საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სრულიად საქართველო (წერილი მეორე)*
გაიოზ მამალაძე
დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს და მისი ყმადნაფიცი ქვეყნების რუკა. ყვითელი ფერით აღნიშნულია ქართველთა განსახლების არეალი
  წინა წერილში ჩვენ ჩამოვთვალეთ იმ ტერიტორიების სახელწოდებანი, რომელიც მოსტაცეს საქართველოს XX საუკუნეში, ასევე ადრე (ბასიანი, სპერი, ტაო, ქალდეა – ტრაპიზონი და სხვა). 

 თავად ტერმინი ,,სრულიად საქართველო'' არ გულისხმობს მხოლოდ საქართველოს დღევანდელ ,,დე-იურე'' ტერიტორიას, რომელიც 69 500 კვ. კმ-ია. მით უმეტეს, ,,დე-ფაქტო'' 57. 000 კვ. კმ-ს, არამედ ყოველ საქართველოს, ყოველ ქართულ ქვეყანას, კუთხეს, რომელიც ბუნებრივად ერთ მთლიანობად ჩამოყალიბდა ათასწლეულების მანძილზე ქართველი ხალხის მიერ წარმოებული თავდაცვითი ომების, გეოგრაფიული პირობების, ეკონომიკური, კულტურული და რაც მთავარია, დემოგრაფიული ერთიანობის შედეგად.

როგორც ვთქვით, სრულიად საქართველო ნიშნავს ისტორიულ საქართველოს ბუნებრივად შემოსაზღვრულს სხვა ხალხთა საცხოვრისიდან ზღვით, მთებით, მდინარეებით, რომელსაც აქვს ყველა თვალსაზრისით გამოკვეთილი ცენტრი, მეტროპოლია, საიდანაც თანაბრად, ადვილად მისადგომია კულტურული, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური მაგისტრალები ყველა კუთხე-კუნჭულისკენ და საითკენაც თანასწორად და იოლად მიემართება ერთსახოვანი და მდიდარი დემოგრაფიული ძარღვები და კულტურული მრავალფეროვნება.

როდესაც ვამბობთ ,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი'', იგულისხმება, რომ უწმინდესი და უნეტარესი არის არა მარტო ,,დე ფაქტო'' ან ,,დე-იურე'' სახელმწიფოს, არამედ ყოველი ისტორიულად ქართული კუთხის მამამთავარი. ჩვენი პატრიარქების ტიტულატურაში ბევრი რამ არის გაცხადებული.

ტიტულებში და საერთოდ ტერმინებში, ჩანს ხოლმე ერის ფსიქოლოგია და ისტორია. სომხებს XI საუკუნიდან არ ჰქონდაც სახელმწიფო 1918 წლამდე, ამ და სხვა მიზეზების გამო მათი მღვდელმთავარი ყოველთა სომეხთა კათალიკოსია, ჩვენი მწყემსმთავარი კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ორგანიზაცია «თეთრი გიორგის» ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკისა თვალსაჩინო წარმომადგენელი, ემიგრაციული გამოცემების - «მომავალი», «ერის დიდება», «ნასიონ ჟოეჟიენ» დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი, პუბლიცისტი ალექსანდრე მანველიშვილი

ყველასთვის, და ჩვენთვის მით უმეტეს, ჩვენი მიწა-წყალი განსაკუთრებით ძვირფასია,  ჩვენ არ შეგვიძლია ემიგრაციაში ბედნიერება...

სრულიად საქართველო არის სრულიად კავკასიის ბუნებრივი ცენტრი, მეტროპოლია.

თვით უმნიშვნელო, უმცირესი ნაწილის დაკარგვის შემთხვევაშიც კი, საქართველო, ეს ბუნებრივი ერთიანობა ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ის ირღვევა, ქუცმაცდება, იშლება ეკონომიკურად, კულტურულად, სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკურად. გეოპოლიტიკურად იგი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას შიდაკავკასიურ მასშტაბში, ზერეგიონულზე და მეტზე (თუნდაც გეოკულტურის თვალსაზრისით) აღარას ვამბობთ.

სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპრებისთვის ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო სრულიად საქართველოს ბუნებრივ საზღვრებში აღდგენა.

ამის მაგალითი მრავალია. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლთა ბატონობის მიუხედავად, დავით ნარინმა ილაშქრა ტრაპიზონის იმპერიაში და კვლავ სცადა გაევრცელებინა იქ ქართული ინტერესები, როგირც ავტონომიურ სამეფოს ჩაფიქრებულ "იმპერიაში". ასევე, გიორგი ბრწყინვალემ კვლავ ტფილისის ხელისუფლებას დაუმორჩილა ეს ისტორიული ქართული მხარე. ერეკლე მეორემ რუსეთის იმპერიასთან დადებულ ტრაქტატში, სპეციალურ მუხლად შეატანინა მოთხოვნა, რომლის მიხედვით, რუსეთი არა მარტო ქართლ-კახეთის მაშინდელ სამეფოს ხელშეუხებლობას აღიარებდა და კისრულობდა, არამედ იმ მიწებისაც, რომლებიც შემდეგში იქნებოდა შემოერთებულ-გათავისუფლებული.

საქართველოს ოქროს ხანაშიც კი ქართველ პოლიტიკოსებს დიდად არ უზრუნიათ საკუთრივ საქართველოს ტერიტორიის გაზრდაზე და იგი ბუნებრივ საზღვრებში დატოვეს თითქმის, მხოლოდ ყმადნაფიცი სახელმწიფოების გამრავლებაზე და საქართველოს გავლენის სფეროების გაფართოებაზე ზრუნავდნენ. ამის მიზეზი ისევ და ისევ ბუნებრივი საზღვრების შეგრძნებაში, ეთნიკურ-დემოგრაფიული კრისტალობის

დაცვის მცდელობაში უნდა ვეძებოთ მხოლოდ სომხური მხარეები (ანისის და დვინის) შემოუერთეს უნიტარულ საქართველოს და ალბანური (ქრისტიანული მხარე) კაბალა (შესაძლოა, ყაბალაში ქართული მოსახლეობაც იყო, ან ალბანიზებული).

სომხები ჩვენს წინაპრებს შეცდომით იბერიულ-კავკასიური მოდგმის, ანუ მონათესავე ეგონათ და დიდის ინტენსივობით ავრცელებდნენ არმენებში მართლმადიდებლობას და ქართულ ენას.

როგორც კი ერთხელ მოიშალა ბუნებრივი საზღვარი, ანუ ჩვენებმა როგორც კი დაუთმეს ტრაპიზონის იმპერია თურქებს 1461 წელს, ყველაფერი თავდაყირა დადგა და რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიშალა და მერე მთელი ჩვენი ყოფილი ყმადნაფიცები და მეზობლები წამოგვესივნენ.

საქართველოს ერთიანი სხეულის აღდგენის მცდელობა თავისთავადი და აუცილებელი იყო ყოველ დროში, ამას კარგად გრძნობდნენ არა მარტო საქართველოს მესვეურები.

ახლა გავიხსენოთ ალექსანდრე მანველიშვილის სიტყვები, თუ სად გადიოდა ჩვენი ქვეყნის საზღვარი:

 1. დასავლეთით – შავი ზღვა;

2. ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი ქედი: საზღვარი იწყება მდ. მაკოფსეს შესართავიდან შავ ზღვასთან, იქ სადაც კავკასიონის ქედი უახლოვდება შავ ზღვას. ხაზი მისდევს მდ. მაკოფსეს დიდ ფსეუხშოს მწვერვალამდე. შემდეგ მიყვება მდინარეებს ტუაფსესა და აშეს წყალთგამყოფ ხაზს და მიადგება კავკასიონის მთავარ ქედს გოიტიხის უღელტეხილიდან 20 კოლომეტრზე სამხრეთ აღმოსავლეთით. აქედან მიყვება მთავარ ქედს ვაინ-ფარსის მწვერვალამდე. შემდეგ მიყვება ყაზბეგის მთის სისტემას შავი კლდის მწვერვალამდე. აქედან ხელმეორედ მიჰყვება კავკასიის მთავარ ქედს 11389 ფუტის სიმაღლის მწვერვალამდე, რომელიც იმყოფება ზაქათალის ოლქის მიჯნაზე (მთ. ,,კარა კაია'');

3. აღმოსავლეთით – საზღვრის ხაზი დაშვებული ზემოხსენებული 11389 ფუტ

ის სიმაღლის მწვერვალიდან კავკასიონის ქედისა, გაივლის შემდეგ მწვერვალებს: ქასაპს, უსახელო მწვერვალს 8568 ფუტის სიმაღლის, უსახელო მწვერვალს 3682 ფუტის სიმაღლის მდინარე ყაშყაჩაიმდე, მწვერვალიდან 4 კილომეტრის მანძილზედ. ხაზი მიჰყვება ამ მდინარეს, სანამ ის შეერთვის მდინარე აგრიჩაის. შემდეგ  გაივლის ბოზდ-დაღის მწვერვალს და მიდის მდინარე მტკვრამდე მდინარე ალაზნის შესართავთან. აქედან მიყვება მდინარე მტკვარს ხრამ-ძეგამის შესართავამდე. შემდეგ გაყვება ჩათინის მთებს და მივა სამხრეთით ბამბაკის მთებამდე;

4. სამხრეთით – მდინარე ძეგამის სათავეებიდან საქართველოს საზღვარი გაჰყვება ბამბაკისა და ბეზობდალის მთებს შორის (საქართველოში რჩება ლორი). შემდეგ ცოტა შიგნით შემოწევით გარს შემოუვლის აზბალას მთას (მთა რჩება სომხეთში), შემდეგ მიდის სამხრეთით, საქართველოში ტოვებს ჩილდირის ტბას. მერე მიჰყვება მდინარე არაქსისა და მდინარე მტკვრის წყალთგამყოფ ქედს. შემდეგ ხაზი შემოუვლის თორთუმს, გაიარს არზრუმის ახლოს, მამახათუნზედ, კარგა შიგნით ტოვებს ბაიბურთს, გაივლის გვიმიშხანის გარეთ და მიდის შავ ზღვაზედ კერძახთან ახლოს, ტრაპიზონის კარგა მოშორებით. ეს არის ისტორიული საზღვრები''.

ალ. მანველიშვილის ეს მონახაზი მეოცე საუკუნის გადასახედიდანაა დანახული, როდესაც საქართველოს უკვე დაკარგული აქვს ,,ზღვებითგან ზღუამდის'' ზესახელმწიფოს სივრცეები, რომელიც ჰქონდა მას XII-XV საუკუნეებში, აქ ლაპარაკია საქართველოს საკუთარ ეთნიკურ ტერიტორიებზე. ძველ დროში, რასაკვირველია, ეთნიკური განფენილობა ქართველთა გაცილებით ფართო სივრცეებს მოიცავდა და მეოცე საუკუნის მონახაზი მას ვერ შეედრება. თუმცა, რამდენიმე ადგილას დაზუსტება მაინც საჭიროა, რასაც შემდეგ შემოგთავაზებთ.


---

* - ეს წერილი დაიწერა რუსეთის მიერ აფხხაზეთისა და ცრდილო ქართლის ოკუპაციამდე, 2008 წლამდე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq