საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

ალექსი I დიდი კომნენოსი - ტრაპიზონის პირველი იმპერატორი - ლაზთა მეფე
გია მამალაძე
ტრაპიზონის პირველი იმპერატორის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში ასე წერია:


"ალექსი I დიდი კომნენოსი (ბერძნ. Αλέξιος Α΄ Μέγας Κομνηνός; დ. 1181, კონსტანტინოპოლი, ბიზანტია – გ. 1 თებერვალი, 1222, ტრაპიზონი, ტრაპიზონის იმპერია) — ტრაპიზონის იმპერიის პირველი იმპერატორი 1204–1222 წწ. კომნენოსების დინასტიის დამაარსებელი.


ალექსი იყო ბიზანტიის კარის სევასტოკრატორის მანუელ კომნენოსის და საქართველოს მეფის გიორგი III-ის ასულის რუსუდანის შვილი. 1185 წელს კონსტანტინოპოლში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიღუპა მისი მამა და პაპა ანდრონიკე I, ალექსი და მისი ძმა დავითი საიდუმლოდ გადავიდნენ საქართველოში, სადაც უკვე მათი დეიდა თამარი მეფობდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია კარგად გამოიყენა თამარ მეფემ და ტრაპიზონის იმპერია ჩამოაყალიბა, რომლის იმპერატორადაც თავისი დის შვილი ალექსი I აკურთხა".


ქართული წყაროებით არ მტკიცდება, თითქოს ალექსი თამარის დის შვილი ყოფილიყოს. ქართული ისტორიოგრაფია ამას არ ცნობდა, ალექსი მიიჩნეოდა ბიზანტიაში გათხოვილი დავით აღმაშენებლის ასულის შთამომავლად. ბოლო ხანს ინტერნეტში გამოჩნდა მონაცემები, თითქოს ალექსი კომნენოსი თამარ მეფის დისწული ყოფილიყოს... ძნელი სათქმელია, იქნებ რომელიმე  ბიზანტიური წყაროი გვამცნობს ამას, მაგრამ, ძალიან საინტერესოა, ეს როგორ უნდა გამორჩენოდა ქართველ მემატიანეებს, არც ერთს არ აქვს ეს ცნობა აღნიშნული, ან როგორ მიათხოვა დავით აღმაშენებლის შვილიშვილმა, გიორგი მესამემ თავისი მამიდის ვაჟს ქალიშვილი. 


ერთი რამ კი ნამდვილად უდავოა, ალექსი კომნენი გაიზარდა საქართველოში ქართულად და გახდა ისტორიული ქართული მიწების - ქალდეა-ტრაპიზონის კეისარი, სადაც უმრავლესობა ჭანები (ლაზები) ცხოვრობდნენ. მაშასადამე ის ლაზთა იმპერატორი იყო. სინამდვილეში კი ივერთა მეფე მისი სუზერენი, საქართველოს (ივერიის) მეფეთა მეფე თამარი იყო, ის კი თამარის ქვეშევრდომი და ვასალი იყო, ანუ ერთიანი ქართული სივრცის ერთ-ერთი ნაწილის მეფე.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-27
წინასწარმეტყველისა ელისესი (IX ს. ქრისტეს შობამდე); წმ. მეთოდიოსისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (847).
ელისე - წინასწარმეტყველი და გულთამხილავი
წინასწარმეტყველი ელისე, ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, იყო ელია თეზბიტელის მოწაფე და მემკვიდრე. ღმერთმა ელისე დიდ წინასწარმეტყველად აქცია და მრავალ სასწაულს ახდენდა მისით. ერთხელ, როცა ელისე ქალაქ იერიქონში იყო, ამ ქალაქის მცხოვრებნი მივიდნენ მასთან და უთხრეს: ”კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს...მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა”. მაშინ ელისემ მოითხოვა მოეტანათ ერთი ახალი თასი და შიგ ცოტაოდენი მარილი ჩაეყარათ. როცა თასი მოუტანეს, წყაროსთან მივიდა, შიგ მარილი ჩაყარა და თქვა, რომ უფლის სიტყვით წყალი გამოსწორდებაო.
ნიფონტ ათონელი - წმიდა ბერი
წმიდა ნიფონტ ათონელი (XIV) (ხსენება 14 (27) ივნისს) ხუცესის შვილი იყო და ბავშვობიდანვე ქრისტიანულად იზრდებოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ წმიდანს მღვდელ-მონაზვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ სრული მდუმარებისა და მეუდაბნოობის ღვაწლის წყურვილმა ათონის წმიდა მთაზე მიიყვანა. ნიფონტმა ისეთ წარმატებას მიაღწია თავის ღვაწლში, რომ ჩვევად ექცა ფსალმუნის ზეპირად კითხვა ცალ ფეხზე მდგომს, რათა ფიქრი სხვაგან არ გაქცეოდა. საკვებად მას ჰქონდა მცირეოდენი მშრალი პური, რასაც კვირაში ერთხელ იხმევდა.
gaq