საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მეთოდე

წმიდა მეთოდე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+847), ვისი ხსენებაც აღესრულება 27 ივნისს, მდიდარი სიცილიელების ვაჟი იყო. ღვთის ნებით, მან ჯერ ისევ ახალგაზრდამ, კუნძულ ქიოსზე მდებარე მონასტერს მიაშურა და საკუთარი სახსრებით განაახლა იგი. ხატთმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) მეფობაში, ნიკიფორე პატრიარქის  მღვდელმთავრობისას მეთოდეს იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ პატრიარქმა იგი რომში გაგზავნა პაპთან შესახვედრად. წმიდანს მობრუნება დაუგვიანდა, ამასობაში კი იმპერატორმა ნიკიფორე ტახტიდან ჩამოაგდო და მწყემსმთავრად ხატთმბრძოლი თეოდოტე მილისინელი (815-822) დაადგინა. ლეონ სომეხის სიკვდილის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და ხუცესის ხარისხში დაუცხრომლად იბრძოდა მწვალებელთა წინააღმდეგ. იმპერატორი მოჩვენებითი კეთილგანწყობით ეპყრობოდა ქრისტიანებს, თავისი წინამორბედის მიერ დატუსაღებული მრავალი ხატთაყვანისმცემელიც გაანთავისუფლა, მაგრამ მალე ჭეშმარიტი ბუნება გამოავლინა და განაახლა მართლმადიდებელთა დევნა. წმიდა მეთოდეც აკრიტის საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მიხეილ ენაბრგვნილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, თეოფილე (829-842) ავიდა. მამასთან შედარებით განათლებულმა შვილმა გაათავისუფლა მეთოდე, როგორც განსწავლული ადამიანი, რომელიც ბრწყინვალედ ერკვეოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო საქმეებში. სამშვიდობოს გამოსულმა წმიდა მამამ კვლავ დაიწყო ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც იმპერატორი გარკვეული ხნის მანძილზე ითმენდა. ბოლოს, არაბებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, თეოფილემ წმიდა მეთოდეს რისხვა დაატეხა თავს, ის ამტკიცებდა, „კერპთაყვანისმცემლის“ (ასე უწოდებდნენ მწვალებლები ხატთაყვანისმცემლებს) დაახლოებისთვის დამსაჯაო ღმერთმა. გამხეცებულმა უსჯულომ საშინლად აწამა ნეტარი აღმსარებელი. მას დაუნდობლად სცემდნენ, ყბები ჩაუმსხვრიეს, სახეზე კი  ჭრილობა დაუტოვეს. შემდეგ წმიდა მეთოდე კუნძულ ატიგონზე გადაასახლეს და ორ ავაზაკთან ერთად ღრმა გამოქვაბულში გამოამწყვდიეს. ამ ბნელ მღვიმეში, სადაც მზის სხივიც კი ვერ აღწევდა, 7 წელი, იმპერატორ თეოფილეს აღსასრულამდე, იტანჯებოდა ნეტარი მამა. თეოფილეს შემდეგ მისი ძე, მიხეილ III (842-867) გამეფდა, მაგრამ ტახტის მემკვიდრის არასრულწლოვანების გამო ქვეყანას, ფაქტიურად, მისი დედა, ხატთაყვანისმცემელი დედოფალი თეოდორა განაგებდა. მან გაათავისუფლა მართლმადიდებლობის დაცვისთვის დატყვევებული ქრისტიანები, განდევნა ერეტიკოსი პატრიარქი ანიუსი, მის ნაცვლად კი წმიდა მეთოდე აირჩიეს. 842 წელს, კონსტანტინოპოლში მეთოდეს თავმჯდომარეობით მოწვეულ იქნა ადგილობრივი კრება, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა და დაადგინა, ყოველწლიურად აღენიშნათ მართლმადიდებლობის ზეიმი. ეს დღესასწაული ნეტარი მამის მიერ შედგენილი წეს-განგებით აღესრულებოდა დიდმარხვის პირველ კვირიაკეს. ღირსი მეთოდეს ცხოვრების უკანასკნელმა წლებმა მშვიდად ჩაიარა. ის ბევრს იღვწოდა ერეტიკოსთაგან დანგრეული ტაძრების  და წმიდა ხატების აღსადგენად. ბოლოს, 846 წელს, წმიდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq