საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიადობა 2022 და მერაბობა 2022 - თავისუფლების დღესასწაულები
გაიოზ მამალაძე

31 მარტს ზვიად გამსახურდია 83 წლის გახდებოდა!

დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2022.

კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.

საქართველოს დამოუკიდებლობის ძველ დღესასწაულზე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს, უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული (თავისუფლების დღესასწაულის დასკვნითი დღე). 
მერაბ კოსტავაც 83 წლის გახდებოდა.
აქვე გავიხსენოთ რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობის, ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელისა და წმიდა ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII) ხსენების დღე.

ეს ორი დღესასწაული, ზვიადობა და მერაბობა უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართვ
ელი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2017 - თავისუფლების დღესასწაული. 

რა თქმა უნდა, თავისუფლების დღესასწაული მოიცავს 9 აპრილსაც (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 14 აპრილს (სახელმწიფო ენის დღე), ლაზარეს შაბათს (ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ)...

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq