საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

„ძმას ქრისტესმიერს“ (28 ოქტომბრის, ნამდვილი ეროვნული გამარჯვების ავტორები)
გაიოზ მამალაძე

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. საქართველოს ანექსიის დროიდან დიდი ხნის მერე, მრავალპარტიული, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა ჩვენს სამშობლოში... გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ... ეს დიდი მიღწევა იყო.

რა კავშირი აქვს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვებას ლიტერატურასთან? - იკითხავს მკითხველი.

საქმე ისაა, რომ იმ გამარჯვების ავტორი ლიტერატორი გახლდათ - ზვიად გამსახურდია, პოეტი, მწერალი, კრიტიკოსი, მთარგმნელი...

მას ჰყავდა სხვა ავტორიც, - რომელიც, მართალია, აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ მისმა ცხოვრებამ და თავდადებამ დიდად განაპირობა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული მოძრაობის გამარჯვება - მერაბ კოსტავა, პოეტი, ესეისტი, მუსიკათმხცოდნე.

სხვებიც იყვნენ დამსახურებულნი, სხვებსაც აქვს ღვაწლი, მაგრამ ეს ორი ავტორი სულ სხვა იყო (მას შემდეგ ნამდვილად ეროვნული ხელისუფლება და ნამდვილი ეროვნული ლიდერები არ გვყავს). 

და, როგორც ვთქვი ორივე პოეტი გახლდათ.

დღეს, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, მკითხველს გვინდა გავახსენოთ მერაბ კოსტავას გენიალური ლექსი „ძმას ქრისტესმიერს“, რომელიც მიძღვნილია ზვიად გამსახურდიასადმი.

მერაბმა ეს ლექსი დაწერა 1978 წელს 12 აგვისტოს, დიდგორობას.

ეს ლექსი შედევრია ქართული პოეზიისა. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია შესანიშნავი პოეტები იყვნენ. მათ ქართული პოეზია გაამდიდრეს არა ერთი შესანიშნავი ნაწარმოებით.

ლექსი „ძმას ქრისტესმიერს“ მდიდარია დიდებული პოეტური სახეებით, უძვირფასესი, ქართველთათვის უსაყვარლესი სახეებით, წარმოსახვებით, ხატებით, შედარებებით. ეს არის პოეზიისა და მამულიშვილობის უღრმესი და უფაქიზესი, ასევე ვაჟკაცური გრძნობების გამომხატველი ლექსი, რომელიც წარსულის სურათების აწმყოს გამოწვევებთან კავშირში წარმოგვიდგენს, მის გმირთან და ავტორთან ერთად...

ჯერჯერობით, ისე ვერავინ ვერ ახსნა ზვიადის ფენომენი, ვერავინ ახსნა მისი პიროვნება, მისი მნიშვნელობა, როგორც ადამიანის, მოღვაწის, ქრისტიანის, მარტვილის (წინასწარ), როგორც მერაბმა ამ ლექსში. დიდი ხნის მანძილზე ეროვნული იდეოლოგები შეეცდებიან ზვიადის, ზოგადად მამულიშვილის ფენომენის გამოსახატავად, მაგრამ, რაც შეძლო მერაბ კოსტავამ ერთი ლექსით, ბევრს გაუჭირდება მჭერმეტყველებით.

შემდგომ, ზვიადმაც უპასუხა ლექსით, რომელიც ასევე შედევრია და სხვა დროს შემოგთავაზებთ.

ძმას ქრისტესმიერს

როს მიაკითხავ წმიდა ალაგებს,
თითქოს იერი ეცვლებათ ტაძრებს,
წმიდა მამათა ძვალშესალაგებს,
მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს.
გეკითხებიან მოსულხარ სადით,
ხატება შენი ვეღარ გვიცვნია,
წარსულის სუნთქვა ესდენ სიცხადით
საუკუნეა არ განგვიცდია.
ხარ მწირი თამარ დედოფალისა,
საღვთო სინედლის გულში აღმზვრელი,
თუ ნახევარძმა პარსიფალისა,
დიდგორს მოსული ვინმე ტაძრელი,
სამსხვერპლო სისხლით აღვსილი წმინდა
გრაალის მცველი ღვთისგან ცხებული,
თუ საიდუმლოდ ათონის მთიდან
თორნიკესავით დაბრუნებული.
ვინც განგვიახლე ნათლობის მადლი,
კურთხევის ძალა შორს გამიზნული,
როს მოგვეძალა დიდვაჭრის ადლით
დუშმანი ჩვენში შემოხიზნული.
ოდეს ტაძართა შედრკა მწირველი
და მიეფარა ღრუბელს უფალი,
შენ აღიმართე ვითა პირველი
დაშრეტილ რწმენის ჭირისუფალი.
თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი რვალთა მლეწავი
და აგიტაცა როგორც ბოძალი
დუშმანის ძვლებში დასახვეწარი.
გჩვეოდა მტერთან არ დარიდება,
შეწყვილებულო სიმტკიცით კლდესთან
და ეძიებდი ჭეშმარიტებას,
ვითა ტარიელ დაკარგულ ნესტანს.
და წინაპართა ტანჯვით ვნებულმან
ერშიც ზრახვანი აღძარ ვნებისა,
როს განაახლე მინავლებული
ხმა ეროვნული თვითშეგნებისა.
ოსტატის სიბრძნით გამოარჩიე,
აზრთა განწყობას უცვალე ფერი,
ხელწერა შენი გულს დაამჩნიე,
ახალ ხარისხზე ასწიე ერი.
შენგან ნატყორცნი გავარდა სიტყვა,
ვითარცა მეხი ცათა მკვეთელი,
ჯიუტი თმენის ზღუდე მისეტყვა
ზღვა საგუბარის დასცა კედელი.
შემოიმტკიცე ფიცვერცხლით ძმანი,
ცეცხლს რომ უნთებდნენ გულში ასულებს,
შლეგებს მოვგავდით მოყმენი ცხრანი,
ვეფხვთან სარკენლად ველად გასულებს.
არ დაგვითრგუნავს სხვათა უფლება,
ყველამ გაიგოს, ყველამ უწყოდეს,
რადგან ჩვენც შევტრფით თავისუფლებას,
ჩვენადვე თავი ხამს გვეყუდნოდეს.
მაგრამ ნესტანი, იგი ნესტანი
ისევ ქაჯთა ჰყავთ გამომწყვდეული,
კვლავაც ზვაობენ მტერთა დასტანი,
უტიფრობს შხამი მათგან ნთხეული.
ცნობამიხდილი წყევლი ცრუ სოფელს,
როს გულისსწორის სახელს აბოდებ,
ვიცი, რა, ვიცი იმის ხელმყოფელს
უშრეტი ცეცხლით დაანაფოტებ.
როს ამოშრება წყევლის სათავე,
ქაჯეთს მიხტომა ნახონ ჯიქური,
მაშინ იხილონ დუშმანის თავი
უწმინდურ სისხლით გადათხიფული.
მისთვისაც გაგთქვამს ზეცა და მყარი
და ქარიშხალი ზღვებზე მქუხარი,
კვლავ გაიელვებ სიმართლის ფარით,
რწმენის სამკლავით და საფუხარით,
გადაიჭრები გზნებით მყოფადში,
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში,
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით.
დაუცხრომელო სულიერ ცდაში,
დაუსაბამო სიტყვის მხმობელო,
უკიდეგანო ასტრალურ ზღვაში,
დემონთა ხროვის დამამხობელო,
ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი,
ვაჰ, თუ ძალები შემომელია,
თუმცა მარადში ვარ თანამდგომი,
ავთანდილობა ერთობ ძნელია.
ბოროტისათვის მუქაფის მგებელს,
საქმენი ქველნი არ დამიგმია,
მაგრამ სვებედის საწყისთა მძებნელს,
ერთი ამბავი ვერ გამიგია:
სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე
როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,
მოყვასისაგან რად განისაჯე,
ღირსო უკვდავთა დიადემისა.
ალბათ გამოცდა ენება უფალს,
როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს,
რადგან განგებას რომელი უყვარს
მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს.
რას დაგაკლებდა ბედი ტიალი
ეკალ-ბარდებში სიკეთის მთესველს,
ჭორის ღვართქაფმა გადაგიარა
და როს აგივსეს ძმარით ფიალა
არ აიცდინე სასმელი ესე;
რადგან იცოდი როგორ მავნებლობს,
როცა მაცდური გვიდგას საჭესთან,
რომ სიამაყე, აქ რომ მბრძანებლობს,
მათხოვარია იმ სოფლის ბჭესთან,
რომ წაუხდება მცდელობა უმალ,
გატიალდება როგორც საპყარი,
როს აღმოჩნდება, რომ ამგვარ სტუმარს
ზეცაში არ აქვს თავშესაფარი,
რომ ვერ იხილავს სანუკვარ შედეგს
ჭეშმარიტებას ვინც არ იმშვილდებს,
შეუპოვარი ბრძოლების შემდეგ
ვინაც ვერ ჰპოვა სულის სიმშვიდე,
ძმის აღსარება რომელმაც გასთქვა,
ვინც ვერ დაიცხრო ღელვა გულისა,
ზიარებამდე ვინაც ვერ წარსთქვა
საგალობელი სინანულისა.

მერაბ კოსტავა
12 აგვისტო, 1978 წელი, დიდგორობა

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-11-23
წმიდისა დიდისა მოწამისა და ძლევაშემოსილისა გიორგისა (303); დიდმოწამისა კოსტანტინე ქართველთა მთავრისა (852); მოციქულთა: ერასტისა, ოლიმპისა, როდიონისა, სოსიპატრესი, კვარტისა და ტერტისა, 70-თაგანთა (I); მოწამისა ორესტი მკურნალისა (304); მღვდელმოწამისა მილისა, სპარსელი ეპისკოპოსისა, და ორთა მოწაფეთა მისთა (341); ღირსისა თეოსტირიქტე სიმვოლელისა.
წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი (+304)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ორესტი მკურნალის (+304) ხსენების დღე.
წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი (I)
10 (23) ნოემბერს აღინიშნება ხსენება წმიდა მოციქულთა: ერასტოსის, ულუმპის, იროდიონის, სოსიპატრეს, კუარტოსის და ტერტიოსის - სამოცდაათთაგანთა (I)
gaq