საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

თორნიკე ერისთავმა და ქართველებმა გადაარჩინეს ბიზანტიის იმპერატორი - გიორგი ათონელის მიხედვით
გაიოზ მამალაძე
12 (ახალი სტილით) 25 ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის იოანეს (თორნიკ-ყოფილის) ხსენების დღეს. გარდაიცვალა 985 წელს.

დიდი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი სამცხელი დიდებულების ოჯახს ეკუთვნოდა. ის გახლდათ დიდი ხელმწიფის, დავით III კურაპალატის სარდალი. ბერად აღკვეცის შემდგომ მოღვაწეობა განაგრძო ათონის მთაზე.

979 წელს ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახს დიდი ხიფათი დაემუქრა. ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის საიმპერატორო ოჯახმა დახმარება ითხოვა იოანე-თორნიკესაგან, მას უნდა ეშუამდგომლა ქართველ მეფესთან, დავით III კურაპალატთან, რათა ქართველები დახმარებოდნენ ბიზანიის საიმპერატორო კარს.

ქართველ ბერს სხვა გზა არ ჰქონდა, დაჰყვა საიმპერატორო კარისა და სამღვდელოთა თხოვნას, დაბრუნდა სამშობლოში, შეატყობინა ქართველ ხელმწიფეს ბიზანტიელთა გასაჭირი, ჩაუდგა სათავეში დავით III კურაპალატის ჯარს და გაანადგურა კონსტანტინოპოლის მტრები. ამისთვის მას სვინგელოზის - პატრიარქის თანაშემწე ბერის წოდება უბოძეს და მრავალი საჩუქარი მისცეს, რომლის მეშვეობითაც აშენდა ათონის ივერთა მონასტერი.

თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია და სხვა წიგნები.

ამ ამბავს მშვენივრად გვიამბობს ქართული ეკლესიის ერთ-ერთი მნათობი, გიორგი მთაწმინდელი „იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებაში“.

გიორგი მთაწმინდელი

იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება


(ნაწყვეტი)

3

და მათ ჟამთა შინა თვისი მისი დიდი თორნიკ თვისსა ქვეყანასა მონაზონ იქმნა. და რამეთუ ასმიოდა იოვანესთვის, ვითარმედ ულუმბოთა არს, და ვინაჲთგან ფრიადი სიყვარული აქვნდა მისსა მიმართ, მისსა მოჰმართა და ულუმბოთა შთამოვიდა. და, ვინაჲთგან მუნ ვერ პოვა, ფარულად გამოიწვლილა და ცნა, ვითარმედ მთაწმინდას არს. და თვინიერ ცნობისა მეფეთაჲსა იდუმალ მთაწმინდას მოვიდა და კურთხევაჲ მონაზონობისაჲ ხელთაგან იოანესა მიიღო.

რამეთუ, როგორც ვთქუთ, მთაწმინდას შთამოვიდა და ლავრასა დიდისა ათანასესსა მიიწია. და ვინაჲთგან დაფარვაჲ არღარა ეგებოდა, ურთიერთას გამოეცხადეს და სიყვარულითა სულიერითა შეიტკბნეს. და ფრიადი სიხარული იქმნა მონასტერსა შინა მას დღესა, რამეთუ არცა დიდი ათანასი უმეცარ იყო თორნიკის საქმესა და წარჩინებულობასა და ახოვნებასა, ამისთვისცა მიერითგან დიდითა პატივითა ეპყრნეს იგინი, რამეთუ, დაღაცათუ მათ არა უნდა ესე, გარნა ღირსთა თვისთა ღმერთი გამოაცხადებს და ადიდებს.

და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა განითქვა ჰამბავი მათი და იცნობა, ვითარმედ მთაწმინდას არიან. და იწყეს მიერითგან ქართველთა მოსვლად და განმრავლებად. და ესე რაჲ იხილეს ნეტართა მამათა ჩვენთა, ვითარცა იყვნეს სავსენი ყოვლითავე სიბრძნითა, განიზრახეს, ვითარმედ:

- არა ჯერ არს ჩვენი მონასტერსა შინა ყოფაჲ, რამეთუ სხვანიცა მოგვმართებენ და გარეშექცევაჲ შეუძლებელ არს.

და ესრეთ განზრახვითა მამისა ათანასესითა ლავ
რისაგან განშორებულად, ვითარ მილიონ ერთ, უდაბნოსა შვენიერსა წმიდისა იოვანე მახარებლისა ეკლესიაჲ აღაშენეს და სენაკები. და მუნ იყოფებოდეს მრავალ ჟამ ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი.

4

და მს ჟამსა იქმნა გადგომილებაჲ სკლიაროსისაჲ და ხმელით კერძი ყოველი დაიპყრა. და მეფენი და დედოფალი შეწყვდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა. და ამას რაჲ შინა იყვნეს, განიზრახეს, ვითარმედ:

- ჩვენი შემწე დავით კურაპალატისგან კიდე არავინ არს.

და ვინაჲთგან გზანი ყოველნი სკლიაროსსა დაეპყრნეს, კაცისა წარვლენაჲ არა ეგებოდა. და დიდსა ზრუნვასა შინა იყვნეს, რამეთუ არცა ვინ იყო ეგევითარი კაცი, რომელმანცა სრულყო ნებაჲ გულისა მათისაჲ.

და ესრეთ რაჲ იურვოდის ამის პირისათვის, ესმა იოვანესთვის და თორნიკისთვის და ცნეს, რამეთუ ლავრასა დიდისა ათანასესსა არიან. და მეყსეულად სევასტოფორი, კაცი წარჩინებული მათ ჟამთა შინა მთავართა შორის დედოფლისათა, წიგნებითა სამეუფოჲთა ლავრას წარმოავლინეს. და ვითარცა მოვიდა, მისცა წიგნები თვითოეულად, ვითარცა აქვნდა ბრძანებაჲ - ერთი ათანასის და ერთი თორნიკს და ერთი იოვანეს. და ესე პირი მოეწერა, ვითა:

„უღმრთოჲ სკლიაროსი გაგვადგა და ხმელით კერძი ყოველი დაიპყრა. აწ ვევედრებით სიწმიდესა თქვენსა, რაჲთა თვინიერ ყოვლისა მიზეზისა იოვანე-თორნიკ მოვიდეს მეფობისა ჩვენისა“.

და სხვანი მრავალნი ვედრებანი და ქენებანი ეწერნეს სამეუფოთა მათ წიგნთა შინა.

ესე რაჲ ესრეთ იქმნა, ფრიადსა უღონობასა შთავარდეს ათანასე და იოვანე და, უნდა თუ არა, შეუვრდეს თორნიკს და იწყეს ვედრებად მისსა, რაჲთა აღვიდეს მეფეთა წინაშე. ხოლო მას რაჲ ესმა ვედრებაჲ მათი, ფრიად შეწუხნა და ეტყოდა, ვითარმედ:

- წმიდანო მამანო, მე ცოდვათა ჩემთათვის მოსრულ ვარ ამას წმიდასა ადგილსადა შეუძლებელ არს ჩემი მეფეტა წინაშე წარსვლაჲ, რამეთუ მე ვიცი, თუ რომლისა პირისათვის მიხმობენ. და ვინაჲთგან ღმერთმან ღირს მყო და სახე მონაზონობისაჲ შევიმოსე, მე ამიერითგან არცაღა მეფეტა თანა მიც შესაპოვარი, არცარა სხვასა ვის ქვეყანასა ზედა. აწ ვევედრები სიწმიდესა თქვენსა, ღმრთისა სიყვარულისათვის სემინდეთ და ნუ მაიძულებთ ამის პირისათვის, რამეთუ, უკეთუ წავიდე ამის სოფლისავე შფოთთა შთამაგდებენ.

ხოლო იგინი ევედრებოდეს, ვითარმედ:

- უკეთუ ამას ჟამსა ურჩ ვექმნეთ მეფეთა, დიდსა რისხვასა მოვაწევთ ჩვენ ზედა და მონასტერსა ამას ზედა.

და ამას ცილობასა ზედა გარდახდა შვიდეული ერთი. ხოლო უკანაჲსკნელ, უნდა თუ არა, ყოველი ბრალი მამამან ათანასი და მამამან იოვანე მიიდვეს ძლით დაარწმუნეს წარსვლაჲ.

5

ხოლო ბასილი და კოსტანტი მას ჟამსა წუთღა ყრმა იყვნეს და ყოველი გასაგებელი დედოფალსა ეპყრა და პარაკიმენონსა. და ვითარცა აღვიდა თორნიკ სამეუფოდ, მეყსეულად შეიყვანა იგი პარაკიმანოსმან მეფეთა წინაშე. და მეფენი და დედოფალი ზე აღუდგეს და პატივით მოიკითხეს და გვერდით დაისვეს.
და უბრძანა დედოფალ
მან ბასილის და კოსტანტის და ფერხთა შეუვრდეს. და დედოფალმან მიუგო, ვითარმედ:

- წმიდაო მამაო, რაჲცა ამათ ობოლთა თანა ჰქმნა, ღმერთმან მოაგოს სულსა შენსა!

და ესევითარი რაჲ ჟამი დახვდა იოვანეს, შინაგამოღებით მრავალფერთა საქმეთათვის ამხილა დედოფალსა. და მან ყოველი სიმდაბლით შეიწყნარა და აღუთქვა, ვითა:

- წმიდაო მამაო, რაჲცა მიბრძანოს მამობამან თქვენმან, თქვენსა ბრძანებასა არა გარდავჰხდე. ოდენ, ღმერთმან დაგარწმუნოს, შრომაჲ თავს იდევ და რომლითაცა სახითა გნებავს, წარვედ კურაპალატსა წინაშე და ყოველი ჭირი ჩვენი აუწყე. და ვესავ ღმერთსა, რომელ იოტოთ იგი უღმრტოჲ სკლიაროსი და ჩვენ ჭირისაგან განვარინნეთ.

ფრიად ევედრა დედოფალსა, რაჲთამცა განატავისუფლა. და ვიტარ იხილა მოუდრეკელობაჲ მისი, მიუგო ესრეთ, ვითარმედ:

- მე ჩემთა ცოდვათათვის შევიმოსე სახე ესე და უწყის უფალმან, რომელ სწორად სიკვდილისა მძიმე არს ესე საქმე ჩემ ზედა. გარნა რაჲ ვყო, არა ვიცი, წმიდასა მეფობასა თქვენსა ურჩ ვერ ვექმნები.

და კვალად დედოფალმან და პარაკიმანოსმან ჰრქვეს, ვითარმედ:

- შენ ოდენ ამათ ობოლთა ხელი აღუპყარ და, რაჲცა ბრალი იყოს, ღმერთმან ჩვენგან იძიენ!

და ესრეთ წიგნები ვედრებისაჲ დაწერეს კურაპლატასა თანა.

6

და ესრეთ იჯმნა მეფეთაგან და რომლითაცა სახითა კურაპალატსა წინაშე მიიწია თორნიკ.

ხოლო იხილა რაჲ იგი იხილა კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები მეფეთაჲ მიითვალა. და ყოველივე საქმე თორნიკ გააცადა, რომლისათვისცა განზრახვაჲ ქმნეს, რაჲთა ლაშქარნი წარმოგზავნენ
საბერძნეთს და სპასალარად თორნიკ განაჩინეს.

ხოლო თორნიკ კურაპალატისა და თავისა წიგნები მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი ნებაჲ კურაპალატისაჲ აუწყა. და მაშინ მისცნეს მეფეთა ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი კურაპალატსა, რაჲთა თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ.

ხოლო თორნიკს მოუწერეს:

„ვიცით, რომელ ღმერთი შეგეწევის და ნურარას ორგულობ. და ოდეს ღმერთმან წარგიმართოს, ყოველნი წინააღმდგომნი ჩვენნი დატყვენენ და ყოველივე ნატყვენავი მათი შენი იყოს“.

რომლისათვისცა მისცა კურაპლატმან თორმეტი ათასი მხედარი რჩეული თორნიკს. და შეწევნითა ქრისტესითა აოტა სკლაიაროსი და ვიდრე სპარსეთამდე დევნა მეოტად წარიქცია.

და მერმე შეიქცა და სიტყვისაებრ მეფეთაჲსა დატყვენნა ყოველნი დიდებულნი საბერძნეთისანი და მონაგები მათი იავარყო და რომელიმე ლაშქარტა განუყო და რომელიმე თვით დაიმჭირა ნატყვენავი დიდზალი ფრიად: ოქროჲ და ვეცხლი და სტავრაჲ და სხვაჲ ესევითარი.

და უკუნიქცა და მოიკითხა კურაპალატი და დიდად მიიმადლა დადა იჯმნა მეფეთავე წინაშე მოვიდა.ხოლო იგინი დიდითა პატივიტა მიეგებნეს და მოწლედ მოიკითხეს. იჯმნა უკვე მათგანცა და გამოეთხოვა. და კვალად მთაწმინდასვე მოიქცა, ლავრად დიდისა ათანასესსა.

ხოლო მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორს უყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-12-11
ღირსმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა (767); მოწამისა ირინარხესი და მისთანა შვიდთა წმიდათა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).
წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა (+250)
29 (12.12) ნოემბერი
ღირსი აკაკი სინელი (VI)
29 ნოემბერს (12 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი აკაკი სინელის (VI) ხსენების დღე.
gaq