საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სრულიად საქართველო (ნაწილი მესამე)
გაიოზ მამალაძე

(იბეჭდება შემოკლებით)

ახლა გავიხსენოთ თუ რამდენი ათასი კვადრატული კილომეტრია დაკარგული.  

ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან საქართველოს (კავკასიელების) საზღვრის აღდგენა აზოვის ზღვამდე სრულიად გამოდევნის რუსეთს შავი ზღვის აუზიდან, რაც შავ ზღვაზე გამავალი ყოველი ქვეყნის, და არა მარტო მათი, სრულიად გამართლებული სურვილია. 

არა ერთი ქართველი მეცნიერი, ძველი ბერძნული, ქართული წყაროებისა და ევროპული რუკების საფუძველზე ასკვნის და გამართული არგუმენტებით, რომ საქართველოს ძველი საზღვარი გადიოდა მდინარე ყუბანი სადაც უერთდება შავ ზღვას, ანუ ტამანის ნახევარკუნძულთან ახლოს, გასაგებად რომ ვთქვათ, დღევანდელი საქართველოს დე იურე საზღვრიდან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალაქ ტუაფსედან საკმაოდ ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით ქალაქ ანაპასთან, ქალაქ ნოვოროსიისკის ჩრდილო დასავლეთით...

ჩვენ რომ მხოლოდ ნიკოფსის ოლქზე ვისაუბროთ, ვითარება ასეთია. ძველი ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების მიხედვით დღევანდელი ქალაქის, ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით არსებობდა უძველესი ქალაქი - ძველი ლაზიკა. შემდგომში ამ ქალაქს უწოდეს ნიკოფსია.

 დავით აღმაშენებლისეული ფორმულის ჩრდილო ნაწილი ,,ნიკოფსიდგან დარუბანდამდისა ზღვადმდე'', სულაც არ ნიშნავს, რომ ,,ნიკოფსია'' არის ერთი სასაზღვრო წერტი – ციხე-სიმაგრე ნიკოფსი (ტუაფსეს მიდამოებში), არამედ ეს არის მთელი ოლქი ისევე, როგორც ,,დარუბანდისა ზღვადმდე'' არ ნიშნავს ერთ სასაზღვრო წერტს, არამედ ამ ზღვის მთელ კავკასიურ სანაპიროს.

ამ მონაკვეთში ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ჯიქეთს ვუწოდებთ დღეს (სოჭის ოლქი, ისტორიული სანიგეთი), ტუაფსემდე არის თითქმის 3500 კვ. კმ. ეს მხარე იმპერიულმა რუსეთმა ზეწოლის შედეგად საქართველოს დაათმობინა.

ისედაც შეთხელებული ქართული მოსახლეობა თითქმის მთლიანად გამოდევნა და სომხებისა და რუსების გამრავლება-ჩასახლებას შეუწყო ხელი. ჯიქიძეები, ჯიქიები, შარვაშიძეები და სხვა ქართული გვარები ამ ტერიტორიის კანონიერი მემკვიდრეები ვართ. ეს ტერიტორია სტრატეგიულად, როგორც ვთქვით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩრდილოეთით დვალეთ-ხევის ნაწილი, რომელიც საქართველოს წაართვეს არის დაახლოებოით 600 კვ. კმ.

იქ არის უძველესი ქართული სასაზღვრო-სტრატეგიული ციხე-კოშკები კასრის, დავითის, ხილაკას და სხვა. ასევე, თლის, უფრო აღმოსავლეთით ტყობარდის ბაზილიკა და სხვა.

დვალეთს დიდს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები ოდითგანვე და ცდილობდნენ მისი კლიტეები ყოველთვის ხელთ ჰქონოდათ და არ დაეთმოთ ეს მხარე. მაგრამ ყივჩაღთა მოწოლის შედეგად ოსებმა ამოიწიეს ჩრდილო კავკასიის ბარიდან მთაში და ნელ-ნელა დვალეთსაც მოაწვნენ, შემდეგ რუსებმაც ხელი შეუწყვეს ამაში. დვალების ტომი ერთი პერიოდი ბაცბური (იბერიულ-კავკასიური) წარმომავლობისად მიაჩნდათ, ახლა კი მიღებული თვალსაზრისია, რომ ისინი წმინდა ქართული წარმომავლობისანი იყვნენ. მათი შთამომავლებია დვალი, დვალიშვილი, დვალაძე, დვალაშვილი, ქასრაძე, ცხოვრებაშვილი და სხვა.

საქართველოს კუთვნილი დვალეთის (იგივე არდონის) მხარე რუსმა და ოსმა ბოლშევიკებმა მოსტაცეს საქართველოს. ამ ტერიტორიას დღესაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის კავკასიის ხერხემლის – კავკასიონის ქედის ცენტრალური ადგილი, სადაც შეიძლება გადაიკეტოს რუსეთის ინტერესების სამხრეთული ვექტორი. ასევე, აქვე უნდა გადაიკეტოს ,,დიდი ალანიის'' ავადმყოფური იდეის ოცნება. ამ ტერიტორიის ნაძალადევად წართმევის შესახებ ჩვენ ყველა დავის მოგება შეგვიძლია მომავალში, განსაკუთრებით მსოფლიოს გლობალური პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში. საერთოდ, ჩვენი წერილი იმ პერიოდისთვის და იმ პერიოდისთვის მზადებისთვის იწერება.

საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლშევიკურმა აზერბაიჯანმა, მოღალატე ქართველების დახმარებით, მეოცე სააუკუნეში ჩამოაცილა 3564 კვ. კმ. ტერიტორია, რომელსაც საინგილოს სახელით ვიცნობთ.

ეს არის ნაწილი საქართველოს აღმოსავლეთისა, რომელსაც ჰერეთი ერქვა. აქ ცხოვრობდნენ კახები და ჰერები. დღეს იქ ცხოვრობენ ქრისტიანი და მუსულმანი ჰერები (ინგილოები). ეს მხარეა გობის საეპისკოპოსო, აქ იყო ლექეთის, ქუმის ტაძრები, ქალაქები – ჰერეთი, კახი და სხვა. ინგილოებთან ერთად აქ ცხოვრობდნენ შაჰ-აბას I-ის მიერ ჩასახლებული თათრისა და დაღესტნის ტომები, რათა იქ ქართული ეთნოსი შეეცვალათ.

საინტერესოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იქაური დაღესტნელები: ლეკები, ავარები, დიდოელნი ითხოვდნენ საქართველოს ქვეშევრდომობას, რა თქმა უნდა, ჰერებიც.

აზერბაიჯანმავე მიიტაცა ისტორიული კამბეჩანის და ჰერეთის ნაწილი: წითელი ხიდიდან, მტკვარ-ხრამიდან მტკვრის მთელი მარცხენა სანაპიროს მხარე მტკვარ-იორ-ალაზნის შესართავამდე (ახლანდელი მინგეჩაურის წყალსაცავი). ეს ტერიტორია არის დაახლოებით 1500 კვ. კმ.

ბერთუბნის ეკლესია – გარეჯის წმინდა უდაბნოს ნაწილი აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, ასევე ხუნანის ციხის ნაშთები და სხვა. საქართველოს სახელმწიფო და ეთნიკური ზეობის ხანაში ქართველთა განახლების ტერიტორია გაცილებით მეტი იყო ამ მხარეში, აღმოსავლეთში.

სამხრეთის მიმართულებით რუსი და სომეხი ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ლორეს მხარე, იგივე ქვემო ქართლის მიწები, იგივე გოგარენე, ანუ გუგართა ქართული ტომის საცხოვრისი, სომხურად ვრაცდაშტი – ქართველთა ველი, არის 3812 კვ. კმ.

ეს მხარე სხვა ისტორიულ მხარეებთან ერთად (გარდაბნის საერისთავოს დიდი ნაწილი, აბოცის - აშოცის მხარე) ახლა სომხეთის შემადგენლობაშია. ლორე-ტაშირში ირანმა თავის დროზე ჩაასახლა თათრის ტომები, რათა ტფილისისათვის მოეშალა ბუნებრივი საზღვარი – ბამბაკის მთები, რომელიც სამხრეთიდან იცავს თბილისს და ეთნიკური სურათი ქართულის საწინააღმდეგოდ შეეცვალა. აქაური მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ლორეს სომხეთისათვის გადაცემისა. ამ აქტით ბოლშევიკმა სომხებმა და რუსებმა სასაზღვრო ხაზი გაატარეს ყოვლად უადგილო ადგილას. გეოგრაფიულად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად გაუმართლებელ ტერიტორიაზე.

ლორეს მიწების ერევნის გუბერნიისთვის მიერთება სომხებმა მრავალჯერ სცადეს ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს და დიდი ქრთამებიც გაიღეს. მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ვინაიდან ყველა კომისია, რომელიც ამ საკითხის გამო იქმნებოდა, ერთხმად ადგენდა, რომ ეკონომიკურად ლორესთვის გაცილებით მისაწვდომია  ტფილისი, მით უმეტეს, ზამთარში, - ვიდრე ერევანი (მით უმეტეს ძველ დროში, როცა არ იყო სამანქანო და სარკინიგზი კომუნიკაციები, როცა ერები ყალიბდებოდა). ეს ტერიტორია ჩვენი რომ არ ყოფილიყო, ვახტანგ გორგასალი სატახტოს მცხეთიდან ტფილისში კი არა, გორისკენ გადაიტანდა. 

აქორის, ახტალის, ქობულის მონასტრების ქვებს, ალბათ, ენატრებათ ქართლოსის შთამომავლების ენაზე წირვა.

მეოცე საუკუნეში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით საქართველომ დაკარგა ისტორიული სამცხე – საათაბაგოს სულ ახლად დაბრუნებული ნაწილები: შავშეთი, ჩრდილი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ფოცხოვი, ოლთისი. ეს იყო 1914 წლის რუსეთის საზღვარი. სულ ეს ტერიტორია არის 12115 კვ. კმ. დემოკრატიული საქართველოს მესვეურებმა და მიუხედავად მრავალი ბრძოლისა და ომისა თურქებთან, რუსებთან და სომხებთან და დიდი დაპირისპირებისა დიპლომატიურ ნიადაგზე სომხებისა და სხვების მიერ მოსყიდულ ინგლისელ პოლიტიკოსთაგან, პარიზის საზავო კონფერენციაზე მიაღწიეს საქართველოს ცნობას იმ საზღვრებში, რომლის მიხედვით ჩვენ გვიბრუნდებოდა აღმოსავლეთ ლაზეთი და ლიმანი რიზეს ჩათვლით, სპერი, თორთუმი ზემოთჩამოთვლილ მესხეთის ოლქებთან ერთად. რატომღაც ყარსზე ჩვენებმა თქვეს უარი სომხების სასარგებლოდ, მიუხედავად აზერბაიჯანელთა წინააღმდეგობისა – ისინი სამართლიანად ითხოვდნენ ყარსის (კარნუ-ქალაქის) საქართველოსთვის დაბრუნებას, როგორც მისი ისტორიული ოლქისა. ამ მოთხოვნის დასმა ზ. ავალიშვილის თქმით, ქართულ დელეგაციას ემძიმებოდა, ვინაიდან თავიდან ჩვენებმა მოითხოვეს ყარსის ოლქის მხოლოდ ორი ,,ოკრუგი'': არდაგანის (არტაანის) და ოლთისისა. აი, როგორი სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე იდეოლოგიურ შეუმზადებლობას და მორიდება-დათმობებს პოლიტიკაში.

ორიოდე თვეში თურქეთის სულთანს ანტანტა აიძულებს ხელი მოაწეროს სევრის ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ოსმალეთს ჩამოშორდა თრაკია, ადრიანოპოლი, გალიპოლი, არაბეთი, სირია, პალესტინა, მესოპოტამია, არმენია, ქურთისტანი.

აქაც თავი იჩინა ჩვენმა მოუმზადებლობამ, როცა სომხები მთელს მსოფლიოს ყალბი რუკებით ატყუებდნენ, რომლებზეც ტრაპიზონი, არზრუმი, მესხეთი, ყარსი, ბათუმი, გორი და მცხეთა-თბილისი სომეხთა ისტორიულ-ეთნიკურ საკუთრებად საღდებოდა. მაშინ ქართველები კრინტსაც არ ძრავდნენ ტრაპიზონის მოთხოვნის გამო. და მოხდა სრულიად წარმოუდგენელი, არმენიას სევრის ხელშეკრულებით გადაეცემოდა ბითლისისა და ვანის და, რაც ყველაზე სასაცილოა, არზრუმის და ტრაპიზონის ვილაეთები. მართალია, მსოფლიოში გამარჯვებული ძალა – ანტანტა ამ ხელშეკრულებით აღიარებდა, რომ სომხეთს თავისი საზღვრები საქართველოსთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკების შედეგად უნდა დაედგინა, ანუ საქართველოს შეეძლო სხვადასხვა ძალისხმევით შეეერთებინა ის კუთხეები, რომელსაც თავისად ჩათვლიდა არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაეთებიდან და ეძლეოდა შანსი სამხრეთ-დასავლეთით თამარისეული საქართველო აღედგინა, მაგრამ, ვფიქრობ, ქართული იდეოლოგია და დიპლომატია ამ დროისათვის უფრო წინ უნდა ყოფილიყო წაწეული, მთელი მსოფლიოსათვის უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ არზრუმისა და ტრაპიზონის ვილაეთებიდან არმენიას ერთი მტკაველიც არ ეკუთვნის ისტორიულად. ეს მხარე არის ისტორიული დიაოხისა და კოლხეთის ტერიტორია, აქ და მესხეთში, ყარსის ჩათვლით, ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველთა ტომები. ხოლო იმ დროს, როცა სომხები გამოვიდნენ არამიდან და მოვიდნენ სამხრეთ კავკასიაში, არზრუმისა და ტრაპიზონის, ასევე ყარსისა და მესხეთის ქვეყნებში სახლობდნენ წმინდა ქართული ტომები ხალდები (ხალიბები), მოსინიკები, მაკრონები, მატიენები, ტაოხები, სასპერები, სანები (ჭანები), იგანიეხები (ჰენიოხები) და სხვა. მართალია სხვადასხვა დროს სომეხთა აგრესიის ან სხვათა მიერ სომეხთა დევნის და მათი ქართულ მიწებზე შემოსვლის შედეგად მოსახლეობის ერთი ნაწილი სომხური ხდებოდა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები სომხეთისაა.

ალ. მანველიშვილის თქმით, ,,ლაზიკა, ტრაპიზონი, გვიმიშხანა, ჯანიკი, ბაიბურთი, თორთუმი, ლივანა შეიცავს სივრცით 38608 ვერსტს''. ეს თითქმის 31 000 კვ. კმ-ია. თუმცა, ალ. მანველიშვილს, როგორც ზემოთ (მეორე წერილში) აღვნიშნეთ, სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი მოაზრებული აქვს ყარსის (კარის), ანუ კარული ქვეყნის, არზრუმის (კარნუ-ქალაქის) ქვეყნის და დასავლეთ ლაზეთის (ტრაპიზონის იმპერიის დასავლეთი) მიწების გარეშე. ესეც არა ერთი ათასი კვადრატული კილომეტრია.

საბოლოო ჯამში, როგორც ვთქვით, იმდროინდელი საქართველოს მესვეურებმა მრავალი პოლიტიკური და იდეოლოგიური შეცდომა დაუშვეს, რომელთა გამოსწორებაც შეიძლებოდა. მაგრამ სამხედრო ძალის ჯეროვნად ვერჩამოყალიბებისა და ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური გეგმის არარსებობის გამო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა. საქართველომ დაკარგა მრავალი ათასი კვადრატული კილომეტრი მიწისა ყველა მიმართულებით და დამოუკიდებლობაც.

გასათვალისწინებელია და გადასაღებია, ალბათ, დამარცხებული თურქეთის მაშინდელი ლიდერის ათა-თურქის და მისი თანამოაზრეების სამხედრო-პოლიტიკური და იდეოლოგიური კურსი, რომლის ძალითაც შეძლეს მაქსიმუმი და შეინარჩუნეს თურქეთის სახელმწიფოებრიობა და იმპერიაც.

ქალდეა, მესხეთი, ანუ სამხრეთ-დასავლეთი კოლხეთი არის ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი კერა. შემთხვევითი არ იყო აშოტ ბაგრატიონის დამკვიდრება და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა ამ მხარეში. აქ ჩამოყალიბდა საქართველოს, ქართული ენის, ბაგრატიონების მესიანისტური იდეოლოგია; აქ შეიქმნა ფორმულა ,,ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების''... აქედან დაიწყო საქართველოს და კავკასიის გაერთიანება.

დღესაც ახსოვთ ანჩის, იშხანის, ბანას, დადაშენის, ტბეთის, კარის, ვალაშკერტის, გემუშთენეს, ტრაპიზონის, რიზეს საეპისკოპოსებს ქართველი მღვდელმთავრების ქადაგებანი ქართულითა ენითაი.

ხანძთას, შატბერდს, ბერთას, ოპიზას, ოქრობაგეთს – გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების და თამარ მეფის მადლიანი ლოცვა.

სინოპს, სამსუნს, კოტიორას, კერასუნტს, ტრაპიზონს, ბაიბურთს, ბასიანს, არზრუმს, კარს – შალვა და ივანე ახალციხელების ხმალთა ელვისლეკური.

არტანუჯს, არტაანს, ჯაყისციხეს – ფარნავაზიანების და მერმე ფარნავაზიან-ბაგრატიონების უფლობა.

დასასრულ, თავი რომ მოვუყაროთ ყოველივე ზემოთქმულს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უზარმაზარი რესურსი გვაქვს პერსპექტივაში, როგორც ტერიტორიული, ასევე დემოგრაფიული (დემოგრაფიულზე სხვა დროს).

ისტორიას ახასიათებს მრავალი კანონზომიერება. ერთ-ერთი ასეთია: ხალხი, რომელიც იპყრობს სხვა ხალხის, სხვა ცივილიზაციის ტერიტორიას, ვერასოდეს იქნება ბედნიერი, მუდმივი ცივილიზაციური რყევებისთვისაა იგი განწირული (ამას ღრმა მიზეზები აქვს, რომელთა შესახებ სხვა დროს);

ასევე ხალხი, რომელიც არ მიესწრაფვის საკუთარი ცივილიზაციის კანონიერ ფარგლებში აღდგენას, ვერასოდეს გახდება ბედნიერი და დასაღუპადაა განწირული. ამიტომ ვესწრაფოთ ბედნიერებისაკენ.

საქართველო ჩვენია!

ნიკოფსიიდან დარუბანდამდის!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq