საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ღვაწლმოსილი მეცნიერი - თეიმურაზ მიბჩუანი (სამეფო კლუბის მარადი წევრი)

ცნობილი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თეიმურაზ მიბჩუანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა. იგი იყო საკმაოდ ფართო დიაპაზონის მეცნიერ-ისტორიკოსი, რომელმაც არაერთი საყურადღებო და მეცნიერულად დასაბუთებული ნაშრომით გაამდიდრა ქართული ისტორიოგრაფია. 
განსაკუთრებულია მისი ღვაწლი მეცნიერულ აფხაზეთმცოდნეობაში. მან საგანგებო მონოგრაფიები მიუძღვნა აფხაზეთის მეფეებსა და მთავრებს, აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლებსა და ეპიგრაფიკას. გამოიკვლია აფხაზური გვარები და დაადგინა, რომ დღევანდელ აფხაზთა დაახლოებით 80% ქართული წარმოშობისაა.

პროფესორის ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ ენებზე. 
მეცნიერს შემოქმედებითი კავშირები ჰქონდა გერმანელ და ესპანელ მეცნიერებთან. იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო საზოგადოება `ცოდნის~ აფხაზეთის გამგეობის თავჯდომარე; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის პერიოდული სამეცნიერო გამოცემის `საისტორიო ძიებანის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

თეიმურაზ მიბჩუანი დაარსებიდანვე, 2004 წლიდან იყო საქართველოს სამეფო კლუბის წევრი. 2015 წელს სამეფო კლუბის წევრებმა პატივი მიაგეს მის ღვაწლს და ღვაწლმოსილი მეცნიერი გამოაცხადეს სამეფო კლუბის მარად წევრად.
მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს თეიმურაზ მიბჩუანთან, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ "სარკეში" 2006 წელს.
,ბაგრატ მესამეს საქართველოს გაერთიანებაში კოდორი დაეხმარა"

კოდორის, იგივე დალის ხეობას საქართველოსთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ყველა ცდილობდა ეს ტერიტორია გაეკონტროლებინა. კოდორის ხეობის მოსახლეობას უამრავი ბრძოლა აქვს გადატანილი და ,რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს გაერთიანებაც სწორედ კოდორის ხეობიდან დაიწყო. კოდორის ხეობის ისტორიული მნიშვნელობაზე ,,სარკე" ისტორიკოსებს ესაუბრა. 

თეიმურაზ მიბჩუანი - ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: -
- კოდორის შესახებ პირველი ცნობაუცხოელ ავტორს, სტრაბონს ეკუთვნის. 2 ათასი წლის წინანდელი წყაროს მიხედვით იმ პერიოდში სვანებს 200 ათასი მეომარი და 300 მამაკაცისაგან შემდგარი საბჭო ჰყავდათ. იმავე დროს, აღმოსავლეთ საქართველოს 80 ათასზე მეტი მეომარი ჰყავდა, ალბანეთს (ახლანდელი აზერბაიჯანს) - 80 ათასზე ნაკლები. ეს ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ სვანური ტომი მრავალრიცხოვანი იყო. სვანები არამარტო დღევანდელი სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ დასავლეთ საქართველოს ბარშიც ცხოვრობდნენ. 

- ალბათ ამიტომ აქვს ბევრ ადგილს შემორჩენილი სვანური სახელწოდება. 

- გეოგრაფიული სახელები ამაზე მართლაც მეტყველებს. მაგალითად, ცხუმი სვანური სახელია და რცხილნარს ნიშნავს, გაგრა - ნიგვზნარს, ლეჩქოფი - ჭაობიანს. დღევანდელი სამეგრელოსა და აფხაზეთის მთიან ზონას ლაკადა ეწოდება. სვანურად ლაკადა სანაჯახეს ნიშნავს, ანუ ტყიანი ზონაა.

- კოდორის ხეობას ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. იქ მცხოვრებთ ბევრი ბრძოლის გადატანა უხდებოდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები როდის მოხდა?

- პირველ საუკუნეში, როცა სვანები მრავალრიცხოვანნი იყვნენ, საქართველოში რონმაელი სარდალი პომპეუსი შემოიჭრა. მან მცირე აზია და არმენია დალაშქრა და შემდეგ იბერიაში გადმოვიდა. იბერიაში 9 ათასი ადამიანი გაწყვიტეს. 10 ათასი ტყვედ ჩაიგდო და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. იქ იმდენად დიდი ძალა დახვდა, რომ დამარცხდა. რომაელთა სარდალი თავის სამშობლოში დაბრუნდა. მას განზრახული ჰქონდა, კოდორის უღელტეხილით ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო. ეს განზრახვა სვანებისა და მეგრელების წინააღმდეგობის გამო ვერ განახორციელა.

მეექვსე საუკუნეში მსოფლიოში ორი დიდი იმპერია არსებობდა, აღმოსავლეთში - ირანი, დასავლეთში - ბიზანტია. ისინი ერთმანეთს კოდორის ხეობის ხელში ჩასაგდებად წლე
ბის გნმავლობაში ეომებონენ. მათ კარგად იცოდნენ, რომ ვის ხელშიც აღმოჩნდებოდა კოდორის ხეობა, მისთვის მთელი ამიერკავკასიის გაკონტროლება ძალიან ადვილი იქნებოდა. ბიზანტიის ჯარებმა კოდორის ხეობაში უამრავი ადამიანი გაწყვიტეს. დიდი მსვერპლის მიუხედავად, მაინც დამარცხდნენ და კოდორიდან შიდა ეგრისში გადაინაცვლეს. კოდორის ხეობის მოსახლეობამ ბევრი სხვა ბრძოლაც გადაიტანა. მათთვის გვერდი არც არაბებს აუვლიათ. ომებმა თავისი შედეგი გამოიღო. ბრძოლების გამო მოსახლეობა ძალიან გამეჩხერდა. ნაწილი ჭუბერის ხეობაში გადავიდა, ნაწილმა კი ჩრდილოეთ კავკასიას მიაშურა. მათი მიგრაცია მეცნიერულად არის დამტკიცებული.

- ისტორიკოსების თქმით, საქართველოს გაერთიანების იდეასაც სწორედ კოდორის ხეობაში ჩაეყარა საფუძველი.

- საქართველოს გაერთიანების მთავარი იდეოლოგი კოდორის ხეობის სვანი დიდებული იოანე მარუშიანი, იგივე მარუშის ზე გახლდათ. მან ქვეყნის ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა - აფხაზეტში ბაგრატ მესამის გამეფებას შეუწყო ხელი. ბაგრატ მესამემ კი აფხაზეთიდან მთელი საქართველო გააერთიანა. ამ გაერთიანების მთავარი იდეოლოგი იოანემარუშიანი გახლდათ. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ სწორედ მარუშიანების გვარიდან უნდა მომდინარეობდეს სამეგრელოს, სვანეთისა და აფხაზეთის მთავრები - დადიანები, ვარდანიძეები და მარშანიები. მარუშიანთა ციხესიმაგრე წებელდაში იყო. მისი ნანგრევები ახლაც არის შემორჩენილი და მას მარშანიების ციხესიმაგრეს ეძახიან. მარუშიანებს დიდი როლი მიუძღვით საქართველოს ისტორიაში, მათ ყოველთვის სახელმწიფოებრივი პოზიციზ ეკავათ. ცნობილია, რომ ზვიად მარუშიანმა ტაო-კლარჯეთში გარდაცვლილი ბაგრატ მესამე ჩამოასვენა და მისივე აგებულ ბედიის მონასტერში, დედის გვერდით დაკრძალა.

- კოდორიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლას რამდენი დრო სჭირდება?

- კოდორის ხეობას დღესაც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. იქ მისასვლელი გზები დღემდე სამხედრო გზად იწოდება. მე რამდენჯერმე ვარ მის უღელტეხილებზე გადასული, ძალიან ხელსაყრელი უღელტეხილებია. მაგალითად, კოდორიდან ყარაჩაიში გადასვლას მხოლოდ 3-4 საათი სჭირდება.

- ძირძველი სვანეთი აფხაზეთის ხეობად როდიდან იწოდება?

- შუა საუკუნეებში დადიანებსა და შარვაშიძეებს შორის შიდა ფეოდალური კინკლაობა დაიწყო. ერთმანეთს საზღვრებისთვის ედავებოდნენ. მე-17 საუკუნეში, სამეგრელოს მთავარ ლევან მეორე დადიანის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ყველაფერი აირია. ლევანს მემკვიდრე არ დარჩა. ისტორიული წყაროს ცნობით, ლევან დადიანმა მემკვიდრის, მანუჩარის გარდაცვალების გამო ,,თავს ლახტი იკრა" და ჭრილობით გარდაიცვალა. მისი სიკვდილი შარვაშიძეებმა კარგად გამოიყენეს და მიწების მითვისება დაიწყეს, საზღვრები გააფართოვეს.

- შარვაშიძეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ?

- შარვაშიძეები ჩრდილოეთკავკასიიდან გადმოსულ მებრძოლებს, აფსუებს იყენებდნენ. სწორედ მათი დახმარებით გაიმარჯვეს. შარვაშიძეები ჩრდილო-კავკასიურ ტომებს დიდ პრივილეგიებს ანიჭებდნენ, რადგან მეომარი ძალა სჭირდებოდათ. შემდგომში ამ ტომებმა ადგილობრივი აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან შეავიწროვეს, იტაცებდნენ და ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ. აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ამოწყვიტეს. სწორედ იმ პერიოდში მოხდა მოსახლეობის გააფსუება. მაგალითად, მარუშიანები მარშანიები გახდნენ, და ა.შ. ასე გაგრძელდა მუჰაჯირობის დაწყებამდე. მუჰაჯირობის დროს კოდორის ხეობიდან ძალიან ბევრი მოსახლე გადაასახლეს.

- დალის ხეობად რატომ იწოდება? 


- სვანურ ფოლკლორში ნადირთა და მონადირეთა ღვთაებად დალი ითვლება. ლეგენდის მიხედვით, ქალღმერთი დალი სწორედ ამ ხეობაში ცხოვრობდა. ამიტომაც უწოდებენ დალის ხეობას. ბიზანტიური წყაროები კოდორის ხეობის ტერიტორიაზე ფუშტას ციხესიმაგრეს მოიხსენიებენ. ფუშტი სვანების რელიგიური კულტი იყო. მხოლოდ სვანეთშია ფუშტის სახელზე აგებული სამლოცველოები შემონახული. კავკასიის სხვა ხალხების ფოლკლორში ფუშტი ნახსენები არ არის. 

ირინე მჭედლიძე
,,ისტორიული მისია"
,,სარკე" - # 31 - 2 - 8.VIII. 2006 წ. 

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq