საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

შალვა ახალციხელი
გაიოზ მამალაძე

17 (ახალი სტილით 30) ივნისს ქართული ეკლესია აღნიშნავს დიდი მხედართმთავრის, სწორუპოვარი გმირის, ქრისტიანობისათვის წამებული რაინდის, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეს (გ. 1226).

შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა, მისი ბედი ძალიან ჰგავს საქართველოისას. იგი იყო სწორუპოვარი რაინდი - “არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი”. სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, სარდალი, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის ვაზირი (მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი.

1195 წელს შამქორის ბრძოლაში პირველი შეიჭრა მაჰმადიანთა კოალიციის სარდლობის ცენტრში და ხელთ იგდო მტრის უმთავრესი სიმბოლო, ხალიფას დროშა, რომლის ქვეშაც გაერთიანებული იყო თითქმის მთელი აღმოსავლეთი ერთი მიზნით - საქართველოს დასაქცევად.

ხალიფას დროშა მოიღო შალვა ახლციხელმა და ფერხთით დაუფინა საქართველოს მნათობს, თამარ მეფეს. ყოვლისა აღმოსავლისა, დასავლისა, სამხრისა და ჩრდილოისა დედოფალმან ეს დროშა გელათის მონასტერს შესწირა.

მას მერეც ყველა ბრძოლაში გამოიჩინა თავი შალვა ახალციხელმა თავის ძმა ივანესთან ერთად. ბრძოლა კი ბევრი ჰქონდა საქართველოს. ბასიანშიც გმირულად იბრძოდნენ ძმები - შალვა მანდატურთუხეცესი (წესრიგის დამამყარებელი ქვეყანაში) და ივანე კარის (ყარსის) ათაბაგი. მათი გმირობა და სწორუპოვრობა, თავდადებული ქართველობა და პატიოსნება შურის საგანი გახდა ზოგიერთი დიდებულისათვის.

ზემოთ ვთქვი, შალვა ახალციხელი საქართველოს სიმბოლოა, რომ არა შინა ღალატი, მას ვერავინ მოერეოდა. როგორც ჩვენი სამშობლო მუდამ ღალატის გამო ვარდებოდა სხვათა ტყვეობაში, ასევე სამხედრო სარდლობის ღალატის გამო ჩავარდა შალვა ახალციხელი მტრის ხელში, მისი ძმა კი მოიკლა. მერე ეწამა შალვა ქრიატიანობისათვის, როგორც ეწამებოდა ხოლმე ჩვენი სამშობლო ქრისტეს სარწმუნოებისათვის. 

სწორუპოვარი რაინდი და უნიჭიერესი მხედართმთავარი შალვა ახალციხელი დაუმარცხებელი სარდალი და მეომარი იყო, მაგრამ რა უნდა ექნა 4 000 მესხს 140 000 ბარბაროსის წინააღმდეგ, როდესაც მისი მოძმეები, შურიანი ივანე ათაბაგის ხელმძღვანელობით, 60 000 ქართველზე მეტი, ჯერ გულგრილად უყურებდნენ მესხთა განადგურებას, მერე კი უომრად გაეცალნენ ბრძოლის ველს და იქვე დამარხეს დიდი საქართველოს უძლეველი სახელი.

რაც უნდა გადაჭარებულად მეჩვენოს ვინმეს ჯალალედინის ჯარის რიცხოვნობა, რომელსაც არა ქართველი, არამედ სომეხი ავტორები გვამცნობენ, მაინც ფაქტია, რომ მაჰმადიანთა ურდო გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ქართველები.


აქვე უნდა განვმარტო - უბრალო მეომრები და დაბალი რანგის სარდლები, შალვას გამოსარჩლებას ვერ შეძლებდნენ, ჯარის დისციპლინა ამის უფლებას არ აძლევდათ, არც იცოდნენ რა ხდებოდა, მათ უბრძანა უმაღლესმა მთავარსარდლობამ და უკან დაიხიეს უბრძოლველად. გაკვირვებულები და გაოგნებულები კი იქნებოდნენ. ჩვენც გაკვირვებული და გაოცებული ვართ დღესაც ამ ამბის გამო (თუმცა ჩვენ უახლოეს წარსულში არ ვიხილეთ დიდი ღალატი? ან თითქმის ყოველდღიურად არ ვხედავთ?).

მართლაც, ჩვენი ისტორიის ზოგიერთი მონაკვეთი ლოგიკას არ ექვემდებარება. ასეთი რა შური შეუძვრინა ბოროტმა სულში, რომ მარტო შალვა კი არა, არამედ სამშობლო გაწირეს გასანადგურებლად.

