საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

ჩვენება გიორგი მთაწმინდელის დედისა, მისი ნეტარი ვაჟის შობის წინ
გაიოზ მამალაძე

27 ივნისს (ახალი სტილით 10 ივლისს) ქართული ეკლესია აღნიშნავს საქართველოს ერთ-ერთი მნათობის, ღირსი მამის გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს (გ. 1065 წელს).

გიორგი მთაწმინდელის დამსახურება უდიდესია მისი საყვარელი ქართველი ხალხის წინაშე. იგი გახლდათ მწერალი, მთარგმნელი, გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, დიდი ეფთვიმე მთაწმინდელის საქმის გამგრძელებელი.

დიდი გიორგი ათონელი პოლიტიკური მოღვაწეც გახლდათ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიელები მოწადინებული იყვნენ კავკასიის ქვეყნების სრული ანექსია მოეხდინათ. ამ პერიოდში მათ მოახერხეს, გააუქმეს და შეიერთეს სომხური სამეფო-სამთავროები. სომხურმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა.

იგივე ბედს უმზადებდნენ ბიზანტიელი იმპერიალისტები საქართველოსაც. საქართველოს მეფეები, ჯერ გიორგი I და მერე მისი ვაჟი, ბაგრატ IV, სულაც არ იყვნენ ჯაბანნი და დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ბერძნებს. ბიზანტიელებმა ბაგრატ მეფის წინააღმდეგ ხან მის ნახევარძმა დემეტრე უფლისწული გამოიყენეს, ხან ლიპარიტ ერისთავს ეხმარებოდნენ. ბაგრატ მეფეც არ ეპუებოდა ბიზანტიურ პოლიტიკას და სომეხთა თხოვნით დაიკავა სომხური ქალაქი ანი...

გიორგი მთაწმინდელი 9 წლით უფროსი იყო ბაგრატ მეოთხეზე, ნეტარი მამა დაიბადა 1009 წელს, დიდი ხელმწიფე კი 1018 წელს.

ბიზანტიის გვერდით ძლიერი კონკურენტი, ერთიანი ქართული სახელმწიფო ყალიბდებოდა. ქართული სახელმწიფოს აღმშეებლობაში არა მარტო საერო, არამედ საეკლესიო პირებიც მონაწილეობდნენ. ბაგრატ მეფემ და გიორგი მთაწმინდელმა, ერთგვარი რეფორმებიც განახორციელეს ქართულ ეკლესიაში, კერძოდ, გიორგი მთაწმინდელის მოთხოვნით აიკრძალა საეკლესიო თანამდებობების გაყიდვა, ტაძრების მდიდრულად შემკობის ნაცვლად, პრიორიტეტულად იქცა უმოსავლიანო წლების გამო შიმშილობის პერიოდში დაზარალებული ადამიანების, მრევლის დაპურება, რაც მთავარია, ეკლესიის წიაღში დაწინაურების საშუალება მიეცა არაარისტოკრატიული წარმომავლობის ნიჭიერ და პატიოსან კადრებს.

ბიზანტიელებმა ჩვენს ქვეყანას საეკლესიო სივრციდანაც შემოუტიეს, თანაც საერთაშორისო, სრულიად მართლმადიდებლური მასშტაბით. მათ მოისურვეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის იდეოლოგიური შერყევა და საერთოდ, გაუქმება, მერე კი საქართველოს ეპარქიების დაქვემდებარება.

მათ წინ ურყევ ზღუდედ აღიმართა დიდი გიორგი მთაწმინდელი...

ბერძნები ყველა დანარჩენ ხალხებს, ბერბაროსებად, ნაკლებად ინტელექტუალებად, და მცირე განათლების მქონეებად მიიჩნევდნენ.

ბიზანტიური პოლიტიკის ქვეტექსტში, ანტიოქიის პატრიარქი თეოდოსი, 1057 წელს შეეცადა ქართული ეკლესია დაემორჩილებინა და დაექვემდებარებინა. როგორც თქვით, მან ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი.

გიორგი მთაწმინდელმა ბიზანტიის კეისრის, ანტიოქიის პატრიარქისა და ბიზანტიელი საერო და საეკლესიო ლიდერების წინაშე კამათში ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლებები.

გიორგი მთაწმინდელის საუბრის მერე, მისი ერუდიციით, ინტელექტითა და საქართველოს მნიშვნელობის შესახებ წარმოდგენილი არგუმენტებით გაოცებული, დარწმუნებული და აღტაცებული ბიზანტიის კეისარი ქართველი მამისგან ცდილობდა მიეღო პასუხი სხვადასხვა თეოლოგიურ საკითხებზე...

რა თქმა უნდა, ბიზანტიელებმა აღიარეს ქართული ეკლესიის უფლებები.

ასევე განუსაზღვრელია წმინდა გიორგი მთაწმინდელის დამსახურება სხვა სფეროშიც. მან ქართული საეკლესიო ლიტერატურა გაამდიდრა თარგმანებით, შექმნა ორიგინალური ნაწარმოებები, მოახდინა ახალი აღთქმისა და სხვა წიგნების რედაქტირება, დედანთან დაახლოება და სხვა...

ქართველთა მნათობის, წმინდა გიორგი ათონელის დამსახურებათა შესახებ სხვა დროსაც ვილაპარაკებთ. ეს ხომ უდიდესი და ძალიან საყვარელი, საამაყო თემაა ქართველებისათვის.

დღეს კი გავიხსენოთ, მისი ბიოგრაფისა და შესანიშნავი მწერლის, გიორგი მცირეს თხზულებიდან, „ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“, ერთი ნაწყვეტი, სადაც მოთხრობილია მომავალი წმინდანის შობის შესახებ.

ამ ცნობიდან ჩანს, რომ იმთავითვე ზეცას განსაზღვრული ჰქონდა ქართული ენის, ლიტერატურის, ქართული კულტურის, ქართული ეკლესიის განვითარება-გაძლიერება.

ჩვენ გვახსოვს, ეფთვიმე ათონელი სასწაულებრივად სიკვდილს გადაარჩინა და ტკბილ-ქართულად აამეტყველა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებამ.

სასწაული მოხდა მისი საქმის გამგრძელებლის, გიორგი ათონელის შემთხვევაშიც.

გიორგი ათონელის მშობლებს, კეთილმორწმუნე იაკობს და მარიამს, 6 შვილი შეეძინათ, სამი ძე და სამი ასული. უფროსი, ქალიშვილი თეკლა, 7 წლის ასაკში, უფალს შესწირეს და ტაძრისის მონასტერში მიაბარეს. შემდეგ შეეძინათ ვაჟი თეოდორე. იაკობმა და მარიამმა განიზრახეს, თუ კიდევ შეგვეძინება შვილი, ღმერთს შევწიროთო.

ღვთისადმი შეწირვა შვილისა მისგან განშორებას და მის მოცილებას, ან ზვარაკად შეწირვას კი არ ნიშნავს. ეს შვილზე ზრუნვა იყო, რადგან სიყრმიდანვე ეკლესიაში იქნებოდა და სულზე იზრუნებდა. ქრისტიანული რწმენით, მშობლის უმთავრესი დანიშნულებაა შვილის სულზე ზრუნვა, მისი დაყენება ღვთის გზაზე, რათა სასუფეველში შესვლა დაიმსახუროს.

სწორედ ეს იყო მშობლების განზრახვის მიზეზი. ცხოვრებაში კი საოცარი რამ ხდება ხოლმე, სწორედ ამგვარი ბავშვები ასრულებენ ხშირად დიდ მისიებს...

ასე მოხდა წმინდა გიორგი მთაწმინდელის შემთხვევაშიც.

მან 7 წლის ასაკიდან ტაძრისის მონასტერში, 10 წლის ასაკიდან ხახულში, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში მიიღო განათლება. მისი მასწავლებლები იყვნენ დიდი ქართველი და ბერძენი სწავლული ბერები...

გიორგი მცირეს, გიორგი ათონელის მოწაფეს, თავის თხზულებაში მოთხრობილი აქვს იმ სასწაულის შესახებ, რამაც განუმტკიცა მშობლებს რწმენა, რომ მათი პატარა ძე შეეწირათ უფლისთვის, და ეწოდებინათ მისთვის გ ი ო რ გ ი.

გიორგი მთაწმინდელის შობის წინ, დედამისმა, კეთილმორწმუნე მარიამმა სიზმარი ნახა, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, შესწირეთ, როგორც აღუთქვით უფალს ძე, და მას სახელად გიორგი უწოდეთო.

იქვე, თხზულების ავტორი, ახსნას წარმოგვიდგენს სახელისა - გიორგი, ეს ხომ ბერძნულად მუშაკს ნიშნავს, ანუ ღვთის საქმის მუშაკი დაიბადებოდა, ასეთი იყო წინასწარმეტყველებაო.

აქვე გავიხსენოთ, რომ გიორგი უკავშირდება ბერძნების მიერ საქართველოსთვის, ქართველთათვის შერქმეულ სახელს - გეორგია, გეორგოს, რაც მიწის მუშაკთა ქვეყნის, ზოგადად მუშაკთა აღმნიშვნელია.

სწორედ, მიწის მუშაკთა და ეკლესიის მუშაკთა ქვეყანაა ჩვენი სამშობლო.

ახალი აღთქმა ადამიანთა შორის ყველაზე განვითარებულებისა და კულტურულების, მიწისმოქმედების რელიგიაა, ხორბლის მომყვანთა და ვაზის გამხარებელთა, მიწის მუშაკთა სარწმუნოებაა.

ავტორი წერს:

„ჰოჲ, მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისაჲთა ჩუენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ, საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახ
არებელი იგი მისი წინაჲსწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძულითა ენითა გიორგი მუშაკად გამოითარგმანების“.

აქ, სწორედ მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული ფრაზა: „ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა“.

ურნატი ხნულია, გუთნის ხნული, იფქლი კი ქართული ხორბალის ერთ-ერთი ჯიშია.

ანუ, გიორგი მცირე წერს, რომ მახარებელი, დედას წინასწარ აუწყებდა, რომ მისი ძე საეკლესიო საქმეებს შეუდგებოდა, სარწმუნოების ხნულს გაიტანდა და მორწმუნეებს საზრდოთი, ღვთისმსახურების ხორბლით აღავსებდა.

მართლაც ასეც მოხდა, სანამ კაცობრიობა და ქართველი ხალხი იარსებებს, ყოველი ღვთისმსახურების დროს, ყოველ დღე, უამრავ ტაძარში წაიკითხავენ გიორგი მთაწმინდელის მიერ რედაქტირებული ქართული სახარებიდან რომელიმე ნაწყვეტს და სხვა საეკლესიო ტექსტს...

გიორგი მთაწმინდელის შობასთან დაკავშირებული ეს ეპიზოდი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო და ქართველი ერი, ქართული ენა და ქართული ეკლესია - ღმერთს უყვარს, და ამიტომ მოუვლინა მას ეკლესიის მნათობი, ლიტერატურისა და ენის განვითარებისათვის ასეთი დიდი მოღვაწე-განმანათლებელი, და რომ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ახალი აღთქმის, მიწათმოქმედთა მსოფლმიმართებისა და კულტურისა, მიწის მუშაკთა უსისხლო მსხვერპლშეწირვის რელიგიის მქონეთა ერთ-ერთი უმთავრესი სუბიექტია, ახალი ისრაელია - ღვთის რჩეული ქვეყანა და ერი, ამიტომ ეწოდება საქართველოს გეორგია...

ჩვენს მკითხველს ვულოცავთ წმინდა გიორგი მტაწმინდელის ხსენების დღეს! მისი ლოცვა ნუ მოკლებოდეს მის სათაყვანებელ სამშობლოს და ჩვენს ოჯახებს!

გთავაზობთ ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდს გიორგი მცირეს „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“.

ცხოვრებაჲ და მოქალაქეობაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმინდელისაჲ

(ნაწყვეტი)

ხოლო მარიამს, ეძინა რაჲ თვისაგან, ღამესა ერთსა ეჩუენა მას ბრწყინვალე ვინმე და დიდებული, რომელი ეტყოდა:

- აჰა ესერა, ჰშვე ყრმაჲ წული, ვერძი რჩეული ღმრთისაჲ. შეწირე იგი მისსა, რომელისადა აღგითქუამს, და სახელი უწოდე მას გ ი ო რ გ ი.

და ვითარცა განიღვიძა დედაკაცმან მან, შიშით და სიხარულით მიუთხრა ესე ყოველი ქმარსა თვისსა. და აღდგეს ორნივე ერთობით და ცრემლით მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა და მოელოდეს აღთქმულსა მას საღმრთოსა.

იხილეთ-ღა, ჰოჲ, მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისაჲთა ჩუენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ, საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახარებელი იგი მისი წინაჲსწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძულითა ენითა გიორგი მუშაკად გამოითარგმანების.

ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

შემდგომად დღეთა რაოდენთამე იშვა მათდა ღმრთისა მიერ აღთქმული იგი ნიჭი და იზარდებოდა ხორციელისა თანა ჰასაკისა სულიერითაცა ჰასაკითა, და განიპო ხებოხებოდა მადლითა სულისა წმიდისააითა. და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყვარულითა ღმრთისაითა.

და ვითარცა წერილ არს დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნებაი მისი, და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. ამისთვისცა იქმნა იგი, ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შვენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი. 
 რამეთუ ვითარცა იქმნა იგი შ ვ ი დ ი ს წლის, აღთქუმააი იგი აrასრულეს მშობელთა მისთა, და მასვე ზემოხსენებულსა მონასტერსა ტ ა ძ რ ი ს ს დისა თვისასა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს Rმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა. 
არამედ ვინაითგან სიყრმესავე თვისსა მშობელთა მოღუაწეებისაგან დააკლდა და ვითარმცა მორჩი კეთილი აღმოცენებასავე თვისსა თანა ყოფადსა მას წარმატებასა აუწყებს ქუეყანის-მოქმედთა, ვითარცა იტყვს დავით:,,მართალი ვითარცა ფინიკი აყუავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. დანერგული სახლსა ღმრთისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენითა ყუაოდის“და ესრეთ, ვითარცა ახალნერგი შუენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა. დისა თვისსა და მოასწავებდა წინაისწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახვილითა და მოსწრაფებითა გონებისაითა საგონებელ და იყო მხილველთაგან, თუ:,,აყუავებასა თანა მეყსეულად ნაყოფსა გამოიღებსო “. რამეთუ ვითარცა მოსესთვის წერილ არს, სიჩჩოაითგანვე თვისით მკვირცხლ იყო ღმრთისაი ყრმაი იგი.

და ვითარცა დაყო მონასტერსა მას შინა სამი წელი და იქმნა ჰასაკითა ა თ ი ს ა წლისაი, ხოლო გონებითა ვითარცა მხცოვანი და მოხუცებული იხილვებოდა საკვირველად მხილველთა და მსმენელთაგან.
ხოლო მნებავს, რაითა სიჩჩოაითგანვე ფარვაი ღმრთისაი და შეწევნაი მისი გაუწყო ყრმასა მას ზედა წმინდასა, რამეთუ ვითარცა იყო წუთ მშობელ თვისთა თანა და ვითარცა არს ჩვეულებაი ყრმათაი ველად განსვლისაი მღერად და განცხრომად, ხედვიდა კეთილის მოძულე იგი წმინდაი, შეძრწუნდა, ნუუკუე სრულიად განქიქნეს მის მიერ სიბოროტე მისი, ამისთვისცა სიჩჩოაითგანვე იწყო ბროლად მისდა,რამეთუ გვითხრობდა თვით წმინდაი ესე, ვითარმედ:
[ვიყავ რაი მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კაციაი ეწოდების, წიაღ-კერძო მდინარესა ვიხილე ყრმაი, შემოსილი ცეცხლის ფწერითა, და მიკმობნ: მოვედ და ვიმღეროთ!.

და ვითარცა წავემართი, ყრმაი შუენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის საკელსა და მეტყვნ: იყავ აქა ჩემთანა, რამე თუ მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენი]. ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ კერძო მდინარისა ცეცხლითა მით საუკოაითა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმენდაი ყრმისა მის. ხოლო სპეტაკითა მოსილი იგი ანგელოზი იყო, რომელი სიჩჩოაითგანვე დაუდგინა ღმერთმან, რაითა სცივდეს მას, ვითარცა იტყვის და ვით არამედ: ,,დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოს მოშიშთა თვისთა ზედა და იხსნნეს იგინი უფალმან“.და კუალად,წამებს დიდი ბასილი, ვითარმედ:„ყოვლისა მორწმუნოსადა მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხოვრებასა მისსა“,
 და კუალად ,იყო რაი წმიდაი ესე წუთ მონასტერა მას შინა ზემოხსენებულსა, შურითა ეშმაკისაითა აrედვა ცეცხლი მონასტერსა მას და სრულად შემგრულდა ,ხოლო ყრმასა მას ნეტარსა ეძინა ღრმად.და მოვიდა კუალად გამოჩინებული იგი სპეტაკითა მოსილი ,განარვიძა და უპყრო ხელსა და შორის ცეცხლისა მის უვნებელად განავლო. და იყო მონასტერსა მას მახლობლად ეგუტერი ერთი,ვითარ უტევან ერთ მუნ მიიყვანა ანგელოზმან მან და თვით მიეფარა.ხოლო ,ვითარ ვჰგონებ სასწაული ესე არა უმცირეს არს სასწაულსა მას სამთა ყრმათასა. 
არამედ სარბიელსავე სიტუათა ჩემთასა ვიდოდი, და აქა სრულ-ვყო სამცხეს ზრდილობისა მისისათჳს სიტყუაჲ და მერმე მოვიცვალო გონებითა და ხ ა ხ უ ლ ს მისლვისა და სწავლისა მისისაჲ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-06-23
ღირ. თამარ აღმსარებელისა (მარჯანიშვილი, 1936); მღვდელმოწამისა ტიმოთესი, პრუსელი ეპისკოპოსისა (351-363); მოწამეთა: ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (დაახ. 313); ღირსისა თეოფანე ანტიოქიელისა (363); წმ. ბასიანე ლავდიის ეპისკოპოსისა (409).
ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი
მღვდელმოწამე ტიმოთე პრუსელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 361-363), რომლის ხსენებაც აღესრულება 23 ივნისს, ქალაქ პრუსის (ბითვინია) ეპისკოპოსი იყო. წმიდა ცხოვრებისთვის მას უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. მოციქულთა საყდრის მემკვიდრემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როცა იულიანე განდგომილმა ტიმოთეს წმიდა ცხოვრების შესახებ შეიტყო, საპყრობილეში ჩააგდო იგი, მაგრამ წმიდანმა იქაც განაგრძო მაცხოვნებელი მოძღვრების გავრცელება.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული
23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313). წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
gaq