საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული

ქრისტიანული ეკლესია დღეს იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს.

წმიდა იოანეს  ბავშვობის შესახებ ცნობილია ლუკა მახარებლის გადმოცემის მიხედვით. იოანე იყო მღვდელმსახურ ზაქარიასა და მართალი ელისაბედის შვილი.  ხნიერ ცოლ-ქმარს  დიდხანს არ ეძლეოდა პირმშო. როგორც ლუკა მახარებელი გვამცნობს, მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა ზაქარიას, რომ  შვილი შეეძინებოდა: „ ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი“ (ლუკა 1: 13-17).

ზაქარია არ ენდო ანგელოზის სიტყვებს, საკუთარი და მეუღლის ხნოვანებისა გამო და დაისაჯა სიმუნჯით.

ქალწულმა მარიამმა შეიტყო, რომ ნათესავი მისი ელისაბედი ფეხმძიმედ იყო და ესტუმრა მას.  „ როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი“ (ლუკა 1: 41). ამრ

იგად, ჯერ კიდევ მუცელში მყოფმა იოანემ გაუმხილა დედას მომავალი მესია.

სახარების მიხედვით იოანეს შობა ნახევარი წლით წინ უსწრებდა იესოს შობას. ვაჟიშვილის დაბადების ჟამს  ზაქარია ჯერ კიდევ ვერ იღებდა ხმას, ხოლო, როდესაც დედამ გადაწყვიტა პატარისათვის ოჯახის მხრივ არატრადიციული სახელის, იოანეს დარქმევა, ნათესავებმა მოსთხოვეს მამას, წერილობით დაემოწმებინა თანხმობა. მანაც თავისი ხელწერილით დაადასტურა: „იოანეა სახელი მისი“. ყველა განცვიფრდა.   მაშინ განეხსნა  ენა ზაქარიას და ხელმეორედ ამეტყველებულმა ამოთქვა უფლის სადიდებელი. „ ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:   კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი“ (ლუკა: 66 – 67).

მამული, ენა, სარწმუნოება

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა, საკვირველთმოქმედისა (+1422).
ღირსი ათანასე ათონელი
5 (18) ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ათანასე ათონელის (+1000) ხსენების დღეს.
gaq