კარგა ხნის მანძილზე ჯალალედინი არ წამოსულა ტფილისისაკენ. მერე კი ისე მიადგა დიდი, უძლეველი სახელმწიფოს დედაქალაქს, წინ არავინ დახვედრია. მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი გამაგრებულიყო ქალაქში და ტფილისელი და მიმდებარე მიდამოების მოსახლეობა. საოცარია პირდაპირ, სად გაქრა უძლეველი სახელმწიფო, სად გაქრნენ დიდებულები, როგორ ვერ მოხერხდა არმიის მობილიზება, სახელმწიფოს ამუშავება...

... ტფილისთანაც ღალატი, საქართველოს სრულუფლებიანმა მოქალაქეებმა, რომელთაც არანაკლები შეღავათები ჰქონდათ, ვიდრე ქართველებს, რომელთაც ლუკმა პურსა და სრულ სამოქალაქო უფლებებს, მეგობრობასა და სიყვარულს უზიარებდნენ ქართველნი, კარები გაუღეს მხეცს, ჯალალედინს. რომელსაც გამარჯვებები მხოლოდ დაქსაქსულ და დაღალატებულ არმიებთან შეეძლო, რომელსაც მხოლოდ სისასტიკე ჰქონდა და არავითარი გონიერება ან ადამიანობა. თუ აზიაში უტვინობა და არაკაცობა, არაადამიანობა შეიძლება დაინახო, ეს ჯალალედინზე, მის იდიოტ, მკვლელ მამაზე და მათ ხალხზე შეიძლება ითქვას. მხდალებმა დახოცეს მონღოლთა ვაჭრები, ასობით კაცი და გამოიწვიეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დაპყრობითი ომები, თვითონ კი ჯურღმულებში ჩაძაღლდნენ მერე.

მაგრამ სხვას რას ვერჩით, ჩვენ თუ სასტიკები და დაუნდობლები არ გვყავდნენ, მოღალატეები კი ბლომად "მოგვეპოვებოდნენ".

დიდი საქართველოსავით გაწირული დიდი შალვა ახალციხელი ტყვედ ჩავარდა. მისი გმირობების ამბავი ყველას სმენოდა და სისხლისმსმელმა ჯალალმა გადაწყვიტა თავის არმიაში მიეღო სწორუპოვარი რაინდი, მისი მოკვლა ვერც კი გაბედა თავიდან და საპატიო ტყვედ დაიტოვა. მაგრამ, შალვა ახალციხელი წერილებს აგზავნიდა სამშობლოში და ქვეყნის თავდასაცავად ჯარის შეყრას ითხოვდა. გაუგეს. სულტანმა ჯალალმა გადაწყვიტა ეპატიებინა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სისხლისმსმელი, ბოროტების მსახური სულტანი ოდნავ "გონივრულად" მოიქცა, ან იქნებ გაუტეხელი ქართველის გატეხვა სურდა - შალვას გამაჰმადიანება მოსთხოვა.

აქ კი გაეცინა ახალციხელს...


თუმცა მოდი, გავიხსენოთ როგორ გვიამბობს შალვა ახალციხელის და საქართველოს გაწირვის ამბავს და შალვას გაუტეხლობას უცნობი ჟამთააღმწერელი - მონგოლთა დროინდელი მემატიანე, ძალიან მოკლედ და ლაკონურად. გთავაზობთ ნაწყვეტს "ქართლის ცხოვრებიდან".

ქართლის ცხოვრება

(ნაწყვეტი)

წარმოვიდეს, და მოიწივნეს ადარბადაგანსა კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი. და მოიწივნეს ქუეყანად მხარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა ძმისწულისა მისისა შანშესდა, მანდატურთ-უხუცესისათვის. და ესე ხუარაზმელნი მოვიდეს წელსა მესამესა ლაშა-გიორგის მიცვალებითგან ტყუენვად და მოოხრებად ქუეყანათა დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს მეფესა რუსუდანს წინაშე, მოახსენეს მოსლვა ხუარაზმელთა და თვით დიდისა სულტნისა ჯალალდინისა ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩვილთა ყრმათა რიდებდეს.

ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა ყრმათა იმერთა და ამერთა, და მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა, რომელი მას ჟამსა მიმხცოვნებულ იყო, არა განცხადებულად, არამედ ფარულად მონაზონ ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა სვიანი, და წარავლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.

ხოლო მოიწივნეს დვინსა და ამობერდს. და დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა, რომელსა რქვიან გარნისი, და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა განეწყო სულტანი ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და აჩინა წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა და ივანე, სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა.

ვითარ დაეახლნეს წინამბრძოლნი და სულტანი, აქა დაიპყრა ფერხი ივანე ათაბმან. იტყვიან, ვითარმედ შურითა ყო ახალციხელთა შალვა და ივანესითა.

ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი და ძვირად მომწეუედელი ნათესავისა კაცთასა და ყოველთა ნათესავთა მწყლველი! ვითარ ურიათა ღმრთის მკლველობა არწმუნა, და კუალად ამათსა უბოროტესი უგბილი დაულმობელი და საქართველოსი სრულიადი მოსპოლვა, ვითარ ქუემორე სიტყუამან ცხად ყოს, რომელი ათაბაგსა ივანეს არწმუნა, რომელ ჟამსა წყობისა და ჟამსა მისასა უკუნ დგა და არღარა ვიდოდა მბრძოლთა კერძ.

ხოლო წინამბრძოლთა ყოველთა მოუვლინეს კაცი და რქუეს:

"დაახლოებულ ვართ სულტანსა და სპათა მისთა, და ჩუენ დიდად უმცირეს ვართ, და ომი ძლიერი წინა გვიც. წარმოიმალონ მხნეთა სპათა მეფისათა და სიმხნემან შენმან".

ესე ორგზის და სამგზის მოუვლინეს, ხოლო იგი არა-რასა მიუგებდა. ხოლო ვინათგან წინამბრძოლნი თორელნი და უმეტეს ახალციხელნი შალვა და ივანე ახოვან იყვნეს და წყობათა შინა სახელოვანნი, არღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა სპათასა, ვითა მხეცნი ზედა მიეტევნეს.

და იქმნეს ძლიერნი ომნი. მოსწყდა ორგნითვე ურიცხვი, და ძლიერად მბრძოლობდეს შალვა და ივანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს, და განგრძელდა ომი სასტიკი. ხოლო ივანე ათაბაგი და სპანი ქართველთანი ხედვიდეს ძლიერსა ომსა და არა შეიწყალებდეს თანამონათესავეთა და ერთსჯულთა, ქრისტეს აღმსარებელთა თორელთა და მათ თანა მრავალთა სახელოვანთა, არამედ დგეს შორით.

და არა ინება შუელა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა.

და ვითარ განგრძელდა ომი, ორთავე ძმათა ახალციხელთა დაუხოცეს ცხენნი, და ქუეითნი მხნედ იბრძოდეს. და მოისრნეს ორგნითვე ურიცხუნი, და უმეტეს თორელნი. და ვითარ შენივთდა ძლიერად ომი, ხრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა, მაშინ ივლტოდეს ქართველნი. ხოლო შალვა მუნვე შეპყრობილ იქმნა სიმრავლისა ფრიადისა მიერ, და ივანე, გარნისისა კლდეთა შელტოლვილი, ზენაკერძო მოტევებულითა ქვითა მოიკლა.

ხოლო შალვა წარიდგინა სულტან ჯალალდინსა წინაშე, რომელი იცნეს ნახჭევნელთა და ადარბადაგანელთა, და მოახსნეს სულტანსა ახოვნება და წყობათა შინა სიქველე მისი. ხოლო მან არა მოკლა, არამედ თვისთა თანა იპყრა დიდითა პატივითა, და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი, და თავადთა თვისთა თანა პატივ სცა. ხოლო შემდგომად წელიწდისა ერთისა მოიკლა სულტნისა მიერ არა დატევებისათვის სჯულისა.

აიძულებდა დატევებასა სჯულისასა, და უქადებდა ნიჭთა და პატივთა უმეტესთა. ხოლო მან არა უსმინა, არცა აღირჩია წუთ ჟამისა ამის პატივი, არცა უარყო სახელი ქრისტესი. კუალად სულტანი ლიქნიდა და ეტყოდა უარყოფასა ქრისტესსა, არამედ იგი გარემიაქცევდა სიტყუათა მისთა. კუალად სულტანი ექადოდა მრავალფერითა სატანჯველთა და აშინებდა. არამედ იგი მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა. ხოლო შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მწარითა სიკუდილითა განიყვანა საწუთოსაგან წმიდა შალვა, და მოწამობისა გვირგვინითა შემკული აღვიდა წინაშე ქრისტესა. ესე აქამომდე სულ მცირედ აღიწერა ჩუენ მიერ

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq