საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

25 მაისი - ხსენება წმიდა ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (+403)

წმიდა ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსი  წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. მონაზვნის გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელიღო და ლუკიანეს დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა,  უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმიდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაანთავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ ის მონასტერში მოიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე.

 რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ეპიფანემ და იოანემ გადაწყვიტეს იერუსალიმში წასვლა წმიდა ადგილთა მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლივიუსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა - პათიის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთან, ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდანებმა ორი თვე გაატარეს მოუკლებელ ლოცვაში, შემდეგ წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად უნდა აერჩიათ ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე. წმიდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს.

 წმიდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღო ლიტურღიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: „გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“.

 წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინოპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი. წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინოპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დამარხეს წმიდანის მიერ აშენებულ ეკლესიაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი
6 (19) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა ღირსმოწამის კონონის და მისი ძის, კონონის (+270-275) ხსენების დღეს.
წმიდა 42 ამორეველი მოწამე
6 (19) მარტს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღინიშნება წმიდა 42 ამორეველი მოწამის - კონსტანტინეს, თეოფილეს, აეტის, თეოდორეს, მილისენის, კალისტეს, ვასოჲსი და სხვათა - ხსენების დღე (+845).
gaq