საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი

ღირსმოწამე ათანასე ბრესტელი ბელორუსი იყო. ის დაიბადა დაახლოებით 1597 წელს  ფილიპოვიჩების კეთილშობილ ქრისტიანულ ოჯახში. მან მიიღო სერიოზული განათლება - კარგად იცნობდა საღვთისმეტყველო და საისტორიო ლიტერატურას.

1627 წელს იგი აღიკვეცა ბერად. წმიდა ათანასე უფლის დედის განსაკუთრებული კურთხევით თავდადებით იცავდა მართლმადიდებლობას „რეჩ პოსპოლიტას“ მიერ მიტაცებულ მიწებზე. მან გადაიტანა არაერთი შეჭირვება და უკანონო სასჯელი უნიატებისაგან - სამგზის იყო დატუსაღებული. წმინდანი ხელისუფალთაგან მივლინებულ იქნა კიევში, რათა წარმდგარიყო სასულიერო სასამართლოს წინაშე, მაგრამ გამართლებულ იქნა და დააბრუნეს თავის ტაძარში. მტრული გარემოცვის პირობებში ათი  წელი იბრძოდა წმიდა ათანასე მართლმადიდებლობისათვის, რომლის მიმართ ერთგულება დაამტკიცა  განსაცდელებისა და ტანჯვის გადატანით.

მას კიდევ მოუწყეს სასამართლო, რომლის განჩინებითაც უნიის დაწყევლისათვის მიუსაჯეს სიკვდილი.  წმიდა ათანასე მოწამებრივად აღესრულა 1648 წელს (წმიდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა 1679 წლის 20 ივლისს).

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq