საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

არქანჯელო ლამბერტი - "ნათლისღება სამეგრელოში"

არქანჯელო ლამბარტი (იტალიელი მისიონერი, XVII ს.) აღწერს როგორ ხვდებოდნენ ნათლისღებას სამეგრელოში XVII საუკუნეში. პირველ რიგში წირვა ტარდებოდა, შემდეგ კი წყლის კურთხევა... 

არქანჯელო ლამბარტი 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, ოდიშის სამთავროში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1655, გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია XVII საუკუნის შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა საქართველოს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. არქანჯელო ლამბერტს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „წმინდა კოლხიდა“, რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი ქართულად არ თარგმნილა. ზოგიერთი ცნობით, არქანჯელო ლამბერტი თავისი დროისათვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.

ეს ნაწყვეტია მისი წიგნიდან.

 არქანჯელო ლამბერტი - "ნათლისღება სამეგრელოში"

"ნათლისღების წინა დღე დიდი მარხვაა. შობიდან დაწყებული ამ დღემდე მუდამდღე ხორცსა სჭამენ და ამ დღეს კი თევზსაც არა სჭამენ. ნათლისღ

ების დილას კი თვითეული სახლობა თავის სამრევლო ეკლესიაში მიიჩქარის და მიჰყავს, რაც საუკეთესო ცხენები ჰყავს.

 წირვა რომ დასრულდება, მთელი პროცესია მიდის მახლობელ მდინარეზე, რათა დიდის ამბით აკურთხონ წყალი. ყველაზე წინ მიდის ის, ვისაც ხელში დროშა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიცბუკებს უკრავენ. ამათ შემდეგ დანარჩენი ხალხი მიდის არეულად და უწესრიგოდ. ხალხის შემდეგ მიდის პაპა საეკლესიო ტანისამოსში მორთული და ბოლოს ისინი მიდიან, ვისაც ცხენები მიჰყავს.

 მდინარეს რომ მიუახლოვდებიან, ყველანი რიგზე დადგებიან, გაღმა-გამოღმა, თავიანთი დოქებით წყლის ამოსაღებად. როგორც კი მღვდელი ლოცვებს წაიკითხავს და წყალს აკურთხებს, ხალხი ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა ამოიღოს დოქებით წყალი, რადგან დარწმუნებულია, რომ თუ ამოღება დაუგვიანდა, ნაკურთხს წყალს მდინარე წაიღებსო. ამიტომაც ვინც უწინ ამოიღებს წყალს, იგი დარწმუნებულია, რომ მისი წყალი უფრო წმინდაა და უფრო სასოებითაც ინახავს ამ წყალსა.

 ცხენოსნები კი ჩავლენ წყალში, რამდენჯერმე გავლენ და გამოვლენ მდინარეში იმის იმედით, რომ ამ ნაკურთხი წყლის მეოხებით ღმერთი მთელი წლის განმავლობაში აღარაფერს გაუჭირვებს ჩვენს ცხენებსაო.

 წყლის კურთხევას რომ დაასრულებენ იმავე წესით ყველანი დაბრუნდებიან ეკლესიაში და იქედან წავლენ თავიანთ სახლებში, რათა ეს დღე იდღესასწაულონ ჩვეულებრივი ნადიმის გამართვით და საღამომდე ჭმა-სმაში დროის გატარებით. ”

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq