საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმინდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი

20 ნოემბერს მართლმადიდებელ წმინდანთა შორის იხსენებიან წმინდანი ოცდაცამეტნი მელიტინელი მოწამენი: იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე, კლავდიანე, თეოფილე, გიგანტი, დოროთე, თეოდოტე, კასტრიკიოსი, ანიკიტე, თემელიოსი, ევტიქი, ილარიონი, დიოდოტე და ამონიტე (III).

წმიდა მოწამე იერონი დიდი, კაბადოკიელი, ქალაქ ტიანში დაიბადა. კეთილმსახური დედის აღზრდილი ჭაბუკი სიმშვიდითა და ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. თანამმართველმა იმპერატორებმა, დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ლისიუსის წინამძღოლობით მხედართა დიდი რაზმი გაგზავნეს კაბადოკიაში. მათ დაევალათ იქ ფართოდ გავრცელებული ქრისტიანული სარწმუნოების ამოძირკვა და, ამასთან ერთად, იმპერატორის ლაშქრისთვის ჯანმრთელი და ძლიერი მეომრების შეგროვება.

ლისიუსმა სამხედრო სამსახურში სხვებთან ერთად დიდი ფიზიკური ძალით აღჭურვილი და მოქნილი იერონის აყვანაც ბრძანა, მაგრამ წმიდა ჭაბუკმა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორების სამსახურზე უარი განაცხადა. როცა ნეტარის ლისიუსთან ძალით მიყვანას შეეცადნენ, მან, ძელით აღჭურვილმა, უკუაქცია მომხდური მხედრები და თვრამეტ თანამოაზრესთან ერთად ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი.

ლისიუსის მეომრებმა ვერ შეძლეს ამ მღვიმის აღება. ბოლოს იერონის ერთ-ერთი მეგობრის, კვირიკეს რჩევით, უღმერთომ გამოქვაბულს ალყა მოხსნა და თავისი რაზმი იქაურობას განარიდა; კვირიკემ კი დაამშვიდა იერონი და დაარწმუნა, ხელისუფლების ნებას დამორჩილებოდა. ამის შემდეგ წმიდანი სხვა ახალწვეულებთან ერთად მხედრების თანხლებით მეზობელ ქალაქ მელიტინში გაგზავნეს.

 მალე უფლის რჩეულმა იხილა სიზმრისეული ჩვენება, სადაც მისი მოახლოებული მოწამეობრივი აღსასრული იყო გაცხადებული. მელიტინში თავმოყრილ მეომრებს ლისიუსმა წარმართული ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, იერონმა და მასთან ერთად სხვა ოცდათორმეტმა მხედარმა უარი განაცხადეს ამ მოთხოვნის შესრულებაზე და მხნედ აღიარეს ქრისტე. მაშინ მტარვალმა განკარგულება გასცა, დაუნდობლად ეგვემათ წმიდანები, იერონისთვის კი ხელი მოეკვეთათ. ბრძანების შესრულების შემდეგ ჯალათებმა სულთმობრძავი მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს, დილით კი ყველას თავები მოჰკვეთეს.

სიკვდილით დასჯილი ყველა მეომრის ნეშტი ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს. მოგვიანებით, იმპერატორ იუსტინიანეს ზეობისას, წმიდა ირინეს სახელობის ტაძრის მშენებლობის დროს, ნეტარი მარტვილების ნაწილები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული (+303)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამეთა: რომანოზ დიაკონისა და ყრმა ბარულის (+303) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე პლატონი (+302 ან 306)
18 ნოემბერს (1 დეკემბერს) აღინიშნება წმიდა მოწამე პლატონის (+302 ან 306) ხსენების დღე.
gaq