საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიადის წერილი (მოგონება)
გაიოზ გია მამალაძე

1992 წლის შემოდგომა იქნებოდა, შეხვედრა მქონდა ადამიანებთან, რომლებმაც მთხოვეს ქართველ ნაციონალისტთა ერთობაში, რომლის თავმჯდომარეც მაშინ გახლდით, მათი ჯგუფის გაერთიანება. არსებობდა მაშინ ასეთი პარტია, შევარდნაძესთან საბრძოლველად შევქმენით.

 

მათ არ ვიცნობდი. მერე აღმოჩდა, რომ იყვნენ ენერგეტიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, მინისტრის მოადგილე და მისი მეგობრები. მათთან შეხვედრები, მათივე მოთხოვნით, კონსპირაციის მკაცრი წესების ზედმიწევნითი დაცვით ხდებოდა, სხვადასხვა მანქანების გამოცვლითა და გამჭოლ სადარბაზოებში გასვლა-გამოსვლით.

 

   იმ პერიოდში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს, შევარდნაძის რეჟიმი გვდევნიდა. სახიფათო დრო იყო, თუმცა მაინც გამიკვირდა, ასეთი რამ, მხოლოდ ფილმებში მენახა.

 

  შეხვედრაზე უცნობებმა მითხრეს, რომ ბრძოლის ყველა მეთოდიც შეიძლება გამოვიყენოთო. არ მომეწონა, საეჭვოდ მეჩვენა ასეთი გულგახსნილობა, ვერ ვენდე და თავი შევიკავე.

 

  დაახლოებით ერთ თვეში, ისევ დამიკავშირდნენ და მთხოვეს შეხვედრა,,დაჟინებით. კონსპირაციულ ბინაში, დიდუბის ეკლესიის გვერდით, კონსპირაციულად მივედით. თან მახლდა ჩემი მეგობარი და მოადგილე, უნიჭიერესი ეროვნული იდეოლოგი და თეორეტიკოსი, მეცნიერი მედიკოსი, აწ განსვენებული კონსტანტინე ჭიჭინაძე.

 

 კარის გულდასმით გადარაზვის შემდეგ წიგნების თაროდან ერთმა გადმოიღო რაღაც წიგნი, გადაშალა და ამოიღო წერილი, რომელიც მე გადმომცა.

 

 საქართველოს პრეზიდენტის ბლანკზე ხელით ეწერა:

 

 `ჩემო გია, ამ წერილის მომტანს ენდე და დაუჯერე.

 

 საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია~.

 

;

 ზვიადის ხელწერა კარგად ვიცოდი. კარგად ვიცნობდი თვითონ პრეზიდენტსაც. ნამყოფიც ვიყავი უკვე მასთან გროზნოში... მაგრამ, ეს მოულოდნელად სასიხარულო აღმოჩნდა...

 

 დღესაც მახსოვს მაშინდელი განცდა. ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვიყავი, რადგან პრეზიდენტისგან წერილი მივიღე, რომელიც ასე მენდობოდა და გულითადად მომმართავდა. სულ 27 წლის გახლდით მაშინ, თანაც რომანტიკული ბუნებისა და გამარჯვების იმედით ანთებული.

 

   მერე, კოტე ჭიჭინაძე მითხრა, უნდა გენახა რა გაბადრული სახე გქონდა, წერილი რომ წაიკითხეო.

 

  კონსპირატორებმა გამომართვეს წერილი, მოიტანეს რკინის საფერფლე და მითხრეს წერილი უნდა გავანადგუროთ, რადგან ჩვენთვის ამ წერილის არსებობა დიდი საფრთხეაო.

 

  დღესაც მწარედ ვნანობ, რომ დავაწვევინე ის წერილი, დაბნეულმა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. მათი ოჯახები, ისედაც, არაერთგზის იყო დარბეული შევარდნაძის რეჟიმის მიერ. იქიდან გასულები რომ დავეკავებინეთ და ზვიადის წერილი ეპოვათ, იმ ოჯახს, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ, საფრთხე, მართლაც, ელოდა.

 

   სხვათა შორის, წერილის ერთ-ერთი მომტანთაგანი იყო ნუგზარ ლეჟავა, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი  მოადგილე, რომელიც იმ შეხვედრის მერე, თავის ჯგუფთან ერთად, ქართველ ნაციონალისტთა ერთობაში შემოვიდა და ჩემი მოადგილე გახდა საორგანიზაციო საკითხებში. ძალიან ნიჭიერი და პატიოსანი კაცი იყო წლების მერე ნუგზარ ლეჯავა,შევარდნაძის რეჟიმის ჯალათებმა მერაბ კოსტავას ეზოში მოკლეს. ბინა, რომელშიც ვიმყოფებოდით, გიორგი კილაძის აღმოჩნდა, რომელსაც იმ დღესვე დავუმეგობრდით.

 

... ის სითბო და სიხარული, რომელიც ზვიადის წერილის მიღებით განვიცადე, დღესაც გულში მაქვს.


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq