საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სრულიად საქართველო (წერილი პირველი)
გაიოზ მამალაძე

საქართველოს სახელმწიფოს, ყოველი ქართველის უდიდესი მიზანია ქართველი ერის მარადიული არსებობის უზრუნველყოფა და ქართული ცივილიზაციისათვის სასიცოცხლო სივრცის დაბრუნება.

ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ისტორიული საქართველოს ტერიტორია აზოვის ზღვამდე უწევდა (,,ზღვებთაგან ზღვამდის'', ანუ შავი და აზოვის ზღვებიდან კასპიის ზღვამდე). უფრო მეტიც, ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ნაწილი სამხრეთის მხრიდან საქართველოს დაქვემდებარებაში იყო თამარი მეფის მიერ საქართველოს ავტონომიურ ერთეულად შექმნილი ტრაპიზონის იმპერიის მეშვეობით, სადაც გავლენა ჰქონდა ტრაპიზონს. თუმცა მანამდეც, დავით აღმაშენებლის დროიდან არსებობდა ამ ტერიტორიებზე საქართველოს გავლენა.

XII-XIII საუკუნეების საქართველოს შეიძლება ვუწოდოთ: კაფადან (ქერჩის ნახევარკუნძულიდან) დარუბანდამდე, ოვსეთიდან ვანის ტბამდე, სინოპიდან არდაველამდე. ამ საზღვრებში საქართველო ყოველთვის ცდილობდა აღდგენილიყო და ახერხებდა კიდეც ისეთი უბედურებების შემდეგაც კი, როგორიც იყო მონღოლთა ბატონობა ან თემურ-ლენგის შემოსევები.

1921 წელს საქართველოს ანექსიის შედეგად (საფუძველი მანამდე ჩაეყარა ამას) რსფსრ-მ, ისედაც ძალზედ შემცირებული საქართველოს ტერიტორია კიდევ უფრო შეამცირა. ისტორიული ქართული მხარე – ჯიქეთი პირდაპირ თავის ფედერაციას შეუერთა. იქიდან გამოდევნა ქართველი მოსახლეობა და რუსები და სომხები ჩაასახლა. ასე მიისაკუთრა რსფსრ-მ ნიკოფსიის მხარე. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით რუსეთმა აგრესია კიდევ უფრო გააღრმავა. ხელოვნურად შექმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა სამასიოდე წლის წინ ჩამოსახლებული აფსუებისათვის, რომლებიც გამოცხადდნენ ავტოქტონ ეთნოსად ნამდვილი აფხაზების – ქართველების მაგიერ. 1992-1994 წლების ანექსიით ეს მხარეც ჩამოაშორეს საქართველოს იურისდიქციას.

საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან ანექსიის შედეგად რუსეთმა წაგლიჯა ისტორიული დვალეთი და ე. წ. ჩრდილოეთ ოსეთს მიუერთა. იქაური მოსახლეობა ან გაასახლეს, ან ძალით გააოსეს (ეს პროცესი საუკუნეების განმავლობაში  მიმდინარეობდა. ოსთა შორის მრავლადაა ქართული, დვალური წარმოშობის გვარები, ასევე ქართველთა შორის). ხევის ნაწილიც, ქედებიანი მხარე ოსეთს მიუერთეს.

რუსთა და ოსთა აგრესია ამით არ ამოწურულა.

კავკასიის ქედის გადმოღმა, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, მის ჩრდილოეთ ნაწილში (ჩრდილო ქართლში) ყოველგვარი ლოგიკის გამორიცხვით შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ოსების სასარგებლოდ ნაძალადევად შეიცვალა დემოგრაფიული სურათი ამ ტერიტორიაზე. სულ ახლახანს კი რუსულ-ოსური აგრესიის შედეგად ეს კუთხეც ჩამოაცილეს თბილისის იურისდიქციას (ახლა კი მისი „დამოუკიდებლაბაც“ აღიარა აგრესორმა რუსეთმა).

ჩრდილოეთის მხრიდან რუსეთმა საქართველოს ჩამოაჭრა კავკასიონის ქედის ნაწილი და ჩეჩნეთ-ინგუშეთს მიუერთა (სხვათა შორის რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ქართული ისტორიული ძეგლებიც დაზარალდა).

საქართველოს აღმოსავლეთის მხრიდან, - რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ანექსიის მერე, აზერბაიჯანმა რუსებისავე ხელშეწყობით, - წაართვა კამბეჩანის დიდი ნაწილი (იგივე ყარაია) და საინგილო (ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი). დღემდე ინგილოები (ჰერები) აზერბაიჯანის სახელმწიფოში საკმაოდ ცუდად გრძნობენ თავს ეროვნული თუ რელიგიური თვალსაზრისით.

ჩვენი სამშობლოს უბედურებით ისარგებლეს სომხებმაც და რუსთა დახმარებით მიითვისეს ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ლორე-ტაშირი, სომხურად ქართველთა ველად – ვრაც დაშტად წოდებული ძირძველი ქართული მხარე, მიუხედავად იქაური მოსახლეობის წინააღმდეგობისა.

რუსი, ოსი, აზერბაიჯანელი და სომეხი ბოლშევიკების მიერ საქართველოს ტერიტორიების ჩამორთმევა სრულიად უკანონოდ, ძალადობით მოხდა და ამის დამტკიცება ადვილია. ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ როგორც ტერიტორიათა ანექსია. დღეს მსოფლიო პოლიტიკა სახელმწიფოთა ტერიტორიების ცვლილებებს არ ცნობს. მაგრამ ისტორიაში აუცილებლად დგება ტერიტორიათა ხელახალი გადანაწილების მომენტები. მით უმეტეს, რომ რუსეთს უსათუოდ მოუწევს კავკასიიდან წასვლა. იმ დროისათვის თუ ჩვენი სახელმწიფო ძლიერი იქნება, კავკასიური სახელმწიფოები იძულებული იქნებიან, კავკასიის გეოპოლიტიკურ ცენტრს, ლიდერს, კავკასიის მეტროპოლიას, საქართველოს ანგარიში გაუწიონ.

თურქეთმა საქართველოს მეოცე საუკუნეში, რუსეთთან თანამშრომლობით, 1921 წლის ანექსიის შედეგად წაართვა შემდეგი ოლქები: ჩრდილის, აბოცის, არტაანის, შავშეთის, კლარჯეთის, კოლას, ტაოს, ოლთისის, თორთომის, პარხალის, სპერის, აღმოსავლეთ ლაზეთის, ისტორიულად ქართული ოლქები, სადაც უამრავი ქართველი

მაჰმადიანი ცხოვრობდა. ეს არის ფაქტი სამცხე-საათაბაგოს უდიდესი ნაწილის ანექსიისა. უფრო ადრე თურქეთმა მიისაკუთრა მესხეთის სხვა ოლქები: კარული ქვეყანა, კარნიფორი, ბასიანი, აგრეთვე ძველი დიაოხის ცენტრი კარნუ-ქალაქის, არზრუმის მხარე.

აქვე უნდა გავიხსენოთ ტრაპიზონის იმპერიის ტერიტორიები. ისტორიულმა ძნელბედობამ ხელი შეუშალა საქართველოს ამ მიწების სრულ შემოერთებაში, რომლებიც ოდითგანვე ქართული ტომებით იყო დასახლებული და რომლებიც ძველი კოლხეთის და ლაზიკის ისტორიული ნაწილია. დღესაც იქაურობას ყველა განიხილავს, როგორც ლაზეთს. თურქეთში რამდენიმე მილიონი ქართველი ცხოვრობს, ლაზეთში (აღმოსავლეთ, შუა და დასავლეთ ლაზეთში), შავშეთში, კლარჯეთში. ასეთი რესურსი ნებისმიერი ერისათვის საოცნებოა. როგორც ვთქვით, ეს ტერიტორიები უცხო ცივილიზაციის მიერ მიტაცებულია. ცივილიზაციას კი ახასიათებს მხოლოდ ტაქტიკური უკან დახევა და ფარული საშუალებების: მისტიკური, ქვეცნობიერი და ა. შ. ამოქმედება.

თურქეთს უზარმაზარი ხიფათი ელის ქურთებისაგან. არა მგონია, თურქეთმა ასეთი ტერიტორიული მთლიანობით დიდხანს გაძლოს. იგი იძულებული იქნება დემოკრატიას ანგარიში გაუწიოს და არათურქულ ეთნოსებს კულტურული ავტონომიები მისცეს. ქურთები კი ამას არ დასჯერდებიან. ქურთისტანის ავტონომიას ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვება. ორმოცმილიონიანი ეთნოსი, როცა იქნება, აუცილებლად მოიპოვებს სახელმწიფოებრიობას. მით უმეტეს, რომ ეს ეთნოსი მხარს უჭერს ანტიტერორისტულ კოალიციას ერაყში. ამას დაუფასებენ, ოღონდ ერაყი დაიშალოს (ავტონომიებად მაინც); ეს კი მომავალში რეგიონის პოლიტიკურ რუკას ძლიერ შეცვლის. იმ დროისათვის მზად უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკური რუკის ცვლილებაში, ანუ ტერიტორიათა გადანაწილებაში მონაწილეობა მივიღოთ.

რასაც ახლა ჩვენ ვწერთ, მსგავსი გეგმები დიდი ხანია მუშავდება თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ასევე ქურთების, აფსუების, ოსთა პოლიტიკურ წრეებში. ყოველ ნაციას, ყოველ სახელმწიფოს სჭირდება ასეთი რამ. ნაცია, რომელიც არ ფიქრობს მომავალზე, მომავალი არა აქვს.

რესურსი, როგორც ვთქვით, ქართული ცივილიზაციას, ივერიულ ცივილიზაციას საკმაოდ აქვს, როგორც ტერიტორიული, ასევე დემოგრაფიული. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მას. ღმერთმა თქვა – ხელი გაანძრიე და გიშველიო!


მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq