საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

სოსელოდან სტალინამდე - პოეზიიდან სამშობლოს ინტერესების უარყოფამდე და დიქტატურამდე

1879 წლის 21 დეკემბერს ტფილისის გუბერნიის ქალაქ გორში დაიბადა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, შემდგომში საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი.

დაიბადა ბესარიონ ივანეს ძე ჯუღაშვილისა და ეკატერინე (კეკე) გელაძე-ჯუღაშვილის ოჯახში.
მამა მეწაღე იყო, დედა მოსამსახურე.

1888 წელს მომავალი დიქტარორი შეიყვანეს გორის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1894 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში...

სემინარიაში სწავლისას ლექსებს წერდა, თან რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული...

მარტივი, თუმცა ფაქიზი ლექსების ავტორი, ჭაბუკი ჯუღაშვილი, როდის იქცა პრაგმატულ, დაუნდობელ ადამიანად, ძნელი სათქმელია. რა ტრიალებდა მის გულში, რამ დააყენა ის აგრესიული ინტერნაციონალიზმის გზაზე, როდის გადაწყვიტა ახალგაზრდა სოსომ თავისი ინტერესებისათვის შეეწირა „ივერთ მხარე“, არავინ იცის...

მისი ლექსები საინტერესოა, როგორც პოეზიის, ისე ისტორიული თვალსაზრისით. მართალია, დიდი მწვერვალებისთვის, როგორც პოეტს, სტალინს არ მიუღწევია, მაგრამ ფაქიზი დამოკიდებულება თუ პოეტური მსოფლაღქმა ნამდვილად ჩანს ლექსებში...

დღეს გავიხსენოთ მისი ორი ლექსი: „დილა“ და “თავად რაფიელ ერისთავს“.

ლექსში „დილა“, ჩანს, რომ ყმაწვილი, სიჭაბუკეში შემდგარი სოსელო, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია, კარგად ხედავს, და ლამაზად ხატავს ბუნების მშვენიერებას, ტკბილი სიტყვებით მიმართავს თავის სამშობლოს. ლექსის გმირი თვითონაცაა, და თავის თავს, ზოგადად ქართველ ახალგაზრდობას, უსურვებს კარგი სწავლით გაახაროს სამშობლო. 

მსგავსი სულისკვეთებაა რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილ ლექსშიც. აქაც, ავტორი, მომავალი დიქტატორი სტალინი, სამშობლოსადმი სამსახურის გამო აქებს რაფიელ ერისთავს. საინტერესოა, რომ ლექსს ჰქვია „თავად რაფიელ ერისთავს“, იმ დროისათვის მის შეგნებაში, თავადური წარმოშობა, თავისთავად დანაშაული არ არის. ერის სამსახური, მისთვის, ჯერ კიდევ ზეციდან მოვლენილი პიროვნებების მისიაა. ასეთი სამსახური, მისი აზრით, „ციურ ძეგლს“ იმსახურებს. ლექსში ჭაბუკი ჯუღაშვილი, თავის თავს რაფიელის მემკვიდრედ მიიჩნევს, ქვეცნობიერად უნდა ეს, ოცნებობს რომ „გამრავლდეს მამულში“ რაფიელისნაირი შვილები...

მაგრამ... გავიდა წლები, ლექსებში წარმოდგენილი სულისკვეთება გაქრა. ამბობენ, როცა ამ ლექსებს წერდა, თან ესპერანტოს შეისწავლიდაო...

... მერე კი უყვარდა ხვანჭკარა, ქართული მრავალხმიანი სიმღერები... მაგრამ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა არ ადარდებდა... ისტორიკოსებს აქვთ დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ ისტორიული ქართული ტერიტორიების გასხვისების საქმეში პირადად მონაწილეობდა ამ ლექსების ავტორი.

... იმასაც ამბობენ, პოეტები მთელი სიცოცხლე ბავშვებად რჩებიან, მათი ლექსები ბავშვურად გულწრფელი გრძნობებით არის სავსე.

სტალინმა ვერ შეძლო შეენარჩუნებინა გრძნობათა გულწრფელობა, ან სამშობლოს გულწრფელი სიყვარულიდან გულწრფელად გადაერთო პროლეტარიატის დიქტატურის სიყვარულზე...

დილა

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“.

თავად რაფიელ ერისთავს

როს მშრომელ გლეხთა ვაებით
საბრალოდ აცრემლებული,
ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო,
ერისთვის თავდადებული;
როს ერის კეთილდღეობით
საამოდ აღტაცებული,
სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ,
ვით ზეცით მოვლინებული;
როს დაჰგალობდი სამშობლოს,
ის იყო შენი ტრფიალი,
მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა
გულის წარმტაცი წკრიალი. . .
მაშინ, მგოსანო, ქართველი
თურმე ციურ ძეგლს გიგებდა
და წარსულ შრომას, ვაებას
აწყმოთი აგვირგვინებდა.
შენმა სიტყვებმა მის გულში
უკვე გაიდგა ფესვია,
მოიმკე, წმინდა მხცოვანო,
რაც სიყრმით დაგითესია;
ნამგლად იხმარე ერისგან
გრძნობით ჰაერში ძახილი:
,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს
მამულში შენებრი შვილი!”.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-04-26
წმ. დიმიტრისა, სამშობლოსათვის წამებულისა (ყიფიანი, 1887); მღვდელმოწამისა არტემონისა, ლაოდიკიელი ხუცისა (303); მოწამისა კრისკენტი ლიკიელისა (დაახ. 740); მოწამისა თომაიდა ეგვიპტელისა (476).
მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303)
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე არტემონ ლაოდიკიელი ხუცესი (+303) ხსენების დღეს.
მოწამე კრისკენტი
13 (26) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე კრისკენტი ხსენების დღეს.
gaq