საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამე (+დაახლ. 302)

1 სექტემბერს არის ხსენება წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატისა და მის თანა ორიათასხუთასოთხმოცდაცამეტი მოწამისა (+დაახლ. 302).  

წმიდა მოწამე ანდრია სტრატილატი რომაელთა ლაშქარში მსახურობდა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. მას ნათლისღება ჯერ არ მიეღო, მაგრამ მტკიცედ სასოებდა იესო ქრისტეს. თავისი სიმამაცის, ძლევამოსილებისა და სამართლიანობისთვის ანდრია ყველას ძლიერ უყვარდა.

როცა სპარსელთა ურიცხვმა მხედრობამ სირიის საზღვრები გადალახა, მმართველმა ანტიოქოსმა მომხდურებთან ბრძოლის ხელმძღვანელობა სწორედ მას დაავალა. ბრძოლის წინ წმიდანმა ასე მიმართა თავის მცირერიცხოვან მხედრობას: წარმართული ღმერთები - ეშმაკებია და მათგან შემწეობის მოლოდინი ამაოაო, და უქადაგა ქრისტე, ყოვლადძლიერი მეუფე ზეცისა და ქვეყანისა.

 სტრატილატის სიტყვებით სულიერ თვალებახელილმა მებრძოლებმა მაცხოვრის სახელი ახსენეს და ისე ეკვეთნენ მტერს. შედეგად - მცირე რაზმმა სპარსთა უთვალავ სპას სამარცხვინო დამარცხება აგემა და ქვეყნიდან განდევნა.

ამ ლაშქრობამ წმიდა ანდრიას სახელი ბრწყინვალე დიდებით შემოსა. მოშურნეებმა მმართველს მოახსენეს, რომ იგი ქრისტიანი იყო და თავისი რაზმიც ქრისტიანობაზე მოაქცია. წმიდანი სამსჯავროზე იხმეს და საწამებლად გადასცეს. წამების შემდეგ მმართველმა ანტიოქოსმა წმიდანი სხვა მხედრებთან ერთად საპყრობილეში ჩაყარა და დიოკლეტიანეს აუწყა მომხდარის შესახებ - თავად ვერ გაბედა სახელგანთქმული გმირის სიკვდილით დასჯა.

უსჯულო თვითმპყრობელმა იცოდა, თუ როგორ უყვარდა ლაშქარს წმიდა ანდრია, შეეშინდა ამბოხისა და ბრძანა, გაეთავისუფლებინათ მოწამეები, შემდეგ კი სხვადასხვა საბაბით ცალ-ცალკე მოეკლათ. საპყრობილიდან გამოსულმა აღმსარებლებმა ქალაქ ტარსოსს მიმართეს და აქ ადგილობრივი მღვდელმთავრის, პეტრესა და ბერიის ეპისკოპოსის, ნონეს ხელით ნათელიღეს.

 შემდგომ ქრისტეს ტარიგებმა ტაქსანატად წოდებულ ადგილას გადაინაცვლეს. ანტიოქოსმა კილიკიის ოლქის მმართველ სელევკუსს ამცნო, დასწეოდა მეომრებს და თითქოსდა საბრძოლო დროშების დატევებისათვის, ყველანი ამოეჟლიტა. წმიდა ანდრია თავისი რაზმით მდევარს სომხეთის სანახებში, ქალაქ ტაბრში დაბანაკებული დაუხვდა - გამოცხადების მიხედვით ისინი სწორედ აქ უნდა აღსრულებულიყვნენ მოწამეობრივად.

 ანდრიამ თავის მხედრებს მოუწოდა, არ შეშინებოდათ სიკვდილის; ილოცა ყველასათვის, ვინც მათ ხსოვნას პატივს მიაგებდა და უფალს შესთხოვა, მაკურნებელი წყარო აღმოეცენებინა იმ ადგილას, სადაც მათი სისხლი დაიღვრებოდა. ამ ლოცვის დროს მოწამეები, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ მომხდურთ, მახვილებით აჩეხეს (+დაახლ. 302). 

იმავ წამს მიწიდან მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა. ეპისკოპოსები პეტრე და ნონე ღვთისმსახურებთან ერთად ფარულად მიჰყვებოდნენ ნეტარი ანდრიას რაზმის კვალს. უფალმა სწორედ მათ არგუნა მარტვილთა წმიდა ცხედრების დაფლვა. 

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq