელი კეისრები ატარებდნენ ტიტულს "სრულიად აღმოსავლეთისა და ივერთა მეფე". ტრაპიზონს საქრთველოსთან ჰქონია ერთიანი საფინანსო-სამონეტო სისტემა (მაგ. კირმანეული თეთრი). ქალდეა-საქართველოს უნია ერთ უნიტარულ სახელმწიფოში ვერ გადაიზარდა, ჯა

ლალედინის, მონღოლების, თემურ ლენგის, თურქების შემოსევების გამო.  

ტრაპიზონის პირველ მეფე ალექსის ზოგიერთი მოიხსენიებს მხოლოდ როგორც თამარის ნათესავს, ისტორიკოსებმა კი უნდა აღნიშონ, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, წარმოშობით მცირეაზიელი კომნენოსები ელინიზირებული ლაზები იყვნენო. რომლებიც ბიზანტიის იმპერიის სათავეში მოვიდნენ ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძის დახმარებით. ეს იყო ბიზანტიის ქართული პარტიის პოლიტიკა. ჯერ კიდევ კონსტანტინეპოლის ტახტზე ჯდომისას (მათ დამხობამდე) კომნენი უფლისწულები იმპერატორად კურთხევამდე ქართველი ერისთავების ქუდებს ატარებდნენ.

ვფიქრობ, კომნენები ალბათ გრძნობდნენ ბაგრატიონთა უპირატესობას ბაგრატიონთა იესეან-დავითიან-სოლომონიანობის გამო. ქართველებს ორი საიმპერატორო დინასატია გვყავდა - ბაგრატიონების და კომნენოსების. ტრაპიზონში და პაფლოგონიაში გამეფებული ალექსი და მისი ძმა დავითი თამარის კარზე აღიზარდნენ, როგორც ქართველი უფლისწულები. 

  გვინდა გამოვთქვათ სურვილი, რომ ლაზები და გურჯები ცალ-ცალკე აღარ მოვიხსენიოთ, საინტერესოა, რომ თურქეთში მცხოვრები ქურთები ყველა თურქეთის ქართველს ლაზად მოიხსენიებენ. იყო დრო, როდესაც მთელს დასავლეთ საქართველოს ლაზეთი ერქვა, ამიტომ, სულაც არ იქნება შეცდომა ყველა იქაურ ქართველს ლაზი-გურჯი (და გურჯი-ლაზი) ვუწოდოთ პირველ ეტაპზე, მერე ან ლაზი, ან გურჯი (ქართველი). თუმცა უნდა გათვალისწინებული იქნას ის, რომ ლაზები მრავალი საუკუნე დედა სამშობლოს, საქართველოს მოწყვეტილები იყვნენ და ამიტომ განსაკუთრებული თავისთავადობით გამოირჩევიან (ენობრივი ლექსიკა, მაჰმადიანობა), რაც, პრინციპში, ერთგვარად ამ თემის ხალხის კულტურული სიმდიდრის მახასიათებელიც კია მრავალფეროვანი ქართული კულტურის წიაღში. ისინი თურქეთის შესანიშნავი მოქალაქეები არიან, ამავე დროს ჩვენი საამაყო სისხლი და ხორცი. ლაზების უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ ქართულ სალიტერატურო ენას ვერ ფლობს, ამიტომ მისასალმებელია ლაზური რადიოს არსებობა საქართველოს საპატრიარქოში. კარგი იქნება თუ მეგრულ ფოლკლორს კარგად გავაცნობთ. ლაზების ქართულ კულტურულ წიაღში დაბრუნების უმოკლესი გზა საქართველოს მეგრულ თემზე გადის, ჩემის აზრით. ამიტომ, სამეგრელოდან წარმოშობილი შესანიშნავი პატრიოტი ქართველების როლი ამ საქმეში უდიდესია. თურქეთის არმიაში ხელმძღვანელ პოსტზე ბევრი მესხია (გურჯი) და ადრეც იყო, ხოლო საზღვაო ფლოტის გამორჩეული ლიდერები ლაზები იყვნენ, ძალიან ხშირად. დღეს თურქეთის სახ

წმინდანი ლაზები
ელმწიფოს მართავს ქართული წარმოშობის პრემიერი.

ბოლოს გვინდა გამოვთქვათ იმედი, რომ საქართველო არ დაკარგავს თავისი კულტურის განუყრელ ნაწილს, ლაზურს, ლაზურ კულტურას, ლაზეთის ისტორიას და, რაც მთავარია, ღვიძლ შვილებს - ლაზებს. ეს გამოადგება ჩვენს სახელმწიფოებს სამეგობროდ.

აქვე არ შეიძლება შეშფოთებით არ აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ხელისუფლების ერთ ნაწილს გადაუწყვეტია ტრაპიზონის წმინდა სოფიის ტაძარში, რომელიც ახლა მუზეუმია, გახსნას მეჩეთი. 

აღნიშნული ტაძარი აშენდა ტრაპიზონის იმპერატორ მანუელ I-ის დროს (1238-1263). მისი მამა, ტრაპიზონის პირველი იმპერატორი ალექსი I საქართველოში, ქართულად  იყო გაზრდილი, მასში ბაგრატიონების სისხლიც სჩქეფდა, 

მანუელ I-ის მეორე ცოლი იყო ქართველი - დედოფალი რუსუდანი (რომელიღაც არისტოკრატიული საგვარეულოდან), რომელთანაც შეეძინა ასული თეოდორა (ცოტა ხანი, 1284–1285 წლებში, ტრაპიზონის მონარქიც იყო თეოდორა). მანუელ I-ს მესამე ცოლისგან შეეძინა ორი ვაჟი და ორი ქალი (ასულების სახელები უცნობია). ორივე ქალიშვილი ქართველებზე გაათხოვა, ერთის ქმრის სახელი უცნობია, მეორე კი დემეტრე თავდადებულის პირველი ცოლი გახდა. წმინდა დემეტრე მეფეს მანუელ მეფის ასულთან შეეძინა ოთხი ვაჟი: დავითი (საქართველოს მეფე 1293-13130), ვახტანგი ( საქართველოს  წმინდა მეფე 1302-1308), ლაშა და მანოველი (სახელი ბაბუის საპატვცემლოდ დაარქვეს) და ერთი ასული რუსუდანი.

 წმინდა სოფიის ტაძარში, პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა რუსულმა ჯარმა აიღო ტრაპიზონი, იქ გამართა ჰოსპიტალი და იარაღის საწყობი... შემდეგ იქ მეჩეთი იყო, 1964 წლიდან რესტავრაცია ჩაუტარდა და მუზეუმი გაიხსნა.  ტაძარში დაკრძალულნი არიან კომნენოსი გვირგვინოსნები, სავარაუდოდ რამდენიმე ქართველი დედოფალი და არა ერთი სხვა ლაზი-გურჯი. 

ალბათ, ეს ნაბიჯი ნამდვილად არ შეუწყობს ხელს თურქეთის სახელმწიფოსა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, ევროკავშირსა და რაც მთავარია, ქრისტიანებს შორის ურიერთობებს.

ტაძარი გამოირჩევა შესანიშნავი არქიტექტურითა, ფრესკებით და სამწუხარო იქნება თუ დაიკარგება ტურისტებისა და სპეციალისტებისათვის. თურქეთის სახელმწიფოს, ალბათ, შეუძლია ტრაპიზონში არსებულ სხვა მეჩეთებს მიუმატოს კიდევ არა ერთი სხვა სალოცავი სხვა ადგილას. ხოლო სპეციალისტებს კი შესასწავლად, ტურისტებს კი დასათვალიერებლად, ქრისტიანებსა და ევროკავშირს კი სამეგობროდ დაუტოვოს ტრაპიზონის სოფიის ტაძარი.
 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq