საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

ლოვარდ ტუხაშვილი - ბიძინა ჩოლოყაშვილი
ლოვარდ ტუხაშვილი

იდუმალების ხიბლით მოცული ირუბაქიძეთა განაყარია ,,უბედო გვარი“ ჩოლოყაშვილთა. სისხლის წვიმების დროს ზეობდნენ ისინი სამხედრო, სასულიერო და დიპლომატიურ ასპარეზზე. ეპოქის სიავე აპირობებდა მათი ქმედების შინაარსს. ცოდვაც ჩაუდენიათ, ჩაუთვლემიათ კიდევაც, ორიოდე რენეგატიც გამორევიათ, მაინც ჭეშმარიტი პატრიოტიზმია ამ არისტოკრატიული სახლის განმსაზღვრელი თვისება. ,,რაინდული კლანის“ ყველაზე დიდი წარმომადგენელი იყო ბიძინა ჩოლოყაშვილი, 1659 წლის კახეთის აჯანყების აღიარებული ბელადი, გმირი და წმინდანი ერთდროულად.

ქართველთა არსებობის დროის ღერძზე მარადიული ,,ყოფნა-არყოფნის“ ალტერნატივა მთელი სიგრძე-სიგანით XVII საუკუნეშიც დადგა. დასავლეთ საქართველოს ენერგია თითქმის მთლიანად შეიწოვა არნახულმა შინააშლილობამ. სამხრეთ საქართველო ,,დაეცა უთანასწორო“ ბრძოლაში. აღმოსავლეთ საქართველოს მოუხდა ორი ისლამური ,,მსოფლიო იმპერიის“ გააფთრებული იერიშების მოგერიება. ხელი გამოიღეს ქართლელებმა და კახელებმა. შეაჩერეს თურქეთი, ორგზის დააბარბაცეს ირანი. ათასობით დაღესტნელი მოთარეშე დააკლეს იორ-ალაზნის ჭალებს.

მაინც იძალა მტერმა. ქართველები იძულებით კომპრომისზე წავიდნენ. გაფორმდა ,,ირან-გურჯისტანის“ ახლებური პოლიტიკური სტატუსი. ქართლი და კახეთი ყიზილბაშთა იმპერიას ,,ნებაყოფლობით“ შეუერთდნენ. ეროვნული დინასტია იდეოლოგიურად ისლამურ თარგზე მოეწყო. 1632-1744 წლებში ყველა ქართველი

მეფე მაჰმადიანი იყო. ირანი აკონტროლებდა არმიას, ფინანსებს, საგარეო საქმეებს. საშუალო ქართველ მოხელესაც კი ისპაჰანი ამტკიცებდა. დოკუმენტები ორენოვანი გახდა. თბილისში ჩაჯდა ირანული გარნიზონი.

რაღა რჩებოდათ ქართველებს? მხოლოდ შინაგანი ,,ავტონომია“ - ენა, ტერიტორია, ქრისტიანული ეკლესია. ეს იყო პოლიტიკური მინიმუმი ქართველთა არსებობისა. ამაზე ქვევით დათმობა აღარ მიდიოდა. ,,კომპრომისულ ეპოქაში“ ეროვნული მოძრაობის ორი მიმართულება გამოიკვეთა: რადიკალური და ლოიალური. რადიკალების ლოზუნგი იყო ,,ნუ გათათრდები“, ლოიალები ამტკიცებდნენ: ,,საჯაროდ ისლამი აღიარე, გულზე ჯვარი ატარე. ხელსაყრელ დროს დაუცადე“. პირველთა ლიდერი იყო თეიმურაზ I, მეორეთა - ხოსრო-მირზა ბაგრატიონი, როსტომ მეფე.

ორივე მხარეს ჰქონდა საკუთარი სიმართლე. დამოუკიდებლობა ერის ნორმალური მდგომარეობაა. თუ რაღაც მიზეზების გამო ერი დაქვემდებარებულია, მაშინ უნდა არსებობდეს სწრაფვა გამოხსნისაკენ. სხვაგვარად ერი მკვდარია. ქართველებს არ სურდათ სიკვდილი. ამიტომაც თეიმურაზ I-ს ბევრი მომხრე ჰყავდა. ,,არ ჩავაგოთ ხმალი“, ,,ან სიკვდილი, ან გამარჯვება“ - ამ მოწოდებით რადიკალები განუწყვეტლად უტევდნენ ირანელებს.

ლოიალები თანაუგრძნობდნენ რადიკალებს, ოღონდ ისინი რეალისტები იყვნენ. ,,ჩვენ ვერ მოვერევით ირანს, - ამბობდა როსტომ მეფე, - დროებით უნდა ჩავიმუხლოთ, ძალა მოვიკრიბოთ, დავუცადოთ გამარჯვების ჟამს“. მა

ლე გამოიკვეთა, რომ ეროვნული ხსნა ამ ორი მიმდინარეობის პარალელურად არსებობით იყო შესაძლებელი. ორივე აუცილებელი იყო. რადიკალების სამხედრო ყიჟინა, დაუცხრომელი ექსტრემიზმი აიძულებდა ისპაჰანს მხარი დაეჭირა ლოიალებისათვის, ამ უკანასკნელთა მოქნილი პოლიტიკა კი ხელს უწყობდა ნაციონალურ ძალთა სამომავლო პოტენციალის შენარჩუნებას. ეს ყველამ შესანიშნავად იცოდა. ამიტომაც ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებულნი, სინამდვილეში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. მეფე როსტომმა ორჯერ მოახერხა მეფე თეიმურაზ I-ის ,,მიმწყვდევა“... და ორჯერვე გაუშვა უვნებლად. საქმე ისაა, რომ ხმალშემართული თეიმურაზ  I ფასს ადებდა როსტომის შემრიგებლობას. ისპაჰანის თვალში ,,როსტომობა“ გურჯისტანში ირანელთა ყოფნის მყარ გარანტიად რჩებოდა. საოცარი პარადოქსია, რაც უფრო მედგრად ებრძოდა როსტომს თეიმურაზ I, მით უფრო განამტკიცებდა ,,ლოიალი“ როსტომის პოლიტიკურ პოზიციას.

ბიძინა ჩოლოყაშვილი თავდაპირველად თეიმურაზ I-ის თავგამოდებული თანამებრძოლი იყო. დადგა 1648 წელი. ირანის იმპერიას თავი მოაბეზრა ქართველ პატრიოტთა დაუცხრომელმა ბრძოლამ, შეარჩია ხელსაყრელი  მომენტი და დაარტყა შეუპოვარ კახეთს. მეამბოხის განდევნა დაევალა როსტომ მეფეს. ამ ბრძოლაში ბიძინა ჩოლოყაშვილის მოქმედება, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს. იგი დაუპირისპირდა თეიმურაზ I-სა და საკუთარ საგვარეულოს, კერძოდ, სახელგანთქმულ სარდალს რევაზ ჩოლოყაშვილს, რომელი

ც ამ ბრძოლაში კიდევაც დაიღუპა. ბიძინა ჩოლოყაშვილი არ ეთანხმებოდა თეიმურაზ I-სა და რევაზ ჩოლოყაშვილის თავდაცვით გეგმას. ეს უთანხმოება მარჯვედ გამოიყენა მეფე როსტომმა. პატრიოტთა წრეებში არსებული კონფლიქტი შემთხვევითი არ იყო. შესაძლოა ქართველ პატრიოტთა ერთი ნაწილი არ ეწინააღმდეგებოდა როსტომის სკიპტრის ქვეშ ქართლ-კახეთის გაერთიანებას. აღნიშნული ამბავი ქართულ ისტორიოგრაფიასა და მწერლობაში შეუნიშნავი დარჩა. ბიძინა ჩოლოყაშვილი წარმოსახულია ერთობ სწორხაზოვნად, ეროვნულ გმირად, რომელიც თავიდანვე თანამიმდევრულად მოითხოვდა ირანთან აშკარა ბრძოლას. ასე დაგვიხატეს იგი მემატიანეებმაც, ჰაგიოგრაფებმაც (მაგ., კათალიკოსმა ანტონ I-მა). აკაკი წერეთელმა ისტორიულ მოთხრობაში ,,ბაში აჩუკი“ ხაზი გაუსვა მხოლოდ ჩანაფიქრს: თუ როგორ გადავიდა ბიძინა ჩოლოყაშვილი ,,ირანულ სამსახურში“ ნამდვილი ზრახვების შესანიღბავად. ეს მთლად ზუსტი არ არის. 1648-1656 წლებში ბიძინა ჩოლოყაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს კომპრომისულ პოლიტიკას. მას ეკავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა კახეთის სამეფო კარზე. მართალია, კახეთი ქართლთან იყო შეერთებული, მაგრამ ინარჩუნებდა საკუთარ მმართველობას.

თეიმურაზ I-ის გაძევებამ დროებით შეანელა პატრიოტული ძალების ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ისპაჰანში ქართველთა სიმშვიდე და უქვეშევრდომილესი მორჩილება გამარჯვებად ჩათვალეს. შაჰ-აბას II-მ დიდი პაპის - შაჰ-აბას I-ის ადრინდელი გეგმის გა

ცოცხლება სცადა. 1656 წელს კახეთი ჩამოართვეს მეფე როსტომს და განჯის ბეგლარ-ბეგ სელიმს გადასცეს. ცენტრალური ირანიდან აქ შემოასახლეს 60000 თარაქმა ელი (ელი - მომთაბარეს ნიშნავს). ელებმა დაიკავეს ბახტრიონი, ალავერდი, ყველა სტრატეგიული პუნქტი ალაზანსა და ივრისპირეთში. დაიწყო ,,გათათრების“ პროცესი.

ამის დათმობა უკვე აღარ შეიძლებოდა. საფრთხე შეექმნა ქართულ ეთნოსს, კულტურას, რელიგიას, ენას. ქართველთა გულის მოსაგებად შაჰ-აბას II უზარმაზარ პრივილეგიებს აძლევდა მათ იმპერიის მასშტაბით. მას სურდა ქართველობა, როგორც ეთნიკური თვისებრიობა, ჩაკარგულიყო ირანის სივრცეში. ირანელთა მზაკვრული პოლიტიკა ნებაყოფლობით სიკვდილს უდრიდა. საქართველომ დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება. ზაალ არაგვის ერისთავმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა მოახდინეს ყველა საზოგადოებრივი კლასის სრული გაერთიანება. მოხდა ის, რაც ყოველთვის ხდებოდა ექსტრემალურ სიტუაციაში. დაშლილ-დაქუცმაცებულმა ქართველობამ მოახერხა დროებით დამდგარიყო საერთო ნიადაგზე, შეიკრა ,,პოლიტიკური უნისონი ქართველთა“. ქართლის ახალი მეფე ვახტანგ V (გამაჰმადიანებული შაჰნავაზი) განგებ იმერეთში გადავიდა. ერთი სიტყვით, ქართველმა ლოიალებმა ქართველი რადიკალები ირანზე მიუშვეს, გზა გაუხსნეს დაუნჯებულ ეროვნულ ენერგიას. 1659-1660 წლებში კახელებმა, თუშ-ფშავ-ხევსურებმა, არაგველებმა, ქსნელებმა, ქართლელ და იმერელ მოხალისეთა გუნდებმა დედაწულიანად ამოჟლ

იტეს ელები. აჯანყებას შალვა და ბიძინა ქსნის ერისთავებთან ერთად ბიძინა ჩოლოყაშვილიც ხელმძღვანელობდა.

ეს აჯანყება გამოირჩევა გლეხების არაჩვეულებრივი ენთუზიაზმით. რადიკალთა მრისხანე გამოსვლას უნდა მოჰყოლოდა დაპირისპირება ირანის უზარმაზარ იმპერიასთან. ამ სიტუაციაში ინიციატივა კვლავ ლოიალებმა აიღეს. ვახტანგ V და ზაალ არაგვის ერისთავი არწმუნებდნენ ისპაჰანის უზენაეს კარს, რომ კახეთის ამბები იმპერიის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. ასეთი მტკიცებაც საჭირო იყო. მართალია, მე-17 საუკუნის 60-იან წლებში ირანი დეგრადაციას განიცდიდა, მაინც ჯერ ისე არ დაუძლურებულიყო ,,ირანის ლომი“, რომ ვერ მოეხერხებინა პატარა კახეთისათვის ანგარიშის გასწორება. ირანის ნგრევის ნიშნები უკვე აშკარად შეინიშნებოდა. მართლაც, მე-18 საუკუნის 20-იან წლებში სეფიანთა იმპერია მწვავე კონვულსიებით მოკვდა. აუსრულდა ,,გურჯისტანის ბოროტ დემონს“ სვეგამწარებული თეიმურაზ I-ის წინასწარმეტყველური წყევლა: ,,ხმელთა მფლობელსაც არ ასცდეს ბოლოს დაცემა მეხისა“. ეს მოხდა მოგვიანებით.

ახლა კი იდგა 1660 წელი. მდგომარეობა გაამძაფრა იმ გარემოებამ, რომ ამოწყვეტილი თარაქმა ელების სისხლის აღებას მოითხოვდა ირანის შიიტური სამღვდელოება. ირანის შაჰს არ სურდა ახალი ლაშქრობის წამოწყება საქართველოს წინააღმდეგ. შაჰის კარზე კარგად იცოდნენ, რა დაუჯდა გურჯისტანის საკითხის გადაჭრა შაჰ-აბას I-ს, მაგრამ უნდა დაეშოშმინებინათ საქართვე

ლოს დასჯის მომხრენი. მაშინ სამი ქართველი პატრიოტი: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები საკუთარი ნებით ჩავიდნენ ირანში. შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, იურიდიულად ირანმა დაარღვია კომპრომისი, სცადა ქართველთა ამოგდება. ქართველები მზად იყვნენ აეტანათ მძიმე უღელი სწორედ ,,ქართველობის“ შესანარჩუნებლად, ოღონდ ისინი არ დაუშვებდნენ დენაციონალიზაციას. ეს კარგად იცოდნენ ისპაჰანში, მაგრამ საჭირო იყო ,,ვიღაცის“ დასჯა, რომ სეფიანთა ტახტს ავტორიტეტი არ შელახოდა. მას სჭირდებოდა მსხვერპლი. და აი, სამსხვერპლოზე შედგა სამი ქართველი რაინდი. ეს იყო ,,გონივრული თავის გაწირვა“. ასეთი სიკვდილი გაუტოლდა დიდ სამხედრო ეპოპეას; ამ აქტმა ააცილა აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი რბევა. 1660 წელს ბიძინა ჩოლოყაშვილი და მისი ორი უმამაცესი თანამებრძოლი - შალვა დ ელიზბარ ქსნის ერისთავები სასტიკად აწამეს. ქრისტიანულმა ეკლესიამ სამივე რაინდი წმინდანად შერაცხა.

ბიძინა ჩოლოყაშვილის ცხოვრება ,,კომპრომისული ეპოქის“ პატრიოტი ქართველის სანიმუშო მაგალითია. მან მიანიშნა თანამედროვეებს, როგორ უნდა შეერჩიათ ბრძოლის მეთოდი რთულ სიტუაციაში. ხან უნდა დათმო, ხან მახვილი იშიშვლო, ხან კი შეიძლება თავიც გაწირო. ოღონდ ზუსტად უნდა იცოდე, როდის რა მოიმოქმედო.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq