საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სპექტაკლი თუ მისტერია 2 - გოჩა ესებუასადმი
გაიოზ მამალაძე

ეს მიძღვა გოჩა ესებუასადმია, და მისი ძმის, გიასადმი., ასევე მათი მართალი მშობლებისადმი


ეს ესე თუ მიძღვნა, დაიწერა გოჩა ესებუას მკვლელობამდე. იბეჭდება მცირედი ცვლილებით

  

ავტორი

 

 

 

სპექტაკლი თუ მისტერია 2 - გოჩა ესებუასადმი

 

  მოქმედების ადგილი - ჯიხაშკარი.

 

  მოქმედი პირები - გოჩა ესებუა და მისი ძმადნაფიცები, ჯიხაშკარელი ბიჭები.

 

  ციხისკარი მისტერიათა ადგილია, კარია, საიდანაც ციხე იწყება, უნდა დაიწყოს (შეიძლებოდა მეთქვა "როგორც" და არა "საიდანაც", შეადარეთ "ცისკარი"). ციხე - ვიგულისხმოთ სიმაგრე, სიმბოლო და არა საპატიმრო. თუმცა პატიმრობის რისკიც იყო... სიკვდილისაც.

 

  კარი ზღურბლია, ასევე საფუძველიც, სადაც იწყება და უნდა დაიწყოს ციხის (სიმაგრის) შენება (აქაც შეიძებოდა მეთქვა "როგორც" და არა "სადაც").

 

  ციხე ისახება ზეცაში - ბალავრდება მიწაში. მიწაში ეყრება საფუძველი და აღიმართება მერმე ცხოველი ძელივით ღმრთის ნება, როგორც ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სიმბოლო.

 

  მიწა (მი და მო) შემზადდა ზვიადის თვითშეწირვით, "გარდაცვალებით" და წმიდა ნაწილის ჯიხაშკარის მიწაში "გადამალვით"...

 

  მერმე იმ ქვეყნიდან "დაბრუნდა" კაცი, კაცი რომელიც ბრუნდება, და ზეციური სამშობლოდან შეუდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლას...

 

  ნებაყოფლობითი თავგანწირვა, ნებაყოფლობითი თვითშეწირვა არის არა თვითმკვლელობა, არამედ აპოთეოზი თავისუფალი ნებისა...

 

;

  ნებას ძალუძს მთათა გადაბრუნება.

 

  წმიდა ნეშტს სასწაულები (ხომ ბევრჯერ დაამარცხეს ჩეჩნებმა რუსი იმპერიალეისტები?! (მთაწმინდის(თუ მთაწმინდების ) მოლოდინის აღსრულების მერმე ნახეთ თქვენ?!..).

 

  მისტერია სახვაა. უფრო ანარეკლია ზეცაში სახულისა, ხილული სახე მისი. საყრდენები მრავალნაირია, მრავალგვარია, მრავალსახე და მრავალსახეობრივი (გაიხსენეთ სახიობა - ეს პირველზმნა მსახიობობის):მიდამო, მიზანი, დრო, ანთებული გულები...

 

  ანთებული გული, ცეცხლოვანი გული, ცეცხლმოკიდებული გული - გული ვითარცა ზეციური ცეცხლისტაძარი...

 

  ... და გამოჩნდნენ ("ჩნდნენ") ახალ-ტაძრელები თითქოს მოულოდნელად, თითქოს არაფრიდან, თითქოსარსაიდან.

 

  იერი - ქართული, კოლხურ-იბერიული, კავკასიური ანუ ჰიპერარიული, ზეარიული.

 

  სამოსი - მეომრის, ახალმხედრის.

 

  მხოლოდ ერთის განცხადებულად - ტაძრელის.

 

  განწყობა - გულსანთლიანი.

 

  როგორც იქნა, კვლავ ვაჯობეთ ჩეჩნებს რაინდობაში (ეს დასაწყისია - ზემოთ ნათქვამი გაიხსენეთ მთაწმინდის (მთაწმინდების) ლოდინის შესახებ). ისევ ტაძრიონმა იმარჯვა. ალხინეს "მძევლები",ქართული ღვინის, ქართული სუფრის, ქართული მასპინძლობის, ქართული რაინდობის, ქართული კაიყმობის, სილაღის სახე-ხატი აჩვენეს ოთხთ და მთელს კაცობრიობას ოთხთან ერთად.

 

  ხოლო რა აჩვენეს ქართველთ? ქართველთ რა უთხრეს?

 

  პირველი - ვართ!

 

  მეორე - ვიქნებით!

 

  მესამე: - ერთად ვიყოთ!

 

  "ცუდათ ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება"...

 

  არც ჩაუვლია. ვიგრძენით. ზოგმა გაოცება (უგულისყურომ), ზოგმა აღმაფრენა (ერთგულმა), ზოგმაშიში...

 

  გაურკვევლობამ დაისადგურა, თითქოს. ბევრს არ სჯერა სინამდვილე მისტერიისა, თითქოს. არადა მისტერია ყველაზე ნამდვილია, მართალია. აბა გადახედეთ კათარზისს... აბა შეიგრძენით… აბა განეწყვეთ...

 

  აბა გულს ჰკითხეთ, რა გინდათ ახლა?!..

 

  ასეთი შედეგი (კათარზისული (ამაღლებული (ამმაღლებელი) კარგა ხანია არც ერთ მოქმედებას (სპექტაკლს "თანამედროვე" გაგებით) არ მოჰყოლია საქართველოში. მხოლოდ მისტერიებს.

 

  გახოვთ ჩოხით სიკვდილთან შეგეგება, ტაშით სიკვდილთან შერიგება...

 

  სიკვდილთან შერიგება...

 

  იცით, რას ნიშნავს სიკვდილთან შერიგება?

 

  სიკვდილთან შერიგებით იქმნება მხოლოდ დიადი ქმედება (მოქმედება პირველგაგებით).

 

  შეურიგებელი სიკვდილთან ვერ აიყვანს უმაღლეს ხარისხზე ქმედებას.

 

  "პირველი ხარისხი ქმედებისა - თუ ქმედება მცირედია, იგი მოითხოვს დახმარებას სხვადასხვა ხელთქმნილი ნივთებით თუ საქმეებით. როცა მოქმედება ხდება დიადი, იგი აღარ მოითხოვს საჭიროებასმიწიერ ნივთთა. ეს არის პირველი საცდელი ქვა ქმედებისა.

 

  მეორე ხარისხი ქმედებისა მისი მოქნილობაა, მისი მოძრაობაა. მსგავსად პირველადი მატერიის გრიგალისა, ჭეშმარიტი ქმედება უნდა თრთოდეს შესაძლებლობებით.

მხოლოდ ფრენას შეუძლია გაასრულოს სინათლის მატარებელი, გამოჩენილი აზრი.

 

  მესამე ხარისხი ქმედებისა მისი მოულოდნელობაა. გონებათა განმაცვიფრებელი ყველა ქმედება არისშედეგი მოულოდნელი აზროვნების გზისა.

 

  მეოთხე ხარისხი ქმედებისა მისი მოუხელთებლობაა. მხოლოდ ეს ხარისხი დაიცავს ქმედებასდამღუპველი თავდასხმებისაგან.

 

  მეხუთე ხარისხი ქმედებისა მისი დამარწმუნებლობაა. როგორც მეხი ჩვენს ცნობიერებაშიდაკავშირებულია კოსმოსთან, ასევ ყველა ქმედება უნდა აშეშებდეს, როგორც სატევრის ელვა.

 

  მეექვსე ხარისხი ქმედებისა მისი კანონზომიერებაა. მხოლოდ სამყაროს ევოლუციის საფუძველთა შეცნობა მიაახლოებს ქმედებას გარდუვალთან.

 

  მეშვიდე ხარისხი ქმედებისა მისი სპეტაკად გაგზავნაა. მისი მეშვეობით შესაძლოა ზიდო უმძიმესი ტვირთი დაუღალავად".

 

  ახლაც. ტაძრელთა სამოსის ამოღება საუკუნეთა სამალავიდან და თავგანწირვა ახალ-ტაძრელთა.სიკვდილთან შერიგება ძმათა. "სპეტაკი გაგზავნა"...

 

  სამაგიეროდ მისტერიათა განახლება, გაძალოვნება...

 

  "განაჩენზე" (დაპატიმრებაზე) უარის თქმა მეორე მხრიდან (იძალა "ციხის" ნამდვილმა არსმა). იქნებ  გონს მოსვლაც? - ვნახოთ.

 

  მთავარი სხვაა.

 

  ტაძრელთტალავრიანი წავიდა, "გაუშვეს", არც შეუშალეს ხელი, ვერც შეუშლიდნენ. მაინც წავიდოდათეთრ ლეგიონში. ვინ დააკავებდა, ვის შეეძლო, ვის ძალუძდა. ვინ აღუდგება წინ მტკიცე ნებას. ორიტაძრელი ძმაც წაჰყვა. ყველა ქართველის გულიც...

 

&n

bsp; წმიდა ნაწილის მისტერიები გრძელდება ზეციური სამშობლოდან სახული...

 

  ოცდაერთიდან ოცდაოთხი დეკემბრის ჩათვლით მძიმე დღეებია, საერთოდ.

 

თუ მთვარის მოვანებაც დაერთო - განსაკუთრებით. თუმც მალე ნათელი უნდა იშუას, მაინც. ამ დროს არარსებულის, უპიროვნოს მსახურნი ცდილობენ იმძლავრონ... იმძლავრეს კიდეც 1991 წელს...

 

  ტაძრელთტალავარიანს ძმა მოუკლეს იმ დროს, 1991 წლის 23 დეკემბერს. შური არც უძიებია ჭაბუკს.ცეცხლოვანი გული უშუროა. გულსანთლიანმა არ იცის შურისძიება.

 

  იცის, ისიც ტაძრელი იყო, სიკვდილთან შერიგებული და ეხმარება ზეციური სამშობლოდან.

 

  იცის, სამშობლოს ვერვინ მოუკლავს, სანამ საქართველოს დიდ ტაძარში სანთლებად იწვიან წრფელი გულები.

 

  და იცის, იშვის ნათელი და იტყუის: "ლაზარე, გამოვედ გარე!"

 

  P.შ. 31 მარტს გოჩა ესებუა მოკლეს. თვალახელილი კარგად დაინახავს ამ ენიგმას...

 

   კაცის, რომელიც ბრუნდება,  მისტერია გრძელდება...

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq