საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

სტალინისა და ორჯონიკიძის ღალატის კიდევ ერთი შედეგი – აზერბაიჯანისთვის გადაცემული ტერიტორიები

პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, 1919 წელს, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ რა საზღვრებში ესახებოდათ მუსავატებს მომავალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა.


მოხსენების მიხედვით, „აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველესი ქართული ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ" (ვ. ნოზაძე, საქართფველოს აღდგომისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ., 1989, გვ. 13).

ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების გათვლა.

ისინი იმ ქართულ პროვინციებს ადებდნენ ხელს, სადაც მოსახლეობას მუსლიმანი ქართველები წარმოადგენდნენ. ამდენად, მათი მოთხოვნა, უპირველესად,  რელიგიურ პრინციპებს ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ეძლეოდა ზღვაზე გასასვლელი, რაც ამ რესპუბლიკას ესოდენ ესაჭიროებოდა.


1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. 28 აპრილს, აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცკ-ს „თხოვნით", რუსეთის მთავრობამ ბაქოში ჯარი შეიყვანა და თავისი დიქტატურა დაამყარა. ამავე დროს, აზერბაიჯანის რევკომმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.


1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა იმ კუთხით, რომ რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ზაქათალას ოლქი საქართველოს შემადგენლობაში.

ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: „რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად იცნოს საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები."


ვინაიდან იმ ხანად ბაქოში რუსეთის პროტექტორატის „ქვეშ" მყოფი საბჭოთა მთავრობა იყო მოკალათებული, ამ უკანასკნელებმა, ბუნებრივია, ცნეს ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ „საქართველოს კონსტიტუციაში" უკვე ცალსახად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება ენიჭებოდა.


საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, სომხეთის მსგავსად, არ გამოუჩენია დიდი ენთუზიაზმი სადავო ტერიტორიების შემოსაერთებლად ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადავო საზღვრების მოსაწესრიგებლად.


1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცკ კავბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, რომლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: „კომისია გადადის მორიგი საკითხის - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე." „ზაქათალის ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებით, აზერბაიჯანის  სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, რომ აღნიშნული რაიონები მას შეუერთონ, მაგრამ მოითხოვს, საქართველომ იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ." (აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლ. თოიძემ და პირველად მან შემოიტანა ქართულ  ისტორიოგრაფიაში. იხ. ლ. თოიძე, საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921-1923 წწ.) თბ., 1999).


თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ მალე ვითარება კარდინალუად იცვლება.

ისევ და ისევ „ზემოდან დაწოლით" 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა.

სხვათა შორის, ამ დროს სტალინი საქართველოშია და ესწრება საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნის სხდომებს.

სტალინი და ორჯონიკიძე პირადად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. ამას ადასტურებს შესაბამისი კომისიების ოქმები.

ამდენად, საინგილოს გასხვისების საკითხი მარტოოდენ ორჯონიკიძის ნება-სურვილით არ მომხდარა და ამ საქმეში იოსებ სტალინიც მონაწილეობდა - ყოველ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ყველაფრის საქმის კურსში იყო. საბოლოოდ, ეს თავსმოხვეული შეთანხმება 1921 წლის 15 ნოემბერს დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.


მთლიანობაში, 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვ. კმ. ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3.564 კვ. კმ-ს, გარეჯის ველი და ქვ. ყარაიას სექტორი - 658 კვ. კმ-ს, ელდარის ველი - 546 კვ. კმ-ს.


http://rubrica.ge/jaba-samushias-rubrika/stalini-orjonikidze-da-saingilo/ 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq